საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №129
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.022682
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.03.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (10)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| პროექტის დასახელება | სიგრძე, კმ |
| ქობულეთის განშტოება | 18,3 |
| ნატახტარი-წილკანი-ქსანი | 18,2 |
| საჰაერო გადასასვლელი არაგვზე საგურამოში | 2,9 |
| ხაშური-ზესტაფონი | 70 |
| ასპინძა-ქოთელია | 23 |
| ლეხურა-სვენეთი | 20,6 |
| ახალციხე-უდე | 16 |
| ლოკალური აღდგენითი (კაპიტალური) სამუშაოები | 2021-2023 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №129
2021 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და 159-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმა
მუხლი 1🔗. საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელი
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის (შემდგომში – გადამცემი სისტემის ოპერატორი) განცალკევების მოდელია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი.
მუხლი 2🔗. გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის მარეგულირებელი ზოგადი პრინციპები
გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის მარეგულირებელი ზოგადი პრინციპებია:
ა) ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერირება და დაკავშირებული მომსახურების გაწევის უსაფრთხოება, საიმედოობა და ეფექტიანი ფუნქციონირება;
ბ) გადამცემი ქსელის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირება, მოვლა-პატრონობა და განვითარება;
გ) გადაცემის საქმიანობის დამოუკიდებლობა სხვა ენერგეტიკული საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული კომერციული ინტერესებისგან, აგრეთვე ინტერესთა კონფლიქტისა და ჯვარედინი სუბსიდირების წინაპირობების გამორიცხვა.
მუხლი 3🔗. გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის შესასრულებლად გასატარებელი ღონისძიებები
3.1. ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მფლობელის სხვა საქმიანობებისგან სამართლებრივი და ფუნქციური განცალკევების უზრუნველსაყოფად, ამ პუნქტში მითითებული შესაბამისი პირები და ორგანოები უზრუნველყოფენ შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას ქვემოთ მოცემულ ვადებში:
3.1.1. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ვალდებულია:
3.1.1.1. განახორციელოს მის საკუთრებაში არსებული იმ აქტივების აღრიცხვა და გადაფასება, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის გადამცემი საქმიანობისთვის და უზრუნველყოს შედეგების შესახებ ინფორმაციის წარდგენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის (შემდგომში – სამინისტრო) არაუგვიანეს 2021 წლის ივნისისა.
3.1.1.2 დააფუძნოს ახალი კომპანია (შემდგომში – გადამცემი ქსელის მესაკუთრე) 2021 წლის 1 მაისამდე.
3.1.1.3. „გადამცემი ქსელის მესაკუთრეს“ გადასცეს საკუთრების უფლება ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობისთვის გამოსაყენებელ აქტივებზე, მათი „გადამცემი ქსელის მესაკუთრის“ საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით, არაუგვიანეს 2021 წლის მაისისა.
3.1.2. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან“ სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით „გადამცემი ქსელის მესაკუთრის“ დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად:
3.1.2.1. 2021 წლის 1 მაისამდე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ უნდა დაამტკიცოს „გადამცემი ქსელის მესაკუთრის“ წესდება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, უზრუნველყოფს „გადამცემი ქსელის მესაკუთრის“ დამოუკიდებლობას ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით სხვა საქმიანობებისაგან, რომელიც არ უკავშირდება ენერგიის გადაცემას, განაწილებას და შენახვას. წესდება ასევე უნდა ითვალისწინებდეს „გადამცემი ქსელის მესაკუთრის“ ვალდებულებას, აღმოუჩინოს ყველა საჭირო დახმარება და ითანამშრომლოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორთან მისი ფუნქციების განხორციელების მიზნით, მათ შორის, მიაწოდოს გადამცემი ქსელის განვითარების დაგეგმვისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფორმაცია.
3.1.2.2. 2021 წლის 10 ივნისამდე „გადამცემი ქსელის მესაკუთრემ“ უნდა შექმნას შესაბამისობის პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს დისკრიმინაციული ქმედების თავიდან ასაცილებლად მისაღებ ზომებს, გამორიცხავს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მხრიდან გადამცემ ქსელთან დაკავშირებით „გადამცემი ქსელის მესაკუთრის“ მიმართ ზეგავლენას და უზრუნველყოფს დამოუკიდებელი შესაბამისობის ოფიცრის მიერ აღნიშნულ ქმედებებზე სათანადო კონტროლის განხორციელებას.
3.1.3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ და „გადამცემი ქსელის მესაკუთრემ“ უნდა უზრუნველყონ „გადამცემი ქსელის მესაკუთრისთვის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობის განსახორციელებლად გამოსაყენებელ უძრავ ქონებაზე არაუგვიანეს 2021 წლის მაისისა.
3.1.4. „გადამცემი ქსელის მესაკუთრემ“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ უნდა მოამზადონ სასყიდლიანი იჯარის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს „გადამცემი ქსელის მესაკუთრის“ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობისთვის განკუთვნილი აქტივების შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მფლობელობასა და მართვაში გადაცემას (გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის განხორციელების მიზნით) იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიღებული აქტივების სრული და შეუფერხებელი მართვა, ოპერირება, რემონტების, განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობა (გარდა დანართ №1-ში ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომლებიც გადაეცემა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ მფლობელობაში მათი დასრულებისთანავე). „გადამცემი ქსელის მესაკუთრემ“ უნდა ითანამშრომლოს და დახმარება გაუწიოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორს მისი ფუნქციების განხორციელების მიზნით, მათ შორის, მიაწოდოს გადამცემი ქსელის განვითარების დაგეგმვისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფორმაცია. „გადამცემი ქსელის მესაკუთრემ“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ იჯარის ხელშეკრულების პროექტი უნდა წარუდგინონ სამინისტროს გადასინჯვის მიზნით, არაუგვიანეს 2021 წლის მაისისა.
