„მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 12 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.103.016351
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2021 წლის 17 მარტი

დაბა მესტია

საქართველოს ორგანულის კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021  წლის 12 თებერვლის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 16/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.103.016349)  დადგენილების დანართი  ჩამოყალიბდეს  თანდართული  რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე



დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების  (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა
მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა )

საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან  შეხვედრებისათვის, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებლი ხარჯების ანაზღაურება განისაზღვროს 630 (ექვსას ოცდაათი) ლარის ოდენობით.

მუხლი 2. უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

1. საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა,  განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე.

2. საკრებულოს წევრს აუნაზღაურდება საკრებულოს სხდომებზე დასწრების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადების, დადგენილების პროექტის ინიციირების, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისათვის კითხვით მიმართვის, ამომრჩეველთა მიღების, ამომრჩეველთა შეხვედრის, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვისა და ანგარიშის საჯარო განხილვასთან დაკავშირებული გონივრული (მატერიალური) ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდება ზემოთ ჩამოთვლილი უფლებამოსილებების განხორციელებისას.

3. უფლებამოსილების გაწევასთან დაკავშირებით შეიძლება ანაზღაურდეს:

ა) ტრანსპორტირების ხარჯი;

ბ) შიდა და საერთაშორისო სატელეფონო და სატელეგრაფო მომსახურების ხარჯები;

გ) სხვა ხარჯები (ინტერნეტის, ქსეროასლების გადაღების, საკანცელარიო ნივთების შეძენის და სხვ.).

4. ყოველი თვის არაუგვიანეს 1 რიცხვისა საკრებულოს წევრი აპარტში წარმოადგენს მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელ ოქმს/ოქმებს და განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მის მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების წარმოშობისა და დასაბუთების შესახებ ინფორმაცია.

5. საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს წევრთა მიერ ინდივიდუალურად წარმოდგენილ დოკუმენტებზე (მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველი ოქმი და სხვა გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მასალები) დაყრდნობით, საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს, რომელშიც მოცემულია საკრებულოს წევრთა მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციათა სხდომებზე დასწრების სტატისტიკური მონაცემები, რაც საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარმოადგენს მათ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს.

6. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების (კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის ჩატარებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს.თუ საკრებულოს წევრმა სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა განცხადება წერილობითი სახით, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიოდ.

7. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა (თითოეული გაცდენილი საკრებულოს ან/და კომისიის სხდომის გაცდენაზე  50 ლარის ოდენობით), თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისაგან.

8. საკრებულოს აპარატში ყოველთვიურად ინახება საკრებულოს წევრთა მიერ ხარჯების ასანაზღაურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაცია

მუხლი 3. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა დაევალოს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას ყოველთვიურად ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა განახორციელოს საქართველოს საგადასახადი კოდექსის ნორმების შესაბამისად.