,,პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-2 |
|
2021 წლის 22 მარტი ქ. თბილისი |
1. ბრძანების პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სასწავლო კურსი და სწავლის შედეგები (დანართი ,,ა“) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები:
„დ) ზოგადი უნარები – უნარები, რომლებიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ პრობლემების გადაწყვეტის, ცვლილებებისადმი ადაპტირების, გადაწყვეტილებების მიღების და შესაფერისი მსჯელობის შესაძლებლობას;
ე) კომუნიკაციის უნარები – უნარები, რომლებიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის შესაძლებლობას ეფექტურად იმუშაოს და იურთიერთოს სხვებთან;
ვ) პიროვნული უნარები – უნარები, რომლებიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის პიროვნულ დამოკიდებულებებსა და ქცევას;
ზ) ორგანიზაციული უნარები – უნარები, რომლებიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის შესაძლებლობას იმუშაოს ეფექტურად ორგანიზაციასთან ან ორგანიზაციაში ადამიანებისაგან და ხელმისაწვდომი რესურსებისგან ოპტიმალური შედეგების მისაღებად.“.
3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროფესიული ორგანიზაცია სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსს ანიჭებს პირს, რომელსაც დასრულებული აქვს სრული სასერტიფიკაციო პროგრამა.“.
4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სწავლის შედეგები საბაზო დონეზე უკავშირდება სამუშაო გარემოებებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ნაკლები ბუნდოვანება, კომპლექსურობა და გაურკვევლობა.“.
5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სწავლის შედეგები საშუალო დონეზე უკავშირდება სამუშაო გარემოებებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია საშუალო დონის ბუნდოვანება, კომპლექსურობა და გაურკვევლობა.“.
6. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სწავლის შედეგები უმაღლეს დონეზე უკავშირდება სამუშაო გარემოებებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია მაღალი დონის ბუნდოვანება, კომპლექსურობა და გაურკვევლობა.“.
7. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში და კვალიფიკაცია მინიჭებული აქვთ 2005 წლის ჩათვლით, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია 2023 წლამდე პირი სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაუშვას მხოლოდ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის საფუძველზე.“.
|
დანართი „ა“
სწავლის შედეგები
|