ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 09.03.2021
ძალაში შესვლა 01.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016659
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2021
matsne.gov.ge 637 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.03.2021 მიღება
01.03.2021 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
1. სახეობა
2. წონა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ 1.  ამ წესით განსაზღვრული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობა (შემდეგში – მოწმობა ) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას , რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ . 2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს დუშეთის    მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მერია), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს რელიეფურ დამცავ ბადეს. 4. მოწმობის ფორმა განისაზღვრება თანახმად დადგენილების დანართი №1-ისა. 5. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა დუშეთის   მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. პასუხისმგებელი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის   უფროსს, შესაბამის მოხსენებით ბარათზე მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. 83% 05.06.2020 სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 26.04.2022 „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმისა და მისი აღწერილობის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 82% 11.07.2016 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 02.02.2018 მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 81% 21.11.2014

დოკუმენტის ტექსტი

ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-270 2021 წლის 9 მარტი ქ. თბილისი ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული: ა) ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა (დანართი №1); ბ) ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი (დანართი №2). მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი                             დანართი №1 ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი № 1. აკვაკულტურის სუბიექტი (სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 2. აკვაკულტურის ნებართვის (ნებართვის არსებობის შემთხვევაში)/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის/თევჭერის ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3. წარმოების/მოპოვების დამტკიცებული წლიური მოცულობა სახეობების მიხედვით (ნებართვის არსებობისას) და კვოტების დამტკიცების შესახებ ბრძანების ნომერი (ივსება ექსტენსიური აკვაკულტურის შემთხვევაში) ---------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 4. მოპოვების ადგილი (მისამართი) და აკვაკულტურის ობიექტის მოპოვების/ამოღების დრო ---------------------------------------------- --------------------------------------------------- 5. აკვაკულტურის ობიექტის (ჰიდრობიონტის) შესახებ: 1. სახეობა 2. წონა 6. სატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი) ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------ 7. გადამზიდი პირი ----------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------ 8. დანიშნულების ადგილი --------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------ 9. დოკუმენტის შევსების თარიღი ----------------------------------------------------------------- პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა (ხელმომწერის ვინაობის და პირადი ნომრის მითითებით)   ------------------------------------------------------------------------------------------ დანართი №2 ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „აკვაკულტურის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი (შემდგომში – დოკუმენტი) არის A4 ფორმატის საბუთი, რომელიც ადასტურებს ჰიდრობიონტის მოპოვებას აკვაკულტურიდან/აკვაკულტურის ფერმიდან და გამოიყენება საქართველოს ტერიტორიაზე მისი გადაზიდვისას და რეალიზაციისას. მუხლი 2🔗. დოკუმენტის შევსება და გაცემა 1. დოკუმენტი გაიცემა აკვაკულტურის სუბიექტის მიერ და მოწმდება აკვაკულტურის სუბიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით. დოკუმენტს ენიჭება ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი. 2. დოკუმენტი ივსება ორ ეგზემპლარად, საიდანაც პირველი პირი რჩება აკვაკულტურის სუბიექტთან, ხოლო მეორე პირი ეძლევა გადამზიდველს. 3. დოკუმენტი ივსება ქართულ ენაზე, გარკვევით, ბურთულიანი კალმით. მისი ყველა შესაბამისი რეკვიზიტის შევსება სავალდებულოა. აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. შეცდომის შემთხვევაში, ჩანაწერის გადასწორება დასტურდება უფლებამოსილი პირის შესაბამისი ხელმოწერით. 4. დოკუმენტის რეკვიზიტის არასრულად შევსების შემთხვევაში ცარიელი ადგილები ივსება „Z“ სიმბოლოთი. 5. დოკუმენტში ასახული მონაცემების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის გამცემ პირს. მუხლი 3🔗. დოკუმენტის გაცემის რეგისტრაცია 1. დოკუმენტის გაცემის რეგისტრაცია წარმოებს აკვაკულტურის სუბიექტის მიერ დოკუმენტის სარეგისტრაციო ჟურნალში (შემდგომში – ჟურნალი) (ამ წესის დანართი). ჟურნალი უნდა იყოს შესაბამისი მონაცემების ამსახველი, დანომრილი და ზონარგაყრილი. 2. ჟურნალში ყველა ჩანაწერი წარმოებს ბურთულიანი კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ, დაუშვებელია ფანქრით ან სხვა ისეთი საწერი საშუალებებით შევსება, რომელთა წაშლაც მარტივია, ასევე აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ ჟურნალის შევსებისას დაშვებული იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შესაბამისი მონაცემების გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“ და ჟურნალის მომდევნო გვერდზე კეთდება ჩანაწერი აღნიშნული შეცდომის შესახებ. 3. ჟურნალი ივსება სახელმწიფო ენაზე. ჟურნალში შეტანილი უნდა იყოს დოკუმენტის ფორმის მონაცემები. 4. ჟურნალის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში, აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სსდ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.  მუხლი 4🔗. დოკუმენტში დაფიქსირებული აკვაკულტურის ობიექტის არასრული ოდენობის სხვა პირის საკუთრებაში გადაცემა დოკუმენტში დაფიქსირებული აკვაკულტურის ობიექტის არასრული ოდენობის სხვა პირის საკუთრებაში გადაცემისას დარჩენილი ოდენობისთვის დოკუმენტის მოქმედების ვადა ძალაშია, რის თაობაზეც დოკუმენტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. მუხლი 5🔗. დოკუმენტის მოქმედების ვადა დოკუმენტის მოქმედების ვადა გადაზიდვისას განისაზღვრება დანიშნულების ადგილზე მიტანისთვის საჭირო დროით, მაგრამ არაუმეტეს 24 საათისა. მუხლი 6🔗. ამ წესის მოქმედება ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე შიდა წყალსატევებზე გაცემული თევზჭერის ლიცენზიის ფარგლებში ლიცენზიანტის მიერ მოპოვებული თევზის გადაზიდვასა და რეალიზაციაზეც. დანართი ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი  დოკუმენტის სარეგისტრაციო ჟურნალი აკვაკულტურის სუბიექტი/ნებართვის მფლობელი პირი  აკვაკულტურის ნებართვის (ნებართვის არსებობის შემთხვევაში)/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის/თევჭერის ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი წარმოების/მოპოვების დამტკიცებული წლიური მოცულობა სახეობების მიხედვით (ნებართვის არსებობისას) და კვოტების დამტკიცების შესახებ ბრძანების ნომერი (ივსება ექსტენსიური აკვაკულტურის შემთხვევაში) მოპოვების ადგილი (მისამართი) და აკვაკულტურის კონსტრუქციიდან თევზის ამოღების დრო (თარიღი, საათი) ინფორმაცია აკვაკულტურის ობიექტის (ჰიდრობიონტის) შესახებ: სახეობა, წონა სატრანსპორტო საშუალების მონაცემები  (მარკა, მოდელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი) გადამზიდი პირი დანიშნულების ადგილი დოკუმენტის ნომერი, შევსების თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა