მუხლი 10. საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრება
1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილება ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია გაასაჩივროს შესაბამისი დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) – ა(ა)იპ – ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორთან, ხოლო შემდგომ – სასამართლოში.
მუხლი 11. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილების ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრება— საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №08, 28.10.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016394 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6297538/muxli-10/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია