„კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №40/04 |
|
2021 წლის 19 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16/03/2018; ს/კ: 220090000.18.011.016285) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური და პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტისა და მე-5 პუნქტის, 553 მუხლის პირველი პუნქტის, ასევე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 და 3712 მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) მე-4 მუხლის: ა.ა) მე-11 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ეროვნულ ბანკს გადასცეს მოუკითხავი ფულადი სახსრები, რომელიც ირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, ასევე, გადასცეს დაკავშირებული დოკუმენტაცია.“; ა.ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. მოთხოვნათა წარდგენის 1-თვიან ვადაში ბანკის მეანაბრის ან სხვა კრედიტორის მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის წარუდგენლობისას ან/და იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრე ან სხვა კრედიტორი ვერ წარადგენს ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, მათ შორის, საბანკო რეკვიზიტებს, რომელიც ეკუთვნის ამ მეანაბრეს ან ამ კრედიტორს და რომელიც არ ექცევა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებით განსაზღვრულ ან/და ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ სანქცირებული ქვეყნების ნუსხაში, ასეთი ფულადი სახსრები გადაირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე მესაკუთრის გამოვლენის მიზნით, გარდა იმ დეპოზიტებისა, რომლებიც არ აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრის ფარგლებს. ეროვნულ ბანკში გადაირიცხება მხოლოდ ის სახსრები, რაც ლიკვიდაციაში მყოფ ბანკში განთავსებული იყო ეროვნულ ვალუტაში ან ეროვნული ბანკის სარეზერვო ვალუტებში. სხვა ვალუტაში არსებული ფულადი სახსრების შემთხვევაში მოხდება მათი კონვერტირება ეროვნულ ვალუტაში გადარიცხვის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით და შემდგომ გადაირიცხება ეროვნულ ბანკში.“; ბ) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. მოუკითხავი თანხების დაბრუნება 1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომერციული ბანკის მეანაბრე ან სხვა კრედიტორი კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოთხოვნის შინაარსი და ლიკვიდაციაში მყოფი ან/და ლიკვიდირებული იმ კომერციული ბანკის დასახელება, რომლის მიმართაც მეანაბრეს ან სხვა კრედიტორს ჰქონდა მოთხოვნები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას კომერციული ბანკის მიერ გაცემულ და დამოწმებულ საბანკო რეკვიზიტებთან ერთად უნდა დაერთოს, ასევე: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო განცხადების უფლებამონაცვლე პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული ამონაწერი და იურიდიული პირის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო განცხადების იმ პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ დასტურდება ამონაწერის საფუძველზე, ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი; გ) იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ეკვივალენტური დოკუმენტები. 3. განცხადებისათვის დართული საბანკო რეკვიზიტები უნდა ეკუთვნოდეს მეანაბრეს ან სხვა კრედიტორს და მეანაბრე ან სხვა კრედიტორი/საბანკო რეკვიზიტები არ უნდა ექცეოდეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ სანქცირებული ქვეყნების/პირების ნუსხაში, ამასთან, წარმოდგენილი საბანკო რეკვიზიტები არ უნდა ეკუთვნოდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებით განსაზღვრულ ქვეყნებში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს. 4. ეროვნული ბანკი მეანაბრის ან სხვა კრედიტორის განცხადებას განიხილავს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. 5. თუ მეანაბრის ან სხვა კრედიტორის განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეესაბამება კომერციული ბანკის ლიკვიდატორის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი დოკუმენტების მონაცემებს, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას მოუკითხავი თანხების დაბრუნების თაობაზე იმ მოცულობით, რაც მითითებულია ლიკვიდატორის მიერ გადაცემულ მონაცემებში. 6. თუ მეანაბრის ან სხვა კრედიტორის განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან განცხადებაში მითითებული მონაცემები არ შეესაბამება კომერციული ბანკის ლიკვიდატორის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილ მონაცემებს, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ და აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობებს განმცხადებელს მიზეზების მითითებით.“; გ) მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირაოს მოგირავნეს აქვს ფინანსური გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით: ა) სარეზოლუციო ფონდი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გარდა ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა დაფინანსების ფარგლებში (გარდა სარეზოლუციო ფონდის საშუალებით განხორციელებული დროებითი სახელმწიფო დაფინანსებისა), ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართ ვალდებულება ბანკს მისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა, გარდა ბანკის ლიკვიდაციის პერიოდში სხვა ბანკების მიერ გაცემული სესხებისა. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა, დაკმაყოფილდება ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რიგითობით; ბ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები, მათ შორის, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები; გ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა; დ) იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა; ე) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა; ვ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად; ზ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; თ) იურიდიული პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ი) იურიდიული პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; კ) ბანკის ლიკვიდაციის პერიოდში სხვა ბანკების მიერ გაცემული სესხები; ლ) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; მ) ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები, გარდა ამ პუნქტის „ნ“−„ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ნ) ბანკის სასესხო ვალდებულება ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ, გარდა ამ პუნქტის „ო“−„ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ო) ბანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის; პ) ბანკის ისეთი ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, გარდა ამ პუნქტის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ჟ) ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები; რ) ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები; ს) ბანკის სხვა ვალდებულებები ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები არ გულისხმობს ბანკის აქციის ფლობიდან გამომდინარე ბანკის ვალდებულებებს აქციონერის მიმართ.“; დ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ლიკვიდატორი უფლებამოსილია, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბანკის აქტივები გაყიდოს საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე ელექტრონული აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში ბანკის კუთვნილი ფიქსირებული აქტივების საჯარო (ელექტრონული) აუქციონი წარიმართება ელექტრონული აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის პროცედურისა და შემდეგი პირობების დაცვით:“; ე) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადება 1. ბანკი გადახდისუუნარო შეიძლება გახდეს როგორც საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, ისე ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროს. 2. ბანკის გაკოტრების ფაქტი დგინდება მხოლოდ მისი ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობისას. 3. ბანკი გადახდისუუნაროა, როდესაც მისი აქტივები (განურჩევლად მათი ვადიანობისა) ვეღარ ფარავს მისივე ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების ჯამს, განურჩევლად მათი ვადამოსულობისა. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის გადახდისუუნარობის დადგენისათვის ბანკის მთლიანი აქტივების ღირებულება გაიანგარიშება სალიკვიდაციო ბალანსზე რიცხული თითოეული აქტივის წმინდა ღირებულების ჯამით. 4. ბანკი კოტრდება, როდესაც მას სალიკვიდაციო ბალანსით ერიცხება დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ამ მოთხოვნების დასაფარავად. 5. ამ წესის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ლიკვიდატორის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ბანკი გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოაცხადოს. ბანკის გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით. აღნიშნული განკარგულება ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. ამასთან, ბანკი გაკოტრებულად შეიძლება გამოცხადდეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ განკარგულებით.“. ვ) მე-8 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ბანკის ლიკვიდაციის შემდგომ აღმოჩენილი აქტივის რეალიზაცია და ამოღებული თანხების განაწილება ბანკის დარჩენილ კრედიტორებზე განხორციელდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
1. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 მაისის №119 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესი“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|