„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„მუხლი 911. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების ან ყადაღის გაუქმების თაობაზე მოსამართლის ბრძანების აღსრულება
1. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადება და ამ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
2. აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადებას და ამ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციას ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანებაში მითითებული მონაცემების საფუძველზე.
3. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ან ქონების ნაწილზე ყადაღა უქმდება მოსამართლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. მთლიან ქონებაზე ყადაღის გაუქმების შემთხვევაში მოსამართლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ეს პირი ამოირიცხება მოვალეთა რეესტრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 28 ოქტომბერი 2015 წ. N4454-Iს |