სს „გლდანის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

   

სს „გლდანის“ (ს/კ 209439099) აქციონერთა საერთო კრებაზე მოწვევის თაობაზე

 

   
გაცნობებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 02.02.2021 წლის A21007429-004/001 და 31.03.2021 წლის A21007429-004/002 მომართვის შესაბამისად 2021 წლის 29 აპრილს 12:00 საათზე მისამართზე: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 2/9-ში გაიმართება სს „გლდანის“ (ს/კ 209439099, შემდგომში „საზოგადოება“) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.

აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგია:

1. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის მიღება.

2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრა და წევრთა ახალი შემადგენლობის არჩევა.

3. საზოგადოების ფინანსური ანგარიშგებისა და წლიური შედეგების განხილვა.

საღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2021 წლის 23 აპრილი.

სს „გლდანის“ დირექტორი რეკომენდაციას გიწევთ, მონაწილეობა მიიღოთ საერთო კრებაში დღისწესრიგით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად.

აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ საერთო კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება ფასიანი ქალაღდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან სს „სი ეს არ“-თან (სკ 405141190) კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74/11, შესასვლელი მოსაშვილის ქ. №11-დან, სართული მე-2.

აქციონერებს ასევე შეუძლიათ გაეცნონ შემოთავაზებული წესდების ახალი რედაქციის პროექტს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის №303, ტელ: 557 770 784.

კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლების შესამოწმებლად, ასევე წესდების ახალი რედაქციის პროექტის და რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, თან იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი).

 

სს „გლდანის“ გენერალური დირექტორი                                                                ზვიად გადელია