„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№427-IVმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
070000000.05.001.020311
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მიმართვა ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღის მოხსნის ან ამ პირის პირადი მონაცემების ცვლილების თაობაზე;“.

2. 194 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შესაბამისი მიმართვა.“.

3. 911 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 911. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღის მოხსნის ან ამ პირის პირადი მონაცემების ცვლილების თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მიმართვის აღსრულება

1. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადება და ამ პირის რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (შემდგომ − სამთავრობო კომისია) შესაბამისი მიმართვის საფუძველზე.

2. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადებას და ამ პირის რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების  საბჭოს რეზოლუციებით  განსაზღვრული  პირის  ქონებაზე ყადაღის  დადების  თაობაზე  სამთავრობო კომისიის მიმართვაში მითითებული მონაცემების საფუძველზე.

3. რეესტრში რეგისტრირებული ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის პირადი მონაცემების ცვლილების რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება სამთავრობო კომისიის შესაბამის მიმართვაში მითითებული განახლებული მონაცემების საფუძველზე.

4. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის მთლიან ქონებაზე ან ქონების ნაწილზე ყადაღა იხსნება სამთავრობო კომისიის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული პირის მთლიან ქონებაზე ყადაღის მოხსნის შემთხვევაში ეს პირი სამთავრობო კომისიის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე ამოირიცხება რეესტრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 მარტი 2021 წ.

N427-IVმს-Xმპ