„საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის №67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის განკარგულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 92%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 88%
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №573
2021 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის №67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის №67 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
📎 დანართები (1)
573-1 08.04.10.docx ⬇
დოკუმენტში გამოყენებული აბრევიატურები
| დკსჯეც | სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი |
|---|---|
| დზეის | დაავადებათა ზედამხედველობის ერთიანი ელექტრონული სისტემა |
| დშქ | დაბალშემოსავლიანი ქვეყნები |
| იშგამ | იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველ მოვლენებზე მონიტორინგი |
| პჯრ | პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია |
| სჯც | საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრები |
| ჯანმო | ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია |
| ADB | აზიის განვითარების ბანკი |
| ECDC | ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი |
| ILI | გრიპისმაგვარი დაავადებები |
| NITAG | იმუნიზაციის ეროვნული ექსპერტთა ტექნიკური კომიტეტი |
| SARI | მძიმე მწვავე რესპირატორულ ინფექციები |
| UNICEF | გაეროს ბავშვთა ფონდი |
| WB | მსოფლიო ბანკი |
1. შესავალი
ახალმა კორონავირუსმა (SARS-CoV-2) და მის მიერ გამოწვეულმა დაავადებამ (COVID-19) კაცობრიობა უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა, რადგან პანდემიამ ადამიანების დანაკარგთან ერთად უპრეცენდენტო ეკონომიკური დანახარჯები გამოიწვია. COVID-19-თან გამკლავება ყველა ქვეყნის მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი გახდა.
საქართველომ ეპიდემიის შეკავებისთვის მზადება ადრეულ ეტაპზე დაიწყო. ქვეყნის მთავრობის მიერ 2020 წლის გაზაფხულზე განხორციელებულმა შეკავების ღონისძიებებმა და კრიზისის დასაძლევად გადადგმულმა ნაბიჯებმა შეარბილა COVID-19-თან ასოცირებული უარყოფითი შედეგები, რამაც შესაძლებელი გახადა მაისიდან შემზღუდველი ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება. სხვადასხვა ფაქტორის გავლენით, ასევე რეგიონში არსებული ტენდენციის შესაბამისად, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებისა და ახალი შემთხვევების ზრდა ინტენსიურად დაიწყო სექტემბრის პერიოდიდან, რამაც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ეპიდემიის მასიური გავრცელება გამოიწვია. ინციდენტობის ზრდასთან ერთად, ეპიდ-კონტროლისათვის მნიშვნელოვანი პარამეტრების (მათ შორის, რეპროდუქციის ინდექსი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოსახლეობაზე გადათვლით, ტესტირების დადებითობა) და ჰოსპიტალური რესურსების მოხმარებით საქართველომ მიაღწია განგაშის წითელ დონეს, რის შემდეგაც, ქვეყნის მთავრობამ შემოდგომის ბოლოს პრევენციისა და სტაბილიზაციისთვის კვლავ სავალდებულო გახადა გარკვეული ამკრძალავი ღონისძიებები და გააფართოვა მიზნობრივი შეზღუდვები. პანდემიის მართვის აღნიშნული მიდგომა, ამ დროისათვის, ყველაზე ეფექტურია, თუმცა ტვირთად აწევს ქვეყნის ეკონომიკას, აფერხებს განათლების სექტორის ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას და აბრკოლებს ქვეყნის შემდგომ განვითარებას. დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელმა 5 834 / 100 000 მოსახლეზე შეადგინა, ხოლო დაინფიცირებული მოსახლეობის შეფასებითი მაჩვენებელი 15%-ია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 89%-ია, ხოლო ლეტალობა 1%. COVID-19 შემოდგომის პერიოდში გახდა ქვეყანაში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი, ხოლო მთლიანი 2020 წლისთვის ის იქნება სიკვდილიანობის მეოთხე წამყვანი მიზეზი.
არსებული მდგომარეობის სტაბილიზაციისა და მეტი სიცოცხლის გადასარჩენად, ვიდრე შემუშავებული იქნება COVID-19-ს საწინააღმდეგო ეტიოტროპული სამკურნალო პრეპარატი, ოპტიმალური გამოსავალი COVID-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების დანერგვა და ადმინისტრირება იქნება, რომელიც საბოლოოდ ეპიდემიის შეკავების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.1
საქართველოში COVID-19 ვაქცინაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის თავმჯდომარეობით.2 ვაქცინაციის დანერგვის გეგმის მომზადებას კოორდინაციას უწევს დკსჯეც. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით პროცესში ჩაერთო ექსპერტთა გუნდი. სახელმძღვანელოდ გამოყენებულ იქნა ჯანმოს მიერ შემოთავაზებული მეთოდური დოკუმენტი.3 შეიქმნა რვა ტექნიკური სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა თემატური მიმართულებით. ჯგუფების შემადგენლობაში შევიდნენ დარგის ექსპერტები, ჯანდაცვის სექტორის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, სერვისის მიმწოდებლები. მრავალმხრივი კონსულტაციების და განხილვების შედეგად, მომზადდა წინამდებარე დოკუმენტი, რომელიც ასრულებს გზამკვლევის როლს COVID-19 ვაქცინაციის დანერგვის პროცესში.
ვაქცინაციის დანერგვის გეგმა წარმოაჩენს ქვეყანაში პროცესის ეფექტური განხორციელებისთვის საჭირო ქმედებებს, პასუხისმგებელ მხარეებს და ფინანსურ საჭიროებებს. გამომდინარე მუდმივად ცვალებადი სიტუაციიდან, რაც მსოფლიოში ვაქცინების გამოცდა-რეგისტრაციას და წარმოება-განაწილება-მიწოდებას უკავშირდება საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმაში ახალი ინფორმაციის მიხედვით მოხდება პერიოდული ცვლილებების შეტანა და გეგმის ადაპტირება.
2. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა უზრუნველყოფს უფასო ვაქცინაციას იმუნიზაციის კალენდრით და ეპიდჩვენებით განსაზღვრული ვაქცინებით. ვაქცინაცია რეგულირდება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონითა4 და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.5 პროგრამას, ტრადიციულად, კარგად გამართული ცივი ჯაჭვის ქსელი, მონიტორინგის და ზედამხედველობის სისტემა აქვს. აცრებით მოსახლეობის მოცვის დონე ვაქცინების უმრავლესობისთვის მაღალია, თუმცა ზოგიერთი ანტიგენისათვის ჩამორჩება როგორც რეგიონულ, ასევე, ქვეყნის წლიურ მიზნებს (95%). ამის მიზეზებია: კერძო დაწესებულებების ნაკლები დაინტერესება ვაქცინაციით; პერსონალის დაბალი მოტივაცია, დატვირთული სამუშაო გრაფიკი; არასათანადო კავშირი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურებს შორის; მშობლების მხრიდან ვაქცინაციისადმი რეზისტენტული დამოკიდებულება (განსაკუთრებით დიდ ქალაქებში) და სხვა ფაქტორები.
2013 წლიდან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ რისკ-ჯგუფებში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციების შესაბამისად, ხორციელდება სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. წლიდან წლამდე, ხორციელდება შესყიდული ვაქცინის რაოდენობის ზრდა და ფართოვდება აცრადაქვემდებარებული პრიორიტეტული რისკ-ჯგუფების ჩამონათვალი. 2020/21 წწ. სეზონისთვის, პროგრამის ფარგლებში, ქვეყანაში შემოტანილი იქნა 235 000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და ა.წ. 6 იანვრისთვის, აცრებით მოცვის მაჩვენებელი შეადგენს 75%-ს.
იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის შესაძლებლობები და რესურსები ასახულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის წინამდებარე გეგმაში და იქნება ოპტიმალურად გამოყენებული ვაქცინაციის კამპანიის ქვეყნის დონეზე გასაშლელად, ხოლო იმუნიზაციის პროგრამის არსებული ნაკლოვანებები და რუტინული ვაქცინების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება კი გათვალისწინებულია ამ დანერგვის გეგმის სერვისების მიწოდების და კომუნიკაციის სტრატეგიის ნაწილებში.
3. COVID19-ის კანდიდატი და ავტორიზებული ვაქცინები
გამომდინარე იქიდან, რომ მოსალოდნელი COVID-19-ის ვაქცინების შესახებ ინფორმაცია მუდმივად ცვალებადია და ყოველდღე განახლებადი, ხოლო ვაქცინების მოწოდების ვადები ასევე, ცვალებადია, არსებული გეგმა ეფუძნება (უმეტესწილად) იმ რეალობას, რომელიც არსებობდა 2021 წლის 19 მარტისთვის და განიხილავს შემდეგი ვაქცინების დანერგვის შესაძლებლობებს:
ცხრილი 1. კანდიდატი ვაქცინების მიმოხილვა 2021 წლის 19 მარტის მდგომარეობით6
| მწარმოებელი კომპანია | ვაქცინის ტიპი | საჭირო დოზები და ინტერვალი | დოზა/ მოცულობა |
განვითარების სტადია | მოსალოდნელი ან მიღებული ავტორიზაცია |
|---|---|---|---|---|---|
BioN-Tech/ Pfizer |
|
2 დოზა, 0-21 დღე | 1 დოზა = 0.3 მლ IM | ნებადართულია გამოყენება: შვეიცარია, ბაჰრეინი, ბრაზილია, ახალი ზელანდია, საუდის არაბეთი გადაუდებელი ავტორიზაცია: გაერთიანებული სამეფო, აშშ, კანადა, ევროგაერთიანება, ისრაელი, ნორვეგია, ისლანდია და სხვა ქვეყნები |
2020 წლის დეკემბერი |
Moderna/ Lonza |
|
2 დოზა, 0-28 დღე | 1 დოზა =0.5ml IM | ნებადართულია: შვეიცარიაში. გადაუდებელი ავტორიზაცია: აშშ, ევროგაერთიანება, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია, ისლანდია, ისრაელი და სხვა ქვეყნები |
2020 წლის დეკემბერი |
Oxford/ Astra-Zeneca |
|
(1-) 2 დოზა 0, 28 დღე |
1 დოზა =0.5ml IM | გადაუდებელი ავტორიზაცია: ევროგაერთიანება, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ავსტრალია, ნორვეგია, ისლანდია, არგენტინა, ჩილე, ბრაზილია, ინდოეთი და სხვა ქვეყნები | 2021 წლის იანვარი |
| Sinopharm |
|
2 დოზა, 0-14 დღე | 1 დოზა =0.5ml IM | ნებადართულია: ჩინეთში გადაუდებელი ავტორიზაცია: პერუ, არგენტინა, ბაჰრეინი, გაერთიანებული საემიროები, იორდანია ეგვიპტე |
2020 წლის დეკემბერში მიიღო რეგისტრაცია გაერთიანებულ საემიროებში |
| J&J/Janssen |
|
(1-)2 დოზა 0, 56 დღე |
1 დოზა =0.5ml IM | გადაუდებელი ავტორიზაცია: აშშ, გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, არგენტინა, ბრაზილია, ბელგია, კოლუმბია, სხვა | 2021 წელი |
| SP/GSK |
|
2 დოზა, 0-28 დღე | 1 დოზა =0.5ml IM | მე-3 ფაზა: აშშ | 2021 წელი |
| Sinovac Biotech Co., Ltd |
|
2 დოზა, 0-14 დღე | 1 დოზა =0.5ml IM | ნებადართულია: ჩინეთი, გადაუდებელი ავტორიზაცია: ჩილე, თურქეთი, ინდონეზია,ბრაზილია და სხვა ქვეყნები | 2021 წელი |
| Novavax |
|
2 დოზა, 0-21 დღე | 1 დოზა =0.5ml IM | მე-3 ფაზა: გაერთიანებული სამეფო, აშშ, მექსიკა, პუერტო რიკო | 2021 წელი |
| Serum Institute of India |
|
2 დოზა, 0-28 დღე | 1 დოზა =0.5ml IM | ½ ფაზა: ავსტრალია | 2021 წელი |
| Bharat Biotech |
|
2 დოზა, 0-28 დღე | მე-3 ფაზა. გადაუდებელი ავტორიზაცია: ინდოეთი, ირანი, ზიმბაბვე | Bharat Biotech |
წარმოდგენილი ვაქცინებიდან: Pfizer/BionTech, Moderna AztraZeneca და Johnson&Johnson უკვე ავტორიზებულია აშშ-ის და ევროგაერთიანების (და სხვა სანდო მარეგულირებლების) მიერ და დაშვებულია ჯანმოს მიერ გადაუდებელი მოხმარების სიაში7, აღნიშნულ ვაქცინები გარკვეულ ქვეყნებში ნებადართულია მოხმარებისთვის, ხოლო ნაწილ ქვეყნებში აქვთ მხოლოდ გადაუდებელი მოხმარების8 ავტორიზაცია.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ცხრილში მოწოდებული ვაქცინების უმეტესობის შენახვის რეჟიმი 2-80C-ია, გარდა Pfizer/BionTech და Moderna-სი, რომლებიც -700C და – 200C ინახება შესაბამისად. აქედან გამომდინარე, აღნიშნული გეგმა აგებულია კვლევის შედეგად მაღალი ეფექტურობის მქონე კანდიდატი ვაქცინების პოტენციურად სამი ტემპერატურული რეჟიმის მქონე ვაქცინის გამოყენებაზე. ულტრაცივი ჯაჭვის საჭიროების გათვალისწინებით, და შესაბამისი ლოგისტიკური სირთულეების გამო, Pfizer/BionTech-ის ვაქცინის გამოყენება, ისევე როგორც Moderna-სი ძირითადად ლიმიტირებული რაოდენობით, პრიორიტეტული ჯგუფებისთვის ორგანიზებულად გამოყენების კუთხით არის განხილული. ორივე ვაქცინის შესაძლო მაქსიმალური დოზების რაოდენობა განისაზღვრა მხოლოდ მოსახლეობის პირველი 3%-ის, ანუ პრიორიტეტული ჯგუფების მოცვისთვის. 2021 წლის პირველი კვარტალიდან შესაძლებელი იქნება 2-80C-ის ვაქცინების მიღება, რომელთა მიმართ საქართველოს სამაცივრო, ცივი ჯაჭვის და სხვა ლოგისტიკური სისტემები სრულად არის ადაპტირებული.
კანდიდატი ვაქცინების შერჩევისას, ქვეყანა ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით: (ა) ვაქცინის შემუშავების/ლიცენზირების სტადია და ბაზარზე დაშვების მოსალოდნელი ვადები; (ბ) ვაქცინისთვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმი და მოთხოვნები (კომპლექსურობა-სირთულე) ცივი ჯაჭვის მიმართ; (გ) კონკრეტული ვაქცინის შესაძლო რეგისტრაციის ვადები მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ; (დ) ვაქცინის არსებობა COVAX-ის პლატფორმაში9 და (ე) კონკრეტული ვაქცინისადმი მოსახლეობის შესაძლო ნეგატიური დამოკიდებულების რისკი მწარმოებლის და მწარმოებელი ქვეყნის, სხვა ქვეყნებში ფართო მასშტაბიანი ვაქცინაციის პროგრამებში დაფიქსირებული ვაქცინის უსაფრთხოების/გვერდით მოვლენების სიხშირის, გავრცელების და დაავადების სიმძიმეზე ზეგავლენის თაობაზე ახალი მტკიცებულებების დაგროვების მიხედვით.
4. მარეგულირებელი გარემო
არსებული რეალობა ვაქცინების სწრაფი დანერგვის თვალსაზრისით საჭიროებს ქვეყნის მარეგულირებელი გარემოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) სხვა შესაბამისი სტრუქტურების სრულ მზაობას – შემოტანის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.
საქართველოს კანონმდებლობით ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების სახელმწიფო რეგისტრაციის ორი გზა არსებობს.10 აღიარებითი რეჟიმის გამოყენების საფუძველია სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს დიფერენცირება სანდოობის, საკუთარ ბაზრებზე მხოლოდ მაღალი ხარისხის ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების უნარის მიხედვით. კერძოდ, სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მიმართ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზრებზე დაშვებისათვის უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და ხარისხის მოთხოვნებს ცალმხრივად აღიარებს საქართველო და არ ახორციელებს იმავე ან მსგავსი მოთხოვნებისადმი ფარმაცევტული პროდუქტის უსაფრთხოების, ხარისხისა და თერაპიული ეფექტიანობის დადგენის მიზნით, განმეორებით ექსპერტიზას.
სანდო მარეგულირებელი ორგანოები (ევროპის წამლების სააგენტო და 37 ქვეყნის მარეგულირებელი),11 პროცედურისთვის საჭირო დრო (15 სამუშაო დღე), რეგისტრაციის წესი და პირობები12 განსაზღვრულია კანონქვემდებარე აქტებით.
ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით რეგისტრაციის წესი და პირობები ითვალისწინებს ფარმაცევტული პროდუქტის სარეგისტრაციო დოკუმენტების ადმინისტრაციულ და მეცნიერულ-ტექნიკურ ექსპერტიზას13. იმუნობიოლოგიური პრეპარატების (მათ შორის, ვაქცინების) სარეგისტრაციო პროცედურებისთვის განსაზღვრულია სამთვიანი ვადა. არც ერთი რეჟიმის პირობები არ ითვალისწინებს გადაუდებელი საჭიროების შემთხვევებსა და მისთვის დაწესებულ შეღავათებს.
საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გამონაკლის შემთხვევებს,14 როდესაც ე.წ. ფარმაცევტულ პროდუქტს ენიჭება ერთჯერადი რეგისტრაცია განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივად დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას, სამინისტროს თანხმობით. აღნიშნული გზით ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანის წესი განსაზღვრულია ნორმატიული ბრძანებით.15 აღნიშნული გზით ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანის დრო (მოთხოვნილი დოკუმენტების არსებობისას,) როგორც წესი, რამდენიმე დღით შემოიფარგლება. შესაბამისად, საქართველოში COVID-19 ვაქცინის დაშვება გამოყენებისთვის ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე ერთჯერადი რეგისტრაციის წესით მოხდება, მას შემდეგ, რაც ვაქცინა მიიღებს ან სანდო მარეგულირებელის ავტორიზაციას ან შეტანილი იქნება ჯანმოს გადაუდებელი მოხმარების სიაში.
ერთჯერადი რეგისტრაციისთვის და იმპორტირება-განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაცია წინასწარ იქნება წარდგენილი შესაბამის უწყებებში, რაც მინიმუმამდე ამცირებს ფარმაცევტული პროდუქტის დაყოვნებას საბაჟოზე.
ვაქცინის შემსყიდველი აგვარებს საბაჟოსთან დაკავშირებულ ფორმალურ მხარეს (დოკუმენტაციის წარდგენა, განბაჟება, დასაწყობება, ლოგისტიკა დანიშნულების ადგილამდე) ტვირთის შემოტანამდე რეგისტრაციაზე ან გამონაკლისი წესით შემოტანაზე. დასტურის შემდეგ დოკუმენტაცია იტვირთება შემოსავლების სამსახურის პორტალზე, დოკუმენტაციის განხილვა ხდება მყისიერად და ტვირთი ქვეყანაში შემოსვლიდან არაუგვიანეს 24 სთ-ისა განთავსდება დკსჯეც-ს ცენტრალურ საწყობში.
გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უნივერსალური შეთანხმება ვაქცინების ფლაკონებსა და შეფუთვაზე ერთიანი ფორმატის და შინაარსის შესახებ, თუმცა ჯანმო-ს მიერ უკვე შემუშავებულია ვაქცინების მარკირების მიზნით მეორადი შეფუთვის უნიფიცირების მოდელი, რომელიც გამოყენებული იქნება COVAX-ის მიერ.16 მწარმოებლების მიერ ასევე არ იქნება გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნები შეფუთვასა და მარკირებაზე. საქართველოს კანონმდებლობა არ ზღუდავს ფარმაცევტული პროდუქტის დაშვებას, რომლის შეფუთვა არ არის წარმოდგენილი ქართულ ენაზე, თუმცა მოითხოვს დოკუმენტაციის (ანოტაციის) თარგმნას ქართულ ენაზე. გამომდინარე გადაუდებელი სიტუაციიდან, ანოტაციის ქართულ ენაზე თარგმანის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე საქართველოს მხარე აიღებს.
იმის გათვალისწინებით, რომ მწარმოებლებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი დაზღვევა, რომელიც დაიცავს მწარმოებელს ვაქცინის გამოყენებით გამოწვეული შესაძლო ზიანისთვის პასუხისმგებლობის რისკებისგან, მწარმოებლები აყენებენ მოთხოვნას თითოეულმა ქვეყანამ თავად აიღოს ეს პასუხისმგებლობა და ამით დააზღვიოს მწარმოებელი. ზემოხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 28 იანვარს შეიტანა ცვლილება საქართველოს კანონში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“.17 საკანონმდებლო ცვლილების თანახმად საქართველოში COVID-19 ვაქცინის გამოყენების შედეგად დამდგარ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია ა) იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით, ბ) სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით და გ) ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლის მიერ, როდესაც მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მის პასუხისმგებლობას.
ცხრილი 2. ვაქცინის ქვეყანაში შემოტანისთვის მარეგულირებელი გარემოს და მასთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასება
| სფერო | ცვლილება / ქმედება | სტატუსი |
|---|---|---|
| მარეგულირებელი გარემო მწარმოებლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ | საჭიროებს | საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა 2021 წლის იანვარში |
| ვაქცინის ანოტაციის თარგმნა ქართულ ენაზე | საჭიროებს | ვაქცინის შერჩევის შემდეგ ახორციელებს შემსყიდველი |
| ტრენინგები | არ საჭიროებს | |
| ელექტრონული სისტემები | არ საჭიროებს | |
| სტანდარტული ოპერაციული პროცედურები/ მეთოდური რეკომენდაციები | არ საჭიროებს |
5. ვაქცინაციის პროგრამის ორგანიზაციული სტრუქტურა და კოორდინაცია
COVID-19 ვაქცინაციის დანერგვის ეფექტურობა დამოკიდებული იქნება დაგეგმილი აქტივობების განხორციელების მართვა-კოორდინაციაზე გადაწყვეტილების მიმღებთა ყველა დონეზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქვეყანაში შექმნილია საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია, რომელიც გეგმის შემუშავების, მისი შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს (ცხრილი 2).
ცხრილი 2. ვაქცინის ქვეყანაში შემოტანისთვის მარეგულირებელი გარემოს და მასთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასება
| სფერო | ცვლილება / ქმედება | სტატუსი |
|---|---|---|
| მარეგულირებელი გარემო მწარმოებლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ | საჭიროებს | საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა 2021 წლის იანვარში |
| ვაქცინის ანოტაციის თარგმნა ქართულ ენაზე | საჭიროებს | ვაქცინის შერჩევის შემდეგ ახორციელებს შემსყიდველი |
| ტრენინგები | არ საჭიროებს | |
| ელექტრონული სისტემები | არ საჭიროებს | |
| სტანდარტული ოპერაციული პროცედურები/ მეთოდური რეკომენდაციები | არ საჭიროებს |
ცხრილი 3 და სურათი 1 წარმოგვიდგენს ვაქცინაციის დანერგვის კომპონენტებს, ვაქცინაციაზე პასუხისმგებელ მხარეებს, გადაწყვეტილების მიღების და განხორციელების დონეებს.
ცხრილი 3. ვაქცინაციის დანერგვის კომპონენტები და პასუხისმგებელი მხარეები
| კომპონენტი | პასუხისმგებელი მხარე | |
|---|---|---|
| ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი | უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია | |
| ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის მომზადების პროცესის უზრუნველყოფა | დკსჯეც, დონორების მხარდაჭერით | |
| ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის მომზადება | ტექნიკური სამუშაო ჯგუფები | |
| პრიორიტეტულ ჯგუფებზე რეკომენდაციების განხილვა | იმუნიზაციის ეროვნული ექსპერტთა ტექნიკური კომიტეტი (NITAG) | |
| ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცება | მთავრობა | |
| ვაქცინების შესყიდვა | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო | |
| სახარჯი მასალების შესყიდვა | დკსჯეც | |
| ვაქცინების ბაზარზე დაშვება | სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო / სამინისტროს შესაბამისი კომისია18 |
|
| იმუნიზაციის სერვისის შესყიდვა სამედიცინო დაწესებულებებისგან | დკსჯეც | |
| ტრენინგი და სუპერვიზია ცენტრალურად | დკსჯეც | |
| სუპერვიზია ადგილებზე | მუნიციპალური სჯ ცენტრები | |
| ვაქცინების შენახვა, ლოგისტიკა ცენტრალურად | დკსჯეც | |
| ვაქცინების შენახვა, ლოგისტიკა რეგიონულ დონეზე | დკსჯეც-ს სამმართველოები და რეგიონული განყოფილებები | |
| ვაქცინების ლოგისტიკა მუნიციპალურ დონეზე | მუნიციპალური სჯ ცენტრები | |
| ასაცრელი კონტინგენტის მობილიზაციის კოორდინაცია | ადგილობრივი ხელისუფლება; სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურები | |
| სერვისის ორგანიზებაში დახმარება | ადგილობრივი ხელისუფლება | |
| ასაცრელი კონტინგენტის აცრა მობილური ბრიგადებით | მუნიციპალური სჯ ცენტრები და სერვისის მიმწოდებლები ერთობლივად | |
| ასაცრელი კონტინგენტის აცრა | სერვისის მიმწოდებლები | |
| კომუნიკაციის სტრატეგიის განხორციელება | ყველა დონე | |
| ვაქცინის გვერდითი ეფექტების მონიტორინგი | სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო დკსჯეც, სერვისის მიმწოდებლები |
|
| მონიტორინგი და შეფასება | დკსჯეც | |
| საერთაშორისო კოორდინაცია და კოოპერაცია | მთავრობა, დონორები, პარტნიორები | |
ადგილებზე ასაცრელი კონტინგენტის დაგეგმვის, მობილიზების და სერვისის მიწოდების ორგანიზების საკითხებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას. კერძოდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავის ტერიტორიაზე ხელი უნდა შეუწყოს COVID-19 ვაქცინაციის განხორციელებას და ამ მიზნით, უნდა შეიმუშავოს და უწყებათაშორისი კომისიის რეგიონალურ შტაბთან შეთანხმებით დაამტკიცოს ვაქცინაციის დანერგვის ადგილობრივი გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ კომპონენტებს:
სერვისის განხორციელების მიმართულებით:
დამატებითი ასაცრელი სივრცეების გამოყოფას მასიური ვაქცინაციის ცენტრების შესაქმნელად (სადაც ეს საჭირო იქნება);
შერჩეული ამცრელი ერთეულების ხარისხიანი ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფას;
მოხალისეების მობილიზებას ამცრელი ბრიგადებისთვის (სადაც ეს საჭირო იქნება);
ასაცრელი კონტინგენტის მობილიზაციის მიმართულებით:
მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის აცრის მისაღებად ტრანსპორტირების უზრუნველყოფას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით;
გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთათვის ვაქცინაციის მომსახურების მიღების მხარდაჭერას ამ პირების სიების წინასწარი ფორმირებით;
მოხალისეების მობილიზებას მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის;
კომუნიკაციის ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებას მოსახლეობის მობილიზაციის მიზნით.
სურათი 1. გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების დონეები
6. რესურსები და დაფინანსება
საქართველოში ეპიდემიის პერიოდში COVID-19 ვაქცინაცია უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ცხრილი 4-ში წარმოდგენილია COVID-19 ვაქცინაციის დასანერგად საჭირო პროგრამის კომპონენტები, დაფინანსების წყაროები და მიმდინარე სტატუსი ფინანსური უზრუნველყოფის კუთხით.
ცხრილი 4. ვაქცინაციისთვის საჭირო რესურსები და მათი მიმდინარე სტატუსი
| კომპონენტი | ფინანსური საჭიროება დათვლილია | დაფინანსების წყაროები | უზრუნველყოფა დღეის მდგომარეობით |
|---|---|---|---|
| ვაქცინები და სახარჯი მასალა |
|
სახელმწიფო ბიუჯეტი | ნაწილობრივი |
| ცივი ჯაჭვი |
|
_ | _ |
| ლოგისტიკა |
|
სახელმწიფო ბიუჯეტი | ნაწილობრივი |
| სერვისი |
|
სახელმწიფო ბიუჯეტი | თანხები გამოყოფილია |
| ტრენინგები, ზედამხედველობა |
|
დონორული | ნაწილობრივ მოძიებული |
| საინფორმაციო სისტემა |
|
სახელმწიფო ბიუჯეტი ან დონორული | თანხები გამოსაყოფია |
| მოთხოვნის შექმნა და კომუნიკაცია |
|
დონორული და სახელმწიფო ბიუჯეტი | ნაწილობრივ მოძიებული |
| კომპენსაციები იმუნიზაციასთან დაკავშირებული ზიანის შემთხვევაში |
|
სახელმწიფო ბიუჯეტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით | |
| COVID-19 ვაქცინაციის მზადყოფნის მხარდაჭერა |
|
დონორული მხარდაჭერა (აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, ჯანმო) | |
საჭირო ფინანსური რესურსები
COVID-19 ვაქცინის დასანერგად საჭირო ფინანსური რესურსი მოიცავს, როგორც ვაქცინების და სახარჯი მასალის შესყიდვების ხარჯს, ასევე, ოპერაციულ ხარჯებს. დაითვალა, როგორც მხოლოდ COVAX პლატფორმით გარანტირებული 1,484,400 დოზა ვაქცინის დასანერგად საჭირო ფინანსური რესურსი, ასევე ყველა პრიორიტეტული ჯგუფის (აღწერილია დოკუმენტში ქვემოთ) სრულად მოსაცავად აუცილებელი ფინანსური საჭიროებები და მთლიანად ის ფინანსური რესურსიც, რაც მოზრდილი მოსახლეობის (>18 წლის ზემოთ ასაკი) 60% – ის მოსაცავად არის საჭირო. ფინანსური საჭიროებები იმუნიზაციის პროგრამის კომპონენტების მიხედვით, შეჯამებულად მოცემულია ქვემოთ. (ცხრილი 5).
ცხრილი 5: COVID-19 ვაქცინის დასანერგად საჭირო ფინანსური რესურსი
კომპონენტების მიხედვით
| კომპონენტის დასახელება | მხოლოდ COVAX-ით გარანტირებული დოზებით მოცვისთვის საჭირო ფინანსური რესურსი | ყველა პრიორიტეტული ჯგუფის მოსაცავად საჭირო ფინანსური რესურსი | მთლიანად მოზრდილი მოსახლეობის 60% -ით მოსაცავად საჭირო ფინანსური რესურსი* | |||
|---|---|---|---|---|---|---|
| მინიმ. ღირებულება (ლარი) | მაქს.ღირებულება (ლარი) |
მინიმ. ღირებულება (ლარი) |
მაქს.ღირებულება (ლარი) | მინიმ. ღირებულება (ლარი) | მაქს.ღირებულება (ლარი) | |
| ვაქცინები | 18,075,539 | 44,767,084 | 23,794,534 | 80,906,555 | 48,456,260 | 141,985,429 |
| შპრიცები და სხვა სახარჯი მასალა | 1,847,586 | 1,847,586 | 2,439,291 | 2,566,744 | 4,960,082 | 5,087,534 |
| სერვისების მიწოდება | 3,208,259 | 3,280,891 | 4,457,048 | 4,555,951 | 8,834,300 | 9,034,300 |
| ტრენინგები | 24,927 | 24,927 | 24,927 | 24,927 | 34,900 | 34,900 |
| ვაქცინების ლოჯისტიკა/ დისტრიბუცია | 82,040 | 82,040 | 113,975 | 113,975 | 164,085 | 164,085 |
| საინფორმაციო სისტემა** | 60,900 | 60,900 | 84,605 | 84,605 | 167,695 | 167,695 |
| ვაქცინაციის პროცესზე სუპერვიზია და მონიტორინგი | 26,746 | 26,746 | 37,156 | 37,156 | 53,500 | 53,500 |
| მოთხოვნის შექმნა და კომუნიკაცია | 1,662,800 | 1,662,800 | 1,662,800 | 1,662,800 | 1,662,800 | 1,662,800 |
| სულ ბიუჯეტი | 24,988,797 | 51,752,974 | 32,614,336 | 89,952,713 | 64,333,622 | 158,190,243 |
* ამ ეტაპზე ფინანსური გათვლები არ ითვალისწინებს მასიური ვაქცინაციის ცენტრების შექმნისა და ოპერირების ღირებულებას, ასევე, არ არის გათვალისწინებული იმუნიზაციის მართვის სპეციალური ინტერსექტორალური ჯგუფის შექმნის და ოპერირების ხარჯები. ეს გათვლები მოგვიანებით გაკეთდება.
** საინფორმაციო სისტემის ფინანსურ რესურსებში გათვალისწინებულია მხოლოდ დამატებითი პერსონალის (ცხელი ხაზების შეუფერხებელი მუშაობისთვის) საჭირო ხარჯები და არ არის შესული ელექტრონული მოდულის ახალი სოფტის შესამუშავებლად ან არსებულის დასახვეწად საჭირო ტექნიკური დახმარება
როგორც ცხრილიდან ჩანს, მთლიანი ფინანსური საჭიროების 72% დან – 89%-მდე ვაქცინების შესყიდვაზე მოდის. სერვისების მიწოდება რიგით მეორე ყველაზე დიდი ფინანსური კომპონენტია, რომლის წილი მთლიან ბიუჯეტში 6% დან -13%-ს შეადგენს.
COVID-19 ვაქცინის დასანერგად საჭირო ფინანსური რესურსის დასათვლელად შემუშავდა ოთხი სცენარი, რაც სხვადასხვა ტიპის ვაქცინის შემოტანას ითვალისწინებს ქვეყანაში. ეს სცენარები სქემატურად მოცემულია ცხრილი 6-ში.
მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოსაცავად და ვაქცინების დანაკარგის გათვალისწინებით, სულ საჭიროა 3,979,327 დოზა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს COVAX-ის პლატფორმიდან 2021 წლისთვის გარანტირებული აქვს 1,484,400 ვაქცინის დოზა, მიუხედავად ამისა, ფინანსური რესურსი დაითვალა 3,979,327 დოზა ვაქცინისთვის, იმ დაშვებით, რომ ქვეყანა შეძლებს დამატებით 2,494,927 დოზის შემოტანას ალტერნატიული წყაროებიდან.
ცხრილი 6: სცენარები
სცენარი 1: ქვეყანაში შემოდის Pfizer/BioNTech ვაქცინის 200,000 დოზა, COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს ვაქცინის 1,484,400 დოზა და დამატებით ქვეყანას კიდევ შემოაქვს ვაქცინის დოზების ის რაოდენობა, რაც >18 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობის 60%-იანი მოცვისთვის არის აუცილებელი; ანუ სულ ქვეყანაში შემოდის 3,979,327 დოზა ვაქცინა.
სცენარი 2: ქვეყანას შემოაქვს Moderna-ს ვაქცინის 200,000 დოზა, COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს 1,484,400 დოზა და დამატებით ვაქცინის დოზების ის რაოდენობა რაც მოზრდილი მოსახლეობის 60%-იანი მოცვისთვის არის აუცილებელი (სულ 3,979,327 დოზა ვაქცინა).
სცენარი 3: ქვეყანაში შემოდის ნებისმიერი 2-80 ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის 200,000 დოზა19, COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს 1,484,400 დოზა და დამატებით სხვა წყაროებიდან კიდევ AstraZeneca-ს ვაქცინა (სულ 3,979,327 დოზა ვაქცინა).
სცენარი 4: ქვეყანაში შემოდის მხოლოდ AstraZeneca-ს ვაქცინა მთლიანად ყველა პრიორიტეტული ჯგუფის და მოსახლეობის დამატებითი ჯგუფების მოსაცავად (სულ 3,979,327 დოზა ვაქცინა)
იმუნიზაციის პროგრამის ყველა კომპონენტის ფინანსური საჭიროებების გათვლების მეთოდოლოგია ასევე დეტალური გათვლები სცენარების მიხედვით, მოცემულია №1 დანართში.
7. პრიორიტეტული ჯგუფები და ვაქცინაციის სტრატეგიები
საერთაშორისო რეკომენდაციებისა და ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სპეციფიკის თანახმად, საქართველოში 2021 წლისთვის შეირჩა სამიზნე პოპულაციური ჯგუფები, რომელთა მოცვა ეტაპობრივად განხორციელდება (იხ. ცხრილი 7). ჯგუფების შერჩევა ეფუძნებოდა ETAGE20-ის რეკომენდაციებს და მიმართული იყო პირველ რიგში სასიცოცხლო-ჯანდაცვითი სერვისების შენარჩუნებაზე და მაღალი რისკის ჯგუფებში ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებაზე. შერჩეული ჯგუფები განიხილა და რეკომენდაცია გაუწია საქართველოს იმუნიზაციის ეროვნულმა ექსპერტთა ტექნიკურმა კომიტეტმა 2020 წლის 12 დეკემბერს.21 ვაქცინების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად გაფართოვდება ვაქცინაციით მოცული მოსახლეობის ჯგუფები მოზრდილი მოსახლეობის 60% მოცვის მაჩვენებლის სამიზნის მისაღწევად.22
შერჩევის შემდეგ, სამიზნე ჯგუფების ეტაპობრივი მოცვის გეგმა ემყარება ვაქცინების მოწოდების საორიენტაციო კალენდარულ გრაფიკს და დოზების ოდენობებს.შემოტანილი ვაქცინის და მოცულობების მიხედვით მოსალოდნელია აღნიშნული სამიზნე ჯგუფების, მათი რაოდენობის და თანმიმდევრობის მოდიფიცირება , მისი ეტაპების კალენდარული წანაცვლებით ყველაზე მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის ვაქცინაციაზე წვდომის შეფერხების გარეშე, საქართველოში COVID-19-ის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
ცხრილი 7: მოსახლეობის სამიზნე ჯგუფები, მათი ზომა და მოცვის ეტაპობრიობა
| ეტაპები | პრიორიტეტული ჯგუფები და რიგითობა | სამიზნე მოსახლეობა* | ჯგუფის მოცვის სამიზნე (%) | სულ ასაცრელი კონტინგენტის რა-ბა* |
|---|---|---|---|---|
| Ia | ჯანდაცვის სექტორის მუშაკები | 64,051 | 65% | 41,633 |
| Ia | ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები და პერსონალი | 2,600 | 60% | 1,560 |
| Ia | >75 | 226,800 | 60% | 136,080 |
| Ib | 65-74 | 329,183 | 60% | 197,510 |
| IIa | ძირითადი სერვისების მიმწოდებლები და სხვა რისკის ჯგუფები** | 210,700 | 60% | 126,420 |
| IIa | 55-64 | 478,400 | 60% | 287,040 |
| IIb | 18-54 ქრონ. დაავადების მქონე პირები | 89,400 | 60% | 53,640 |
| ჯამი (მაღალი რისკის და ესენციური ჯგუფები) | 843,883 | |||
| III | მოსახლეობის სხვა ჯგუფები | 1,410,452 | 60% | 846,271 |
| დიპლომატიური კორპუსი*** | 1,060 | 100% | 1,060 | |
| სულ ჯამი | 1,691,214 | |||
| მოზრდილი მოსახლეობის % | 60% | |||
შენიშვნა: *მე-7 ცხრილში მოცემული ასაცრელი კონტინგენტი გადათვლილია მოცვის მაჩვენებელზე. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია ყველაზე მაღალი რისკის მოზრდილი მოსახლეობის საწყისი მოცვა, ხოლო შემდეგ მაღალი რისკის მოზრდილი მოსახლეობის და ძირითადი სერვისების მიმწოდებელი (ე.წ. ესენციური) ჯგუფების მოცვა პროგრამის ეტაპობრივი განვრცობით.
** სხვა რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება შშმპ პირები; სპორტსმენები, რომელთა მონაწილეობა დაგეგმილია საერთაშორის ტურნირებში.
*** დიპლომატიური კორპუსის და მათი ოჯახის წევრების წარმომადგენლების აცრა განხორციელდება საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტიზაციის შესაბამისად.
მესამე ეტაპზე განსაზღვრულია სხვა მოზრდილი მოსახლეობის 60%-ით მოცვა.
2021 წელს განსახორციელებელი დადგენილი სამიზნე ჯგუფების ვაქცინაციის მოცულობა მოითხოვს ქვეყნის იმუნიზაციის არსებული სისტემის გამტარუნარიანობის თითქმის გაოთხმაგებას, რაც სისტემის წინაშე მნიშვნელოვან გამოწვევებს აყენებს. შესაბამისად, შერჩეული ჯგუფების ადეკვატურად მოსაცავად განისაზღვრა ვაქცინაციის გაფართოების სამ-ეტაპიანი სტრატეგია, რომელიც, ერთი მხრივ, ეფუძნება (ა) შერჩეულ სამიზნე ჯგუფებს და მათ ზომას, მეორე მხრივ (ბ), მოსახლეობის დასახლების სიმჭიდროვეს და, მესამე მხრივ, (გ) სისტემის გამტარუნარიანობის ეტაპობრივ გაზრდას, ანუ შესაბამისი დაწესებულებების პოტენციალის ეტაპობრივ განვითარებას, კადრის მომზადებასა და იმუნიზაციის პროგრამაში ეტაპობრივ ჩართვას.
სურათი 2. ვაქცინაციის გაფართოების სამეტაპიანი სტრატეგია
COVID19 ვაქცინაციის ეტაპობრივი განვითარება, ასევე, ითვალისწინებს ვაქცინების მოწოდების პირველ ეტაპზე უფრო კომპლექსური ვაქცინების, რომელთაც რთული ცივი ჯაჭვის მოთხოვნები გააჩნიათ (-70 – 200C) გამოყენების შესაძლებლობას, თუ ქვეყანა ამგვარი არჩევანის წინაშე დადგა. დაგეგმვის მიზნით, განისაზღვრა, რომ ამგვარი ვაქცინის ოდენობა არ გადააჭარბებს დოზების იმ რაოდენობას, რაც მოზრდილი მოსახლეობის 3%-ის მოსაცავად არის საჭირო, ანუ ≈200,000 დოზას. ამიტომ, პირველ ეტაპზე, მოხდება მხოლოდ პრიორიტეტული ჯგუფების (ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პირები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბინადარნი და მომსახურე პერსონალი და 75 ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის) აცრა.
Pfizer-ის ვაქცინის შემთხვევაში ვაქცინა განაწილდება სამი საწყობიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ყოველკვირეულად23 და მიეწოდება რაიონულ ცენტრებში შერჩეულ ერთ (გამონაკლის შემთხვევებში მაქსიმუმ ორ) ჰოსპიტალურ დაწესებულებას. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება (ა) ვაქცინის შეფუთვის სპეციფიკას ანუ ყუთში არის 5-დოზიანი 195 ფლაკონი ანუ სულ 975 დოზა, რომლის (ბ) -800C-დან გალღობის შემდეგ მისი გამოყენება მაქსიმუმ 5 დღის მანძილზე შეიძლება24. ამიტომ ამცრელი წერტილები მომარაგდება ყოველკვირეულად და ცალკეულ წერტილს მიეწოდება 975 დოზის ჯერადი მოცულობები (ან გადაიფუთება უფრო მცირე დოზებად), რაც დაწესებულების წინაშე აყენებს ამოცანას რომ დღეში მიღებული დოზების შესაბამისი რაოდენობის ადამიანი აცრას. სრული შეფუთვის მიღების შემთხვევაში, დაწესებულებამ მინიმუმ 230-240 ადამიანი უნდა აცრას და ამისთვის საჭირო იქნება ცალკეულ დაწესებულებაში 6-7 ამცრელი ბრიგადის მუშაობა. ამ ამცრელ წერტილებზე მოხდება ასაცრელი კონტინგენტის გეგმაზომიერი მობილიზება-მოზიდვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, საზ. ჯანდაცვის ხელმძღვანელის და მუნიციპალიტეტში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით. ცალკეული მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს ასაცრელი კონტინგენტის აცრის კალენდარულ გრაფიკს და კონტიგენტის მოსაზიდად საჭირო ღონისძიებებს. აღნიშნულ ვაქცინასთან დაკავშირებული ლოგისტიკური თავისებურებების გათვალისწიენებით, სამედიცინო პერსონალის და ხანგრძლივი დაყოვნების დაწესებულებების მობინადრეთა და პერსონალის აცრის შემდგომ/ პარალელურად, შესაძლოა, დაიგეგმოს კონკრეტული ესენციური სერვისის წარმომადგენელთა აცრა.
Moderna-ს ვაქცინის შემთხვევაში, თბილისის და რეგიონული საწყობებიდან ვაქცინა მიეწოდება მუნიციპალურ საზ. ჯანდაცვის ცენტრებს, სადაც შესაძლებელია ამ ვაქცინების – 200C-ზე შენახვა. ხოლო აქედან, თვეში ერთხელ, თითოეულ დაწესებულებას, მიეწოდება 4 კვირის ასაცრელი მარაგი, რადგან გალღობის შემდეგ ვაქცინა 2-80C-ზე 30 დღე ინახება. ამ შემთხვევაში, პირველი სამიზნე იქნება სამედიცინო დაწესებულებები და მათი პერსონალი, შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბინადარნი და პერსონალი და 75+ მოსახლეობა. აცრის ორგანიზების პასუხისმგებლობა დაეკისრება რაიონში შერჩეულ დაწესებულებებს, ხოლო ასაცრელი კონტინგენტის გეგმაზომიერი მობილიზება-მოზიდვა დაევალება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, საზ. ჯანდაცვის ხელმძღვანელს მუნიციპალიტეტში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით. ცალკეული მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს და განახორციელებს ასაცრელი კონტინგენტის აცრის კალენდარულ გრაფიკს და კონტინგენტის მოსაზიდად საჭირო ღონისძიებებს.
შესაბამისად, პირველ ეტაპზე და გამომდინარე ვაქცინის ტიპიდან, აცრები ჩატარდება ჯერ ჯანდაცვის სექტორისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სხვა პრიორიტეტულ ჯგუფების მოცვა.
ვაქცინაციის გაფართოების მეორე ეტაპზე – მუნიციპალიტეტების დონეზე პროგრამაში ჩაერთვება როგორც იმუნიზაციაში მონაწილე, ასევე არ-მონაწილე დაწესებულებები (თუ ეს დაწესებულებები მონაწილეობას დათანხმდებიან), ხოლო მე-3 ეტაპი გულისხმობს სამიზნე მოსახლეობის აცრას უფრო მეტად გაფართოებული ქსელით და დიდ ქალაქებში მასიური ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზებით.
ხანგრძლივი დაყოვნების დაწესებულებების მობინადრეთა და მათი პერსონალის და ასევე შეზღუდული მობილურობის მქონე ადამიანების ასაცრელად ყველა რაიონის დონეზე სამედიცინო ორგანიზაციის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების კოორდინირებული მუშაობით შეიქმნება და აღიჭურვება მობილური ბრიგადები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას კი დაევალება ამ კონტიგენტის სიების მომზადება, რომელიც დროულად უნდა მიაწოდოს მობილურ ბრიგადებს.
8. COVID-19 ვაქცინაციის მომსახურების მოწოდების ორგანიზება
2021 წელს ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ასაცრელად აუცილებელი იქნება იმუნიზაციის სერვისების მიმწოდებელი ქსელის პოტენციალის გაოთხმაგება. თუ დღევანდელ დღეს სისტემა საშუალოდ 12 თვეში მილიონამდე აცრა-ვიზიტს ატარებს, COVID-19-ის იმუნიზაციისთვის, მხოლოდ 2021 წლის დაახლოებით 7-8 თვეში ჩასატარებელი იქნება დამატებით (რადგან რუტინული იმუნიზაცია გრძელდება) 3.4 მილიონი აცრა-ვიზიტი. დღევანდელი მდგომარეობით, იმუნიზაციის პროგრამაში მონაწილეობს 351 იურიდიული პირი და 929 ფიზიკური პირი, ძირითადად სოფლის ექიმები (იხ. სურათი 3,). ამიტომ არსებული სიმძლავრეების გასაზრდელად და ამავე დროს ეფექტურად გამოყენების მიზნით, იგეგმება შემდეგი:
სურათი 3. იმუნიზაციის ქსელის გაფართოების გეგმა
(ა) იმუნიზაციის პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის ასაცრელად ჩართული იქნება ყველა სამედიცინო დაწესებულება, მიუხედავად მისი მონაწილეობისა იმუნიზაციის პროგრამაში, (გარდა Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის შემთხვევისა, როცა აცრები მხოლოდ ამისთვის სპეციალურად შერჩეულ ჰოსპიტალურ დაწესებულებებში ჩატარდება მუნიციპალურ დონეზე და ერთზე მეტ დაწესებულებებში დიდ ქალაქებში). დაწესებულებები, რომლებიც არ მონაწილეობენ იმუნიზაციის პროგრამაში დარეგისტრირდებიან იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებლად.
(ბ) ამავე ეტაპზე, საზ. ჯანდაცვის ცენტრების და შერჩეული სამედიცინო დაწესებულების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნება მობილური ბრიგადები, რომელთა ამოცანა იქნება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების მობინადრეთა და პერსონალის აცრა (პირველ ეტაპზე) და პროგრამის გაფართოების პარალელურად ბინაზე მყოფი და გაფართოების ეტაპისთვის შესაბამისი არამობილური-ბინაზე მყოფი კონტინგენტის აცრა. სულ დაგეგმილია 70 ბრიგადის შექმნა (თითო მუნიციპალიტეტისთვის და 5 ქალაქ თბილისისთვის). მობილური ბრიგადა დაკომპლექტდება ექიმით, ექთნით და მძღოლით და აღიჭურვება შესაბამისი აღჭურვილობით (დეტალები იხილეთ რესურსების ნაწილში).
(გ) COVID-19 იმუნიზაციის პროგრამის გაფართოების შემდეგ ეტაპზე, მოსახლეობის და სხვა სამიზნე ჯგუფების ასაცრელად, ძირითად ტვირთს აიღებენ მუნიციპალურ ცენტრებში მდებარე და რუტინულ იმუნიზაციაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებები (სოფლის ექიმების ჩართვის გარეშე). გაზრდილი მოცულობის გასამკლავებლად და ორგანიზაციის სურვილის შემთხვევაში, ამ დაწესებულებებში შეიქმნება დამატებითი ამცრელი ბრიგადები და აცრის კაბინეტები და ასევე დაემატება იმ კერძო და სადაზღვევო კომპანიების პჯდ ქსელი, რომელიც დღეს იმუნიზაციის პროგრამაში არ მონაწილეობს. სულ ბოლოს, დიდ ქალაქებში, მაღალი გამტარუნარიანობის უზრუნველსაყოფად შეიქმნება, მასიური ვაქცინაციის ცენტრები, რომლებიც მოეწყობა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაიდლაინების მიხედვით.25
ვაქცინაცია, მათ შორის, სამედიცინო პერსონალისთვის, იქნება ნებაყოფლობითი. აცრის წინ, პირს უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელზე და პირისგან მიღებული უნდა იყოს ინფორმირებული თანხმობა.
პროგრამაში მონაწილე დაწესებულებებისგან სერვისის შემსყიდველი იქნება დკსჯეც. აცრა-ვიზიტის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრა ცალცალკე როგორც სამედიცინო დაწესებულებისთვის, ასევე მობილური ბრიგადისთვის და აისახა ბიუჯეტურ გათვლებში. მომსახურების ანაზღაურების გადახდის პრინციპი ითვალისწინებს ერთი ადამიანის ასაცრელად საჭირო 2 აცრა ვიზიტს, რათა მივიღოთ ადეკვატური იმუნური ფენა მოსახლეობაში. შესაბამისად, 2 ვიზიტის ჯამური თანხის 30% ანაზღაურდება პირველი აცრა ვიზიტის შემდეგ, ხოლო 70% – მეორე აცრა ვიზიტის ჩატარების მერე. ამ პრინციპის განსახორციელებლად და ადეკვატური მონიტორინგისთვის არსებული იმუნიზაციის ინფორმაციული სისტემა სრულად ადაპტირებულია.
ვაქცინაციასთან დაკავშირებული სამედიცინო ნარჩენები მიეკუთვნება სარისკო ნარჩენებს და მათი მართვა რეგულირდება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით.26 ვაქცინაციის მომატებული დატვირთვით წარმოქმნილი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები გათვლილია და ასახულა დაანგარიშებულ ანაზღაურების მოცულობაში.
ცხრილი 8. მოსახლეობის ასაცრელად სერვისის ორგანიზებისთვის ტექნიკური საჭიროებების შეფასება
| სფერო | ცვლილება / ქმედება | პასუხისმგებელი | სტატუსი |
|---|---|---|---|
| მარეგულირებელი გარემო |
|
საქართველოს მთავრობა | დამტკიცებულია |
| სამედიცინო მომწოდებლების პროგრამაში ჩართვა და გაწეული მომსახურების ანაზღაურება |
|
მთავრობა/სამინისტრო | შემუშავებულია27 |
| ტრენინგები |
|
დკსჯეც | ჩატარებულია |
|
დკსჯეც | ჩასატარებულია | |
| ელექტრონული სისტემები |
|
დკსჯეც სამინისტრო |
მოდიფიცირებულია |
სტანდარტული ოპერაციული პროცედურები/ მეთოდური რეკომენდაციები/ ინსტრუმენტები |
|
დკსჯეც მუნიციპალური სჯ ცენტრები |
შემუშავებულია |
| განფასება |
|
სამუშაო ჯგუფი | დასრულებულია |
|
სამუშაო ჯგუფი | შესამუშავებელია |
9. ცივი ჯაჭვი
ცივი ჯაჭვის და ლოგისტიკის ჯგუფმა შეიმუშავა ვაქცინების იმპორტირებისა და განაწილების სხვადასხვა სცენარი და ამ სცენარების შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლები.
სცენარების დეტალური აღწერა მოყვანილია წინამდებარე დოკუმენტის შესაბამის თავებში.
კონკრეტული სცენარის შერჩევა და განხორციელება დამოკიდებული იქნება ვაქცინების ხელმისაწვდომობაზე და იმპორტის ორგანიზებაზე.
ყოველი წარმოდგენილი სცენარის ტექნიკური მახასიათებლები მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
იმუნიზაციისათვის გამოყენებული ვაქცინა;
სამიზნე ჯგუფები, ჯგუფის დახასიათება, რაოდენობა და ჯგუფის პროცენტული წილი ქვეყნის მოსახლეობასთან მიმართებაში;
ცივი ჯაჭვის სისტემის მზაობა ვაქცინის მიღების, დასაწყობების და დარიგებისათვის სისტემის სხვადასხვა დონეზე;
ვაქცინაციის შედეგად დაგროვებული სამედიცინო ნარჩენის მოცულობა და წონა.
სცენარი I
გამოყენებული ვაქცინა: -700C ტემპ. რეჟიმი (Pfizer) და +2+80C ტემპ. რეჟიმი (AstraZeneca)
სცენარის დახასიათება: ჯანდაცვის მუშაკების, ორგანიზებული ჯგუფების იმუნიზაციას Pfizer ვაქცინით, ხოლო მაღალი რისკის ქვეშ მყოფი დანარჩენი სამიზნე მოსახლეობის ვაქცინაციას – AstraZeneca ვაქცინით.
ვაქცინების ლოგისტიკა:
Pfizer ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში გამოყენებული იქნება სულ სამი საწყობი, სადაც უზრუნველყოფილია Pfizer-ის ვაქცინისათვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმი:
თბილისის ცენტრალური საწყობი, რომელიც შეასრულებს როგორც ნაციონალური ცენტრალური საწყობის, ასევე რეგიონული საწყობის ფუნქციებს და მოემსახურება აღმოსავლეთ საქართველოს;
ქუთაისის რეგიონული საწყობი, რომელიც მოემსახურება დასავლეთ საქართველოს;
ბათუმის რეგიონული საწყობი, რომელიც მოემსახურება აჭარის მოსახლეობას.
სცენარი განხორციელდება ორ ეტაპად:
ეტაპი 1 – ტემპერატურული რეჟიმი -700C ვაქცინით იმუნიზაცია (Pfizer)
ეტაპი 2 – ტემპერატურული რეჟიმი +2+80C ვაქცინით იმუნიზაცია (AstraZeneca)
სულ სცენარი I-ის მიხედვით განხორციელდება 717,982 ადამიანის იმუნიზაცია.
სცენარი II
გამოყენებული ვაქცინა: -200C ტემპ. რეჟიმი (Moderna) და +2+80C ტემპ. რეჟიმი (AstraZeneca)
სცენარის დახასიათება: ჯანდაცვის მუშაკების, ორგანიზებული ჯგუფების იმუნიზაციას MODERNA ვაქცინით, ხოლო დანარჩენი მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სამიზნე მოსახლეობის ვაქცინაციას – AstraZeneca ვაქცინით.
სცენარი განხორციელდება ორ ეტაპად:
ეტაპი 1 – ტემპერატურული რეჟიმი -200C ვაქცინით იმუნიზაცია (MODERNA)
ეტაპი 2 – ტემპერატურული რეჟიმი +2+80C იმუნიზაცია ვაქცინით (AstraZeneca)
სულ სცენარი II-ის მიხედვით განხორციელდება 717,982 ადამიანის იმუნიზაცია.
სცენარი III და სცენარი IV
გამოყენებული ვაქცინა: +2+80C ტემპ. რეჟიმი (AstraZeneca სრულად ან ნაწილობრივ და სხვა იმავე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინა)
სცენარის დახასიათება: მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაცია +2+8 0C ვაქცინით.
სცენარი განხორციელდება ერთ ეტაპად:
განხორციელება – იმუნიზაცია +2+80C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინ(ებ)ით
სამიზნე ჯგუფი (რაოდენობა): 717,982 ადამიანი;
სამიზნე ჯგუფი (დახასიათება): ყველა ჯგუფი
მოზრდილი მოსახლეობის 60% აცრის შემთხვევაში (+2+8 0C ვაქცინის დამატებითი დოზებით), ვაქცინის მოწოდების დროში გაშლის და ადეკვატური მოხმარების პირობებში ცივი ჯაჭვის სისტემის მოცულობა არ საჭიროებს დამატებით ინვესტიციას.
10. ვაქცინების განაწილება
ტრანსპორტირება რეგიონულ დონეზე განხორციელდება სპეციალური ავტომობილების, „ვაქცინმზიდების“ მეშვეობით. აღნიშნული მანქანები ვაქცინების ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა +2+80C და -200C ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფით.
არსებული პრაქტიკის მიხედვით, „ვაქცინმზიდები“ გამოიყენება მთელი ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალურ დონეზე რუტინული ვაქცინების სამთვიანი მარაგის შესავსებად. მარაგის შევსება ხორციელდება რეგულარულად – 2 თვეში ერთხელ.
აღსანიშნავია, რომ -700C ტემპერატურული რეჟიმის შესაბამისი ვაქცინის ტრანსპორტირების შემთხვევაში, იგივე ტრანსპორტით ვერ მოხერხდება სხვა სახარჯი მასალის და დილუენტის (გამხსნელის) ტრანსპორტირება.
ვაქცინების განაწილების დეტალები, კერძოდ, დაწესებულებების ყოველ დონეზე სატრანსპორტო აღჭურვილობის, კერძოდ, ცივი ჯაჭვის სატრანსპორტო ყუთებისა და შესაბამისი რაოდენობის ყინულის ელემენტების, ასევე „ვაქცინმზიდების“ საჭიროებების შეფასება და გათვლა დეტალურად განხორციელდება მოგვიანებით ფაზაზე, ვაქცინის მახასიათებლების გათვალისწინებით.
+2+80C ტემპერატურის ვაქცინის განაწილება-ტრანსპორტირება, შესაძლებელია, მოხდეს რუტინული ვაქცინების განაწილების პრაქტიკის გათვალისწინებით, თუმცა მარშრუტების განსხვავებული გრაფიკით.
რაც შეეხება სხვა ტემპერატურული რეჟიმების შესაბამისი ვაქცინების განაწილებას, შესაბამისი მარშრუტი, მარშრუტების რაოდენობა და ცენტრალური დონიდან მუნიციპალურ დონეზე ვაქცინების განაწილების სხვა დეტალები დაიგეგმება, ასევე, ვაქცინის მახასიათებლებიდან გამომდინარე, ოპერატიული გეგმის შემუშავების პროცესში.
ვაქცინაციის დაგეგმვისას, უზრუნველყოფილი იქნება COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციაში ჩართული, ცივ ჯაჭვზე პასუხისმგებელი სპეციფიური პერსონალის სწრაფი და ხარისხიანი გადამზადება ლოგისტიკისა და ცივი ჯაჭვის საკითხებში (იხ. თავი 13. ადამიანური რესურსების მართვა და ტრენინგი გვ.24).
11. ნარჩენების მართვა
COVID-19-ის ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში წარმოქმნილი ნარჩენების მართვა განხორციელდება ქვეყანაში არსებული რეგულაციებისა და მექანიზმის შესაბამისად, რომლებსაც დაწესებულებები იყენებენ სხვა გეგმური თუ არაგეგმური ვაქცინაციის დროს. ამასთან, ცივი ჯაჭვის სისტემის თითოეულ დონეზე განისაზღვრება ნარჩენების უტილიზაციის დამატებითი საჭიროებები, რომლებიც დამოკიდებული იქნება ვაქცინის სპეციფიკაციაზე და დამატებითი დამხმარე და სახარჯი მასალის საჭიროებებზე.
12. მარაგების მართვის ელექტრონული მოდული
შერჩეული ვაქცინის სპეციფიკაციიდან გამომდინარე, ვაქცინის მართვა განხორციელდება უკვე არსებულ მარაგების მართვის ელექტრონულ მოდულში, სადაც მარაგებისა და ტრანსპორტირების შესახებ, ყველა სტანდარტული ანგარიშის გენერირება ხდება ცენტრალურ, რეგიონულ, მუნიციპალურ თუ დაწესებულების დონეზე.
მარაგების მართვის მოდული ინტეგრირებულია იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულთან და ნაშთების აღრიცხვა ხდება ავტომატურად ვაქცინაციის რეგისტრაციის მომენტში. მარაგების მოდულში ვაქცინების რეგისტრაცია განხორციელდება ბაჩების და/ან სერიული ნომრების მიხედვით, რომელიც დატანილი იქნება მეორად შეფუთვაზე.
ჯანმო-ს მიერ უკვე შემუშავებულია ვაქცინების მარკირების მიზნით, მეორადი შეფუთვის უნიფიცირების მოდელი (იხ. 4. მარეგულირებელი გარემო, გვ. 7). ჯანმო-ს მიერ ასევე სამუშაო ვერსიად განიხილება ორ-განზომილებიანი ტექნოლოგიის შტრიხ-კოდების გამოყენება მეორად შეფუთვაზე – გამოყენების პროცესის ელექტრონული მიდევნების მიზნით – პირველად და მეორად შეფუთვაზე არსებობისას, თუმცა ეს არაა სავალდებულო და არ ჩაანაცვლებს ეროვნული მოთხოვნების შესრულების სავალდებულოობას.
ორგანზომილებიანი შტრიხ კოდი მიუთითებს კონკრეტული ლოტის წარმოების სერიულ ნომერს. სერიული ნომრით ვაქცინების აღრიცხვა ხორციელდება მარაგების მართვის ელექტრონულ მოდულში. შესაბამისად, დამატებით ბარკოდირების სისტემის შემოღების საჭიროება არ დგას.
მარაგების მართვის ელექტრონულ მოდულში ვაქცინის რეგისტრაციისა და ხარჯვის აღიცხვის პარალელურად ხდება რეალურ დროში მარაგებზე ინფორმაციის წარმოება ეროვნულ, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეებზე.
ცხრილი 9. ცივ ჯაჭვთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასება
| სფერო | ცვლილება / ქმედება | პასუხისმგებელი | სტატუსი |
|---|---|---|---|
| მარეგულირებელი გარემო | არ საჭიროებს | ||
| ტრენინგები | ცივ ჯაჭვზე და ლოგისტიკაზე (იხ. სექცია ადამიანური რესურსების მართვა და ტრენინგი) | დკსჯეც | ჩატარებულია |
| მარაგების მართვის ელექტრონული მოდულის მოხმარებაზე (იხ. სექცია ადამიანური რესურსების მართვა და ტრენინგი) | დკსჯეც | ჩატარებულია | |
| ელექტრონული სისტემები | ანგარიშგების მოთხოვნების დაზუსტება | დკსჯეც | შემუშავებულია |
| განფასება | ცივი ჯაჭვისთვის დამატებითი საჭიროება არ არის | ||
| ლოგისტიკისთვის საჭიროების განსაზღვრა პროცესშია და განისაზღვრება ფინანსური საჭიროებაც | სამუშაო ჯგუფი | განსაზღვრულია |
13. ადამიანური რესურსების მართვა და ტრენინგი
COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის დასანერგად არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური რესურსისა და მათი რაოდენობის განსაზღვრას და შემდეგ მათ შესაბამისი სტანდარტების ცოდნითა და უნარებით უზრუნველყოფას.
ადამიანური რესურსის გადამზადების მიზნით, შემუშავდა სპეციალიზებული ტრენინგის გეგმა, დიზაინი და მეთოდოლოგია; განისაზღვრა სამიზნე აუდიტორია; ჯანმო-ს და სხვა გლობალური იმუნიზაციის პარტნიორული ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ სასწავლო მასალებზე დაყრდნობით უნდა ითარგმნოს და ადაპტირდეს სასწავლო მოდულები, გაძლიერდეს ე.წ. დამხმარე მონიტორინგი.
საქართველოში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის პროცესში სპეციალიზებული ტრენინგების ჩარჩო მოიცავს შემდეგს:
ტრენინგის გეგმა, დიზაინი, მეთოდოლოგია, სასწავლო მოდულები – დკსჯეც / გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტები, საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო, სხვა დაინტერესებული პირები
სამიზნე აუდიტორია – ქვეყნის მასშტაბით სერვისის მიმწოდებელი რგოლი ( პროვაიდერი კლინიკების ექიმები, ექთნები, მენეჯერები); ცივი ჯაჭვისა და ლოგისტიკის რგოლი (რეგიონული და მუნიციპალური ს/ჯ ცენტრების ცივ ჯაჭვზე და ლოგისტიკაზე პასუხისმგებელი პირები); მედია, სპიკერები
დამხმარე მონიტორინგი – დკსჯეც შესაბამისი დეპარტამენტები
ტრენინგის დიზაინი:
ონლაინ ფორმატი;
შერეული ფორმატი, საჭიროების შემთხვევაში;
ტრენინგის სასწავლო თემატიკა:
პრაქტიკული იმუნიზაცია;
ცივი ჯაჭვი და ლოგისტიკა;
იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენები (იშგამ) და მათზე ზედამხედველობა;
კომუნიკაცია;
სერვისის ორგანიზება;
ანგარიშგება.
| მოდულები | თემატიკა | მსმენელები (რა-ბა) | მოდულის ხანგრძლივობა |
|---|---|---|---|
|
|
|
4-6 სთ |
|
|||
|
|||
|
|||
|
|||
|
|
||
|
|||
|
|
|
2-3 სთ |
|
|||
|
|||
|
|
|
4-6 სთ |
|
|||
|
|||
|
|||
|
|||
|
|||
|
|||
|
|||
|
|||
|
|||
|
|||
|
|||
|
|
4 სთ | |
|
|
|
4 -6 სთ |
|
|
|
2 სთ |
ცხრილი 10. ტრენინგებთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასება
| სფერო | ცვლილება / ქმედება | პასუხისმგებელი | სტატუსი |
|---|---|---|---|
|
|
||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
14. მოთხოვნის შექმნა და კომუნიკაცია
ახალი ვაქცინების დანერგვის მრავალწლიანი გამოცდილება და მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მკაფიო და ეფექტური კომუნიკაცია აუცილებელია COVID-19 ვაქცინაციის პროგრამის წარმატებული დანერგვისათვის, რომლის ინიცირება ვაქცინების ხელმისაწვდომობამდე უნდა დაიწყოს.
საზოგადოების ინფორმირებულობის გარდა, ვაქცინის მიმღებლობაზე მოქმედებს სამი ფაქტორი, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს პრობლემის გააზრებისა და სტრატეგიების იდენტიფიცირების მიზნით: ხელშემწყობი გარემო, სოციალური ზეგავლენა და მოტივაცია.28
ვაქცინის მიმართ ნდობის გაზრდა ზოგად პოპულაციაში და განსაკუთრებით პირველ სამიზნე ჯგუფებში, ისევე როგორც ვაქცინაციის ირგვლივ არსებული დეზინფორმაციის გაქარწყლება, მნიშვნელოვანია ვაქცინების მაღალი მიმღებლობის უზრუნველსაყოფად. COVID-19 ვაქცინაციის წარმატებული პროგრამა, თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ქვეყნის იმუნიზაციის პროგრამაზე და რუტინული აცრებით მოცვის მაჩვენებელზე მომავალი წლების განმავლობაში.
მიზანი
COVID-19 ვაქცინისადმი ნდობის ამაღლება, მიმღებლობის გაზრდა და მოთხოვნის შექმნა.
მიზნის მისაღწევად გამოყენებული იქნება შემდეგი მიდგომები: ადვოკატირება, კომუნიკაციის, სოციალური მობილიზაციის, რისკისა და უსაფრთხოების საკითხების კომუნიკაცია, საზოგადოების ჩართულობა, ტრენინგები, კრიზისის კომუნიკაცია.
ამოცანები:
მთავარი პარტნიორებისა და საზოგადოების მობილიზაცია და ჩართვა;
COVID-19-ის ვაქცინების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით შიდა და გარე პარტნიორებთან დიალოგი მათი ძირითადი მოსაზრებებისა და საჭიროებების გასაგებად;
მედიის ინფორმირება, მობილიზაცია და მედიაადვოკატირება;
კრიზისის კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება;
ყოველდღიური/ყოველკვირეული დეშბორდების მომზადება / სტანდარტული ფორმის შემუშავება;
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტექნიკური სახის და ეფექტური კომუნიკაციის შესახებ დეტალური სახელმძღვანელოს შემუშავება და ტრენინგის ჩატარება ადგილობრივი პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერების, მედპერსონალისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის;
საზოგადოებისათვის მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიწოდება COVID-19 ვაქცინების შემუშავების, ავტორიზაციის, დანერგვის, განაწილებისა და გამოყენების შესახებ;
საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფა COVID-19 ვაქცინის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და დანერგვის პროცესის მიმართ;
საზოგადოების კონსოლიდაციის, მოლოდინების მართვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების საკითხებზე აქტიური, დროული, ხელმისაწვდომი და ეფექტური ინფორმაციის გავრცელება;
COVID-19 ვაქცინის სამიზნე პოპულაციის მობილიზაცია, როგორც პირველად ასევე მეორე დოზით ვაქცინაციაზე მოწვევის ეფექტური კომუნიკაცია;
ინფოდემიის მართვა და დეზინფორმაციის გაქარწყლება;
საკომუნიკაციო მიზნებისთვის ვაქცინების გამოყენების შესაძლებლობა საზოგადოებისთვის ცნობადი სახეების აცრის მიზნით;
სტრატეგიის განხორციელების პროცესის მონიტორინგი, ზედამხედველობითი მხარდაჭერა და ზეგავლენის შეფასება.
სამიზნე აუდიტორია
კოვიდ-19-ის ვაქცინის დანერგვაში მონაწილე მხარეები:
საკოორდინაციო საბჭო;
NITAG-ის წევრები;
სამინისტრო და დკსჯეც;
მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები;
ადგილობრივი მთავრობა;
ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები;
სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები და პერსონალი (ჯანდაცვის სექტორი სრულად).
მაღალი რისკჯგუფის წარმომადგენლები:
ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები და პერსონალი;
შესაბამისი ასაკის პირები;
ზოგიერთი ქრონიკული დაავადებების მქონე პირი (18-49 წლის);
ესენციური სერვისების მიმწოდებლები და სხვ.
მოსახლეობის ნაწილი, რომელიც არ შედის პირველი ეტაპებისთვის განსაზღვრულ ჯგუფებში (მოლოდინების მართვა).
დაინტერესებული / ზეგავლენის მქონე მხარეები:
პოლიტიკის განმსაზღვრელები და პოლიტიკოსები;
სამოქალაქო საზოგადოება;
სამეცნიერო საზოგადოება, აკადემია;
არასამთავრობო ორგანიზაციები;
კრიტიკულად და უარყოფითად განწყობილი ჯგუფები;
ბიზნეს სექტორი.
მასმედია და სოციალური მედია:
ცენტრალური და რეგიონული ტელევიზია (მ.შ. ეთნიკური უმცირესობების ენაზე მაუწყებელი მედია არხები);
რადიო;
ბეჭდური მედია;
სოციალურ მედიაში ჯგუფები და „ინფლუენსერები“:
STOPCOV.ge;
MOH.gov.ge;
NCDC.ge;
Facebook, Instagram გვერდები.
სტრატეგიული მიმართულებები
საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ადასტურებს, რომ მხოლოდ ინფორმირება ან ცალკეული ინტერვენციები არაეფექტურია ვაქცინაციის ბარიერების დასაძლევად და საჭიროა სხვადასხვა სტრატეგიებისა და მიდგომების ინტეგრირება და კომბინაცია.29 მაგალითად, როგორიცაა შეხსენებების30 და მითითებების დაგეგმვის,31 ჯანდაცვის მუშაკების ტრენინგისა და მათ მიმართ ნდობის ამაღლებისკენ მიმართული ინტერვენციები.32,33 ასევე, შესაძლებელია მოხალისეების (მაგ. სტუდენტების, საჯარო მოხელეების) ჩართვა სამიზნე კონტიგენტის სოციალური მობილიზაციის და აცრისთვის ფიზიკური მობილიზაციის (მოყვანის) მიზნით.
კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა ეყრდნობა ვაქცინებზე მოთხოვნის შექმნის ინტეგრირებული მიდგომის ოთხ ურთიერთდაკავშირებულ სტრატეგიულ ელემენტს:
სოციალური მოსმენა, მედიის ჩართულობა და დეზინფორმაციის მართვა:
სამიზნე პოპულაციების მოსმენა და გაგება, წამყვან ფაქტორებზე ქცევითი და სოციალური მონაცემების შეგროვებით კომუნიკაციის მიზნობრივი სტრატეგიების შემუშავება;
დამხმარე და გამჭვირვალე ინფორმაციული გარემოს შექმნა და დეზინფორმაციის გაუვნებელყოფა სოციალური მოსმენისა და შეფასების საშუალებით, შემდგომი ინტერვენციების დაგეგმვის მიზნით.
რისკის კომუნიკაცია და საზოგადოების ჩართულობა
ვაქცინების მიმართ ნდობისა და მიმღებლობის გაზრდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.
ჯანდაცვის სპეციალისტების გაძლიერება
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ სამედიცინო პერსონალის, როგორც ვაქცინაციის პირველი სამიზნე ჯგუფის, სანდო ინფორმაციის წყაროს, გავლენის მქონე პირისა და ვაქცინატორის ინფორმირებულობისა და ცოდნის გაზრდა; უნდა გაძლიერდეს სამედიცინო პერსონალის სამიზნე მოსახლეობასა და თემთან ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარები.
კრიზისის კომუნიკაცია
ქვეყნის მზაობა კრიზისული სიტუაციების მართვისთვის, იმუნიზაციის შემდგომი შესაძლო გართულებების შემთხვევაში სწრაფი და კოორდინირებული რეაგირებისათვის ყველა დონეზე.
დანერგვის ფაზები და პრიორიტეტული ღონისძიებები:
COVID-19 ვაქცინაციის პროგრამის მიმდინარე ფაზისთვის დროული შეტყობინებების გამოყენება.
ვაქცინაციის დაწყებამდე
ვაქცინა ხელმისაწვდომია შეზღუდული რაოდენობით მოსახლეობის განსაზღვრული ჯგუფისთვის
ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა იზრდება მოსახლეობის კრიტიკული/პრიორიტეტული ჯგუფებისთვის და ზოგადი პოპულაციისათვის
ვაქცინა ფართოდ არის ხელმისაწვდომი მოზრდილი მოსახლეობისთვის
ამჟამად მიმდინარეობს საკითხების რესურსების მოძიება პრიორიტეტების მიხედვით
ცხრილი 11. მოთხოვნის შექმნის და კომუნიკაციის საჭიროებების შეფასება
| სფერო | ცვლილება / ქმედება | პასუხისმგებელი | სტატუსი |
|---|---|---|---|
| მარეგულირებელი გარემო | არ საჭიროებს | ||
| ტრენინგები | ჯანდაცვის პერსონალისთვის (საზჯანდაცვის ჩათვლით), ადგილობრივი ხელისუფლებისთვის | დკსჯეც | ჩატარებულია |
| მედიისთვის | დკსჯეც | პროცესშია | |
| მოდულები | შესამუშავებელია | დკსჯეც | შემუშავებულია |
| ელექტრონული სისტემები | ვებ პორტალის გამოყოფა ტრენინგების ვირტუალურა მიწოდებისთვის | დკსჯეც | გამოყოფილია |
| განფასება | განსაფასებელია | სამუშაო ჯგუფი | დასრულებულია |
15. ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგი, იშგამ-ის მართვა, ვაქცინის უსაფრთხოება
აცრის შემდგომ განვითარებულ არასასურველ მოვლენებზე (იშგამ) ზედამხედველობა იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის განუყოფელი ნაწილია და მისი ეფექტური ფუნქციონირება აძლიერებს ყველა ვაქცინის გამოყენების უსაფრთხოებას ქვეყანაში და, ამავდროულად, ეხმარება იმუნიზაციის პროგრამისადმი მოსახლეობის ნდობის შენარჩუნებას გრძელვადიან პერსპექტივაში.
იშგამ-ებზე ზედამხედველობა იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ორ ათწლეულზე მეტია რაც არსებობს, ბოლო განახლება 2019 წელს განხორციელდა.34 მოქმედი ზედამხედველობის სისტემა სრულად ითვალისწინების ჯანმო-ს რეკომენდაციებს. საქართველოში ვაქცინების უსაფრთხოების სისტემა მოიცავს ვაქცინებზე ფარმაკოზედამხედველობის წარმოებას, რომელსაც ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურის პერსონალი. იგი გამართული სისტემაა და კოვიდვაქცინის დანერგვისას მის გვერდით მოვლენებზე ზედამხედველობა არ საჭიროებს კარდინალურ ცვლილებებს ან მიდგომების გადახედვას. ინფორმაციის ნაკადები იმოძრავებს დადგენილი წესით.
თუმცა, COVID-19 ვაქცინის შექმნაში გამოყენებული ახალი ტექნოლოგიები და ვაქცინის გადაუდებელი საჭიროებით გამოყენების დაშვება სისტემას უყენებს გარკვეულ გამოწვევებს. ამ გამოწვევათა ეფექტური გადაჭრის მიზნით, არსებულ რეგულაციებთან ერთად, შემუშავებული უნდა იქნეს კოვიდვაქცინის დანერგვის პირობებში მოქმედი დამატებითი რეგულაცია, რომელშიც გაითვალისწინებული იქნება ვაქცინის დანერგვის გადაუდებლობის გარემოებიდან გამომდინარე, კორექტივები. შექმნილ სიტუაციაში პროგრამული მზადყოფნა როგორც ვაქცინის დანერგვამდე, ასევე, ვაქცინაციის მიწოდების პროცესში, ძალზე მნიშვნელოვანია. ზედამხედველობის არსებულ სისტემაში კიდევ მეტად უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა იშგამ-ების ხუთივე მიზეზ-სპეციფიური მიმართულებით (დეტალებისთვის იხ. დანართი 3. 3).
ვაქცინურ პრეპარატთან დაკავშირებული რეაქციები
ვაქცინის ხარისხის დეფექტთან დაკავშირებული რეაქციები
იმუნიზაციაში შეცდომასთან დაკავშირებული (ე.წ. პროგრამული) რეაქციები
იმუნიზაციის განცდასთან დაკავშირებული რეაქციები
თანადამთხვეული მოვლენა
16. იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი
იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი შექმნილია 2014 წელს35 და ეფუძნება ჯანმო-ს რეკომენდაციებს. იგი დამოუკიდებელი ორგანოა და შედგება 14 სხვადასხვა ექსპერტისგან. კომიტეტი შეიქმნა რუტინული ვაქცინაციის პირობებში და ძირითადად დაკომპლექტებულია ექიმ-პედიატრებისგან. კოვიდაცრების მაღალი ასაკის სამიზნე პოპულაციაში კამპანიური წარმოების, ვაქცინის სიახლიდან და იშგამ-ების თეორიულად მოსალოდნელი რაოდენობიდან (7-8 თვეში – 14000 შემთხვევა, დღეში დაახლოებით 60 შემთხვევა)36 გამომდინარე იცვლება პაციენტების სპეციფიკა და იზრდება კომიტეტის დატვირთვა. კომიტეტის ეფექტური და დროში გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით გაფართოვდა კომიტეტის შემადგენლობა სპეციალისტებით (ოჯახის ექიმი, თერაპევტ-კარდიოლოგი, პულმონოლოგი, ნეფროლოგი, ალერგოლოგი) და დამტკიცდა განახლებული ბრძანება.37
ცხრილი 12. ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან ასოცირებული ტექნიკური საჭიროებების შეფასება
| სფერო | ცვლილება / ქმედება | პასუხისმგებელი | სტატუსი |
|---|---|---|---|
| მარეგულირებელი გარემო | ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგის, იშგამის საკითხები მინისტრის ბრძანებაში COVID-19 ვაქცინაციის შესახებ | სამინისტრო, დკსჯეც (შემუშავება და დამტკიცება) | დამტკიცდა |
| იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის განახლება | სამინისტრო | დამტკიცდა | |
| ტრენინგები | სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგზე, იშგამის საკითხებზე, კოვიდ-19-ის ვაქცინაცია და კოვიდ-19-ის ეპიდზედამხედველობა | დკსჯეც | ჩატარდა |
| იუეკ-ის ახალი შემადგენლობისთვის მიზეზ-შედეგობრიობის დადგენის საკითხზე | დკსჯეც | ჩატარდა | |
| ელექტრონული სისტემები | დაავადებებზე ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული ონლაინ მოქმედი სისტემის ადაპტირება კოვიდვაქცინის იშგამ-ების რეგისტრაციის მიზნით | დკსჯეც | ადაპტირდა |
| იმუნიზაციის და მარაგების მართვის ონლაინ ელექტრონული მოდულის ადაპტირება კოვიდვაქცინების იშგამ-ების რეგისტრაციის მიზნით | დკსჯეც | ადაპტირდა | |
| სტანდარტული ოპერაციული პროცედურები/ სახელმძღვანელო | კოვიდვაქცინის უკუჩვენების და გაფრთხილების მდგომარეობები (წინასწარი) სპეციალური ინტერესის იშგამ-ებზე ზედამხედველობის დამყარება ზედამხედველობას დაქვემდებარებული არსებული მდგომარეობების და სპეციალური ინტერესის ნოზოლოგიების ეროვნული, სუბეროვნული ფონური მაჩვენებლები ყოველთვიური ანგარიშგების შემოღება სიიშგამზე სასწრაფო შეტყობინების ფორმაში სპეციალური ინტერესის მოვლენების ასახვა იშგამ-ის ეპიდკვლევის ფორმაში კოვიდაცრის და სპეციალური ინტერესის ნოზოლოგიების ასახვა |
დკსჯეც | შემუშავებულია |
17. საინფორმაციო სისტემა, მონიტორინგი, ეპიდზედამხედველობა
COVID-19-ის ვაქცინაციის დაწყების მომენტიდან პროცესზე ზედამხედველობა, მონიტორინგი და შეფასება კრიტიკულია ვაქცინაციის პროცესის მართვისთვის და სტრატეგიის ადაპტაციისთვის. სტანდარტიზებული ინსტრუმენტები საშუალებას მისცემს ქვეყანას პროცესები წარმართოს გამჭვირვალედ, ხელმისაწვდომად, უზრუნველყოს დასახული მიზნის მიღწევა შუალედური ანგარიშგებითა და პრობლემების იდენტიფიკაციის გზით.
ანგარიშგება
ანგარიშგების მოდელი ითვალისწინებს ქვეყანაში დანერგილ პრაქტიკას და მოიცავს: იმუნიზაციის/ვაქცინაციის, ვაქცინების ხარჯვის, აცრის შემდგომ განვითარებული უჩვეულო რეაქციებისა და გართულებების (იშგამ), COVID-19-ის შემთხვევებში აცრის სტატუსის ანგარიშგებას.
ვაქცინაციის რეგისტრაცია და ანგარიშგება: მოხდება უკვე არსებული იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულის საშუალებით.
იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდული შემუშავდა და მოხმარებაშია 2013 წლიდან, რომელიც ძირეულად განახლდა 2020 წელს, როგორც იმუნიზაციის პროგრამის და ვაქცინების ლოჯისტიკის ადმინისტრირების გაუმჯობესების ხელსაწყო. მოდული არის ჯანმრთელობის დაცვის საინფორმაციო სისტემის (HMIS) ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ, ინტეგრირებულია დაბადების მოდულთან, მარაგების მართვის სისტემასთან, საჯარო რეგისტრთან და დაფუძნებულია მოქალაქის იდენტიფიკაციაზე მისი უნიკალური პირადი ნომრის საშუალებით.
დღეისთვის არსებული ინფორმაციით, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია რუტინული ვაქცინაციის სამიზნე კონტინგენტისგან განსხვავებულ პოპულაციაში (იხ. 7. პრიორიტეტული ჯგუფები და ვაქცინაციის სტრატეგიები)
იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდული ითვალისწინებს სხვა დამატებითი ვაქცინაციის რეგისტრაციას, შესაბამისად, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დარეგისტრირდება იმუნიზაციის მოდულში უკვე აპრობირებული წესით.
ვაქცინაციის ჩამტარებელ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს წინასწარ განესაზღვრება სათანადო წვდომა იმუნიზაციის მუდულთან (იგულისხმება ყველა ის დაწესებულება, რომელიც იმუნიზაციის პროცესში აქამდე არ იყო ჩართული) და არ მოხდეს ვაქცინების მიწოდება იმ მომსახურების მიმწოდებლისთვის, რომელსაც არ აქვს ამგვარი დაშვება. დაშვებათა არსებობის შემოწმება და დარწმუნება მოდულში აცრების რეგისტრაციისთვის მზაობაზე არის ადგილობრივი (მუნიციპალური) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების პრეროგატივა. პროცესების დაგეგმვისა და განხორციელების ფაზაში, აცრის წერტილების დამატებისას, წინასწარ უნდა განისაზღვროს ამცრელი პუნქტის/წერტილის/მობილური ბრიგადის პერსონალის ტრენინგი მოდულის მოხმარების, მასთან წვდომისა და ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხები.
საქართველოში გამოყენებული იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში, მარაგების მოდულთან ინტეგრაციის გზით, ხდება ვაქცინის სერიული კოდების რეგისტრაცია და მიდევნება დადგენილი წესის მიხედვით (იხ. 12. მარაგების მართვ შეფუთვაზე შტრიხკოდების გამოყენებაზე).
ვაქცინაციისა და ცივი ჯაჭვის სარეგისტრაციო სისტემაში ინტეგრირებასთან ერთად განახლდა იმუნიზაციის საანგარიშგებო სისტემა, რომელიც, რეალურ დროში, მისცემს საშუალებას ეროვნულ, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეებს მიიღოს ანგარიში: ა) აცრილთა ინდივიდუალური ჩამონათვალი დოზებად; ბ) აგრეგირებულად – აცრილთა რაოდენობის შესახებ – ასაკობრივი ჯგუფის, პრიორიტეტული კატეგორიის, ასევე ერთდროულად პრიორიტეტულ და ასაკობრივ ჯგუფება მოცემულ სუბერთეულში – მუნიციპალიტეტებად, რეგიონად, ეროვნულ დონეზე.
ამავე მოდულის მარაგების მართვის ნაწილი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სტანდარტული ანგარიშების გენერირებას სჯც-დონემდე მარაგების შესახებ.
სხვა დამატებითი ოპერატიული არასტანდარტული ანგარიშების (მოცვა) წარმოების მიზნით, რომელიც იქნება აგრეგირებული, პრიორიტეტული ჯგუფების, ასაკობრივი ჯგუფებისა და გეოგრაფიული ერთეულების (მუნიციპალიტეტი, რეგიონი, ეროვნული) მიხედვით, შემუშავებულია სტანდარტული ფორმატი. მუნიციპალურ დონეზე დენომინატორის განისაზღვრა ეროვნული დონის მიერ, რომელიც გაზიარდა მუნიციპალურ/რეგიონულ სჯც-ებში. მუნიციპალური/რეგიონული სჯც-ების მიერ გადაიხედება სამიზნე დენომინატორი და განახლებული ინფორმაცია ან თანხმობა სიდიდეთა რეალობაზე დაუბრუნდება ეროვნულ დონეს. აცრებით მოცვის მონაცემთა დამუშავება მუნიციპალურ დონეზე სჯც-ების ვალდებულებაა. შემუშავებული სტანდარტული ფორმების ანგარიშგების სიხშირე და ფორმატი განხილვის პროცესშია.
რეგისტრაცია-ანგარიშების აღწერილი ნაწილის აისახა მოქმედ სისტემებში 2021-ის თებერვლიდან.
ვაქცინაციის მე-2 დოზაზე დაბარების უზრუნველსაყოფად, ვაქცინაციის შესაძლო თარიღი განისაზღვრება პირველი დოზის მიღებისას და გაფრთხილება მოხდება უშუალოდ პირველი დოზის მანიფესტაციისას. აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა იმუნიზაციის არსებული მოდული (ადაპტირებულია კონკრეტულ ვაქცინასთან). მოდული იძლევა საშუალებას ბენეფიციარს გაეგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება (sms), მომდევნო აცრის ჩატარების შესახებ. იგივე გათვალიწინებული იქნება იმუნიზაციის ვებაპლიკაციაში. მობილური აპლიკაცია თავდაპირველად შექმნილია მშობლებისთვის, როგორც ინფორმაციის წყარო ჩატარებული და დაგეგმილი აცრების შესახებ. აპლიკაცია იძლევა საშუალებას მომხმარებელმა მიიღოს ინფორმაცია საქართველოში ვაქცინების და იმ დაავადებათა შესახებ, რომელთაგანაც იცავს ვაქცინა (ვაქცინით მართვადი დაავადებები).
ვაქცინაციის საწყის ეტაპზე.ამუშავდება რიგების მართვის ელექტრონული სისტემა (https://booking.moh.gov.ge). იგი ერთის მხრივ, სამედიცინო დაწესებულებებს დაეხმარება მართოს მოქალაქეთა ნაკადები, ასევე, მოქალაქეებს, წინასწარ ჩაეწერონ ვაქცინაციისათვის მათთვის ტერიტორიულად ხელმისაწვდომ სამედიცინო დაწესებულებაში წინასწარ განსაზღვრულ დროის შესაბამისად. მოქალაქეებისთვის რიგების მართვის ელექტრონული სისტემით ვაქცინაციის დაჯავშნაში დახმარების მიზნით ამუშავდება ცხელი ხაზი.
ბენეფიციარის აცრის დამადასტურებელი ბარათის გენერირება ხდება იმუნიზაციის მართვის ელექტრონული სისტემის მიერ. დოკუმენტი პასუხობს საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს და აქვს ფალსიფიკაციისგან დაცვის მექანიზმები.
იშგამ-ების საერთაშორისო ანგარიშგება განხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (ECDC) და/ან ევროკავშირის (EU) მოთხოვნების შესაბამისად.
მონიტორინგი
მონიტორინგის პროცესის დაგეგმვა დამოკიდებულია ვაქცინების სახეობაზე (ზემოხსენებული სცენარების შესაბამისად) და მოიცავს:
ვაქცინების ლოგისტიკის მონიტორინგს;
იმუნიზაციის მომსახურების პროცესის მონიტორინგს;
მოცვის მაჩვენებლების კუმულაციური ზრდის მონიტორინგს;
მოცვის მაჩვენებლის შედარებას დაგეგმილ მაჩვენებელთან;
ვაქცინაციის მოცვის ეროვნული მაჩვენებლები გაზიარდება ცენტრის ვებ.გვერდის საშუალებით და განახლდება ყოველკვირეულად. განახლებაზე პასუხისმგებელია ცენტრი.
ვაქცინების ლოგისტიკის მონიტორინგი წარმოებს ცენტრისა და სჯც-ების მიერ მუდმივად – ვაქცინების აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსებისას, ხოლო ამცრელ უბნებზე – ადგილობრივი სჯც-ების მიერ – ვაქცინების მიღებამდე და უნდა მოიცავდეს ამცრელი ერთეული სიმძლავრეების და მზადყოფნის შეფასებას) და შემდგომ, ვაქცინაციის პროცესში – პერიოდულად. მონიტორინგის ეს ეტაპი გააერთიანებს ვაქცინების ლოგისტიკისა და იმუნიზაციის მომსახურების პროცესის მონიტორინგს და განხორციელდება არანაკლებ კვირაში ერთხელ.
მოცვის მაჩვენებლის შედარება დაგეგმილ მაჩვენებელთან განხორციელდება პერმანენტულად, ვაქცინაციის ყოველი რაუნდის დასრულებისას.
სამიზნე პოპულაციის ცალკეული ჯგუფების მოცვის სამიზნე განსაზღვრულია დოკუმენტის პრიორიტეტული ჯგუფების ჩამონათვალში. მონიტორინგის მიზნით გამოყენებული ინდიკატორი მოიცავს სამიზნის მიღწევას დათქმულ ვადაში და წარმოებს მუნიციპალურ, რეგიონულ, ეროვნულ დონეზე.
COVID-19 შემთხვევათა რეგისტრაცია წარმოებს დაავადებათა ზედამხედველობის ერთიანი ელექტრონული სისტემის (დზეის) საშუალებით, რომლის მოქნილი სტრუქტურა იძლევა საშუალებას ვაქცინაციის დანერგვის შემდგომ გაჩნდეს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს შემთხვევათა აცრის სტატუსი. აღნიშნული განახლება დზეის სისტემაში მოხდება ვაქცინის ქვეყანაში დანერგვისთანავე.
ამავე სისტემაში რეგისტრირდება ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი ნებისმიერი აცრის შემდგომ განვითარებულ არასასურველ მოვლენა (იშგამ), მ.შ. შევა ახალი ვაქცინის შედეგად გამოწვეული იშგამ შემთხვევები.
COVID-19- ის შემთხვევები ქვეყანაში ექვემდებარება ერთეული შემთხვევის რეგისტრაციას, ეპიდკვლევასა და ანგარიშგებას.
ტრენინგების ნაწილში გათვალისწინებული იქნება- იშგამ შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების, COVID-19 და იშგამ შეტყობინების ვალდებულების, ვაქცინაციის რეგისტრაციის, ანგარიშგების ფორმატისა და ვადების შესახებ ინფორმაციის განახლება-მიწოდება მომსახურების მიმწოდებელთა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რგოლებისათვის.
ზედამხედველობა
ქვეყანაში საყრდენი ბაზებით ზედამხედველობის ნაწილია გრიპისმაგვარი დაავადებები (ILI) და მძიმე მწვავე რესპირატორულ ინფექციები (SARI).
ILI და სხვა რესპირატორული ვირუსებით გამოწვეულ SARI-ს აქვთ მსგავსი სიმპტომატიკა და ხშირად შემთხვევის საერთო განსაზღვრება. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მიმდინარეობს COVID-19-ზე ზედამხედველობის სისტემის გრიპისმაგვარი დაავადებებსა (ILI) და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციებზე (SARI) სინდრომულ, სენტინელური ზედამხედველობის სისტემაში ინტეგრირება COVID-19–ის გავრცელების მონიტორინგისთვის, რომელიც გააგრძელებს თავის ფუნქციონირებას პანდემიის დამთვრების შემდეგაც. ინტეგრირებულ სისტემას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, პანდემიისა და გრიპის სეზონის დამთხვევის ფაზაში. რუტინულ რეჟიმში ILI-ისა და SARI-ს საყრდენი ბაზებიდან შეგროვებული ნიმუშების ლაბორატორიულ კვლევას ახორციელებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გრიპის ლაბორატორია. COVID-19-ის პანდემიის გაზრდილი დატვირთვის გამო დაგეგმილია ამ ფუნქციის დეცენტრალიზაცია და გრიპის, SARS-CoV-2-ის და სხვა რესპირატორული ვირუსების ლაბორატორიული კვლევის (პჯრ დიაგნოსტიკა) დკსჯეც-ის რეგიონალურ ლაბორატორიებში (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი) დანერგვა.
სენტინელური ზედამხედველობის ფარგლებში, შერჩეულ საკვლევ შემთხვევებზე რუტინულად გროვდება გრიპის ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია, ბოლო, მიმდინარე სეზონისთვის. COVID-19-ის ვაქცინის დანერგვისას დაიწყება ინფორმაციის მოგროვება ამ უკანასკნელით აცრის შესახებაც.
სპეციალური კვლევები COVID-19-ით ვაქცინაციის დანერგვისა და განხორციელების ეტაპზე განხორციელდება საჭიროებებისა და დაფინანსების ადეკვატური წყაროების არსებობისას. ქვეყანა მზადაა ჩაერთოს ვაქცინის ეფექტურობის კვლევაში – პრიორიტეტული ჯგუფების, ვაქცინათა სახეობების მანიფესტაციის ტიპის მიხედვით, რეპრეზენტატული მონაცემების მოგროვება მოხდება კვლევის საერთაშორისო პრაქტიკის, ადაპტირებული პროცედურებისა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის გათვალისწინებით.
ცხრილი 13. საინფორმაციო სისტემებთან დაკავშირებული ტექნიკური საჭიროებების შეფასება
| სფერო | ცვლილება / ქმედება | პასუხისმგებელი | სტატუსი |
|---|---|---|---|
| მარეგულირებელი გარემო | აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმალიზაცია მინისტრის ბრძანების COVID-19 ვაქცინაციის შესახებ | სამინისტრო (დამტკიცება) დკსჯეც (შემუშავება) |
დამტკიცებულია |
| ელექტრონული სისტემები | იმუნიზაციის მართვის ონლაინ ელექტრონული მოდულის წვდომის უზრუნველყოფა ყველა სერვისის მიმწოდებელისთვის | დკსჯეც | უზრუნველყოფილია |
| იმუნიზაციის მართვის ონლაინ ელექტრონული მოდულში კოვიდ სპეციფიკური ანგარიშების წარმოების უზრუნველყოფა | დკსჯეც | ინტეგრირებულია | |
| რეგისტრაცია, ანგარიშგება | დკსჯეც | დასრულებულია | |
| მოკლე ტექსტური შეტყობინების ფუნქციის უზრუნველყოფა | დკსჯეც | დასრულებულია | |
| აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის გენერირების უზრუნველყოფა დაცვის მექანიზმებით | დკსჯეც | დასრულებულია | |
| დაავადებებზე ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული ონლაინ მოქმედი სისტემის ადაპტირება კოვიდვაქცინის იშგამ-ების რეგისტრაციის მიზნით | დკსჯეც | დასრულებულია | |
| რიგების მართვა და მოსახლეობისთვის აცრაზე მისასვლელად ონლაინ რეგისტრაცია | დკსჯეც | შემუშავებულია | |
| სტანდარტული ოპერაციული პროცედურები/ სახელმძღვანელო | სენტინელურ სისტემაში COVID-19-ზე ზედამხედველობის ინტეგრირება | დკსჯეც | შემუშავებულია |
კორუფციის პრევენციის ღონისძიებები
ვაქცინების გლობალური დეფიციტის პირობეებში, როდესაც ქვეყნის შიგნით ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია, ხოლო მოთხოვნა მაღალია არსებობს პოტენციური კორუფციული რისკები, რის გამოც ცხრილში წარმოდგენილია ამ რისკების პრევენციის ღონისძიებები, რომელიც ეფუძნება ოთხ ძირითად ინსტრუმენტს (ა) საკანონმდებლო რეგულირებას; (ბ) იმუნიზაციის პროცესის დიგიტალური-ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით (გ) იმუნიზაციის შესახებ ინფორმაციის საჯაროობას და ბოლოს (დ) ცხელი ხაზის მეშვეობით მოსახლეობის უკუკავშირს. ამ ინსტრუმენტების ერთობლიობა ემსახურება როგორც შესაძლო რისკის მატერიალიზაციისას პრობლემის იდენტიფიცირებას, ასევე რეაგირების მექანიზმებს.
| პოტენციური კორუფციის რისკები | პრევენციის ღონისძიებები |
|---|---|
|
|
|
|
|
|
რეაგირების ქმედებები:
იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებული დარღვევების მხილება შესაძლებელი იქნება მოქმედი ცხელი ხაზის საშუალებით, სადაც მამხილებელთა ანონიმურობა სრულად იქნება დაცული.
მიღებული ინფორმაცია იქნება შესწავლილი და წარდგენილი უწყებათაშორის კომისიაზე, და შესაბამისი ღონისძიებები იქნება გატარებული არაკეთილსინდისიერი ქმედების აღმოსაფხვრელად.
გეგმის განხორციელების მონიტორინგი
ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის განხორციელების მონიტორინგზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია შერჩეული ინდიკატორიების შესაბამისად.
დანართი 1. COVID-19 ვაქცინების დასანერგად საჭირო ფინანსური რესურსების გათვლების მეთოდოლოგია და ღირებულება სცენარების მიხედვით
მეთოდოლოგია
COVID-19 ვაქცინის დასანერგად საჭირო ფინანსური რესურსების გათვლების მეთოდოლოგია და მიდგომები ეფუძნება ჯანმო-ს მიერ მოწოდებული ახალი ვაქცინის დანერგვის ღირებულების გამოთვლის გაიდლაინს,38 ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მიერ შემუშავებულ ზოგად მიდგომებს იმუნიზაციის პროგრამის და ახალი ვაქცინის დანერგვის ღირებულების განსასაზღვრად39 და ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას იმუნიზაციის პროგრამების განსაფასებლად40.
გათვლებში გათვალისწინებულია მხოლოდ ის დამატებითი ფინანსური ხარჯები, რაც თან ახლავს ახალი COVID-19 ვაქცინის დანერგვას ქვეყანაში და არ არის გათვალისწინებული ისეთი საზიარო ხარჯები, როგორიც არის შენობის კაპიტალური ხარჯები, მიმდინარე ხარჯები და ა.შ.. შესაბამისად, დათვლილია მხოლოდ ის ფისკალური (კაპიტალური და მიმდინარე) ხარჯები, რაც სახელმწიფომ უნდა გამოყოს ან დამატებით მოიზიდოს დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებისგან.
ფინასური გათვლები გაკეთდა შემდეგი კომპონენტებისთვის:
COVID-19 მონოვალენტური ვაქცინა
ვაქცინები, შპრიცები, დამატებითი უსაფრთხოების ყუთები, პერსონალური დაცვის საშუალებები
ვაქცინების შენახვა ცივი ჯაჭვი
ვაქცინების დისტრიბუცია
დამატებითი ადამიანური რესურსის და არსებული პერსონალის დამატებითი დრო
ტრენინგები
სოციალური მობილიზაცია, ადვოკატირება, სოციალური მედია კამპანია
საინფორმაციო სისტემის (რეგისტრაცია, ანგარიშგება, მარაგების მართვა, ზედამხედველობა) დახვეწა/გამართვა
ვაქცინაციაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურება სახელმწიფო შემსყიდველის მიერ, მათ შორის მობილური ბრიგადების ანაზღაურება
ვაქცინების ღირებულება დაითვალა თითოეული ეტაპისთვის განსაზღვრული სამიზნე პოპულაციების მიხედვით. ვაქცინების საერთო ღირებულებაში გათვალისწინებულია ვაქცინების დანაკარგის ფაქტორი, რომელიც ანგარიშდება შემდეგი ფორმულით 1/(1-w), სადაც w არის დანაკარგის მაჩვენებელი პროცენტებში. ჩვენს გათვლებში დანაკარგის მაჩვენებლად აღებულია 15% ყველა ვაქცინისთვის41, შესაბამისად, დანაკარგის ფაქტორი არის 1.176. სხვადასხვა ვაქცინის ერთი დოზის ფასები აღებულია https://www.unicef.org/supply/covid-19-vaccine-market-dashboard ვებგვერდიდან 2020 წლის 22 დეკემბერის მდგომარეობით. თითოეული ვაქცინისთვის გათვლები გაკეთდა შესაბამისი ვაქცინის როგორც მინიმალური, ასევე მაქსიმალური ფასის გათვალისწინებით. ვაქცინის დოზის ფასს ასევე დავამატეთ შესყიდვების და მარაგების/ Procurement Supply Management (PSM) ხარჯი, რომელიც 23%-ს შეადგენს და რომელშიც შედის UN handling fee, freight, insurance.42
ვაქცინებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის გამოსათვლელად სამიზნე პოპულაცია გამრავლდა 2-ზე (ვინაიდან ვაქცინაციის სრული კურსისთვის დღეს არსებული ინფორმაციით საჭიროა ვაქცინის ორი დოზა), ასევე ვაქცინის დანაკარგის ფაქტორზე და ვაქცინის ერთი დოზის ფასზე, რომელშიც გათვალისწინებულია PSM ხარჯები.
შპრიცების ღირებულება დაითვალა საჭირო შპრიცების რაოდენობის და ერთეულის ფასის ნამრავლით და გათვალისწინებულ იქნა დანაკარგის ფაქტორი 1.05, როგორც ეს შპრიცებისთვის UNICEF sizing tool-ით არის მოწოდებული.
უსაფრთხო ყუთების ღირებულება გაანგარიშდა დამატებით საჭირო უსაფრთხო ყუთების რაოდენობისა და ერთეულის ფასის ნამრავლით. საჭირო უსაფრთხო ყუთების რაოდენობის დასათვლელად გაკეთდა დაშვება, რომ ერთ ყუთში ეტევა 80 შპრიცი.
ვაქცინების ლოგისტიკა-ვაქცინების ცენტრალური საწყობიდან რეგიონულ და რაიონულ საწყობებში დისტრიბუციისთვის საჭირო ფინანსური რესურსი დაანგარიშდა საშუალო კილომეტრაჟის და საწვავის ხარჯის მიხედვით. ვაქცინების დისტრიბუციისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებში შევიდა, ასევე, მანქანის შენახვის ხარჯი, რომელიც დაანგარიშდა როგორც საწვავის ხარჯის 15%, როგორც ეს WHO cMYP costing guideline-ით არის განსაზღვრული. ვაქცინების ლოგისტიკის ხარჯში გათვალისწინებულია ასევე პერსონალის სამივლინებო ხარჯები.
სუპრვიზია-ვაქცინაციის პროცესზე მონიტორინგი/სუპერვიზიის ხარჯები დაანგარიშდა დაგეგმილი სუპერვიზიის ვიზიტების რაოდენობის მიხედვით.
დაითვალა ასევე ტრენინგების ჩასატარებლად საჭირო ფინანსური რესურსი ტრენინგების გეგმის შესაბამისად და სოციალური მობილიზაციის, ადვოკატირების, კომუნიკაციის და მედია კამპანიის ხარჯი.
დოლარში მოცემული ფასების ლარში გადასაყვანად გამოყენებულია გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლარი-3.3.43
ფინანსური გათვლები
ვაქცინები
ვაქცინების ტიპების მიხედვით ვაქცინის ერთი დოზის ფასი ნაჩვენებია N1 გრაფიკში. გრაფიკი წარმოაჩენს ვაქცინების როგორც მინიმალურ, ასევე მაქსიმალურ ფასებს. რამოდენიმე ვაქცინისთვის მხოლოდ ერთი ფასია მოცემული.
გრაფიკი 1. ვაქცინის ერთი დოზის მინიმალური და მაქსიმალური ფასი
წყარო: https://www.unicef.org/supply/covid-19-vaccine-market-dashboard
პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით საჭირო ვაქცინების დოზები დანაკარგის ფაქტორის გათვალისწინებით მოცემულია ცხრილი 14 -ში.
ცხრილი 14: ვაქცინების საჭირო
დოზების რაოდენობა პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით
როგორც ზემოთ დოკუმენტშია აღწერილი, მოზრდილი მოსახლეობის 60% -ის მოსაცავად და ვაქცინების დანაკარგის გათვალისწინებით სულ საჭიროა 3,979,327 დოზა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს COVAX-ის პლატფორმიდან 2021 წლისთვის გარანტირებული აქვს 1,484,400 ვაქცინის დოზა, მიუხედავად ამისა, ფინანსური რესურსი დაითვალა 3,979,327 დოზა ვაქცინისთვის, იმ დაშვებით, რომ ქვეყანა შეძლებს დამატებით 2,494,927 დოზის შემოტანას ალტერნატიული წყაროებიდან.
სცენარების მიხედვით, ვაქცინების შესაძენად საჭირო ფინანსური რესურსი (დღეის მდგომარეობით, არსებული ვაქცინის მინიმალური და მაქსიმალური ფასის მიხედვით) მოცემულია ცხრილი 15-ში.
ცხრილი 15: ვაქცინების მინიმალური და მაქსიმალური ღირებულება სცენარების მიხედვით
როგორც ცხრილიდან ჩანს, ვაქცინებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი ყველაზე დიდია მეორე სცენარისთვის და მინიმალური ღირებულება დაახლოებით 66.3 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 1.4-ჯერ აღემატება მეოთხე სცენარისთვის საჭირო მინიმალურ ფინანსურ რესურს. დეტალური გათვლების ამსახველი ცხრილები თითოეული სცენარისთვის ცალ-ცალკე ცხრილებში ქვემოთ:
ცხრილი 16: სცენარი 1-ით გათვალისწინებული ვაქცინების ღირებულება
ცხრილი 17: სცენარი 2-ით გათვალისწინებული ვაქცინების ღირებულება
ცხრილი 18: სცენარი 3-ით გათვალისწინებული ვაქცინების ღირებულება
ცხრილი 19: სცენარი 4-ით გათვალისწინებული ვაქცინების ღირებულება
შპრიცები, უსაფრთხოების ყუთები, პერსონალური დაცვის საშუალებები და სხვა სახარჯი მასალა
შპრიცების, უსაფრთხო ყუთების, პერსონალური დაცვის საშუალებების (ქირურგიული ნიღაბი, დამცავი ფარი, ხელთათმანები, ერთჯერადი ხალათი) და სხვა სახარჯი მასალისთვის (ალკოჰოლური საფენი, ლეიკოპლასტი და ვაქცინაციის ბარათი) საჭირო ფინანსური რესურსები, ასევე, დაითვალა სცენარების მიხედვით, ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვადასხვა სცენარი სხვადასხვა ტიპის ვაქცინის დანერგვას განიხილავს.
როგორც ცნობილია, Pfizer/BioNTech ვაქცინის დანერგვას სხვა ყველა ვაქცინისგან დამატებით სჭირდება შპრიცი (დილუენტის გასახსნელად), თავად დილუენტი, მშრალი ყინულები და მშრალ ყინულთან სამუშაო სპეციალური სათვალეები/ Safety goggle. ასევე, ფაიზერის და მოდერნას ვაქცინებისთვის დამატებით საჭიროა სპეციალური ხელთათმანები/ Insulated gloves და ტემპერატურის მონიტორი/Temperature data logger. ყველა სცენარისთვის საჭირო ფინანსური რესურსები ჯამურად მოცემულია ცხრილი 20-ში.
ცხრილი 20: სახარჯი მასალის ღირებულება ოთხი სცენარის მიხედვით
როგორც ცხრილიდან ჩანს, მეორე სცენარისთვის საჭირო სახარჯი მასალისთვის ხარჯი ყველაზე მაღალია. მესამე და მეოთხე სცენარებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი ერთიდაიგივეა.
ცივი ჯაჭვი
ცივი ჯაჭვის არსებული შესაძლებლობების შეფასებამ (როგორც დოკუმენტში ქვემოთ ცივი ჯაჭვის სექციაშია აღწერილი) აჩვენა, ოთხივე სცენარისთვის ქვეყნის ცივი ჯაჭვის შესაძლებლობები საკმარისია და დამატებითი მაცივრების და საყინულეების შეძენის საჭიროება არ დგას. შესაბამისად, ქვეყანას დამატებითი კაპიტალისთვის ფინანსური ინვესტიცია ამ მიმართულებით არ სჭირდება.
სერვისების მიწოდება
როგორც დოკუმენტში ზემოთ არის აღწერილი, სერვისის მიწოდების სხვადასხვა ტიპი/მოდელი განიხილება. სერვისების მისაწოდებლად საჭირო ფინანსური რესურსი გაითვალა როგორც ერთ აცრა ვიზიტზე, ასევე, ადამიანის სრული (2 დოზით) მოსაცავად. ეს გათვლები გაკეთდა, როგორც სამედიცინო დაწესებულებებისთვის (ჰოსპიტალები და კლინიკები), ასევე მობილური ბრიგადებისთვის. ვაქცინაციის მასიური ცენტრებისთვის სერვისის მიწოდების ფასი დაითვლება მოგვიანებით.
ცხრილი 21: სერვისების მიწოდების ერთეულის ფასი
| სერვისის მიწოდების ტიპი | სერვისის ღირებულება 1 აცრა ვიზიტზე (ლარი) | სერვისის ღირებულება ადამიანის სრული მოცვა 2 დოზით (ლარი) |
|---|---|---|
| ჰოსპიტალები და კლინიკები | 2.5 | 5 |
| მობილური ბრიგადები | 6.7 | 13.4 |
ამ ერთეულის ფასში გათვალისწინებულია, როგორც პირდაპირი, ასევე, არაპირდაპირი ხარჯები. ფასში შედის, ასევე ნარჩენების მართვის ფასი. მობილური ბრიგადებისთვის ერთეულის ფასში დამატებით შევიდა ანტიშოკური პაკეტის ფასი, ტრანსპორტირების ხარჯი, და ის საინვესტიციო ხარჯი, რაც მობილური ბრიგადების ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი: მაგ.: პლანშეტები, 4.4 ლიტრის ტევადობის ცივი ყუთი, ცივი ყუთის თერმომეტრი და ინტერნეტის პაკეტი პლანშეტისთვის.
ვაქცინების ლოგისტიკა/დისტრიბუცია
ვაქცინების ცენტრალური დონიდან რეგიონულ და რაინულ საწყობებამდე ვაქცინების დისტრიბუციის ოპერაციული ხარჯი მოიცავს, საწვავის ხარჯს, მანქანის შენახვის ხარჯს და პერსონალის სამივლინებო ხარჯებს.
ვაქცინების დისტრიბუცია-ლოგისტიკის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის დამატებითი პერსონალის (1 ადამიანის) დაქირავების საჭიროება დადგა. განისაზღვრა პერსონალის შრომითი ანაზღაურებაც და შესაბამისად ეს ხარჯი დაემატა ლოგისტიკის ოპერაციულ ხარჯს. მთლიანად ამ კომპონენტისთვის საჭირო ფინანსური რესურსი მოცემულია
-ში ზემოთ.
სუპერვიზია/ზედამხედველობა
ვაქცინაციის პროცესზე სუპერვიზიის/ზედამხედველობის განსახორციელებლად დაიგეგმა ვიზიტები ცენტრიდან რეგიონებში და ასევე, რეგიონული დონიდან რაინულ დონეზე. სუპერვიზიისთვის საჭირო ფინანსური რესურსი შედგება სამივლინებო, აკომოდაციისთვის საჭირო და ტრანსპორტირების ხარჯებისგან. საჭირო ფინანსური რესურსი მოცემულია
-ში ზემოთ.
საინფორმაციო სისტემა
ამ დროისათვის საინფორმაციო სისტემის კომპონენტის ფინანსურ რესურში შედის მხოლოდ ცხელი ხაზის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო დამატებითი პერსონალის ხარჯი. (იხ.
).
ტრენინგები
ტრენინგებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი დაითვალა ტრენინგების გეგმის მიხედვით (როგორც დოკუმენტში ზემოთ ტრენინგების თავშია აღწერილი). ტრენინგების ბიუჯეტში შესულია ყველა მოდული, მათ შორის, კრიზისის კომუნიკაციის, ინტერპერსონალური კომუნიკაციის და მედიის წარმომდგენლებისთვის ტრენინგები (იხ.
).
მოთხოვნის შექმნა და კომუნიკაცია
მოთხოვნის შექმნის და კომუნიკაციისთვის მომზადებული დეტალური გეგმის მიხედვით, დაითვალა ამ კომპონენტის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსი, რამაც მთლიანობაში შედაგინა 1,662,800 ლარი/503,879 აშშ დოლარი. ქვეყანას მოუწევს აქტიური მუშაობა დონორ და პარტნიორულ ორგანიზაციებთან, რათა შეძლოს საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზება.
დანართი 2. პრიორიტეტული ჯგუფების შერჩევის პრინციპები
COVID-19 ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრის ძირითადი პრინციპებს საფუძვლად უდევს WHO/ SAGE ღირებულებების ჩარჩო44
ამოცანები
მძიმე შემთხვევების და სიკვდილიანობის შემცირება
მოწყვლადი ჯგუფების დაინფიცირების რისკის შემცირება
ესენციური სერვისების მდგრადობა
ჯგუფების პრიორიტეტულობის განსაზღვირასას გათვალისწინებულია:
გლობალურად და ქვეყნის დონეზე ეპიდემიოლოგიური სურათი: ფართო გავრცელების სცენარი 2020 წ. დეკემბრის მდგომარეობით
ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა მომარაგების ეტაპების მიხედვით
იმპლემენტაციის შესაძლებლობა – პარალელური/ერთდროული ვაქცინაციის ტექნიკური შესაძლებლობა
ეთიკური ასპექტები – მაქსიმალური სარგებელი და მინიმალური ზიანი, სამართლიანობა, თანასწორობა, გამჭვირვალობა.
ვაქცინის მომარაგების ეტაპები
I ეტაპი: ვაქცინებზე ძალიან შეზღუდული ხელმისაწვდომობა (მოზრდილი მოსახლეობის 1–14%)
Iა – 1-6%; Iბ – 7-14%
II ეტაპი: ვაქცინების მომარაგება იზრდება, მაგრამ ხელმისაწვდომობა შეზღუდულია (მოზრდილი მოსახლეობის 14-26%);
III ეტაპი: ვაქცინებზე ზომიერი ხელმისაწვდომობა (მოზრდილი მოსახლეობის 27–60%).
ვაქცინის ეტაპობრივად დანერგვა ამოცანებთან კონტექსში
ვაქცინაციის დასაწყისში ვაქცინებით მომარაგება იქნება შეზღუდული, ამიტომ პრიორიტეტიზაცია ითვალისწინებს დასახული ამოცანის მიღწევას მაქსიმალური ეფექტით. ვაქცინების მარაგის ზრდასთან ერთად გაფართოვდება ვაქცინაციით მოცული ჯგუფები პრიორიტეტულობის დაცვით და შემდგომ მოზრდილი მოსახლეობის გაფართოებული ჯგუფების მოცვით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვაქცინის დაგროვილი მტკიცებულებების კვლადაკვალ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების მიმართ რეკომენდაციები შეიძლება შეიცვალოს, რაც დამოკიდებულია თითოეული ვაქცინის მახასიათებლებზე, დაავადების ეპიდემიოლოგიაზე და სხვა კონტექსტუალურ ფაქტორებზე.
მძიმე შემთხვევების და სიკვდილიანობის შემცირება
COVID-19 ინფექციის ტრანსმისიის შესაჩერებლად საჭიროა მოსახლეობის დიდი ნაწილის მოცვა ვაქცინაცინით, რომელსაც გააჩნია მაღალი ეფექტურობა ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის.45 ვაქცინაციის დასაწყის ეტაპზე, მაღალი დონის მტკიცებულებები ვაქცინაციის გავლენაზე ვირუსის ტრანსმისიის შემცირებაზე არ არსებობს, ამასთან ერთად ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა ლიმიტირებულია. შესაბამისად, ვაქცინაციის საწყის ეტაპზე ავადობისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად საუკეთესო სტრატეგიაა ავადობისა და სიკვდილიანობის მომატებული რისკის ქვეშ მყოფი პირების პირდაპირი დაცვა ინფექციისგან.
მოწყვლადი ჯგუფების დაინფიცირების რისკის შემცირება
სამედიცინო პერსონალი განიხილება ინფექციის მიღების კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფად და, თავის მხრივ, წარმოადგენენს რისკს იმ მოწყვალადი ჯგუფებისთვის, რომელსაც ისინი უწევენ სამედიცინო მომსახურებას.46 47 სამედიცინო პერსონალის დაცვა ინფექციისგან შეამცირებს ინფექციის შემდგომ გადაცემას მოწყვლადი ჯგუფებისთვის და ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობას ეპიდემიის პერიოდში. ჯანმო/SAGE რეკომენდაციას უწევს პირველ ეტაპზე აცრილ იყვნენ ინფიცირების ძალიან მაღალი და მაღალი რისკის მქონე სამედიცინო პერსონალი. პირველ ეტაპზე ვაქცინის ლიმიტირებული რაოდენობით ხელმისაწვდომობის შემთხვევაში (<1.0%) სწორედ ამ პრინციპით მოხდება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირების პრიორიტეტიზაცია (იხ. დეტალებისთვის ქვემოთ). როდესაც ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება პოპულაციის 3%-ისთვის მიზანშეწონილია ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირის აცრა ვაქცინაციის პირველ ეტაპზე (Iა), ამასთან ერთად, ერთ ეტაპად აცრა გაადვილებს ვაქცინაციის წარმართვასთან დაკავშირებულ სამუშო პროცესებს (დაგეგმვა,კონტინგენტის მოზიდვა, ვაქცინების ლოგისტიკა, აღრიცხვიანობა, მონიტორინგი).
საცხოვრისებში, ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებებში განთავსებული ბენეფიცაირები იმყოფებიან ინფიცირების მაღალ რისკს ქვეშ დაწესებულებაში ინფექციის სწრაფი გავრცელების გამო, ხოლო ამ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი წარმოადგენს რისკს ინფექციის გადაცემის კუთხით ბენეფიციარებისთვის. ამ რისკების გათვალისწინებით, ამ კონტინგენტის ვაქცინაცია დაგეგმილია Iა ფაზაში. ამავე ფაზაში იგეგმება შშმ პირების ვაქცინაცია, რომლებიც იმყოფებიან ორგანიზებულ ჯგუფებში (სათემო, საოჯახო ტიპის ორგანიზაციები).
საერთაშორისო მტკიცებულებები და საქართველოს ეპიდსიტუაციის ანალიზი მიუთითებს, რომ COVID-19-ის სიკვდილიანობის ყველაზე დიდი რისკი არის მაღალი ასაკი და ასაკის მატებასთან ერთად რისკი ექსპონენციალურად იზრდება. 2020 წლის 2 დეკემბერის მდგომარეობით, საქართველოში სულ COVID-19-ით გარდაცვლილთა ასაკობრივი სტრუქტურა შემდეგნაირია (>75წ. – 39.2%, 65-74 წ. – 33.2%, 55-64 წ. – 18.8%, 50-54 წ. – 4.1%, 18-49 წ. – 4.6%)48. ასაკთან დაკავშირებული რისკის გათვალისწინებით მოწოდებული სტრატეგია ითვალისწინებს ასაკობრივი ჯგუფების (ზედა ასაკიდან კლების მიმართულებით) ეტაპობრივ აცრას განურჩევლად თანმხლები პათოლოგიებისა. კერძოდ, პირველ ეტაპზე (Iა – ხელმისაწვდომობა 6.5%), აიცრება 75 და მეტი ასაკის მოსახლეობა, შემდგომ ეტაპზე (Iბ – ვაქცინის ხელმისაწვდომობა 7-13.5%), აიცრება 65-74 წლის მოსახლეობა. ვაქცინაციის II ეტაპზე (ვაქცინის ხელმისაწვდომობა 14-26%), აიცრება 55-64 წლის მოსახლეობა. როგორც COVID-19-ით სიკვდილიანობის ანალიზი გვიჩვენებს, 55 წლის ქვედა ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვან იკლებს სიკვდილის რისკი, შესაბამისად, შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს დარჩენილი მოზრდილი ასაკობრივი ჯგუფის (18-54 წ.) მოცვას თანმხლები ქრონიკული დაავადებების მიხედვით. ასაკობრივი ჯუფებით აცრა ასევე აადვილებს ვაქცინაციაზე მოსახლეობის მოზიდვას, შესაბამისად, უფრო მაღალი მოცვის მაჩვენებლის მიღწევას და ხელს უწყობს პროცესის უფრო სწრაფად წარმართვას.
მტკიცებულებები (საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივი ეპიდანალაზი) მიუთითებს, რომ გარკვეული ქრონიკული მდგომარეობები ზრდის COVID-19-ით ავადობის მძიმე მიმდინარეობის და სიკვდილიანობის რისკს.49 50 ზოგადად, თანმხლები ქრონიკული დაავადებების რისკი იზრდება ასაკთან ერთად. ვინაიდან მოწოდებული ვაქცინაციის სტრატეგია უზრუნველყოფს 55 წლის ზემოთ მოსახლეობისთვის ვაქცინის შეთავაზებას მიუხედავად თანმხლები დაავადებებისა, ეს შეამცირებს ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული მძიმე გართულების და გარდაცვალების რისკს მოწყვლად პოპულაციაში. ვაქცინის ხელმისაწდომობის გათვალისწინებით 18-54 წლის მოსახლეობაში ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი თანმხლები დაავადებების მქონე პირებისთვის:
დიაბეტი (I და II ტიპის)
კარდიოვასკულური დაავადებები:
გულის იშემიური დაავადება ყველა კლინიკური ფორმა რევასკულარიზაციით და რევასკულარიზაციის გარეშე
კარდიომიოპათია
სარქვლოვანი პათოლოგია, მოზრდილი ასაკის თანდაყოლილი მანკები
წინაგულთა ფიბრილაცია (პერმანენტული ფორმა)
იდიოპათიური გახანგრძლივებული QT სინდრომი (ფატალური არითმიებისა და უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკი)
გულის ქრონიკული უკმარისობა“ B,C,D (ACC/AHA) სტადიის და II-IV (NYHA) ფუნქციური კლასი
ღრმა ვენების თრომბოზი
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია ანამნეზში
შენიშვნა:
არტერიული ჰიპერტენზია გათვალისწინებულია 55 წელზე მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში
ქრონიკული რესპირატორული დაავადებები
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
ასთმა
ცისტური ფიბროზი
ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი
ონკოჰემატოლოგიური დაავადებები
კიბო (კონკრეტული ვაქცინის უკუჩვენების გათვალისწინებით)
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
დიალიზზე მყოფი პირები
ღვიძლის ქრონიკული პათოლოგია
ღვიძლის ფიბროზი მე-3 და მე-4 სტადია
გადატანილი ინსულტი
ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა
იმუნოსუპრესიული პაციენტები
ექსტრემალური სიმსუქნე (შეფასებითი მაჩვენებელი BMI> 40 kg/m2)
ესენციური სერვისების მდგრადობა
ესენციურ სერვისების ფუნქციონირება უაღრესად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, უსაფრთხოებისა და განათლების პროცესის წარმართვისთვის. ჯანდაცვის სისტემაზე პერსონალის დაავადებით გამოწვეული ტვირთის მოხსნა შესაძლებელი იქნება Iა ფაზაში ჩატარებული აცრებით. სხვა ესენციურ სერვისების ოპერირებაში ჩართული პერსონალის მოცვა მოხდება II და III ფაზებში. ესენციურ სერვისებს განეკუთვნება:
შინაგან საქმეთა სამინისტროს წინა ხაზის პერსონალი (მ.შ. სანგაგებო სიტუაციების მართვის სამსახური)
თავდაცვის სამინისტროს სისტემა და ნატოს მისიის წარმომადგენლები საქართველოში
შორეული გადაზიდვის ოპერატორები (მძღოლები, საზღვაო /საჰაერო/ სარგინიგზო გადაზიდვებში ჩართული პირები)
აფთიაქების წინა ხაზის პერსონალი და ფარმაცევტული სექტორი სრულად
ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე პერსონალი (ბაგა-ბაღები) და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები და მომსახურე პერსონალი (საჭიროების შემთხვევაში პრიორიტეტიზაცია მე-4 კლასამდე და შემდგომ მაღალი კლასის პერსონალი)
საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები (მძღოლი, მემანქანე, კონდუქტორი, კონტროლიორი)
ტაქსის და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები
III ფაზაში ჩატარდება სხვა მომატებული რისკის მქონე ჯგუფების ვაქცინაცია (პატიმრები/ მსჯავრდებულები, იმავე მიდგომით როგორც მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფები მათ შორის ქრ. მდგომარეობის მქონე, და მათთან უშუალო შეხებაში მყოფი პირები; მაღაროელები).
დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა აცრა განხორციელდება იმავე პრიორიტეტიზაციით როგორც მოწოდებულია საქართველოს მოსახლეობისთვის.
დამატებით ჯგუფებს განეკუთვნება შშმპ პირები (მობილური სერვისით აცრის შესაძლებლობა გადაადგილების შეზღუდვის არსებობისას) და სპორტსმენები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირებში.
თითოეული პრიორიტეტული ჯგუფისთვის მოწოდებულია სამიზნე მოცვის მაჩვენებელი (ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირები – 65%, მოსახლეობის ასაკობრივი და ესენციური ჯგუფები – 60%). ეს სამიზნე მაჩვენებლები აღემატება ახალი ვაქცინის დანერგვის პირველ წელს მიღწევად მოცვის დონეზე არსებულ მტკიცებულებებს. თუმცა გათვალისწინებულია, რომ COVID-19 ვაქცინის შემთხვევაში გვაქვს სხვა ვაქცინებისგან განსხვავებული კონტექსტი და მოცვა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მოსახლეობაში ზოგადად და კონკრეტულ ჯგუფებში (მაგ., სამედიცინო პერსონალი) მიმღებლობასთან ვაქცინაციის დაწყების და მიმდინარეობის პროცესში. სადღეისოდ არსებული მტკიცებულება მიუთითებს რომ COVID-19 ვაქცინისადმი მიმღებლობა ვარირებს 55% (რუსეთი) და 99% (ჩინეთი) შორის51 ხოლო საქართველოში ჯანმოს და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დეკემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად მოსახლეობის 56% თანახმაა ვაქცინაციაზე თუ ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი და რეკომენდებული.52
ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტული ჯგუფების მოცვის მაჩვენებელზე მუდმივი მონიტორინგი ჩატარდება. მოჭარბებული მოთხოვნის შემთხვევაში, თუ კონკრეტული პრიორიტეტული ჯგუფის მოცვა გადააჭარბებს პროგნოზირებულ მაჩვენებელს მოხდება ჯგუფების გადაგეგმვა.
სადღეისოდ არსებული მტკიცებულებების მიხედვით გადატანილი ინფექცია არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება, ახალი მტკიცებულებების გამოჩენისთანავე მიმდინარე რეკომენდაცია გადაიხედება.
ორსულები და ბავშვები 16 წლამდე უსაფრთხოებასთან დაკავშრებული მყარი მტკიცებულებების არ არსებობის გამო არ განიხილებიან COVID-19 ასაცრელ ჯგუფებში.
მოსახლეობის 20%-ის მოცვის შემდგომ, ვაქცინების რაოდენობის გათვალისწინებით მოხდება დარჩენილი მოზრდილი მოსახლეობის აცრა. კონტინგენტის განსაზღვრა (ასაკობრივი ჯგუფები, თუ სხვა მიდგომა) განისაზღვრება ვაქცინების რაოდენობის მიხედვით.
ვაქცინაციის ეტაპების ვადების გათვლისას გასათვალისწინებელია მისაწოდებელი დოზების რა-ბა. Iა ეტაპზე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების აცრის პარალელურად (ან გარკვეული პერიოდის შემდეგ) შეიძლება დაწყებულ იქნეს ზედა ასაკობრივი ჯგუფის აცრა.
ასაცრელი კონტინგენტის მაქსიმალური მოცვის მიზნით აცრაზე მოსულ პირს, რომელსაც იმ ვადაში არ ეკუთვის ვაქცინაცია უარი არ უნდა ეთქვას აცრაზე, თუ ქვეყანაში არსებული ვაქცინების მარაგი მოიცავს კონკრეტული კონტინგენტის მოცვას.
ქვემოთ წარმოდგენილია ყველა ჯგუფები პრიორიტეტულობის მიხედვით ვაქცინის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით:
ფაზა 1ა (მოზრდილი მოსახლეობის 1-6.5%).
ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირები პრიორიტეტულობის მიხედვით იყოფა შემდეგ ქვეჯგუფებად:
ძალიან მაღალი და მაღალი რისკის მქონე: SARS-Cov-2 აეროზოლთან ექსპოზიციის რისკის ქვეშ მყოფი პერსონალი, ახლო კონტაქტში დაავადებულ ან საეჭვოდ დაავადებულ პირებთან, შეხებაში ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან:
მოფუნქციონირე კოვიდ კლინიკებში მომუშავე ყველა პირი (სამედიცინო და არა სამედიცინო).
სხვა (არაკოვიდ) კლინიკებში მომუშვე ექიმები (მ.შ. უმცროსი ექიმი, რეზიდენტი), ექთნები, სანიტრები, მომვლელები დაკავებული შემდეგ დარგებში ანესთეზია-რეანიმაცია, კრიტიკული მედიცინა, გადაუდებელი მედიცინა, სასწრაფო დახმარება (მ.შ. მძღოლი), სამედიცინო რადიოლოგია (რენტგენოლოგია, კომპ. ტომოგრაფია), ინფექციის კონტროლი / ეპიდემიოლოგია / საზოგადოებრივი ჯანდაცვა (ჩართული ტესტის აღებაში, კონტაქტების მოძიებაში), ლაბორატორიის სპეციალისტები (ჩართული ტესტის აღება/ ანალიზში), დაცვის თანამშრომლები.
პოტენციურ (ამჟამად არა მოქმედ) კოვიდ კლინიკებში მომუშავე ყველა პირი.
საშუალო რისკის მქონე: პერსონალი კონტაქტში მყოფი მოსახლეობასთან, რომელსაც არ მოეთხოვება კონტაქტი დაავადებულ ან საეჭვოდ დაავადებულ პირებთან; სამუშაო დაკავშირებულია ხალხმრავალ ადგილებთან, სადაც დისტანციის დაცვა გართულებულია ან მოითხოვება ახლო და ხშირი კონტაქტი თანამშრომლებთან. ყველა სხვა სამედიცინო და არასამედიცინო პირი დასაქმებული ჯანდაცვის სექტორში.
დაბალი რისკის მქონე: პერსონალი, რომელსაც არ მოეთხოვება ხშირი, ახლო კონტაქტი მოსახლეობასთან ან საეჭვოდ დაავადებულ პირებთან. მაგ. მხოლოდ ტელემედიცინაში ჩართული სამედიცინო პირები, დისტანციურად მომუშავე ადმინისტრაციული საქმიანობით დაკავებული პირები.
ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების და შშმ პირების სათემო და საოჯახო ტიპის ორანიზაციების ბენეფიციარები და მომვლელები
> 75 წლის მოსახლეობა
ფაზა 1ბ (მოზრდილი მოსახლოების 7-13.5%)
65-74 წლის მოსახლეობა
ესენციური სერვისები (1 ჯგუფი)
შინაგან საქმეთა სამინისტროს წინა ხაზის პერსონალი (მ.შ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური)
შორეული გადაზიდვის ოპერატორები (მძღოლები, საზღვაო / საჰაერო/სარგინიგზო გადაზიდვებში ჩართული პირები)
თავდაცვის სამინისტროს სისტემა
ფაზა II (მთლიანი მოსახლეობის 11-20%, მოზრდილი მოსახლეობის 14-26%)
55-64 წლის მოსახლეობა
ქრონიკული დაავადების მქონე 18-54 წლ.
ფაზა III (მთლიანი მოსახლეობის 20% ზემოთ, მოზრდილი მოსახლეობის 26%-60%)
ესენციური სერვისები და სხვა მომატებული რისკის ჯგუფები (II ჯგუფი)
ფარმაცევტული სექტორი აფთიაქის წინა ხაზის პერსონალის ჩათვლით
საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები (მძღოლი, მემანქანე, კონდუქტორი, კონტროლიორი)
ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პერსონალი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგები და სხვა პერსონალი (საჭიროების შემთხვევაში პრიორიტეტიზაცია მე-4 კლასამდე და მაღალი კლასის პერსონალი შემდგომ)
პატიმრები/ მსჯავრდებულები (> 55 წელზე ზემოთ, 18-54 წლ ქრ. მდგომარეობის მქონე) და მათთან სამსახურებრივად კონტაქტში მყოფი პირები
მაღაროელები
ტაქსის და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები
მოსახლეობის სხვა ჯგუფები
პრიორიტეტული ჯგუფების ასაცრელი კონტინგენტის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემთა წყაროები: ჯანდაცვის სექტორი – დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებები – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; მოსახლეობის ჯგუფები – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ესენციური სერვისები – შესაბამისი სამინისტროები, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. დიპლომატიური კორპუსი - საგარეო საქმეთა სამინისტრო.
დანართი 3. COVID-19 ვაქცინაციასთან დაკავშირებული იშგამ მონიტორინგი, ანგარიშგება
კოვიდვაქცინისთვის ის დანერგვამდე და იმუნიზაციის სერვისის მიწოდებისას გასათვალისწინებელი საკითხები
ვაქცინურ პრეპარატთან დაკავშირებული და ვაქცინის ხარისხის დეფექტთან დაკავშირებულ იშგამ-ებზე ზედამხედველობა
| ქმედება | სტატუსი | პასუხისმგებელი | |
|---|---|---|---|
| ქვეყანაში უკვე არსებულ ზედამხედველობას და აღრიცხვა-ანგარიშგებას დაქვემდებარებულ აცრისშემდგომ მდგომარეობთან ერთად სპეციალური ინტერესის (სი) მქონე ჯანმრთელობის მდომარეობების ჩამონათვალის განსაზღვრა და დაქვემდებარება | განისაზღვრა | დკსჯეც სუბეროვნული |
|
| სპეციალური ინტერესის ნოზოლოგიების ეროვნული, სუბეროვნული ფონური მაჩვენებლების განსაზღვრა | განისაზღვრა აღებულია 2019წ დასახვეწია |
დკსჯეც სუბეროვნული |
|
იმუნიზაციაში შეცდომასთან დაკავშირებული რეაქციები
იმუნიზაციაში შეცდომასთან დაკავშირებული რეაქციებისგან თავის დაზღვევა შესაძლებელია, და ასეთი შეცდომების დროული გამოვლენა და გამოსწორება ძალზე მნიშვნელოვანია. აღნიშნული კლასის იშგამ-ების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პროგრამული ელემენტების გაძლიერების ხაჯზე, რაც გულისხმობს
| ქმედება | სტატუსი | პასუხისმგებელი | |
|---|---|---|---|
| სერვისის მიმწოდებლების რესურსის განსაზღვრა | იხ. სექცია სერვისის მიწოდება | ჯანდაცვის სამინისტრო/ დკსჯეც | |
| სერვისის მიწოდების მეთოდების განსაზღვრა | იხ. სექცია სერვისის მიწოდება | ჯანდაცვის სამინისტრო/ დკსჯეც/ მუნიციპალური სჯდ სამსახურები | |
| ცივი ჯაჭვის მოცულობების საჭიროების განსაზღვრა, უზრუნველყოფა და მომარაგება | იხ. სექცია ცივი ჯაჭვი |
დკსჯეც | |
| უსაფრთხო იმუნიზაციის ასაცრელი მასალების (ად შპრიცები, ნემსები, უსაფრთხო განადგურების ყუთები, შესაბამისი აღმდგენი, ვაქცინმზიდები) საჭიროების განსაზღვრა და უზრუნველყოფა, მომარაგება | იხ. სექცია ცივი ჯაჭვი |
ჯანდაცვის სამინისტრო/ დკსჯეც | |
| კოვიდვაქცინისთვის ის უკუჩვენების და გაფრთხილების მდგომარეობების განსაზღვრა | განისაზღვრება დასანერგი ვაქცინების მიხედვით | ჯანდაცვის სამინისტრო/ დკსჯეც |
|
სასწავლო მასალის მომზადება და სერვისის მიმწოდებლების ტრენირება შემდეგ საკითხებში
|
იხ. სექცია ადამიანური რესურსები | დკსჯეც | |
იმუნიზაციის განცდასთან დაკავშირებული რეაქციები
| ქმედება | სტატუსი | პასუხისმგებელი | ||
|---|---|---|---|---|
| მოსახლეობის ინფორმირება | იხ. სექცია კომუნიკაცია | ეროვნული სუბერვონული |
||
| იმუნიზაციის სერვისის მიწოდების პროცესის დაწყებამდე და მსვლელობისას საინფორმაციო კამპანია; | იხ. სექცია კომუნიკაცია | ეროვნული სუბეროვნული |
||
| საინფორმაციო სამახსოვრო ლიფლეტის მომზადება და მომარაგება | იხ. სექცია კომუნიკაცია | დკსჯეც/ მუნიციპალური სჯდ სამსახურები |
||
| აცრის პროცესის სწორი მართვის უზრუნველყოფა ინექციის მომლოდინეთა შორის სტრესის მინიმიზებით, რაც მიიღწევა ლოდინის დროის შემცირებით, ოთახის კომფორტული ტემპერატურის, რეციპიენტის თვალსაწიერიდან მოფარებულად მომზადებისა და პროცედურის დროს კონფიდენციალურობის დაცვით. | ეროვნული მუნიციპალური სჯდ სამსახურები სერვისის მიმწოდებელად შეჩეული დაწესებულებების ადმინისტრაცია |
|||
| ინექციების გამო შეშფოთების დონის და გავრცელების შესამცირებლად იმუნიზაციის შესახებ ნათელი და დამაჯერებელი განმარტების გაცემა სერვისის მომწოდებლისგან და სიმშვიდე. | იხ. სექცია კომუნიკაცია | ეროვნული ვაქცინაციის განმახორციელებელი სამედიცინო პერსონალი |
||
| კრიზის კომუნიკაციის გეგმის არსებობა | იხ. სექცია კომუნიკაცია | ჯანდაცვის სამინისტრო/ დკსჯეც |
||
თანადამთხვეულ მოვლენასთან დაკავშირებულ იშგამ-ებზე ზედამხედველობა
აცრასთან თანდამთხვეული მოვლენების მატების ვარაუდი ლოგიკურია მაღალი ასაკის სამიზნე კონტინგენტის კამპანიურად აცრებისას. ქრონიკული თანმხლები დაავადებისას ძალზე რთულდება დროში შემთხვევით თანხედრილ მოვლენასა და იშგამ-ს შორის დიფერენციალური დიაგნოზის ჩატარება. მსგავსი შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება სახელმწიფო პროგრამას საშუალებას მისცემს დაზოგოს რესურსები და უფრო მეტი ყურადღება მიმართოს სხვა მიზეზ-სპეციფიკური იშგამ-ების მართვისაკენ. აღნიშნული მოვლენების პრევენციის მიზნით:
| ქმედება | სტატუსი | პასუხისმგებელი | |
|---|---|---|---|
| უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ასაცრელი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ვაქცინაციის წინ დადგენილი წესით | სერვისის მიმწოდებელი მედპერსონალი | ||
| განისაზღვროს ზედამხედველობას დაქვემდებარებული არსებული მდგომარეობების და სპეციალური ინტერესის ნოზოლოგიების ეროვნული ფონური მაჩვენებლები | აღებულია 2019 წ | დკსჯზეც | |
იშგამების და სი იშგამების აღრიცხვა-ანგარიშგება
ქვეყანაში არსებული იშგამ-ებზე ზედამხედველობის სისტემა გამართული სისტემაა და არის სწრაფად ადაპტირებადი, ამიტომ კოვიდვაქცინის შესაძლო იშგამ-ების პასიური ზედამხედველობის პრინციპები და აღრიცხვა-ანგარიშგების არხები არ მოითხოვს ძირეულ ცვლილებას და იწარმოებს დადგენილი წესის შესატყვისად.
იშგამ-ებზე ინფორმირების არსებული ნაკადები:

იშგამ-ებზე ზედამხედველობის ქვეყანაში მოქმედი სისტემა მიმართულია
იშგამ-ის სწრაფი აღმოჩენა და დროული პასუხი მის წარმოშობაზე;
იმუნიზაციაში შეცდომასთან დაკავშირებული რეაქციების იდენტიფიცირება, გასწორება და პრევენცია
იშგამ-ის მიზეზ-შედეგობრიობის შეფასების ხელშეწყობა;
იშგამ-ის კლასტერის ან უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებლის შეცნობა;
პოტენციურად საშიში სიგნალების (ვაქცინების წინათ უცნობ რეაქციათა ჩათვლით) იდენტიფიცირება და ჰიპოთეზების შექმნა, რომლებსაც შესაძლოა დასჭირდეს შემდგომი გამოკვლევა;
საქართველოში გამოყენებულ ვაქცინების უსაფრთხოებასთან მიმართებაში ინფორმაციის გენერირება, რომლის დახმარებით შესაძლებელია ეფექტური კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან.
იშგამ-ის ანგარიშგებასა და გამოკვლევაში მონაწილე მხარეებია:
სუბნაცინალური დონიდან: ჯანდაცვის პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურების იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი პირები, ა/რესპუბლიკის/რეგიონული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები;
ეროვნული დონიდან: საქართველოს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი.
იშგამი-ის გამოვლენის შემთხვევაში შეტყობინებისთვის არსებული ქმედებები, ნაკადები და ვადები
კოვიდვაქცინისთვის აციის დანერგვა მოითხოვს აღრიცხვა-ანგარიშგების არსებული წესის კორექტირებას, რისთვისაც საჭიროა:
| ქმედება | სტატუსი | პასუხისმგებელი | ||
|---|---|---|---|---|
| დამატებით შემოღებული იქნეს ყოველთვიური ანგარიშგება იშგამ-ზე | მომზადებულია | სამინისტრო/დკსჯეც | ||
| იშგამ-ზე სასწრაფო შეტყობინების ფორმაში დაემატოს სპეციალური ინტერესის მოვლენები, | მომზადებულია | სამინისტრო/დკსჯეც | ||
| შევიდეს ცვლილება იშგამ-ის ეპიდკვლევის ფორმაში კოვიდაცრის და სპეციალური ინტერესის ნოზოლოგიების დამატების სახით | მომზადებულია იხ. სექცია საინფორმაციო სისტემები |
ჯსამინისტრო/დკსჯეც | ||
| მოხდეს დაავადებებზე ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული ონლაინ მოქმედი სისტემის ადაპტირება კოვიდვაქცინის იშგამ-ების რეგისტრაციის მიზნით | იხ. სექცია საინფორმაციო სისტემები | დკსჯეც | ||
| მოხდეს იმუნიზაციის და მარაგების მართვის ონლაინ ელექტრონული მოდულის ადაპტირება კოვიდვაქცინების იშგამ-ების რეგისტრაციის მიზნით | იხ. სექცია საინფორმაციო სისტემები | დკსჯეც | ||
| საერთაშორისო შეტყობინებისათვის დაინერგოს იშგამ შემთხვევების კოდირება და მონაცემთა ტრანსფორმაცია | დასაზუსტებელია | სამინისტრო/ დკსჯეც | ||
| იშგამ შემთხვევების კოდირება დზეის-ში | იხ. სექცია საინფორმაციო სისტემები | დკსჯეც | ||
მზადყოფნის რეგულაციების არსებობა
კოვიდაცრების წარმოების დაწყებამდე და მსვლელობისას სამოქმედო რეგულაციებისთვის იშგამ-ებზე ზედამხედველობის წესების პროექტის შემუშავება
საკვანძო საკითხების აღწერა, რომლებიც დაკავშირებულია ეპიდზედამხედველობასთან დანერგვის შემდეგ, იშგამ-ებისადმი მოთხოვნები და პრობლემის მართვა
დეტალური ინფორმაცია იმუნიზაციის უსაფრთხოების ეროვნულ კომიტეტზე იშგამის და სიიშგამის შეფასების მხარდასაჭერად (სამეცნიერო საზოგადოებების, რეგულირების ორგანოების და იმუნიზაციის პროგრამის მონაწილეობით)
ინექციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაბიჯების აღწერა
ანგარიშგება, პერსონალის როლები და პასუხისმგებლობები