„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.04.2021 ძალადაკარგული 14.04.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№169
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.022724
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №169

2021 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:

1. მე-2 მუხლის 82 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 პუნქტი:

„83. ინდოეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩარტერული რეისის შესრულებისას, ავიაკომპანიას ეთხოვოს მგზავრების დოკუმენტაციის ვალიდურობის ადგილზე გადამოწმება, წამოსვლამდე.“.

2. მე-11 მუხლის 41 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად), ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, არ ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრულ შეზღუდვებს, გარდა ამავე პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად) ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში (72 საათი) სავალდებულო თვითიზოლაციას და მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარებას;“.

3. 115  მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (შემდგომში – უცხოელი სტუდენტები) (გარდა ამ მუხლის 51 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოელი სტუდენტებისა, რომლებიც არ მოემგზავრებიან ინდოეთის რესპუბლიკიდან), საქართველოში შემოსვლის მიზნით, ვალდებულნი არიან, დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“, ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში – ელექტრონული პროგრამა), შემდეგი სპეციალური აპლიკაციის ფორმების შევსების გზით, კერძოდ:“;

ბ) 51 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში − ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები (მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა) კი დამატებით წარადგენენ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს, საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში გაივლიან სავალდებულო თვითიზოლაციას და მე-3 დღეს უზრუნველყოფენ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარებას;“;

ბ.ბ) შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5პუნქტი:

„52. ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა განხორციელდეს მხოლოდ ჩარტერული რეისებით.“.

4. მე-18 მუხლის 82 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„82. ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა განხორციელდეს იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც დააკმაყოფილებენ სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ამასთან, ამ პუნქტის მიზნებისთვის, ვაქცინაციის ჩატარების უფლება მიეცეთ ექთნებსა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ნებისმიერ სუბიექტს, სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობისა და კომპეტენციის მიუხედავად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 15 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი