“უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის №111 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ”
მიღების თარიღი 15.08.2000
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №304
სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.389
გამოქვეყნების წყარო სსმ, 75, 23/08/2000
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.08.2000 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის №111 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Dumbadze TD";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; letter-spacing:1.0pt;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; letter-spacing:1.0pt;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; letter-spacing:1.0pt; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; letter-spacing:1.0pt;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; letter-spacing:1.0pt;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Dumbadze TD","serif"; letter-spacing:1.0pt;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New"; letter-spacing:1.0pt;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:1.0in 48.2pt 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.389
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №304
2000 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის №111 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
„უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის №111 ბრძანებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა აღსრულების ორგანიზაციულ-პრაქტიკული უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დროებითი ინსტრუქცია „უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ” (თან ერთვის).
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მინისტრებმა, შს სამხარეო მთავარი სამმართველოების (სამმართველოების), ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს, შს საქალაქო და რაიონული ორგანოების უფროსებმა „საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე” კანონის მიღებამდე საქართველოში დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და საქართველოდან გასვლის წესების დამრღვევ უცხოელთა ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივი ასპექტების რეგულირება მოახდინონ საქართველოს პრეზიდენტის ზემოთაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებისა და ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
3. შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა (ვ. დავითაია) საქართველოს პრეზიდენტის №111 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად ორგანიზაცია გაუკეთოს ფინანსთა სამინისტროდან უცხოელთა საქართველოდან გაძევებისათვის აუცილებელი სახსრების გამოძოფას.
4. შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარმა სამმართველომ (დ. კობახიძე), საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარმა სამმართველომ (შ. წინწკალაძე), შსს აკადემიამ (გ. ქარქაშაძე) და საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნულმა ბიურომ (გ. ახალაია) 2000 წლის მე-3 კვარტალში, შსს აკადემიის ბაზაზე, განახორციელონ შს ორგანოების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის, აგრეთვე უბნის ინსპექტორთა სამსახურების პირადი შემადგენლობის მოკლევადიანი სწავლება უცხოელთა გაძევების სამართლებრივი ასპექტების რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
5. წინამდებარე ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
6. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.
7. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაეკისროს მინისტრის მოადგილეს, პოლიციის გენერალ-მაიორ თ. შოშიაშვილს.
კ. თარგამაძე
ინსტრუქცია უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს უცხოელთა საქართველოდან გაძევების პირობებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. უცხოელთა გაძევების სამართლებრივი ასპექტების რეგულირებაში, სხვა დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა ორგანოების ყველა სამსახურები.
3. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ”, „საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ”, „იმიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა-დადგენას, რაც შეიძლება უცხოელთა საქართველოდან გაძევების საფუძველი გახდეს, ასევე აღნიშნულის შესახებ სათანადო მასალების გაფორმებას, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის №111 ბრძანებულებით დამტკიცებული „უცხოელთა საქართველოდან გაძევებიას დროებითი წესის შესახებ დებულებისა” და ამ ინსტრუქციის შესაბამისად განახორციელებენ შს ორგანოების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების უცხოელთა ვიზებისა და აღრიცხვის ხაზით მომუშავე თანამდებობის პირები და უბნის ინსპექტორები.
თავი II. საქართველოდან უცხოელთა გაძევების საფუძვლები
4. უცხოელი საქართველოდან გაძევებას ექვემდებარება:
4.1. თუ იგი უკანონოდ შემოვიდა ან უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და სარგებლობს ვადაგასული ან ყალბი დოკუმენტებით;
4.2. თუ გარემოებათა შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში მისი შემდგომი ყოფნისათვის საფუძველი აღარ არსებობს;
4.3 თუ მისი ყოფნა საქართველოში ეწინააღმდეგება სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს;
4.5. თუ ეს აუცილებელია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ (მყოფ) სხვა პირთა ჯანმრთელობის, ასევე სხვა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის;
4.5. თუ იგი განზრახ სისტემატურად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას;
4.6. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
თავი III. უცხოელის გაძევების თაობაზე მასალების გაფორმებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად იუსტიციის სამინისტროში წარდგენის წესი
5. ამ ინსტრუქციის 4.1, და 4.5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელის ადგილსამყოფელის შესაბამისი შინაგან საქმეთა ორგანოს უბნის ინსპექტორი ან სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი სხვა თანამდებობის პირი, საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მეშვეობით შეადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (დანართი 1), ხოლო 4.2, 4.3, 4.4 და 4.6 პუნქტებში აღნიშნულ გარემოებათა აღმოჩენის შემთხვევაში, ოქმის შედგენის პარალელურად, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან, და დაწესებულებებიდან გამოითხოვს ამ პუნქტებში აღნიშნულ გარემოებათა დამადასტურებელ დოკუმენტებს. ამასთანავე, საჭიროებისამებრ, უწყებებსა და ორგანიზაციებში შეკითხვების გაგზავნით ადგენს უცხოელის საქართველოში შემოსვლასთან, ყოფნასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს (გაგზავნილი შეკითხვების ასლები და მიღებული პასუხები თან დაერთვის მასალებს).
6. თანამდებობის პირი, რომელმაც ამ ინსტრუქციის მე-5 პუნქტის შესაბამისად შეადგინა მასალები უცხოელის გაძევების თაობაზე, ვალდებულია გააფორმოს არგუმენტირებული და დასაბუთებული წერილობითი დასკვნა (დანართი), რომელსაც დაამტკიცებს შესაბამისი შს ორგანოს ხელმძღვანელი.
7. დარღვევის გამოვლენიდან 3 დღის ვადაში შს ორგანოს დასკვნა უცხოელის გაძევების თაობაზე სათანადო მასალების თანდართვით განსახილველად გადაეგზავნება შსს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნულ ბიუროს.
8. შსს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიურო ვალდებულია 24 საათის განმავლობაში შეისწავლოს წარმოდგენილი მასალები უცხოელის გაძევების შესახებ, დაადგინოს, არსებობს თუ არა უცხოელის გაძევების სამართლებრივი საფუძველი და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შეადგინოს არგუმენტირებული დასკვნა (დანართი 3). საჭიროების შემთხვევაში იგი უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია დაინტერესებული სამინისტროებიდან და უწყებებიდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ და დაურთოს ისინი მასალებს. ამ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას, უშუალო შემსრულებლის მოტივირებული პატაკის საფუძველზე გააგრძელებს ეროვნული ბიუროს უფროსი.
9. ეროვნულ ბიუროში მასალების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს. ამ ვადაში იგი თავის დასკვნას მასალებთან ერთად წარადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან დაუზუსტებელ გარემოებათა გამო მასალების უკან დაბრუნების შემთხვევაში, ეროვნული ბიურო და შესაბამისი შს ორგანო ვალდებული არიან დაუყოვნებლივ გაატარონ სათანადო ღონისძიებები საჭირო მასალების მოსაპოვებლად და იუსტიციის სამინისტროსათვის მისაწოდებლად.
10. უცხოელის გაძევების თაობაზე იუსტიციის მინისტრის ბრძანების (3 ეგზ.) მიღებისთანავე შსს საქმეთა მმართველობის სამსახური და საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიურო ბრძანების სამივე ეგზემპლარს დაუყოვნებლივ, 24 საათის განმავლობაში, სისრულეში მოსაყვანად გადასცემს უცხოელის ადგილსამყოფელის შესაბამისი, გაძევებაზე მასალების წარმომდგენი შს ორგანოს ხელმძღვანელს, რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში არსებული კავშირგაბმულობის ნებისმიერი საშუალება.
11. შს ორგანოს ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრის ბრძანების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში პირადად გააცნობს უცხოელს გადაწყვეტილებას მისი საქართველოდან გაძევების შესახებ, განუმარტავს მის უფლებებსა და მოვალეობებს და შესთავეზებს სამი დღე-ღამის ვადაში ნებაყოფლობით დატოვოს საქართველოს ტერიტორია.
12. ბრძანების შინაარსის უცხოელისათვის გაცნობა, სათანადო განმარტებებისა და წინადადების მიცემა ნებაყოფლობით საქართველოს ტერიტორიის დატოვების შესახებ უნდა წარმოებდეს მისთვის გასაგებ ენაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია - თარჯიმნის მეშვეობით.