3.1.5. „გადამცემი ქსელის მესაკუთრემ“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ხელი უნდა მოაწერონ 3.1.4. პუნქტით გათვალისწინებულ იჯარის ხელშეკრულებას (რომელიც ძალაში შევა 2022 წლის 1 იანვრიდან) და წარუდგინონ ის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დასამტკიცებლად სერტიფიცირების განაცხადთან ერთად, არაუგვიანეს 2021 წლის 10 ივნისისა.
3.1.6. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ და სამინისტრომ უნდა უზრუნველყონ ყველა საჭირო ზომის მიღება, მათ შორის, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წესდებებში ცვლილებების შეტანა ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობის განცალკევებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და დაარეგისტრირონ შესწორებული წესდებები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არაუგვიანეს 2021 წლის 20 მაისისა.
3.1.7. სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან:
3.1.7.1. 1 თვის ვადაში წარმოადგინოს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, რომლებშიც უნდა შევიდეს ცვლილებები ამ მუხლის 3.1.9 პუნქტით გათვალისწინებული მართვის უფლებების გადანაწილების სათანადოდ უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნულმა ასევე უნდა უზრუნველყოს გადამცემი სისტემის ოპერატორების მმართველი საჯარო დაწესებულების დამოუკიდებლობა ბუნებრივი გაზის და/ან ელექტროენერგიის წარმოების/მიწოდების/ვაჭრობის განმახორციელებელი კომპანიების მმართველი და სხვა საჯარო დაწესებულებებისაგან, შესაბამისი დასაბუთებით;
3.1.7.2. 2 თვის ვადაში წარმოადგინოს ამ პუნქტის 3.1.7.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების პროექტები ინიციირებისთვის.
3.1.8. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, „გადამცემი ქსელის მესაკუთრემ“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ უნდა უზრუნველყონ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ იჯარის უფლების რეგისტრაცია ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობის განსახორციელებლად გამოყენებულ უძრავ ქონებაზე არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.
3.1.9. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, 2021 წლის 9 აგვისტომდე სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ან სხვა საჯარო დაწესებულებებთან მოლაპარაკების საფუძველზე, მისი მმართველობის სფეროში არსებული, ქვემოთ ჩამოთვლილი კომპანიების მართვის უფლებების იმგვარი გადანაწილება, რომ ერთი სახელმწიფო ორგანოს მართვაში არ აღმოჩნდეს, ერთი მხრივ, ენერგიის გადაცემის/განაწილების და, მეორე მხრივ, წარმოების/ მიწოდების/ვაჭრობის განმახორციელებელი კომპანიები, რაც ასევე უზრუნველყოფს გადამცემი სისტემის ოპერატორების მმართველი საჯარო დაწესებულების დამოუკიდებლობას ბუნებრივი გაზის და/ან ელექტროენერგიის წარმოების/მიწოდების/ვაჭრობის განმახორციელებელი კომპანიების მმართველი და სხვა საჯარო დაწესებულებებისაგან:
ა) ენერგიის გადამცემი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიები:
ა.ა) შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ – (წილის 100%);
ა.ბ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ – (აქციების 100%);
ა.გ) სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“ – (აქციების 50%);
ბ) ენერგიის წარმოების/მიწოდების/ვაჭრობის საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიები:
ბ.ა) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ – (აქციების 100%);
ბ.ბ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ – (აქციების 100%);
ბ.გ) შპს „ენგურჰესი“ – (წილის 100%).
3.1.10 არაუგვიანეს 2021 წლის 10 ივნისისა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ვალდებულია, დაადასტუროს, რომ აქვს ან მომავალში ექნება ყველა ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსი დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციების შესასრულებლად (მათ შორის, SCADA სისტემასთან დაკავშირებით).
დანართი №1
განცალკევების პროცესის განხორციელების პარალელურად და მისი დასრულების შემდგომ, გამონაკლისის სახით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“/„გადამცემი ქსელის მესაკუთრის“ მიერ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან“ თანამშრომლობით დასასრულებელი მიმდინარე
პროექტების
ჩამონათვალი:
პროექტის დასახელება
სიგრძე, კმ
DN, მმ
დასრულების დრო
ქობულეთის განშტოება
18,3
500
2022
ნატახტარი-წილკანი-ქსანი
18,2
700
2022
საჰაერო გადასასვლელი არაგვზე საგურამოში
2,9
700
2022
ხაშური-ზესტაფონი
70
700
2023
ასპინძა-ქოთელია
23
300
2023
ლეხურა-სვენეთი
20,6
700
2023
SCADA
ახალციხე-უდე
16
300
2023
ლოკალური აღდგენითი (კაპიტალური) სამუშაოები
2021-2023
საჭიროების შემთხვევაში, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გადასცემს „გადამცემი ქსელის მესაკუთრეს“ საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ყველა უფლებასა და ვალდებულებას (სადაც ეს შესაძლებელია), რაც საჭიროა 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით დაწყებული ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის მშენებლობის/რეაბილიტაციის პროექტების ეფექტური და შეუფერხებელი დასრულების უზრუნველსაყოფად.
შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიში „გადამცემი ქსელის მესაკუთრემ“, სულ მცირე, წელიწადში 2-ჯერ უნდა წარუდგინოს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილია, პროექტების მიმდინარეობას გაუწიოს ზედამხედველობა.
ზემოხსენებული პროექტების დასრულების შემდეგ შესაბამისი აქტივები აისახება „გადამცემი ქსელის მესაკუთრესა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებაში.