თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №08 |
|
2021 წლის 30 მარტი ქ. თელავი |
|
1. ეს წესი განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე, ამ წესის აღსრულების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მერია) უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულს ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის მერი.
1. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ - სტრუქტურული ერთეული) საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2904 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომ - პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
2. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს ეგზავნება განმეორებით, იმავე მისამართზე.
3. საჯარიმო ქვითარი, პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, უბრუნდება სტრუქტურულ ერთეულს, მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.
1. პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ფოსტიდან უკან დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, ოფიციალურ ვებ გვერდზე: „www.telavi.gov.ge“, (შემდგომ - ვებ გვერდზე) შესაბამის ველში.
2. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
3. საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესით დადგენილი წესით, საჯაროდ, ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
1. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებ გვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნების სრული სია, რომელთა მფლობელზეც/მესაკუთრეზეც გამოქვეყნების მომენტისთვის გამოწერილია საჯარიმო ქვითარი და იგი არ ჩაჰბარებია პირს ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.
2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს.
3. ოფიციალურ ვებ გვერდზე საჯარიმო ქვითართან ერთად ასევე თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა.
საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის გაცნობისა და მის შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურული ერთეული საჯარიმო ქვითრის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების თაობაზე ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, უგზავნის პირს, თუ მათ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.
1. საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებ გვერდიდან ავტომატურად წაიშლება მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.
2. პირის მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებ გვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.