13. ამ ინსტრუქციის მე-11 და მე-12 პუნქტებში აღნიშნული მოქმედებები, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ფორმდება სათანადო ოქმით. ოქმში, აუცილებელ მონაცემებთან ერთად, აღინიშნება უცხოელისათვის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების გაცნობის თარიღი, ზუსტი დრო და ადგილი, მონაცემები მისთვის კანონიერი უფლებებისა და მოვალეობების განმარტების თაობაზე, აგრეთვე საქართველოს დატოვების ზუსტი მარშრუტი და ვალდებულება იმის შესახებ, რომ იგი ამ მარშრუტით 3 დღე-ღამის განმავლობაში ნებაყოფლობით დატოვებს საქართველოს ტერიტორიას. თუ უცხოელი უარს განაცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, მასში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმი დაერთვება ადგილზე არსებულ გაძევების მასალებს.
14. თუ უცხოელი, რომლის მიმართაც მიღებულია გადაწყვეტილება გაძევების შესახებ, 3 დღე-ღამის განმავლობაში ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იუსტიციის მინისტრის იმავე ბრძანების საფუძველზე, იგი 24 საათის განმავლობაში გაძევდება პოლიციის სპეციალური ჯგუფის თანხლებით, რომელსაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ადგილობრივი სამსახურიდან გამოყოფს შესაბამისი შს ორგანოს ხელმძღვანელი.
15. ჯგუფი უნდა შედგებოდეს 2-3 (საჭიროების შემთხვევაში – მეტი) პოლიციელისაგან, რომელთაგან ერთერთს დაეკისრება ჯგუფის უფროსის ფუნქციები. ჯგუფი უზრუნველყოფს უცხოელის მიყვანას იმ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე, რომელიც ყველაზე ხელსაყრელია მის საქართველოდან გასაძევებლად. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში უცხოელი გადაეცემა სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს (სასაზღვრო-გამტარი პუნქტის უფროსს ან მის მოადგილეს, მათვე ჩაბარდება იუსტიციის მინისტრის ბრძანების ერთი პირი უცხოელის გაძევების შესახებ), რაც კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით გაფორმდება სათანადო ოქმით. ოქმის ერთი პირი რჩება სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე, ხოლო მეორე პირი ჯგუფის უფროსის მიერ ჩაბარდება შს ორგანოს ხელმძღვანელს და დაერთვება გაძევების მასალებს.
16. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე არაუგვიანეს სამი დღისა, შესაბამისი შს ორგანოს ხელმძღვანელის მიერ წერილობით ეცნობება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და შსს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნულ ბიუროს.
17. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხოელის გაძევების საკითხზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი შს ორგანოს ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრის ბრძანებას აღნიშნულის შესახებ. ამ ინსტრუქციის მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტებში აღნიშნული წესის მიხედვით გააცნობს უცხოელს და ბრძანების ერთ პირს გადასცემს მას.
დანართი 1
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი
“_____” _______ 2000 წ. __________________________
(ოქმის შედგენის ადგილი)
(შს ორგანოს დასახელება, ინსპექტორის გვარი და ინიციალები)
შევადგინე ეს ოქმი მასზე, რომ __________________________________________________________
(მიუთითეთ კანონი ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც
დაარღვია უცხოელმა და მოკლედ აღწერეთ დარღვევის ხასიათი)
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
მონაცემები დამრღვევზე:
1. გვარი, სახელი (სახელები) ___________________________________________________________
2. მოქალაქეობა _______________________________________________________________________
3. დაბადების წელი _________________________________ 4. სქესი ________________________
5. საქართველოში შემოსვლის თარიღი და დაბადების ადგილი ___________________________
6. რომელი ქვეყნიდან შემოვიდა
7. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი __________________________________________________
(მისამართი)
8. საცხოვრებელი ადგილი საქართველოში _______________________________________________
(მისამართი)
9. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ___________________________________________
(დოკუმენტის დასახელება, სერია, ნომერი გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა)
10. ვიზა _______________________________________________________________________
(ვიზის სახეობა, მოქმედების ვადა და გამცემი საკონსულო დაწესებულება)
11. მიგრანტის ბარათის ნომერი ______________________________________________________
დამრღვევის ახსნა-განმარტება:
დამრღვევის ხელმოწერა ___________________________________________________________
თარჯიმნის ხელმოწერა ____________________________________________________________
ოქმი შეადგინა
შს ორგანოს დასახელება,
თანამდებობა, წოდება ___________________________________________________________
(ხელმოწერა)
დანართი 2
„ვამტკიცებ”
_______________________
(შს ორგანოს დასახელება) შს ორგანოს ღერბიანი
_______________________________ ბეჭედი:
___________________________________
(ხელმძღვანელის გვარი და ინიციალები)
„ “ 2000 წ.
დასკვნა
უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე
მე, _________________________________________________________________
(შს ორგანოს დასახელება, თანამდებობა, წოდება, გვარი და ინიციალები)
განვიხილე რა მასალები ___________________ მოქალაქის, ____________________
(მოქალაქეობა) (გვარი-სახელი)
მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ,
გამოვარკვიე:
(უცხოელის მოქალაქეობა, გვარი, სახელი, (სახელები) დაბადების წელი, რიცხვი, თვე და ადგილი
საქართველოში შემოვიდა _________________________________________________
(შემოსვლის თარიღი და ადგილი)
საქართველოში შემოსვლის მიზანი __________________________________________
(კერძო ვიზიტი, სამუშაოდ, სასწავლებლად, ტურიზმი, მკურნალობა და ა.შ)
საქართველოში ყოფნის ნებადართული ვადა __________________________________
დროებითი საცხოვრებელი ადგილი (ადგილსამყოფელი) საქართველოში ________________
(მისამართი)
სამუშაო ადგილი საქართველოში ___________________________________________
(ორგანიზაციის დასახელება მისამართის მითითებით და დაკავებული თანამდებობა)
მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი _________________________________
(ქვეყნის დასახელება და მისამართი)
სამართალდარღვევის დაწვრილებით ფაბულა
გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან, _
დავასკვენი:
1. დადასტურებულად ჩაითვალოს ფაქტი იმის შესახებ, რომ
(უცხოელის გვარი-სახელი, მოქალაქეობა, დაბადების წელი)
დაარღვია _______________________________________________________________
(მიუთითეთ საკანონმდებლო ან ნორმატიული აქტი, მუხლი,
პუნქტი და აღწერეთ, რაში მდგომარეობს დარღვევა)
რისთვისაც იგი საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის №111 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების ___________ პუნქტის (ქვეპუნქტის) შესაბამისად, ექვემდებარება საქართველოდან გაყევებას:
2. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის №111 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ეს დასკვნა თანდართული მასალებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინოს საქართველოს იუსტიციის მინისტრს.
3. __________________________________________ - ის საქართველოდან გაძევება
(უცხოელის მოქალაქეობა და გვარი-სახელი)
მიზანშეწონილია განხორციელდეს __________________________________________
(გამშვები პუნქტის დასახელება)
სასაზღვრო-გამტარი პუნქტიდან, რის შესახებაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთანავე ეცნობოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.
_____________________________
(შს ორგანოს დასახელება,
_____________________________ _____________________________
თანამდებობა (წოდება) (გვარი და ინიციალები)
_____________________________
დანართი 3
"ვამტკიცებ”
შსს საპასპორტო-სავიზო და ეროვნული ბიუროს ღერბიანი ბეჭედი
მოსახლეობის რეგისტრაციის
უფროსი
_________________________
(ხელმოწერა) (გ. ახალაია)
„ __________ “ ______________ 200 __________ წ.
დასკვნა
უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე
მე, შსს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს უცხოელთა
ვიზებისა და აღრიცხვის ქ/განყოფილების ______________________________________________
(თანამდებობა, წოდება, გვარი და ინიციალები)
განვიხილე რა მასალები _____________________ მოქალაქის ___________________________
(მოქალაქეობა) (გვარი, სახელი, დაბადების წელი)
მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ,
გამოვარკვიე:
სამართალდარღვევის დაწვრილებით ფაბულა
დავასკვენი:
1. დადასტურებულად ჩაითვალოს ფაქტი იმის შესახებ, რომ
(უცხოელის გვარი-სახელი, მოქალაქეობა, დაბადების წელი)
დაარღვია _______________________________________________________________
(მიუთითეთ საკანონმდებლო ან ნორმატიული აქტი, მუხლი,
პუნქტი და აღწერეთ, რაში მდგომარეობს დარღვევა)
ამასთან დაკავშირებით გაზიარებული იქნეს
(მასალების წარმომდგენი შს ორგანოს დასახელება)
დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის №111 ბრძანებულების მე3 პუნქტის შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მასალების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენის თაობაზე.
საქართველოს შსს საპასპორტო-სავიზო
და მოსახლეობის რეგისტრაციის
ეროვნული ბიუროს უცხოელთა ვიზებისა
და აღრიცხვის ქ/განყოფილების უფროსი
_____________________________ _____________________________
(წოდება, გვარი, ინიციალები) (ხელმოწერა)