“ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისას სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.013.004.442
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის
უფროსის ბრძანება №27
2000 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისას სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონის 1997 წლის 27 ივნისის კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისას სადაზღვევო ორგანიზაციების სტაბილური ფუნქციონირებისა და გადახდისუნარიანობის დონის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისას სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურის განსაზღვრის წესი“ (თან ერთვის).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ცერცვაძე
ავტომოტოტრანსპორტის მლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისას სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურის განსაზღვრის წესი
მუხლი 1
„ავტომოტოტრანსპორტის მლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისას სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურის განსაზღვრის წესი (შემდგომში წესი) მომზადებულია „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს ავტომოტოტრანსპორტის მლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისას სადაზღვევო ტარიფის შემადგენლობასა და სტრუქტურას.
მუხლი 2
1. სადაზღვევო შესატანის ოდენობა განისაზღვრება სადაზღვევო თანხიდან, „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონის მე-8 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად.
2. სადაზღვევო ტარიფი შედგება ნეტო-ნაწილის (რისკობრიობის პრემია), ადმინისტრაციული და აკვიზიცური ხარჯების, გამაფრთხილებელი ღონისძიებების ფონდის და სავალდებულო დაზღვევის ფონდისათვის კუთვნილი პრემიის ნაწილისაგან.
3. სადაზღვევო ტარიფის ნეტო-ნაწილით განისაზღვრება სადაზღვევო პრემიის ნაწილი, რომელიც გამოიყენება სადაზღვევო ხელშეკრულებების საფუძველზე აღებული სადაზღვევო ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად (გამოითვლება მათემატიკური ალბათობით დაზღვევის სახეობაში სადაზღვევო რისკის შეფასების მეშვეობით).
მუხლი 3
1. სადაზღვევო ტარიფის ნეტო-ნაწილი მზღვეველის მიერ ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისას არ შეიძლება იყოს სადაზღვევო ტარიფის 60 %-ზე ნაკლები.
2. ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევისას სადაზღვევო რისკის სრული გადაზღვევის შემთხვევაში მზღვევლის მიერ სადაზღვევო ტარიფის ნეტო-ნაწილი არ განისაზღვრება.
3. ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევისას რისკის ნაწილობრივი გადაზღვევის არსებობის შემთხვევაში, სადაზღვევო ტარიფის ნეტო-ნაწილი არ შეიძლება იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სადაზღვევო ტარიფის ნეტო-ნაწილიდან მზღვეველის მიერ დატოვებული სადაზღვევო რისკის პროპორციულ ოდენობაზე ნაკლები, ანუ
Tni ≥ Tn * (1- Qi )
სადაც:
Tn - სადაზღვევო ტარიფის ნეტო-ნაწილია;
Tni – ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევისას იური გადაზღვევის შემთხვევაში მზღვეველის სადაზღვევო ტარიფის ნეტო-ნაწილია;
Qi – ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სახეობაში ი ური გადაზღვევის სახეობის არსებობის შემთხვევაში გადაზღვევის მაჩვენებელია;
მუხლი 4
1. ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სახეობაში სადაზღვევო ტარიფის ადმინისტრაციული და აკვიზიციური ხარჯების ნაწილის, ასევე გამაფრთხილებელ ღონისძიებათა ფონდის შექმნა განისაზღვრება მზღვეველის მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ.
2. სადაზღვევო ტარიფის ადმინისტრაციული და აკვიზიციური ხარჯების ნაწილის, ასევე გამაფრთხილებელ ღონისძიებათა ფონდის ფორმირება ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების სრული დაცვით.
3. სავალდებულო დაზღვევის ფონდისათვის კუთვნილი პრემიის ნაწილის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისას სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.08.2010.
- როდის იქნა მიღებული “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისას სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”?
- “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისას სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” მიღებულია 21.09.2000. მიმღები ორგანო — დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №27. სარეგისტრაციო კოდი — 290.013.004.442.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისას სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.08.2010-დან.
- სად არის “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისას სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.08.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისას სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”, №27, 21.09.2000, სარეგისტრაციო კოდი 290.013.004.442 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51496/