„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №32876 |
|
2023 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):
ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„ა) საბაჟო ფორმალობების გაციფრულების და განვითარების სამმართველო;”;
ბ) მე-8 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საბაჟო ფორმალობების გაციფრულების და განვითარების სამმართველო
საბაჟო ფორმალობების გაციფრულების და განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საბაჟო ფორმალობების ოპტიმიზაციის, გაციფრულების და ავტომატიზაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების ინიცირება /იმპლემენტაცია;
ბ) საბაჟო კონტროლის, საბაჟო ზედამხედველობისა და დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მომსახურების პროცესში არსებული ან/და პოტენციური პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიკაცია და ანალიზი, მათი გაუმჯობესებისა და მოდერნიზაციის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
გ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე პროექტების, მათ შორის, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებასთან, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების ადმინისტრირებისათვის გამოყენებული სისტემების/პროგრამული მოდულების დახვეწის მიზნით, არსებული ბიზნესპროცესების ავტომატიზაციასთან და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული პროექტების მართვა და მონიტორინგი;
დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო და საოპერაციო გეგმების მომზადების ორგანიზება;
ე) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო და საოპერაციო გეგმებისა და სხვადასხვა სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და საჭიროებისამებრ წარდგენა;
ვ) საბაჟო კონტროლის, საბაჟო ზედამხედველობისა და დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მომსახურების ეფექტიანობის კვლევისა და შეფასების უზრუნველყოფა, კვლევის შედეგების ანალიზი და საჭიროებისამებრ, შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება, დაგეგმვა ან/და განხორციელება;
ზ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ პრობლემატურ საკითხებზე (მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული პირების მოთხოვნით) პერიოდული შეხვედრებისა და ფორუმების ორგანიზება;
თ) საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების მოძიება, ანალიზი და საჭიროებისამებრ მათ დასანერგად წინადადებების შემუშავება;
ი) ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესების მხარდაჭერის, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებისა და ტექნიკური დახმარების არეალის გაფართოების მიზნით მიმდინარე საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა;
კ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა კვლევების, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ინიცირებული კვლევების განხორციელება ან პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა;
ლ) დეპარტამენტში საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
მ) საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება დეპარტამენტის უფროსისათვის;
ნ) დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების რეგისტრაციისა და შემსრულებლამდე დაყვანის უზრუნველყოფა;
ო) შემოსული და გასული კორესპონდენციის სათანადო დამუშავება და კონტროლი შემოსული კორესპონდენციის მოძრაობაზე;
პ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 26.12.2023. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №32876. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016723.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №32876, 26.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016723 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6070931/