„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №5136 |
|
2021 წლის 26 თებერვალი ქ. თბილისი |
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):
ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, ვალდებულების შესრულების გარანტიის თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესაბამის ბიუჯეტში მიმართვის ან გარანტორისათვის/პირისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და მის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;“;
ბ) მე-13 მუხლის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი, ვალდებულების შესრულების გარანტიების (საბანკო გარანტია, დაზღვევის პოლისი, თავდებობის ხელშეკრულება და სხვ.) გაუქმების ან თანხების ჩამოჭრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებაზე მონიტორინგი;“;
ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი, შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესაბამის ბიუჯეტში მიმართვის ან გარანტორისათვის/პირისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, „საგადახდო დავალების“, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე და საქონლის გაფორმების მონიტორინგის სამმართველოს უფროსი/მოადგილე) მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;“;
ბ.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) გაფორმების განყოფილებების ან გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ გაწეული მომსახურებისათვის „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის“ კორექტირება;“;
გ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) განყოფილებაში წარდგენილი, შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესაბამის ბიუჯეტში მიმართვის ან გარანტორისათვის/პირისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საქონლის გაფორმების მონიტორინგის სამმართველოსათვის წარდგენა;“;
დ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ2“ ქვეპუნქტი:
„ჟ2) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილი, შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესაბამის ბიუჯეტში მიმართვის ან გარანტორისათვის/პირისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საქონლის გაფორმების მონიტორინგის სამმართველოსათვის წარდგენა;“.
2. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
3. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა.