„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა N01-95/ო

2021 წლის  25 მარტი

ქ. თბილისი

სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1. „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველ პუნქტს ,,ჰ7“  ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ჰ8“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ჰ8. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ბავშვთა და სხვა გასართობი ღონისძიებებისთვის/ცენტრებისთვის (დანართი N41).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №13 დანართი (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. ბრძანებას დაემატოს N41 დანართი (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ბავშვთა და სხვა გასართობი ღონისძიებებისთვის/ცენტრებისთვის) თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

მინისტრი                                                                 ეკატერინე ტიკარაძე

📎 დანართები (2)
დანართი_13.doc DOC

დანართი №13

სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის

პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი

გამონაკლისების დაშვება უნდა მოხდეს სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელიც უკავშირდება კონტაქტური და არა კონტაქტური წვრთნის/ვარჯიშის ფორმას, ესენია:

|კონტაქტური |არაკონტაქტური |

|(დისტანცია 2 მეტრზე ნაკლები) |(დისტანცია 2 მეტრზე მეტი) |

|1 |ძიუდო |1 |კანოე |

|2 |ჭიდაობა |2 |მშვილდოსნობა |

|3 |სამბო |3 |საავტომობილო |

|4 |კრივი |4 |ძალოსნობა |

|5 |კარატე |5 |ტანვარჯიში |

|6 |კონტაქტური კარატე |6 |ჩოგბურთი |

|7 |მკლავჭიდი |7 |ჭადრაკი |

|8 |ფეხბურთი |8 |ფარიკაობა |

|9 |რაგბი |9 |მეკლდეურობა |

|10 |კალათბურთი |10 |ფიგურული ციგურაობა (ინდივიდუალური) |

|11 |ნიჩბოსნობა |11 |სროლა |

|12 |ტაეკვონდო |12 |საცხენოსნო |

|13 |ფიგურული ციგურაობა (წყვილებში) |13 |მაგიდის ჩოგბურთი |

|14 |საწყლოსნო სპორტი |14 |ველოსპორტი |

|15 |ხელბურთი |15 |მოტოსპორტი |

|16 |ფრენბურთი |16 |ათლეტიზმი |

|17 |უშუ |17 |სათხილამურო |

|18 |სუმო |18 |მძლეოსნობა |

|19 |კიკბოქსინგი | | |

ძირითადი რეკომენდაციები:

o წარმოდგენილი სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით, უზრუნველყავით საწვრთნელი პროცესის განსაზღვრა ამ დანართით განსაზღვრული რეკომენდაციების გათვალისწინებით;

o შეკრების ან შეჯიბრის დაწყების წინ უნდა მოხდეს სრული შემადგენლობის ტესტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (პჯრ);

o შეკრებაზე/ შეჯიბრზე უნდა მოხდეს მხოლოდ COVID-19-ზე პჯრ-ტესტირების უარყოფითი შედეგის მქონე პირების დაშვება;

o შეკრების ან შეჯიბრის დასრულებამდე უნდა გამოირიცხოს სპორტსმენების კონტაქტი გარეშე პირებთან;

o კომპეტენტური პირების მიერ უნდა მოხდეს სპორტული ბაზების შერჩევა ქვეყანაში არსებული პრაქტიკისა და დადგენილი ნორმების გათვალისწინებით;

o სამინისტროსა და შესაბამისი სპორტის სახეობის ფედერაციის მიერ უნდა განისაზღვროს შეკრებასა თუ შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენთა და მთელი პერსონალის შესაძლებელი მინიმალური რაოდენობები;

o უნდა აიკრძალოს შეკრების ან შეჯიბრის პერიოდში წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ლოკაციების გარდა (სასტუმრო, სპორტული ბაზის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი, მოედანი, დარბაზი, წინასწარ განსაზღვრული სხვა სავარჯიშო სივრცე, სასადილო/კვების ბლოკი) ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება;

o სპორტული კლუბებისა და ნაკრები გუნდების კვებისა და დასუფთავების სამუშაოების გატარების დროს დაცული უნდა იყოს ყველა ის ნორმა, რომელიც დადგენილია შესაბამისი უწყებების მიერ;

o შეკრების ან შეჯიბრის პერიოდში დადგენილ ლოკაციებზე უნდა დაწესდეს სპეციალური კონტროლის ზომები, რაც შეზღუდავს ნებისმიერი პირის ბაზაზე შესვლას ან ბაზიდან გასვლას, გარდა სასურსათო მომარაგებისა და დასუფთავების უზრუნველყოფაში ჩართული პირებისა;

o ბაზებზე უნდა განხორციელდეს შესაბამისი ნორმების დაცვის გარე და შიდა მონიტორინგი (შიდა მონიტორინგი უნდა განახორციელოს შესაბამისი სპორტის სახეობის ფედერაციის მიერ დადგენილმა პასუხისმგებელმა პირმა;

o გარე მონიტორინგი უნდა განახორციელოს სამინისტროსა და სპორტული მედიცინის ასოციაციის მიერ დადგენილმა პასუხისმგებელმა პირმა;

o სპორტულ გუნდებთან და სპორტულ ბაზებზე მომუშავე სამედიცინო პერსონალს უნდა გააჩნდეს ცოდნა ახალი კორონავირუსული (SARS-CoV-2) ინფექციის (COVID-19) შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების, დიაგნოსტიკის, გავრცელებისა და პრევენციის საკითხებზე.

შენიშვნა: არაკონტაქტური სახეობებისთვის შეჯიბრის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხერხდება არაკონტაქტური სახეობებისთვის დადგენილი სავარჯიშო პირობების დაცვა.

o სპორტსმენებსა და პერსონალს ყოველდღიურად, შეჯიბრის ან ვარჯიშის დაწყების წინ უნდა უტარდებოდეს თერმოსკრინინგი. ცხელების დაფიქსირების შემთხვევა უნდა აღირიცხოს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ გადაუდებელი დახმარების სამსახურს - 112;

o თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოთ განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. დამატებით შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება;

o საერთო მოხმარების სივრცეებში უნდა დაიცვათ დისტანცია (არანაკლებ 2 მ);

o გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა და სხვა ნარჩენებისთვის ღია და დახურულ სივრცეებში უნდა განათავსოთ დახურული კონტეინერები, რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და შემდგომი მართვა უნდა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. აღნიშნული ნარჩენების დროული გატანა უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი სამსახურის მიერ;

o უნდა უზრუნველყოთ არსებული დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია. თუ ამის შესაძლებლობა არ არის უნდა გამოიყენოთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის მიწოდებით, ცირკულაციითა და გარეთ გადინებით; უნდა დაწესდეს საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;

o ყოველი ვარჯიშის ბოლოს უნდა უზრუნველყოთ სავარჯიშო სივრცის სველი წესით დალაგება და დეზინფექცია;

o ყოველი დასუფთავებისა და დეზინფექციის შემდეგ უნდა ჩატარდეს დახურული სივრცეების განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარებების პირობებში, „ორპირი ქარის“ პრინციპით;

o თვალსაჩინო და ხელმისაწვდომ ადგილას უნდა განათავსოთ ხელის ჰიგიენის საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები.

არაკონტაქტური და კონტაქტური სპორტის სახეობები:

o სავარჯიშო პროცესი ღია სივრცეში უნდა განხორციელდეს ჩართულ პირთა 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით;

o სავარჯიშო პროცესი დახურულ სივრცეში უნდა განხორციელდეს 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, ერთდროულად არაუმეტეს 5 პირისა;

o ვარჯიშზე სპორტსმენები და სხვა ჩართული პირები უნდა გამოცხადდნენ სავარჯიშო ფორმით;

o უშუალოდ სავარჯიშო სივრცეში შესვლის წინ ყველა პირისთვის (სპორტსმენი, მწვრთნელი და ა.შ.) სავალდებულოა ხელის ჰიგიენის ჩატარება (ხელის დაბანა გამდინარე წყლითა და საპნით და ხელების დამუშავება დეზინფექტანტის საშუალებით);

o დაუშვებელია საერთო სარგებლობის გასახდელების ან/და საშხაპე სივრცეების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ საშხაპე კაბინები არ არის იზოლირებული ერთმანეთისგან სპეციალური გამყოფი კიდეებით/ბარიერებით, ხოლო გასახდელებში არ არის თითოეული სპორტსმენისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური კარადები და ინდივიდუალურ სივრცეებს შორის არ არის უზრუნველყოფილი მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია;

o სავარჯიშო პროცესში აკრძალულია საერთო სპორტული ინვენტარის გამოყენება, გარდა სპორტის სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებლობისა (მაგ., ბურთი, ბატუტი, ტურნიკი და ა.შ.);

o სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სპორტული ინვენტარისა და სავარჯიშო სივრცის სრული დეზინფექცია, ხოლო ვარჯიშში ჩართულმა პირებმა ჩაიტარონ ხელების ჰიგიენა;

o დახურულ და ღია სივრცეში ვარჯიშის პროცესში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხელების სადეზინფექციო საშუალებები, ხოლო დახურულ სივრცეში სპორტსმენის (რომელიც უშუალოდ ჩართულია ვარჯიშში/თამაშში) გარდა, სხვა პირებს უნდა ეკეთოთ პირბადე.

დამატებითი მოთხოვნები დახურული სივრცეებისთვის:

o დახურული სივრცის შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერი, რომელიც დეზინფექტანტით რეგულარულად უნდა განახლდეს;

o პერიოდულად უნდა ჩატარდეს სანიტარული შესვენებები;

o უნდა უზრუნველყოთ სავარჯიშო პროცესში ბუნებრივი ვენტილაციის უწყვეტი რეჟიმი. ბუნებრივი ვენტილაციის შეუძლებლობის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოთ უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით:

✓ გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე;

✓ არ გამორთოთ ვენტილაცია და არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;

✓ სანიტარიულ კვანძებში დატოვეთ ჩართული ვენტილაცია 24/7 რეჟიმში;

✓ სანიტარულ კვანძებში გამორიცხეთ ფანჯრების გაღება, რათა უზრუნველყოთ ჰაერის ნაკადის სწორი მიმართვა;

o უზრუნველყავით მოაჯირების, კარების სახელურების, და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ყოველ 2 საათში ერთხელ;

o უზრუნველყავით სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა;

o დარბაზის/სივრცის შესასვლელში განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;

o ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყავით საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების სათანადო დანართის შესაბამისად.

სპორტსმენებისა და პერსონალის ვალდებულებები:

o ვარჯიში განახორციელეთ რეკომენდაციების შესაბამისად;

o სავარჯიშო სივრცეში და ადგილზე დაიცავით ჰიგიენის წესები;

o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვა პირებთან კონტაქტს;

o მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაციით გათვალისწინებული სოციალური დისტანცია (არანაკლებ 2 მ);

o საერთო სარგებლობის სივრცეებში (გარდა სავარჯიშო სივრცეებისა) ნიღბების ტარება სავალდებულოა;

o ვარჯიშის დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სავარჯიშო/სათამაშო სივრცეები და ის ინვენტარი, რომელსაც იყენებენ ვარჯიშის პროცესის მიმდინარეობისას;

o კარგად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ; იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების წყლითა და საპნით დაბანას და გაშრობას, გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;

o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერში/ურნაში;

o თავი შეიკავეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებისგან, ვარჯიშის პერიოდში სასურველია თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება; უზრუნველყავით სავარჯიშო/საშეჯიბრო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა;

o ყოველი დღის შემდგომ უზრუნველყავით სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების სათანადო დანართის შესაბამისად.

სპორტული ღონისძიებებისთვის დაკავშირებული რეკომენდაციები:

o ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყავით სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრე პირთა გადაადგილების ნაკადურობის დაცვა. ამ მიზნით მკაცრად განსაზღვრეთ და გამიჯნეთ მთელ პერიმეტრზე შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით;

o უზრუნველყავით სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირების, როგორც სპორტსმენთა და მომსახურე პერსონალთა, ასევე ღონისძიებაზე დამსწრე პირთა თერმოსკრინინგი, ვიდეოსკანერის ან დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით. ცხელების დაფიქსირების თითოეული შემთხვევა აღრიცხეთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელი დახმარების სამსახურს - 112; არ დაუშვათ 370C-ზე მაღალი ტემპერატურის მქონე პირები ღონისძიებაზე (გარდა ქრონიკულად მაღალი ტემპერატურის არსებობის შემთხვევისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა - ფორმა №100-ით);

o თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ინფორმაციის გავრცელების მიზნით, დამატებით შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება;

o სპორტულ ღონისძიებაზე დამსწრე პირთა განთავსება მოახდინეთ იმგვარად, რომ მათ მიერ დაკავებული ადგილების რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 30%-ს და დაცული იყოს უსაფრთხო დისტანციის დაცვის შესაბამისი წესი, არა ნაკლებ ერთი ადგილის გამოტოვებით (თვალსაჩინოებისთვის, რეკომენდირებულია იმ ადგილების მარკირება, სადაც არ მოხდება დამსწრე პირთა განთავსება);

o გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა და სხვა ნარჩენებისთვის ღია და დახურულ სივრცეებში განათავსეთ დახურული კონტეინერები, რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და შემდგომი მართვა უნდა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. აღნიშნული ნარჩენების დროული გატანა უზრუნველყავით შესაბამისი სამსახურის მიერ;

o ყოველი ღონისძიების ბოლოს უზრუნველყავით სივრცის სველი წესით დალაგება და დეზინფექცია;

o თვალსაჩინო და ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ ხელის ჰიგიენის საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;

o შიდა დახურულ საჯარო სივრცეში ყოფნისას გამოიყენეთ პირბადე (გარდა შეჯიბრებაში მონაწილე პირებისა);

o შეჯიბრისთვის განკუთვნილ სივრცეში შესვლის წინ ყველა პირისთვის (სპორტსმენი, მწვრთნელი და ა.შ., ასევე მაყურებელი) სავალდებულოა ხელის ჰიგიენის ჩატარება. ამ მიზნით გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარი);

o დაუშვებელია საერთო სარგებლობის გასახდელების ან/და საშხაპე სივრცეების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ საშხაპე კაბინები არ არის იზოლირებული ერთმანეთისგან სპეციალური გამყოფი კიდეებით/ბარიერებით;

o გასახდელებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს თითოეული სპორტსმენისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური კარადები, ხოლო ინდივიდუალურ სივრცეებს შორის უსაფრთხო დისტანცია;

o შეჯიბრის პროცესში აკრძალულია საერთო სპორტული ინვენტარის გამოყენება, გარდა სპორტის სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებლობისა (მაგ., ბურთი, ბატუტი, სავარჯიშო ძელი და ა.შ.);

o შეჯიბრის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სპორტული ინვენტარისა და შეჯიბრისთვის განკუთვნილი სივრცის (შესაძლებლობის შემთხვევა) სრული დეზინფექცია.

დასუფთავება და დეზინფექცია:

o გაამკაცრეთ დასუფთავების და დეზინფექციის ზომები საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.);

o დასუფთავებისთვის დააწესეთ პერიოდული 2 საათიანი რეჟიმი;

o დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით, როგორიცაა: სახელურები, ჩამრთველები, კარის ღილაკები და ა.შ.;

o დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით ჩაუტარდეთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი;

o მრავალჯერადი გამოყენების დასალაგებელი ინვენტარი (მაგ. იატაკის საწმენდი ტილო) გამოყენების შემდეგ გარეცხეთ და დაამუშავეთ სადეზინფექციო საშუალებებით;

o არაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად;

o საერთო სარგებლობის სივრცეების დალაგება/დეზინფექცია უნდა მოხდეს სველი წესით, ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების სათანადო დანართის შესაბამისად.

სპორტსმენების, პერსონალისა და ღონისძიებაზე დამსწრე პირთა ვალდებულებები:

o შეჯიბრის ღონისძიება ჩაატარეთ რეკომენდაციების შესაბამისად;

o შეჯიბრისთვის განკუთვნილ სივრცეში და ადგილებზე დაიცავით ჰიგიენის წესები;

o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვა პირებთან კონტაქტს;

o მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაციით გათვალისწინებული სოციალური დისტანცია (არანაკლებ 2 მ);

o საერთო სარგებლობის სივრცეებში ნიღბების ტარება სავალდებულოა;

o შეჯიბრის დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშავეთ შეჯიბრისთვის და მაყურებელთათვის განკუთვნილი სივრცეები და ის ინვენტარი, რომელსაც იყენებენ შეჯიბრის მიმდინარეობისას;

o კარგად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ; იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების წყლითა და საპნით დაბანას და გაშრობას, გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;

o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერში/ურნაში;

o თავი შეიკავეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებისგან, ვარჯიშის პერიოდში სასურველია თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება; უზრუნველყავით საშეჯიბრო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა.

[pic]

დანართი_41.docx

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ბავშვთა და სხვა გასართობი ღონისძიებებისთვის/ცენტრებისთვის

ძირითადი რეკომენდაციები:

  • ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით (წინასწარი ჩაწერის მომსახურებით);

  • შენობის შესასვლელში უზრუნველყავით როგორც დასაქმებულთა, ასევე მომხმარებელთა თერმოსკრინინგი;

  • მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

  • შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, გამოყენების შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

  • შესასვლელსა და სამუშაო ადგილზე უზრუნველყავით ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო არა ნაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;

  • სალაროსთან დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი - მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით;

  • უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;

  • გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის უზრუნველყავით დახურული კონტეინერების განთავსება (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

  • უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით;

  • უზრუნველყავით სამუშაო ადგილებზე ერთჯერადი ხელსახოცების განთავსება;

  • დასაქმებულები უზრუნველყავით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, პირბადეები, დამცავი ფარები/ სათვალეები, წინსაფრები, სპეცფეხსაცმელი);

  • მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;

  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე (არანაკლებ ორ საათიანი ინტერვალები), გაანიავეთ სამუშაო სივრცეები;

  • ყველა პირი ვალდებულია შემოსვლისას და გასართობ ღონისძიებაზე ყოფნისას სივრცის ყველა ზონაში ატაროს ნიღაბი, გარდა „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

მოთხოვნები კვებისთვის განკუთვნილი სივრცისთვის:

  • დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  • მომხმარებელთა მიღებისთვის განკუთვნილ თითოეულ სივრცეში ფართობის ყოველ 4მ2 ფართობზე დაუშვით მხოლოდ 1 მომხმარებელი, მაგრამ ერთ სივრცეში - არაუმეტეს 40 მომხმარებლისა;

  • მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;

  • ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის დაიცავით 1 მეტრიანი დისტანცია;

  • სკამის საზურგეებს შორის მანძილი - არანაკლებ 1 მეტრი;

  • ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა.

  • ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით;

  • დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;

  • ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში:

  • გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე;

  • არ გამორთოთ ვენტილაცია და არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;

  • სანიტარიულ კვანძებში დატოვეთ ჩართული ვენტილაცია 24/7 რეჟიმში;

  • საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენების შემთვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველ 2 საათში ერთხელ 15 წუთიანი ბუნებრივი განიავება.

  • უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;

  • სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით.

ჭურჭლის ხელით რეცხვისას დასაცავი პროცედურები:

  • სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში:

  • ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;

  • გაირეცხოს არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;

  • გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;

  • გაივლოს არანაკლებ 65⁰C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;

  • დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;

  • წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს. სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65⁰C -იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს;

  • ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისათვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისათვის. დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში;

  • სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.

მაგიდის გადასაფარებლებისა და ხელსახოცების ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:

  • გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;

  • ნახმარი ხელსახოცების შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში.

მოთხოვნები გასართობ სივრცეში არსებული ატრაქციონებისთვის:

  • მომხმარებლები ატრაქციონების დასაჯდომ ადგილებზე განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს არანაკლებ 1მ დისტანცია (გამონაკლისი შესაძლოა 6 წლამდე ბავშვებთან მიმართებით);

  • დატვირთეთ კარუსელებზე და სხვა გასართობ ატრაქციონებზე დასაჯდომი ადგილების არა უმეტეს 50% (1 სავარძლის გამოტოვებით);

  • რამდენიმე სექციისგან შემგდარ ბატუტზე უზრუნველყავით მომხმარებლთა დაშვება სექციის რაოდენობის შესაბამისად, თითო სექციაში - თითო მომხმარებელი;

  • ბოულინგისა და სხვა გასართობი აქტივობების გამოყენების შემთხვევაში, როდესაც ხდება ერთსა და იმავე საგანზე/ატრიბუტზე სხვადასხვა პირის მიერ შეხება, უზრუნველყავით ხელის დეზინფექციის საშუალებების ან ხელთათმანების განთავსება.

დასუფთავება და დეზინფექცია:

  • გაამკაცრეთ დასუფთავების და დეზინფექციის ზომები საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა.შ.). დასუფთავებისთვის დააწესეთ პერიოდული 2 საათიანი რეჟიმი;

  • მომხმარებელთა ყოველი ჯგუფის გასვლის შემდგომ კარადები დატოვეთ ღია და ცარიელი, რათა მოხდეს მათი განიავება. ასევე გამოყენების შემდგომ მოახდინეთ კარადების დეზინფექცია;

  • ყოველი მომხმარებლის გამასპინძლების შემდგომ, მოახდინეთ მაგიდების წმენდა სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით;

  • დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით, როგორიცაა: სახელურები, ლიფტის ღილაკები, ჩამრთველები, ატრაქციონებისთვის განკუთვნილი დანადგარები/მოწყობილობები და ა.შ.;

  • დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით ჩაუტარდეთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი;

  • ნებისმიერი დასუფთავების საშუალება (მაგ. იატაკის საწმენდი ტილო), რომელიც დამზადებულია მატერიისგან, გამოყენების შემდეგ გარეცხეთ სადეზინფექციო საშუალებებით;

  • არაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ხსნარით ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად;

  • საერთო სარგებლობის სივრცეების დალაგება/დეზინფექცია უნდა მოხდეს სველი წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ სათანადო დანართის შესაბამისად.

დასაქმებულთა და მომხმარებელთა ვალდებულებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები;

  • გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც კოვიდ-ინფექცის გავრცელების პრევენციის მიზნით არის გათვალისწინებული;

  • ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;

  • გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;

დამსაქმებელი ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე.