ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2021 წლის 5 აპრილი სოფ. წეროვანი |
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულება
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსისა და სამსახურის მოხელისაგან“;
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ანხორციელებს გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამსახურის განყოფილების უფროსი“;
3. სამსახურის უფროსი:
„ა“ წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე“;
„ბ“ უწესებს ფუნქციებს და მოვალეობებს სამსახურებრივი მონიტორინგის განყოფილების უფროსსა და სტრუქტურული ერთეულის მოხელეს“;
„გ“ გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით მოხელეთა წახალისების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ“;
„დ“ განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს“;
„ე“ გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს, ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ “;
4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსით“;
5. განყოფილების უფროსი:
„ა“ ასრულებს სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგს;
„ბ“ ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;
„გ“ ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას;
„დ“ ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს;
6. სამსახურის მოხელე:
„ა“ აწესრიგებს ურთიერთობას მუნიციპალიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან. უძღვება სტრუქტურული ერთეულის საქმის წარმოებას;
„ბ“ განყოფილების უფროსის არყოფნის ან გათავისუფლების შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას;
„გ“ ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს;
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონით“;
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.04.2021.
- როდის იქნა მიღებული „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’“?
- „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’“ მიღებულია 05.04.2021. მიმღები ორგანო — ახალგორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.150.016161.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.04.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’“, №2, 05.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.150.016161 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5144146/