აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება ძალადაკარგული სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 02.03.2021
ძალის დაკარგვა 19.12.2024
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №20-IIს
სარეგისტრაციო კოდი 010190020.31.056.016065
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება 04.04.2019
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს (შემდგომში – უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრი) მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზების, შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიზნით უფლება აქვთ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის წარმომადგენლის შრომის ანაზღაურებისათვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოიყოფა ამ დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული თანხა.
2.
უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ №28 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის წარდგინების საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მიიღება არაუმეტეს 2 წარმომადგენელი, №29 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის წარდგინების საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მიიღება არაუმეტეს 1 წარმომადგენელი, ხოლო №30 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის წარდგინების საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მიიღება არაუმეტეს 4 წარმომადგენელი.
3.
უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის წარმომადგენელთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.
უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლების სამოქმედო ტერიტორია მოიცავს შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ა) №28 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ბათუმის მუნიციპალიტეტი;
ბ) №29 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული;
გ) №30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა) ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები.
5.
უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლების შრომის ანაზღაურება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) №28 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის თითოეულ წარმომადგენელს არაუმეტეს 1200 ლარი;
ბ) №29 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის წარმომადგენელს – არაუმეტეს 2000 ლარი;
გ) №30 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის თითოეულ წარმომადგენელს – არაუმეტეს 750 ლარი.
6.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის წარმომადგენელი ვალდებულია უმაღლესი საბჭოს აპარატს წელიწადში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
7.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2019 წლის 4 აპრილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს №87-უ.ს.რ.ს. დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი (www. matsne.gov.ge), 08.04.2019), სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010190020.31.056.016060).
8.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე
ბათუმი,
2 მარტი 2021 წ.
N20-IIს