📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.03.2021
ძალაში შესვლა 22.03.2021
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016336
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,192 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.03.2021 მიღება
22.03.2021 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 29.01.2020 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 29.03.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 26.12.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 17.05.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 03.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №13 2021 წლის 5 მარტი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის,  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის „ი“ პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლების შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 25 ოქტომბრის №17 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 02/11/2017 წ.,  040030000.32.061.016223). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 22 მარტიდან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტო“ (შემდგომში – „სააგენტო“) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს (შემდგომში – „სამინისტრო“) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, დამატებით გააჩნია საკუთარი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 3. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.  4. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა  საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს მცირე გერბისა და საკუთარი სახელწოდების გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16 (მე-7 სართული). მუხლი 2🔗. სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციები 1. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) მომსახურების მიზნით სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციებია: ა)  საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; ბ)  დევნილთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა და მათი კონსულტირება; გ) დევნილთა განსახლების ადგილებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა და შექმნილ  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა; დ) დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით პროგრამების, მათ შორის ინფრასტრუქტურული სახის პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ე) სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთის მიღება და დევნილთა მიზნობრივი ჯგუფებისათვის განაწილება; ვ)  უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება; ზ) სააგენტოს უფლებამოსილებებისა და ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება. მუხლი 3🔗. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით. 2. დირექტორი: ა)  ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ)  წარმოადგენს სააგენტოს და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე; გ)  მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს; დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს თანამშრომლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს; ე)  პასუხისმგებელია საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად, კანონიერად და სწორად ხარჯვაზე; ვ)  კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ზ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებსა და სამუშაო გეგმას; თ) სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს შესრულებული საქმიანობის შესახებ. 3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. სააგენტოს დირექტორის მოადგილის ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით. 5. სააგენტოს დირექტორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოადგილე. მუხლი 4🔗. სააგენტოს სტრუქტურა და ფუნქციები 1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა)     ადმინისტრაციული სამსახური; ბ)     პროგრამების მართვის სამსახური. 2. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციული, ადმინისტრაციული და საინფორმაციო უზრუნველყოფა; ბ) სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან; გ) სააგენტოს დირექტორის დავალებებისა და ბრძანებების შესრულება და მათი შესრულების მონიტორინგი; დ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება; ე) სააგენტოს ხელმძღვანელობის,  სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი  უზრუნველყოფა და სააგენტოს ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში; ვ)  სააგენტოს მოსამსახურეთა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, წახალისების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და წახალისების  შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის გამართვის ორგანიზება; თ) სააგენტოს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის, კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება; ი) სააგენტოს კომპიუტერული სისტემების, ლოკალური კომპიუტერული, საკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება და მონიტორინგი, ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და ორგტექნიკის დიაგნოსტიკა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; კ) სააგენტოს უძრავი და მოძრავი ქონების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება, განაწილება და კონტროლი; ლ)  საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, ფინანსური სახსრების მართვა; მ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული აქტების, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ნ) კანონმდებლობით და სააგენტოს დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 3. პროგრამების მართვის სამსახურის ფუნქციებია: ა) უფლებამოსილებების ფარგლებში მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მიმდინარე პროგრამების მართვა და კოორდინაცია;  ბ) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა, განხორციელების  ხელშეწყობა და შედეგების კვლევა; გ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სფეროში არსებული ვითარების ანალიზი, პრობლემური საკითხების იდენტიფიკაცია და კომპეტენციის ფარგლებში მათი მოგვარების გზების შესახებ წინადადებების შემუშავება; დ) ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარება  სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სააგენტოს მმართველობის სფეროსთან; ე) დევნილთა სოციალური და სამართლებრივი საკითხების ინფორმირების მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოება; ვ) სააგენტოს დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.    მუხლი 5🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, მიზანშეწონილობას და ეფექტურობას. უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სააგენტო ვალდებულია მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები. 3. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ)  თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი   სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა. 5. სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში ან/და სასამართლოში. 6. სააგენტოს უფლება აქვს, მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყარო 1. სააგენტოს ქონება შედგება: ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონის შესაბამისად გადაცემული ქონებისაგან; ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სამსახურის დამოუკიდებელ ბალანსზე. 3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით და სხვა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი; დ)   საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება საგენტოს უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებას, სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. მუხლი 8🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია 1. სააგენტოს ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულებანი დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.