1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილება ან/და საურავის  დარიცხვის შესახებ დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ან სამართალსუბიექტთან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი, სამართალსუბიექტთან გასაჩივრების შემთხვევაში, სამართალსუბიექტის მიერ 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნება ზემდგომ ორგანოს (თანამდებობის პირს) შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“-ს (ს/კ 220413844).

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2883 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს დადგენილება აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდე