1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;

გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №5) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში.

3. გაუქმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციას ახორციელებს სამართალსუბიექტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად