„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №4519 |
|
2023 წლის 10 მარტი ქ. თბილისი |
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის№2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი№9):
ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო;
ბ) საკონსულტაციო და საინფორმაციო სამმართველო;
გ) მონაცემთა დამუშავების სამმართველო;
დ) აღრიცხვის და სტატისტიკის სამმართველო;
ე) სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველო;
ვ) თბილისის სერვისცენტრი;
ზ) მცხეთის სერვისცენტრი;
თ) რუსთავის სერვისცენტრი;
ი) მარნეულის სერვისცენტრი;
კ) თელავის სერვისცენტრი;
ლ) გორის სერვისცენტრი;
მ)ახალციხის სერვისცენტრი;
ნ) ზესტაფონის სერვისცენტრი;
ო) ქუთაისის სერვისცენტრი;
პ) ოზურგეთის სერვისცენტრი;
ჟ) ფოთის სერვისცენტრი;
რ) ზუგდიდის სერვისცენტრი;
ს) ბათუმის სერვისცენტრი.“.
ბ) მე-8 მუხლის:
ბ.ა) „წ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წ 1 ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვა (გარდა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა და ფიზიკური პირებისა), საგადასახადო აღრიცხვაში ცვლილებების შეტანა, საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება და გადასახადის გადამხდელებზე რეგისტრაციისათვის აუცილებელი სარეგისტრაციო ფორმების გაცემა;“;
ბ.ბ) „ჯ1“ და „ჯ4“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
გ) მე-9 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ) ვიდეოზარით შემდეგი მომსახურების გაწევა –ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდების (მომხმარებლის)/პაროლის აღდგენა, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ცვლილება;“.
დ) მე-12 მუხლის:
დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მომსახურე ბანკის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის (tax free) ბანკისთვის დაბრუნება, რომელიც არ მოექცა ავტომატური დაბრუნების რეჟიმში; შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;“;
დ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დროებით შემოტანის სპეციალურ პროცედურაში მოქცეული, იმპორტის გადასახდელის გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგის მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში განრიგის შეწყვეტის/გაუქმების შემთხვევაში;“;
დ.გ) „ზ“ ქვეპუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სამართალდარღვევის ოქმების ან/და ბრძანებების გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; მათ შორის, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ბარათზე დარიცხული თანხის ცვლილების შესახებ ბრძანების გამოცემა და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;“;
დ.დ) „პ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ1) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო დეკლარაციების და ანგარიშგების სხვა ფორმების მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და საჭიროებისამებრ დაპაკეტება, რომელთა ასახვა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ხდება ავტომატურ რეჟიმში;“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 13 მარტიდან.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.03.2023.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 10.03.2023. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №4519. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016694.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.03.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №4519, 10.03.2023, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016694 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.03.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5759189/