ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №154 |
|
2021 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი |
1. ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის შესამუშავებლად შეიქმნას ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – განვითარების და რეფორმების საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
თ) საქართველოს თავდაცვის მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
ი) საქართველოს იუსტიციის მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
ლ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
მ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
ნ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
ო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
პ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;
ჟ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი.
2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, განვითარების და რეფორმების საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრების კანდიდატურები.
3. განვითარების და რეფორმების საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს;
გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.
4. განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი.
5. განვითარების და რეფორმების საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, განვითარების და რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით.
6. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყების/დაწესებულების წარმომადგენლები; ასევე მიიწვიოს შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
7. განვითარების და რეფორმების საბჭოს სამდივნოს ფუნქციას და ტექნიკურ-ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“?
- „ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ მიღებულია 05.04.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №154. სარეგისტრაციო კოდი — 010220000.10.003.022709.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 09.06.2025-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“, №154, 05.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.022709 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5143845/