„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №203 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №325 |
|
2021 წლის 26 მარტი ქ. თეთრიწყარო |
„მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენა;
ბ) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზება;
გ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშება და დასაბუთება;
დ) მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ე) საჭირო ინფორმაციის დამუშავება და წინადადებების მომზადება ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;
ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიზნით სახაზინო ოპერაციების განხორციელება;
ზ) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება;
თ) კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის სახელით სახელმწიფო შესყიდვებისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება;
ი) მერის დავალების შემთხვევაში ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადება;
კ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირება, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ლ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე;
მ) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ბიუჯეტის პროექტის თაობაზე მერიაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე;
ნ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირება;
ო) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაწერა კვარტალების ან/და თვეების მიხედვით;
პ) საფინანსო ზედამხედველობა მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე;
ჟ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრება და გაანალიზება; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურებისათვის;
რ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზი, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ს) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადება ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
ტ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება;
უ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება;
ფ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის მომზადება და გამოქვეყნება;
ქ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტის შემუშავება;
ღ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ყ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება;
შ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ჩ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევა, საფინანსო ოპერაციების წარმოება;
ც) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვა, ურთიერთობები ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;
ძ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვა;
წ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზაციულ-ტექნიკური ხელშეწყობა;
ჭ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემა;
ხ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
|