„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობაში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო - სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 4 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №4 |
|
2021 წლის 15 მარტი ქ. ბათუმი |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე, საჩითილე და სასათბურე მეურნეობებში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“;
„მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის 18 ივნისის №138 უ.ს.გ.ს კანონის მეორე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე, საჩითილე და სასათბურე მეურნეობებში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი, თანახმად დანართისა.“;
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე, საჩითილე და სასათბურე მეურნეობებში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი“;
„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე, საჩითილე და სასათბურე მეურნეობებში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე, საჩითილე და სასათბურე მეურნეობებში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, რეალიზაციის, განაწილების, განადგურების წესსა და პირობებს, აგრეთვე აღნიშნული ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობას, დამატებითი ვადის დადგენისა და აუქციონის შედეგების გაუქმების წესსა და პირობებს.“;
„ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე, საჩითილე და სასათბურე მეურნეობებში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქცია (შემდგომში – ქონება) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „აგროსერვის ცენტრის“ სანერგე და საჩითილე მეურნეობებში წარმოებული სარგავი/სათესლე მასალის (შემდგომში – სარგავი/სათესლე მასალა), სადემონსტრაციო ბაღებსა და სასათბურე მეურნეობაში მოწეული ნაყოფისა (შემდგომში – ნაყოფი) და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი;“.
|