ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.03.2021
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016420
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.03.2021 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| დანართიN1 | დანართიN1 |
| ცხენის ძალაარანაკლებ | 82 |
| გადაცემათა კოლოფი | მექანიკური, არანაკლებ5-საფეხურიანი |
| სიგრძე არანაკლებ | 3 665 |
| სიგანე არანაკლებ | 1 600 |
| სიმაღლე არანაკლებ | 1575 |
| ელექტროშუშები | მინიმუმ წინაორი |
| აუცილებელი მოთხოვნა | 4X4 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2021 წლის 30 მარტი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო მუნიციპალური ავტოპარკის
გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი’’ დანართის შესაბამისად
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
დანართიN1
ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი
მუხლი 1🔗.
მოქმედების სფერო
ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და სამორიგეო) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას, განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს და ფლობის ზღვრულ ღირებულებას.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – ვანის მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება ვანის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე;
დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე;
ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
მუხლი 3🔗.
განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები
განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირს:
ა) ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ბ) ვანის მუნიციპალიტეტის მერს;
გ) ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს;
დ) ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს;
ე) ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს.
მუხლი 4🔗.
სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი
1. სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში – 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე, დამატებით, 1 ავტომობილი.
2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1-ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა, ხდება 1 მთელამდე.
3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მაღალი სამორიგეო ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.
4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ.
მუხლი 5🔗.
ავტომობილების კლასიფიკაციის წესი
1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.
2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესაბამისი III კლასის ავტომობილისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა. მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ძრავის კუბატურის ან ცხენისძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად შესაბამისი პროცედურის დაცვით.
3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:
ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;
ბ) ძრავას ზეთის ხარჯი;
გ) ძრავას ზეთის ფილტრების ხარჯი;
დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;
ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;
ვ) კონდიციონერის ფილტრის ხარჯი;
ზ) ანთების სანთლების ხარჯი;
თ) ძრავას ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ი) მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ხარჯები;
კ) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.
4. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 2-ის.
5. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ დაწესებულებას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. შემსყიდველი ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“-,,ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს.
6. კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია, ავტომობილისა და მისი ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გაფორმდეს ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.
7. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი დაწესებულება ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა შესაბამისი კლასის მიხედვით (III კლასი). შემსყიდველი, ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.
8. ამ წესის მიზნებისათვის III კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ზოგადი დანიშნულების:
ა.ა) სამორიგეო;
ა.ბ) მომარაგების;
ა.გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;
ბ) განპიროვნებული:
ბ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირებისათვის;
გ) მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვროს ამ წესის დანართი N1-ის შესაბამისად;
დ) მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვროს ამ წესის დანართი N2-ის შესაბამისად;
ე) ფლობის ზღვრული ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისათვის განისაზღვროს არაუმეტეს 21000 აშშ დოლარის ეკვივალენტისა ლარში;
ვ) ფლობის ზღვრული ღირებულება მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის განისაზღვროს არაუმეტეს 29600 აშშ დოლარის ეკვივალენტისა ლარში;
9. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით. შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა და უნდა იყოს მარცხენასაჭიანი. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ელექტრომობილების შესყიდვაზე.
მუხლი 6🔗.
წესით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენა
დაწესებულების სპეციფიკიდან, თავისებურებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, წინამდებარე წესიდან გამონაკლისების შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიის შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე.
დანართი N1
მსუბუქი ავტომობილები
ცხენის ძალაარანაკლებ
75
გადაცემათა კოლოფი
მექანიკური, არანაკლებ5- საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ
3840
სიგანე არანაკლებ
1695
სიმაღლე არანაკლებ
1450
საგარანტიო პირობები
5 წელიძირითადაგრეგატებზე(ძრავა, ხიდი, გადაცემათაკოლოფი), 3 წელიან
150000 კილომეტრი(რომელიცადრეშესრულდება) სრულავტომანქანაზე,
გარდა სწრაფცვეთადინაწილებისა(ანტიფრიზი, ფრეონი, ელექტრონათურები, ელექტრომცველები,
შუშის საწმენდიჯაგრისები, გადაბმულობისქურო, საყრდენიდისკი,
მომჭიმი საკისარი, ელექტრომცველებიდასაბურავები)
უსაფრთხოების დამადასტურებელ
დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული
მარკის ავტომობილისნებისმიერმოდელზეაღებულიშესაბამისიქრაშტესტის
სერტიფიკატი
NCAP (ევროქრაშტესტი) ანIIHS (ამერიკულიქრაშტესტი) ანJNCAP (იაპონურიქრაშტესტი)
ელექტროშუშები
მინიმუმ წინაორი
აუცილებელი მოთხოვნა
სათადარიგო საბურავი
აუცილებელი მოთხოვნა
წინა 2 უსაფრთხოებისბალიში
აუცილებელი მოთხოვნა
კონდიციონერი
აუცილებელი მოთხოვნა
აუდიოსისტემა, უკანასაქარემინისელ. გათბობა
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის გამაძლიერებელი
დანართი №2
მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილები
ცხენის ძალაარანაკლებ
82
გადაცემათა კოლოფი
მექანიკური, არანაკლებ5-საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ
3 665
სიგანე არანაკლებ
1 600
სიმაღლე არანაკლებ
1575
საგარანტიო პირობები
5 წელიძირითადაგრეგატებზე(ძრავა, ხიდი, გადაცემათაკოლოფი), 3 წელიან
150000 კილომეტრი(რომელიცადრეშესრულდება) სრულავტომანქანაზე,
გარდა სწრაფცვეთადინაწილებისა(ანტიფრიზი, ფრეონი, ელექტრონათურები, ელექტრომცველები,
შუშის საწმენდიჯაგრისები, გადაბმულობისქურო, საყრდენიდისკი,
მომჭიმი საკისარი, ელექტრომცველებიდასაბურავები)
უსაფრთხოების დამადასტურებელ
დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებულიმარკისავტომობილისნებისმიერმოდელზეაღებულიშესაბამისიქრაშტესტისსერტიფიკატი
NCAP (ევროქრაშტესტი) ანIIHS (ამერიკულიქრაშტესტი) ანJNCAP (იაპონურიქრაშტესტი)
ელექტროშუშები
მინიმუმ წინაორი
აუცილებელი მოთხოვნა
სათადარიგო საბურავი
აუცილებელი მოთხოვნა
წინა 2 უსაფრთხოებისბალიში
აუცილებელი მოთხოვნა
კონდიციონერი
აუცილებელი მოთხოვნა
აუდიოსისტემა, უკანასაქარემინისელ. გათბობა
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის გამაძლიერებელი
აუცილებელი მოთხოვნა
ABS
აუცილებელი მოთხოვნა
4X4