გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №696
სარეგისტრაციო კოდი 240140000.22.027.017189
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,740 სიტყვა · ~19 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი 90% 27.10.2015 „ტურისტული გიდის სერტიფიცირებისა და პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესის“ დამტკიცების თაობაზე სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება 90% 28.05.2025 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ 1. დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „დაავადებათა სკრინინგი (კოდი: 06 01 02)“ (შემდგომში – ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზეც თანხები გამოიყოფა ქვეპროგრამაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.   მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგი მომსახურებების (კომპონენტების) დაფინანსებას: ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს: ა.ა) ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას და მამოგრაფიულ გამოკვლევას 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წაკითხვით, ხოლო რადიოლოგთა მიერ განსხვავებული შეფასებებისა და/ან სკრინინგული დიაგნოსტიკის საჭიროების შემთხვევაში, კონსესუს კონფერენციას, რომელსაც უძღვება შემთხვევის ლიდერი მე-3 რადიოლოგი.); ა.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას; ა.გ) საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას (ექოსკოპიური კონტროლით). აღებული ბიოფსიური მასალის ან/და დვრილიდან გამონადენის ციტოლოგიურ კვლევას. ბ) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს: ბ.ა) საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას, ცერვიკალური ნაცხის აღებას და პაპ-ტესტის (PAP-ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით 25 წლიდან 30 წლამდე ასაკის ჩათვლით ქალებში; ბ.ბ) საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას, ცერვიკალური ნაცხის აღებას და HPV დნმ-ის განსაზღვრის ტესტის ჩატარებას 30 წლიდან 60 წლის ასაკის ჩათვლით ქალებში; ბ.გ) HPV ტესტით დადებითი შემთხვევების ტრიაჟს სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგიის (LBC) საფუძველზე; ბ.დ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას; ბ.ე) საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას; გ) პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში, ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვით, რომელიც მოიცავს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას; გ.ა) სისხლში საერთო პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრას; გ.ბ) საერთო პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის მაჩვენებლის ე.წ. რუხზონაში (4-10 ng/ml) დაფიქსირების შემთხვევაში შრატში თავისუფალი PSA-სა და მათი თანაფარდობის განსაზღვრას; დ) კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისათვის, რომელიც მოიცავს: დ.ა) ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT ან უფრო მაღალი სტანდარტის ტესტებით) ჩატარებას; დ.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპიას; დ.გ) საჭიროების შემთხვევაში, კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას; ე) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა 25-70 წლის ასაკის ჩათვლით ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით შესაბამისი რისკის მქონე ქალებში, რომელიც მოიცავს: ე.ა) ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას; ე.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევას; ე.გ) საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას; ე.დ) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროცესის მეთვალყურეობას ენდოკრინოლოგის მიერ. 2. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში რეგისტრაციის ადგილად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი. ბ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი თბილისი). მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი). 2. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული სარეგისტრაციო განაცხადით ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტ(ებ)ის ფარგლებში მომსახურების მიწოდების სურვილს და წერილობით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს. მიმწოდებლის რეგისტრაციას ქვეპროგრამის განმახორციელებელი ახორციელებს ფაქტობრივი მისამართის გათვალისწინებით. ამასთან: ა) მეორე მუხლის „ა.ა)“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს კონსენსუს კონფერენციით გათვალისწინებული მე-3 ლიდერი რადიოლოგის ჩართულობა განახორციელოს სხვა სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც აკმაყოფილებს მომსახურების მიმწოდებლისთვის ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებს, თუ მე-3 რადიოლოგის ჩართვის რესურსი თავად არ აქვს. ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „ბ.ა“, „ბ.ე“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებლად (შემდგომში – ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი) რეგისტრაციის უფლება გააჩნია მხოლოდ იმ ლიცენზირებულ ლაბორატორიებს, რომლებსაც წინა წლის განმავლობაში ჩატარებული აქვთ არანაკლებ 6 ათასი ციტოლოგიური კვლევა ან წარმოადგენს საუნივერსიტეტო ლაბორატორიას – როგორც ციტოპათოლოგიური მიმართულების სასწავლო ბაზა; ამასთან, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა მიმწოდებელმა ციტოლოგიური კვლევები აუცილებლად უნდა განახორციელოს საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ხოლო ჰისტომორფოლოგიური კვლევა შეუძლია განახორციელოს ქვეკონტრაქტორი ლაბორატორიის მეშვეობით; გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად (შემდგომში – მომსახურების მიმწოდებელი) რეგისტრაციისთვის (გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებისა) სამედიცინო დაწესებულებას, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „ბ.ა.“, „ბ.ე“ და „დ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიულ კვლევებზე წინასწარ უნდა ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელთან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად არის რეგისტრირებული ქვეპროგრამის განმახორციელებელთან ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელად); დ) ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებლად (გარდა ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებლისა) განისაზღვრება პირი, რომელიც ერთიანად გამოთქვამს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტების მიმწოდებლად რეგისტრაციის სურვილს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას არ გააჩნია რომელიმე კომპონენტის განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ- ტექნიკური ბაზა, ან/და სამედიცინო პერსონალი, ან/და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა შესაბამის საქმიანობაში, ან/და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების შესახებ სავალდებულო შეტყობინებათა რეესტრში რეგისტრაცია, რაზედაც დაწესებულების ხელმძღვანელი წარმოადგენს წერილობით დასაბუთებულ დასტურს; ე) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნული კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრირებულ დაწესებულებას, რომელიც აკმაყოფილებს ამავე წესით დადგენილ მიმწოდებლად რეგისტრაციის პირობებს. ასევე, გამოთქვამს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპონენტების მიმწოდებლად რეგისტრაციის სურვილს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას არ გააჩნია რომელიმე კომპონენტის განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ან/და სამედიცინო პერსონალი, ან/და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა შესაბამის საქმიანობაში, ან/და დამატებითი სანებართვო პირობები, ან/და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების შესახებ სავალდებულო შეტყობინებათა რეესტრში რეგისტრაცია, რაზედაც დაწესებულების ხელმძღვანელი სარეგისტრაციო დოკუმენტებთან ერთად წარმოადგენს წერილობით დასაბუთებულ დასტურს; ვ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული HPV ტესტირებისა და HPV ტესტით დადებითი შემთხვევების სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგიის (LBC) სერვისის მიმწოდებელია ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“. 3. პირის მიერ მიმწოდებლად ცნობა (რეგისტრაცია) წერილობითი შეტყობინებით ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. 4. მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები: ა) ამ წესით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან/და 3 თვე ზედიზედ სამუშაოს შეუსრულებლობის, ან/და ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ან/და ქვეპროგრამის განმახორციელებლის მონიტორინგის განყოფილების მიერ მონიტორინგის შედეგად გაკეთებული დასკვნის საფუძველზე ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმწოდებელს წერილობითი შეტყობინებით გაუუქმოს ქვეპროგრამაში რეგისტრაცია; ბ) ქვეპროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაციის ამ წესით დადგენილი პირობების შეუსრულებლობით გაუქმების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია დაასრულოს ქვეპროგრამით აღებული ვალდებულებები, ქვეპროგრამის ფარგლებში, რეგისტრირებულ მოსარგებლეებთან მიმართებით. გ) ქვეპროგრამის   მიმწოდებლად   რეგიტრაციის   საკუთარი   სურვილით   გაუქმების   შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია, აცნობოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს აღნიშნულის თაობაზე 2 თვით ადრე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია დაასრულოს ქვეპროგრამით აღებული ვალდებულებები, ქვეპროგრამის ფარგლებში, რეგისტრირებულ მოსარგებლეებთან მიმართებით; დ) ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების შედეგად გაკეთებული დასკვნის საფუძველზე ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მომსახურების მიმწოდებელს წერილობითი შეტყობინებით გაუუქმოს ქვეპროგრამაში რეგისტრაცია. 5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“ (ს/კ 202442730) (შემდგომში – ცენტრი) უზრუნველყოფს თავის ბაზაზე არსებული ელექტრონული საინფორმაციო პროგრამის (შემდგომში – საინფორმაციო პროგრამა) დანერგვას ქვეპროგრამის მიმწოდებლებთან ქვეპროგრამის განმახორციელებლის შეტყობინებიდან 5 სამუშაო დღეში. მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და დაფინანსების წესი 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება  არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით. 2. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთეულის ღირებულება განისაზღვრება ამ წესის მე-7 მუხლის ცხრილი №1-ის შესაბამისად. 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ბენეფიციარების მხრიდან არ ითვალისწინებს თანაგადახდას და გულისხმობს გათვალისწინებული მომსახურებების სრულად დაფინანსებას. მუხლი 5. მოსარგებლე პირების ჩართვა ქვეპროგრამაში 1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებელთან მიმართვის შემთხვევაში ან მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოსარგებლის ორგანიზებულად მოზიდვის/მოწვევის გზით. 2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: ა) საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის კონსულტირება ექიმ-სპეციალისტების ან/და ოჯახის ექიმების მიერ; ბ) გამოსაკვლევი პირების პირველადი სკრინინგის ჩატარება ერთჯერადად; გ) მეორადი სკრინინგის ჩატარება რეკომენდებული პერიოდებით: გ.ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი – ორ წელში ერთხელ; გ.ბ) საშვილისნოს ყელის კიბოს სკრინინგი PAP ტესტით – სამ წელში ერთხელ; გ.გ) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი HPV ტესტით – ხუთ წელში ერთხელ; გ.დ) პროსტატის კიბოს მართვა – წლის განმავლობაში ერთხელ; გ.ე) კოლორექტული კიბოს სკრინინგი – ორ წელში ერთხელ; გ.ვ) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – ხუთ წელში ერთხელ; დ) სკრინინგის ჩატარება განმეორებითად სამედიცინო საჭიროებისას, ექიმის რეკომენდაციით, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ, გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებისა, რომელიც არ ექვემდებარება განმეორებით სკრინინგს. მუხლი 6. ანგარიშგება 1. მიმწოდებელი ვალდებულია, ქვეპროგრამის განმახორციელებელს ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების ფარგლებში შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა. ამასთან, თუ მომსახურების მიღებისას, ბენეფიციარისათვის დადგა ქვეპროგრამით გათვალისწინებული დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროება, ბენეფიციარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მომსახურება ჩაითვლება დასრულებულად ბოლო კვლევის ჩატარებიდან 3 თვის გასვლის შემდგომ, არაუგვიანეს თვის ბოლო რიცხვისა. 3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში, შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის სრულად გაწეული მომსახურების მოცულობა. ამასთან, თუ მომსახურების მიღებისას, ბენეფიციარისათვის დადგა ქვეპროგრამით გათვალისწინებული დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროება, ბენეფიციარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მომსახურება ჩაითვლება დასრულებულად ბოლო კვლევის ჩატარებიდან 3 თვის გასვლის შემდგომ, არაუგვიანეს თვის ბოლო რიცხვისა. 4. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია დაგვიანებით წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება განახორციელოს მომდევნო თვის საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან ერთად. 5. მიმწოდებლის მიერ თითოეული შემთხვევა უნდა იქნეს დარეგისტრირებული საინფორმაციო პროგრამაში. მუხლი 7. ქვეპროგრამის მიმდინარეობის შემოწმება და შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება 1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი პერიოდულად ამოწმებს ცენტრის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. შემოწმებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის შესაბამისი ქვედანაყოფი ქვეპროგრამის განმახორციელებლის დებულების შესაბამისად. 2. ცენტრი უზრუნველყოფს ქვეპროგრამის მიმწოდებლის/მისი კონტრაქტორის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შემოწმებას, გარდა ცენტრის/მისი ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან შეთანხმებით. ცენტრი ყოველთვიურად წარუდგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელს შემოწმების შედეგებს. 3. შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ინსპექტირებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი, რომლის დროსაც ხდება: ა) ქვეპროგრამით მოსარგებლის იდენტიფიცირება; ბ) ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრებთან; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) საინფორმაციო პროგრამაში შემთხვევის რეგისტრაციის შემოწმება. 4. მიმწოდებელმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, მომსახურების მიწოდების დასრულების თვის მომდევნო 3 თვის განმავლობაში, არაუგვიანეს თვის 10 რიცხვისა. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ წარმოდგენილი შესრულება ანაზღაურებას არ ექვემდებარება. 5. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში ქვეპროგრამის მოცულობასთან შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებლებს და მისცეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად. 6. შემთხვევა არ დაექვემდებარება ანაზღაურებას, თუ საინფორმაციო პროგრამაში არ იქნება დარეგისტრირებული, ან საინფორმაციო პროგრამაში სრულყოფილად არ იქნება ასახული შესაბამისი მონაცემები. 7. შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების შედეგად მიმწოდებელსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება ურთიერთშედარების აქტი. 8. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მიმწოდებლისათვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკრძალება ქვეპროგრამაში ჩართვა, დადგენილი პირობების უხეში დარღვევის გამოვლენის შესახებ შესაბამისი დასკვნის დადებიდან 1 წლის განმავლობაში. ცხრილი №1 № მომსახურების დასახელება ერთეულის ღირებულება 1.1. ძუძუს კიბოს სკრინინგი – ძუძუს ფიზიკალური გასინჯვა და მამოგრაფიული გამოკვლევა 34 1.2. ძუძუს კიბოს სკრინინგი – ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა 12 1.3. ძუძუს კიბოს სკრინინგი-ძუძუს ბიოფსიური მასალის აღება ულტრაბგერითი კონტროლით 10 1.4. ძუძუს კიბოს სკრინინგი: აღებული ბიოფსიური მასალის/ძუძუს დვრილიდან გამონადენის ციტოლოგიური კვლევა 13 2.1. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – საშვილოსნოს ყელის დათვალიერება, პაპ- ტესტის ჩასატარებლად ნაცხის აღება 13 2.2. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – პაპ-ტესტის ჩატარება ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით 13 2.3 საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – საშვილოსნოს ყელის დათვალიერება, HPV- ტესტის ჩასატარებლად ნაცხის აღება 13 2.4 საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – HPV-ტესტის ჩატარება 34 2.5. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი: სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგია 25 2.6. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი: კოლპოსკოპია საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებით 23 2.7. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი: კოლპოსკოპიისას აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევა 35 3. პროსტატის კიბოს მართვა – სისხლში პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის (PSA) გამოკვლევა,   საჭიროების   შემთხვევაში   შრატში თავისუფალი PSA-სა და მათი თანაფარდობის განსაზღვრა 10 4.1. კოლორექტული კიბოს სკრინინგი – ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT ან უფრო მაღალი სტანდარტით) ჩატარება 9 4.2. კოლორექტული კიბოს სკრინინგი – კოლონოსკოპია საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებით 65 4.3. კოლორექტული კიბოს სკრინინგი –კოლონოსკოპიის აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევა 35 5.1. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – ულტრაბგერითი გამოკვლევა 11 5.2. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – ულტრაბგერითი გამოკვლევა და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა 24 5.3. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – ულტრაბგერითი გამოკვლევა, სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევა და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა 41 5.4. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სრული მართვა – ულტრაბგერითი გამოკვლევა, სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევა, ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური კვლევა 65   მუხლი 8. დამატებითი პირობები 1. მომსახურების მიმწოდებელმა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ქვეპროგრამის მოსარგებლეებს შესაძლოა ასევე მიაწოდოს კონტრაქტორის ან/და საკუთარი ფილიალის მეშვეობით. ამასთან, ამ წესის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუქტებით გათვალისწინებული მომსახურება შეუძლია მიაწოდოს, ასევე, მობილური გუნდის მეშვეობით. 2. წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმწოდებელი/მიმწოდებლის კონტრაქტორი დაწესებულება/მიმწოდებლის ფილიალი/მობილური გუნდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) გააჩნდეს შესაბამისი დოკუმენტაცია იმ მომსახურებებში, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ესაჭიროება ლიცენზია/ნებართვა შესაბამის საქმიანობაში, ან დამატებითი სანებართვო პირობების დაკმაყოფილება ან მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების შესახებ სავალდებულო შეტყობინებათა რეესტრში რეგისტრაცია; ბ) გააჩნდეს შესაბამისი ქვეკომპონენტით განსაზღვრული მომსახურების განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; გ) ჰყავდეს ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მოცულობის განხორციელებისათვის უმაღლესი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალი, რომელიც სერტიფიცირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან; გ.ა) ძუძუს კიბოს სკრინინგის კომპონენტის მიმწოდებელმა დაწესებულებამ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება უნდა განახორციელოს საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ან/და მობილური გუნდის მეშვეობით, ამავე წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის  გათვალისწინებით; გ.ბ.) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მიმწოდებელმა: გ.ბ.ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება უნდა განახორციელოს საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ან/და მობილური გუნდის მეშვეობით; გ.ბ.ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება უნდა განახორციელოს სამედიცინო პერსონალით, რომელსაც აქვს კოლპოსკოპისტად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება, რაც დასტურდება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაციით. ასევე, გავლილი აქვს დადგენილი წესით აკრედიტებული კოლპოსკოპიის შემსწავლელი კურსი (მაგ.: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამა „კოლპოსკოპია“ (ერთთვიანი კურსი), ან/და უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი ტრენინგი „კოლპოსკოპია“ (ორკვირიანიკურსი)) ან/და კოლპოსკოპიის და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის IFCPC-IARC ტრენინგ-კურსი ან/და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას კლინიკურ ნაწილში აღნიშნული კურს(ებ)ის ფარგლებში ან/და აქვს პროფესიული საზოგადოების (მაგ.: საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოება, საქართველოს კოლპოსკოპიის ასოციაცის) მიერ გაწეული რეკომენდაცია კოლპოსკოპიური კვლევის ჩატარებაზე; დ) ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: დ.ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელს, სარეგისტრაციო განაცხადთან ერთად წარუდგინოს დაწესებულების ოფიციალურ ბლანკზე ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ცნობა წინა საანგარიშგებო წლის განმავლობაში ჩატარებული ციტოლოგიური კვლევების რაოდენობის თაობაზე, შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხოლო თუ დაწესებულება ჰისტომორფოლოგიურ კვლევას ახორციელებს ქვეკონტრაქტორის მეშვეობით, დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, ქვეკონტრაქტორი დაწესებულების შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; დ.ბ) რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს ამავე პროგრამის სხვა ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოღებული საკვლევი მასალების მინიმუმ 10%-ის გადამოწმების მიზნით; დ.გ) უზრუნველყოს საკვლევი მასალების შენახვა მინიმუმ 5 წლის მანძილზე; დ.დ) უზრუნველყოს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების ან საკვლევი მასალების ტრანსპორტირება არანაკლებ კვირაში ერთხელ. ასევე, უზრუნველყოს საკვლევი მასალის წამოღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულ პროგრამაში შესაბამისი მონაცემების შეტანა. ე) ქვეპროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი/მისი კონტრაქტორი ვალდებულია „ე.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიულ კვლევებზე აწარმოოს ხარისხის გარე კონტროლი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ან/და საერთაშორისო აკრედიტირებული ლაბორატორიის მეშვეობით. ასევე, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ლაბორატორიულ კვლევებზე, აწარმოოს ხარისხის გარე კონტროლი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ან/და საერთაშორისო აკრედიტებული ლაბორატორიის მეშვეობით; ვ) ა(ა)იპ ,,ეროვნულმა სკრინინგცენტრმა“ უზრუნველყოს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებიდან საკვლევი მასალების ტრანსპორტირება არანაკლებ კვირაში ერთხელ. ასევე, უზრუნველყოს საკვლევი მასალის წამოღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულ პროგრამაში შესაბამისი მონაცემების შეტანა. 3. დაწესებულება ვალდებულია, მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის ქვეპროგრამის განმახორციელებელს წერილობით წარუდგინოს დაწესებულების ხელმძღვანელის დასტური ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისების ფარგლებში დაწესებულების/მისიკონტრაქტორის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ აღნიშნული ქვეპროგრამითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვა აქტებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების თაობაზე. დამატებითი დოკუმენტაციის სახით, წერილს თან უნდა ერთოდეს კომპონენტ(ებ)ის განხორციელებაში ჩართული კონტრაქტორების ხელშეკრულების ასლები. ამასთან, დაწესებულება ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს კომპონენტ(ებ)ით გათვალისწინებული სერვისების მიწოდებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, მოთხოვნის შესაბამისად. 4. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი, ვალდებულია ყოველთვიურად მომსახურება გაუწიოს ჯამურად არანაკლებ 50(ორმოცდაათი) მოსარგებლეს, იმ კომპონენტის ფარგლებში, რომლებსაც ახორციელებს. 5. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის ფარგლებში ყოველთვიურად მომსახურება გაუწიოს არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) მოსარგებლეს, გარდა მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის შემმოწმებელი დაწესებულებისა. 6. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი/მისი კონტრაქტორი ან/და ფილიალი ან/და მობილური გუნდი ვალდებულია მოიპოვოს „მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ფიზიკური პირის შესახებ პერსონალური მონაცემების გამოთხოვის/დამუშავების თაობაზე“ პაციენტის ინფორმირებული თანხმობა და ქვეპროგრამის განმახორციელებლის და/ან მე-7 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის შემმოწმებელი დაწესებულების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მოცულობისა და პირობების თაობაზე საინფორმაციო კამპანია მომსახურების მიმწოდებელმა უნდა აწარმოოს ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წერილობითი შეთანხმებით. მუხლი 9. გარდამავალი დებულებები 1. 2025 წელს შესრულებული სამუშაო, რომელიც წარმოდგენილი იქნება 2026 წელს ანაზღაურდეს 2025 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში. 2. 2025 წელს რეგისტრირებული მიმწოდებელი დაწესებულებისათვის, აღნიშნული სტატუსი ავტომატურად გრძელდება 2026 წელს, გარდა მიმწოდებლის შერჩევის კრიტერიუმებში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევებისა. 89% 26.12.2025 სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დაშლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 12.01.2022 პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 06.03.2019

დოკუმენტის ტექსტი

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №696 2021 წლის 30 მარტი ქ. თბილისი გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესი და პირობები. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  საქართველოს იუსტიციის მინისტრიგოჩა ლორთქიფანიძე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესი და პირობები თავი I გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაცია მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესი და პირობები (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და არეგულირებს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის სახეებსა და პირობებს, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოების წესებს, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის ძირითად საკითხებს და გადახდისუუნარობის საქმეზე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის რეაბილიტაციის/გაკოტრების მმართველად/რეაბილიტაციის ზედამხედველად/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველად ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით დანიშვნის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის სტატუსის მოპოვების წინაპირობები 1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს მოქალაქე ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელსაც: ა.ა) აქვს უმაღლესი განათლება; ა.ბ) აქვს უმაღლესი განათლების შესასაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; ა.გ) გავლილი აქვს ამ წესით განსაზღვრული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამა; ბ) საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელსაც შრომითი ან სამეწარმეო ურთიერთობა აქვს ამ წესის შესაბამისად ავტორიზებულ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთან. სამეწარმეო ურთიერთობა ნიშნავს სამეწარმეო საზოგადოებაში პირის მონაწილეობას მის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, საზოგადოების წილის მესაკუთრე პარტნიორის, აქციონერის ან მეპაიეს სახით. 2. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი არ შეიძლება იყოს პირი, თუ: ა) არის ნასამართლევი და ნასამართლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული; ბ) არის იურიდიული პირი, რომლის მიმართ კანონიერ ძალაში შესულია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, მისი ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში; გ) იყო იმ იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე, მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ან/და იურიდიული პირის სამეთვალყურეო, საკონტროლო, ან სარევიზიო ორგანოს წევრი, რომლის მიმართაც სისხლისსამართებრივი დევნა დაიწყო მისი უფლებამოსილების პერიოდში განხორციელებული ქმედებისათვის და კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, მისი ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში; დ) არის იურიდიული პირი, რომლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი არიან ნასამართლევი და ნასამართლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვთ მოხსნილი ან გაქარწყლებული; ე) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის შესახებ განცხადებით მიმართვის დროისთვის არაუმეტეს 5 წლით ადრე იყო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაკოტრებულად გამოცხადებული იმ სუბიექტ(ებ)ის პარტნიორი/დამფუძნებელი/მონაწილე ან/და ხელმძღვანელობასა ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც განსაზღვრულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი საქმიანობა შეუთავსებელია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობასთან; ზ) იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. მუხლი 3🔗. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო 1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი  აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო). 2. ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია: ა) დააწესოს ავტორიზაციის მაძიებელი პირის განცხადებების განხილვისა და ავტორიზაციის მინიჭებისთვის გადაწყვეტილების მიღების პერიოდი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს; ბ) განიხილოს ავტორიზაციის მაძიებელი პირის განცხადება და მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის მინიჭების, ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ; გ) შეამოწმოს ავტორიზაციის მაძიებელი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორე; საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს ავტორიზაციის მაძიებელ პირს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა; დ) უზრუნველყოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროცესის ზედამხედველობა; ე) აწარმოოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრი. 3. ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ავტორიზაციას ახორციელებს არაუმეტეს წელიწადში ორჯერ, მის მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო ავტორიზაციის თითოეული პერიოდისთვის განსაზღვრავს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ვაკანტური ადგილების რაოდენობას. 4. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 4🔗. ავტორიზაციისთვის წარსადგენი დოკუმენტები 1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის მაძიებელი პირი აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგენს განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მიხედვით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებულ ფორმას. 2. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში (წარმომადგენლის მეშვეობით განცხადების წარმოდგენისას – წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად): ა.ა) ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთი – დიპლომი ან/და ცნობა; ა.გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ა.დ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი; ა.ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ, გაცემული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის შესახებ განცხადებით მიმართვამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე; ა.ვ) ცნობა მოვალეთა რეესტრიდან; ა.ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული ორი გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი; ა.თ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მზღვეველის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი გაიცემა განმცხადებლის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში; ა.ი) ბიომეტრული ფოტოსურათი; ა.კ) უმაღლესი განათლების შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა.ა“, „ა.ვ“,  „ა.ზ“ და „ა.თ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად: ბ.ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; ბ.ბ) ცნობა იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, გაცემული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის შესახებ განცხადებით მიმართვის დროისთვის არაუმეტეს 3 თვით ადრე; ბ.გ) ინფორმაცია შრომით ან სამეწარმეო ურთიერთობაში მყოფი ამ წესის შესაბამისად ავტორიზებული პირის/პირების შესახებ, რომლებიც შეასრულებენ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ფუნქციებს იურიდიული პირის სახელით, აგრეთვე შესაბამისი ფუნქციების განხორციელებაზე ამ პირთა წერილობითი თანხმობა; ბ.დ) ამ პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებთან შრომითი ან სამეწარმეო ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტები; ბ.ე) ცნობა ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის ნასამართლობის შესახებ, გაცემული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის შესახებ განცხადებით მიმართვამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე; ბ.ვ) წარმომადგენლის მეშვეობით განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განცხადებას წარადგენს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი; ბ.ზ) განცხადების წარმდგენის პირადობის მოწმობის ასლი; 3. ავტორიზაციის მაძიებელი პირი განცხადებაზე ხელმოწერით ადასტურებს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სისწორეს. 4. თუ ავტორიზაციის მაძიებელი პირი ავტორიზაციის შესახებ განცხადებით მიმართვისას წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მზღვეველის მიერ გაცემულ ცნობას, ხოლო ავტორიზაციის გაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვერ წარადგენს შესაბამის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისს, ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანოუფლებამოსილია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსს შეუწყვიტოს ავტორიზაცია. 5. თუ განცხადება გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის თაობაზე არ აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო განმცხადებელს აძლევს 10 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულ ვადაში განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში ის დაიშვება გასაუბრებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ. 6. თუ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის თაობაზე განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ავტორიზაციის მაძიებელ პირთან ტარდება გასაუბრება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ავტორიზაციის მაძიებელ პირთან გასაუბრება 1. ავტორიზაციის მაძიებელ ფიზიკურ პირთან გასაუბრებას ატარებს ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანოს მიერ შექმნილი კომისია განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ავტორიზაციის მაძიებელ პირს გასაუბრების თარიღი უნდა ეცნობოს გასაუბრების ჩატარებამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. 2. კომისია შედგება 4 წევრისაგან. კომისიის შემადგენლობაში შედიან: აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი (კომისიის თავმჯდომარე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე მუდმივი ავტორიზაციის მქონე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი, რომლის ჩანაცვლებაც ხდება თითოეული ავტორიზაციის პერიოდისათვის. 3. კომისიის სხდომების მოწვევას და ორგანიზებას უზრუნველყოფს ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო. 4. ავტორიზაციის მაძიებელ პირთან გასაუბრება კომისიის თითოეული წევრის მიერ ფასდება 5-ქულიანი სისტემით, შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით: ა) ავტორიზაციის მაძიებლის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება; ბ) ავტორიზაციის მაძიებლის ხედვა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობის ხარისხის ხელშეწყობისა და მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრების შესაძლებლობების შესახებ; გ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესიის კეთილსინდისიერად გაძღოლის შესაძლებლობა; დ) ავტორიზაციის მაძიებელი პირის პროფესიული დამსახურება ან პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილი, გამოცდილება და განგრძობადი პროფესიული განვითარების პერსპექტივები; ე) პროფესიული გაერთიანების წევრობა; ვ) პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების ხარისხისა და სამომავლო რისკების შეფასება; ზ) საქმიანობის განხორციელების ობიექტური შესაძლებლობა, მათ შორის, ტერიტორიული დაფარვის გათვალისწინებით. 5. გასაუბრების ეტაპი გავლილად ჩაითვლება, თუ კომისიის წევრთა მიერ ავტორიზაციის მაძიებელი პირის ჯამური შეფასება არ არის 12 ქულაზე ნაკლები.      6. გასაუბრების შედეგების შესახებ კომისია ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება ავტორიზაციის მაძიებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, კომისიის წევრის (იდენტიფიცირების გარეშე) ინდივიდუალური დასაბუთებული შეფასება და მიღებული ჯამური ქულა. 7. კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში, ავტორიზაციის მაძიებელი პირისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებასთან ერთად. მუხლი 6🔗. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება 1. ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გასაუბრების დასრულებიდან 10 დღის ვადაში. ავტორიზაციის მინიჭება ხდება გასაუბრების შედეგად უმაღლესი ჯამური ქულების მქონე კანდიდატებისთვის, ვაკანტური ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით. თუ ერთნაირი ჯამური ქულების მქონე ავტორიზაციის მაძიებელი ყველა პირისთვის შეუძლებელია ავტორიზაციის მინიჭება საკმარისი ვაკანტური ადგილის არარსებობის გამო, უპირატესობა მიენიჭება იმ პირს, რომელსაც სერტიფიცირების პროგრამაში მიღებული აქვს უფრო მაღალი ქულა. თანაბარი ქულების შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. 2. ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო იურიდიული პირის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების სრულად წარდგენიდან 3 დღის ვადაში. 3. პირის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის შემთხვევაში მისი მონაცემები აისახება გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში. მუხლი 7🔗. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციებთან თანამშრომლობა 1. ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო ამ წესით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში თანამშრომლობს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა მიერ დაფუძნებულ ასოციაციებთან. 2. ამ წესის მიზნებისათვის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციად ჩაითვლება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელშიც გაწევრიანებულია ამ წესის შესაბამისად ავტორიზებულ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა არანაკლებ 2/3, რომელსაც მიღებული აქვს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პროფესიული ეთიკის კოდექსი და ახორციელებს ზედამხედველობას მის დაცვაზე. 3. ავტორიზაციის განმახორციელებელ ორგანოსა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციას შორის თანამშრომლობა ხორციელდება შემდეგი ფორმით: ა) ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ვაკანტური ადგილების რაოდენობის განსაზღვრამდე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის მოსაზრებების მიღება; ბ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის მიერ ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობაში მუდმივი ავტორიზაციის მქონე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის წარდგენა; გ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პროფესიული ეთიკის კოდექსის პროექტზე ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანოს მოსაზრებების მიღება; დ) თანამშრომლობის სხვა ფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის პროცესის სრულყოფას და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესიის განვითარებას. მუხლი 8🔗. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ავტორიზაციის სახეები 1. ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო ამ წესის შესაბამისად გასცემს დროებით და მუდმივ ავტორიზაციას. 2. დროებითი ავტორიზაცია მოქმედებს ავტორიზაციის მიღებიდან არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში. 3. დროებითი ავტორიზაციის მქონე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი უფლებამოსილია მუდმივი ავტორიზაციის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართოს ავტორიზაციის განმახორციელებელ ორგანოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში რეგისტრაციიდან 2 კალენდარული წლის შემდეგ, თუ განმცხადებელი დოკუმენტურად დაადასტურებს, რომ: ა) დროებითი ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ მას მიღებული აქვს მონაწილეობა არანაკლებ ორ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველად, რეაბილიტაციის ზედამხედველად ან რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველად; ბ) არის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის წევრი. 4. თუ დროებითი ავტორიზაციის პერიოდში გადახდისუუნარობის პრაქტიკოსმა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ შეძლო არანაკლებ ორ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილეობა, მათ შორის, თუ ამ პერიოდში საქმე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მასზე არ განაწილებულა, ან, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, არსებობდა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილების/თვითაცილების საფუძველი, მოთხოვნის შემთხვევაში, მას მიენიჭება დროებითი ავტორიზაცია დამატებით 1 წლის ვადით. ამ ხნის განმავლობაში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პირს შეუწყდება დროებითი ავტორიზაცია, რომლის ხელახლა მისაღებად მან სრულად უნდა გაიაროს ამ წესით განსაზღვრული პროცედურები. 5. ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო განცხადებას მუდმივი ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე განიხილავს განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, რის შედეგადაც იღებს გადაწყვეტილებას მუდმივი ავტორიზაციის მინიჭების/მუდმივი ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის ან განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ. ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს განესაზღვრება 5 კალენდარული დღე. ამ ვადის გასვლის ან მუდმივი ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელი უფლებამოსილია ხელახლა მიმართოს ავტორიზაციის განმახორციელებელ ორგანოს მუდმივი ავტორიზაციის მინიჭების მოთხოვნით. მუხლი 9🔗. ავტორიზაციის შეწყვეტა 1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მიერ ავტორიზაციის განმახორციელებელ ორგანოში წარდგენილი წერილობითი განცხადება ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა.ა) განმცხადებლის სახელსა და გვარს; ა.ბ) თანხმობას იმის თაობაზე, რომ ავტორიზაციის შეწყვეტის შემდეგ ის ითანამშრომლებს მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმეებზე დანიშნულ ახალ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთან, მათ შორის, მიაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას/დოკუმენტს, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ წარმოებულ გადახდისუუნარობის საქმესთან; ბ) გადახდისუუნარობის საქმეზე გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველად, რეაბილიტაციის ზედამხედველად ან რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველად დანიშვნაზე ზედიზედ  სამჯერ უარის თქმა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი დაასაბუთებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული აცილების საფუძვლების არსებობას; გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში - სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება ან შეზღუდულ ქმედუნარიანად ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ვ) მუდმივი ავტორიზაციის მქონე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის შემთხვევაში – გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა; ზ) პროფესიული გაერთიანებიდან გარიცხვა მის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების საფუძველზე; თ) იმ ფაქტის გამჟღავნება, რომ ავტორიზაციის შესახებ განცხადების წარდგენისას შესაბამისმა პირმა ავტორიზაციის განმახორციელებელ ორგანოს მიაწოდა არასწორი/არაზუსტი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის დროულად აღმოჩენა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციაზე უარის თქმას გამოიწვევდა, ან ავტორიზაციის განმახორციელებლ ორგანოს მიაწოდა ყალბი ინფორმაცია; იურიდიული პირის შემთხვევაში, დამატებით  - თუ განცხადება წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; ი) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის ამ წესით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან/და საქმიანობის ვადის განმავლობაში მისი მოქმედების ამოწურვა. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის გარეშე არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ხანგრძლივობით არ წარმოადგენს ავტორიზაციის შეწყვეტის საფუძველს; კ) ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დროებითი ავტორიზაციის ვადის გასვლა, თუ ამ ვადის გასვლამდე შესაბამის პირს არ მიენიჭა მუდმივი ავტორიზაცია; ლ) იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ რეესტრში არსებული მონაცემების მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმეში იურიდიული პირის სახელით მონაწილეობს მხოლოდ ერთი გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ფიზიკური პირი – ამ პირის ავტორიზაციის შეწყვეტა, მასთან  იურიდიული პირის შრომითი ან სამეწარმეო ურთიერთობის შეწყვეტა ან მისი თანხმობის გაუქმება იურიდიული პირის სახელით გადახდისუუნარობის საქმეში მონაწილეობაზე; მ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – მისი გარდაცვალება, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი რეგისტრაციის გაუქმება ან ლიკვიდაციის/გაკოტრების პროცედურების დაწყება; ნ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის წარმოშობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის შეწყვეტას და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში შესაბამისი შესწორების შეტანას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო. თავი II გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამა მუხლი 10🔗.  გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების წესი და სერტიფიცირებაზე უფლებამოსილი ორგანო 1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამა წარმოადგენს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის სავალდებულო წინაპირობას, რომელიც უზრუნველყოფს პირის თეორიული და პრაქტიკული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვას და ხელს უწყობს პროფესიაში მის კვალიფიციურ ინტეგრაციას. 2. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის მონაწილე შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მქონე ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით ავტორიზაციის მაძიებლისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს. 3. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი  – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. 4. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამა ორი საფეხურისგან შედგება: ა) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსი; ბ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. მუხლი 11🔗. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსი 1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსი წარმოადგენს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დამტკიცებულ, კონკრეტული შინაარსის, სულ მცირე, 85 საათიან მოდულს, რომელიც მოიცავს საბაზისო საკითხებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სფეროებში. სასწავლო კურსის შინაარსს (კურსის აღწერა, სწავლების მეთოდოლოგია და დღის წესრიგი) ამტკიცებს და აქვეყნებს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის განმახორციელებელი ორგანო გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსზე მიღების გამოცხადებამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღით ადრე. 2. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსის თითოეულ სესიაზე მონაწილეთა დასაშვები რაოდენობაა არაუმეტეს 25 მსმენელისა. 3. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსის მიმდინარეობისას გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის განმახორციელებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ტრენერების საკმარისი რაოდენობის მონაწილეობა. ტრენერობის კანდიდატთა შერჩევისას გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის განმახორციელებელი ორგანო ითვალისწინებს ტრენერობის კანდიდატის პრაქტიკულ, პედაგოგიურ და პროფესიულ გამოცდილებას კონკრეტული სასწავლო მოდულის მიმართულებით. 4. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსი უნდა მოიცავდეს შემდეგ სავალდებულო მოდულებს: ა) გადახდისუუნარობის კანონმდებლობისა და პრაქტიკის საფუძვლები (30 საათი); ბ) სამეწარმეო სამართლის საფუძვლები (5 საათი); გ) საგადასახადო სამართლის საფუძვლები (10 საათი); დ) საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის საფუძვლები (5 საათი); ე) სახელშეკრულებო და შრომითი სამართლის საფუძვლები (5 საათი) ვ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ზოგადი უნარ-ჩვევები (20 საათი); ზ) პროფესიული ეთიკა (10 საათი). 5. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსის  მონაწილე, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სასწავლო კურსის რომელიმე მოდულის შემუშავებაში/მომზადებაში ან არჩეულია რომელიმე მოდულის ტრენერად, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის განმახორციელებელი ორგანოსადმი შესაბამისი განცხადებით მიმართვისა და საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე თავისუფლდება ამ კონკრეტული მოდულის/მოდულების გავლის ვალდებულებისაგან. 6. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის განმახორციელებელი ორგანო გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსის გავლის თაობაზე ცნობას გასცემს იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის მონაწილე პირის სასწავლო კურსზე დასწრების მაჩვენებელი შეადგენს არანაკლებ 75 საათს. ცნობა სასწავლო კურსის გავლის შესახებ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საფუძველია. 7. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსის საფასური შეადგენს 1900 ლარს. მუხლი 12🔗. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდა 1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება წერილობით, ტესტირების გზით. 2. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე აპლიკანტების რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული ფორმით, რეგისტრაციის გამოცხადებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. 3. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით აპლიკანტი ვალდებულებია გადაიხადოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისთვის განსაზღვრული საფასური. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განცხადებები აღარ მიიღება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტს არ აქვს გამოცდაში მონაწილეობისთვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება.    4. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისთვის აპლიკანტმა ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს: ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთი – დიპლომი და/ან ცნობა; ბ) ცნობა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსის დასრულების შესახებ; გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; დ) ბიომეტრული ფოტოსურათი; ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 5. თუ აპლიკანტი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან საბუთები არ არის წარმოდგენილი დადგენილი წესის დაცვით, აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება. 6. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდა (ტესტირება) 100 საგამოცდო კითხვას მოიცავს. თითოეული საგამოცდო კითხვის სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით. ტესტირების შედეგების მინიმალური შეფასებაა 0 ქულა, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 100 ქულა. 7. აპლიკანტს, რომელიც ტესტირებაზე დააგროვებს 75 ან მეტ ქულას, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება. 8. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში აპლიკანტი მომდევნო გამოცდაზე დაიშვება ხელახალი რეგისტრაციისა და გამოცდის საფასურის გადახდის შემდეგ. 9. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 150  ლარს. 10. გადახდისუუნარობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება პირს ეძლევა შეუზღუდავად. 11. აპლიკანტი უფლებამოსილია გამოცდის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს საპრეტენზიო განცხადება იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ხოლო ცენტრის მიერ პრეტენზიის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში – მიმართოს სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესით. 12. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის მონაწილეს გადაეცემა გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომლის ფლობაც მას ანიჭებს უფლებამოსილებას,  ავტორიზაციის განმახორციელებელ ორგანოს მიმართოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის შესახებ განცხადებით. თავი III გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრი მუხლი 13🔗. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრი და მის წარმოებაზე უფლებამოსილი პირი 1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრი (შემდგომ – რეესტრი) არის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა შესახებ მონაცემების სისტემური ერთობლიობა. 2. რეესტრის წარმოებას და რეესტრის მონაცემთა საჯაროობას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო. მუხლი 14🔗. რეესტრის მონაცემები 1. რეესტრში აღირიცხება პირი, რომელსაც ამ ბრძანებით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაცია. 2. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის რეესტრში აღრიცხვა ხორციელდება ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე. 3. რეესტრი ივსება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ფორმის მიხედვით. მასში აისახება შემდეგი მონაცემები: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მონაცემები ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ; გ) სამუშაო ადგილის მისამართი, ხოლო იურდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი; დ) ავტორიზაციის სახე (დროებით, მუდმივი), ნომერი და გაცემის თარიღი; ე)  რეესტრში რეგისტრაციის ნომერი; ვ) იურიდიული პირის შემთხვევაში – დამატებით, ინფორმაცია შრომით ან სამეწარმეო ურთიერთობაში მყოფი, ამ წესის შესაბამისად ავტორიზებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის/პრაქტიკოსების  შესახებ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, იურიდიული პირის სახელით მონაწილეობა მიიღონ გადახდისუუნარობის საქმეში გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველად, რეაბილიტაციის ზედამხედველად ან რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველად; ზ) შენიშვნები გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობის შესახებ. 4. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი, რომლის შესახებ მონაცემებიც რეესტრში შეტანილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი იურიდიული პირის (გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის) წარმომადგენელი. 5. თუ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის შესახებ მონაცემები რეესტრში შეტანილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ის რეესტრში ვერ დარეგისტრირდება გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად, როგორც ფიზიკური პირი, ხოლო რეგისტრირებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ამოირიცხება რეესტრიდნ. 6. რეესტრში აღრიცხული პირის მონაცემების რეესტრიდან ამოღება ხდება ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად ავტორიზაციის შეწყვეტის შემთხვევაში. თავი IV    გადახდისუუნარობის საქმეზე გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევა მუხლი 15🔗. საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი და პრინციპები 1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა შორის საქმეები ნაწილდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, რიცხვების გენერირების ალგორითმის საფუძველზე. შემთხვევითი განაწილების პრინციპი გულისხმობს ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმის განაწილებას ამ წესით დადგენილი პროცედურის შესაბამისად ავტომატურად შერჩეულ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსზე. 2. ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას დასაშვებია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის გარეშე, რიგითობის წესით შერჩევა, რაც გულისხმობს შერჩევას შესაბამისი განცხადების სასამართლოში შეტანის რიგითობის მიხედვით, რეესტრში არსებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მონაცემების ანბანური თანმიმდევრობით. 3. ელექტრონულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსებს შორის გადახდისუუნარობის საქმეთა შეძლებისდაგვარად თანაბარი განაწილება. თუ რეესტრში არსებული მონაცემების მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმეში იურიდიული პირის სახელით მონაწილეობაზე უფლებამოსილია ერთზე მეტი ავტორიზებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ფიზიკური პირი, ამ იურიდიულ პირზე საქმე განაწილდება შესაბამისი ფიზიკური პირების რაოდენობის პროპორციულად. 4. საქმეთა თანაბარი განაწილების უზრუნველსაყოფად ელექტრონული სისტემა გამოითვლის განაწილებულ საქმეთა საშუალო მაჩვენებელს, აგრეთვე თითოეულ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსზე განაწილებულ საქმეთა რაოდენობას. 5. ელექტრონულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საქმეების ცალ-ცალკე აღრიცხვა და დამუშავება იმ პრინციპით, რომ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საქმეები, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესის დაცვით, ყველა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსზე შეძლებისდაგვარად თანაბრად განაწილდეს. 6. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა შორის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებულ გადახდისუუნარობის საქმეთა რაოდენობებს შორის სხვაობა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესის დაცვით, არ უნდა აღემატებოდეს ორს. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებულ საქმეთა რაოდენობებს შორის სხვაობა გაუტოლდება ორს, გადახდისუუნარობის ის პრაქტიკოსი, რომელზეც ყველაზე მეტი საქმეა განაწილებული, გამოეთიშება საქმეთა ელექტრონული განაწილების პროცესს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა შორის განაწილებულ საქმეთა რაოდენობებს შორის სხვაობის შემცირებამდე. 7. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილების/თვითაცილების, აგრეთვე ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის შეწყვეტის საფუძვლის არსებობისას ელექტრონული შერჩევის პროცესი ხელახლა განხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით. 8. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა შორის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებულ გადახდისუუნარობის საქმეთა რაოდენობებს შორის ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული თანაფარდობის დასაცავად რეესტრში ახლად რეგისტრირებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის დამატებისას ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს  გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საქმეების მიხედვით ყველაზე ნაკლები მაჩვენებლის მქონე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთან მის პირობით გათანაბრებას. 9. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა შორის ამ მუხლის შესაბამისად საქმეთა განაწილების მიზნით, რეესტრის მონაცემები აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ელექტრონული სერვისის სახით მიეწოდება სასამართლოს.      თავი V    გარდამავალი დებულებანი მუხლი 16🔗. გარდამავალი დებულებანი 1.  „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილეები, რომლებთაც შესრულებული აქვთ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველის ფუნქციები, პირადი განცხადების საფუძველზე, აღირიცხებიან გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში. დაინტერესებული პირის განცხადებას უნდა ერთვოდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები. გადაწყვეტილებას რეესტრში პირის აღრიცხვის თაობაზე განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო. ამ პირთა რეგისტრაცია მოქმედებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ამ კატეგორიის პირთა რეესტრში რეგისტრაცია აღარ დაიშვება, ხოლო რეგისტრირებული პირი ამოირიცხება რეესტრიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი ამ ვადის გასვლამდე გაივლის ავტორიზაციას ამ ბრძანებით დადგენილი ზოგადი წესით.   2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის II თავით გათვალისწინებული სერტიფიცირების ეტაპის გასავლელად შესაბამისი განცხადებების მიღება დაიწყოს 2021 წლის 1 აპრილიდან, ხოლო 2021 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პირველი ნაკადის სერტიფიცირების პროცესის დასრულება ამ ბრძანებით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამ პუნქტის მიზნებისთვის, სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი სასწავლო კურსის შინაარსს (კურსის აღწერა, სწავლების მეთოდოლოგია და დღის წესრიგი) ამტკიცებს და აქვეყნებს  გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსის დაწყებამდე 10 კალენდარული დღით ადრე. განცხადების წარდგენა ხდება ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარეკომენდაციო წერილის დაურთველად. 3. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის შექმნამდე, აგრეთვე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა მიერ ამ ბრძანებით დადგენილი წესით მუდმივი ავტორიზაციის მიღებამდე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო, ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუდმივი ავტორიზაციის მქონე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ნაცვლად, გასაუბრების კომისიის წევრად შეარჩევს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ პირს.    4. საქმეთა განაწილების მიზნებისთვის ელექტრონული სისტემის ამოქმედების მომენტისათვის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა წარმოებაში არსებულ საქმეთა რაოდენობა მხედველობაში არ მიიღება. 5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2021 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პირველი ნაკადის ავტორიზაციის პროცესის წარმართვა და დასრულება გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ვაკანტური ადგილების განსაზღვრის გარეშე, ამ ბრძანებით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.