შპს „ინდექსის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - შპს „ადიგენის ავტოსატრანსპორტო საწარმო 2“ G 250)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2021 წლის 14 აპრილი

 

   
სპეციალისტი: შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342)

აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, ტეტელაშვილის 8

ელფოსტა: specialist@mali.ge სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს პირველი საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ყურადღება: თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება, განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

 

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: G 250

უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი: შპს „ადიგენის ავტოსატრანსპორტო საწარმო 2“  ს/ნ 422717242 მის: საქართველო დაბა ადიგენი ბალახაშვილის ქ. N11

აუქციონის ჩატარების დრო: 27/04/2021 წლის 12:00 საათი

აუქციონის ჩატარების ადგილი:

ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. N63, სადარბაზო 2, სართული 7, განმკარგავი ორგანიზაცია შპს “ინდექსი”

შენიშვნა: სტაციონარული აუქციონი ჩატარდება აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით.

Meeting ID: 522 852 1018

Passcode: 123456

https://zoom.us/j/5228521018?pwd=L0cvVGo0Y3FoNEkrcTd0Y3BBdVowQT09

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 9 642.81 ლარი

საწყისი ფასი შეადგენს კრედიტორის მოთხოვნის, მომსახურების საფასურისა და დღგ-ს ხარჯების ჯამს. კერძოდ, მოთხოვნის ოდენობა  – 7581.87 ლარი, მომსახურების საფასური 590 ლარი, დღგ  – 1470.94 ლარი.

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: დაბა ადიგენი, ქუჩა ბალახაშვილი №11; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1075.00 კვ.მ.; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი №1 (საკონტროლი გამშვები პუნქტი) განაშენიანების ფართი 211 კვ.მ.,; ობიექტი №2 (მცირე სარემონტო საამქრო) განაშენიანების ფართი: 62.8 კვ.მ.,; საკადასტრო კოდი: 61.05.21.024

გარდამავალი უფლება: არა

სხვა უფლება: ფიქსირდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. მესაკუთრე/მოსარგებლე
შ\პ\ს შპს ადიგენის ავტოსატრანსპორტო საწარმო 2 ს/ნ 422717242; განცხადების № / თარიღი 102020206570: 18 ივნ 2020 19:09; საგანი: მთელი ქონება; გადაწყვეტილების №/ თარიღი 102020206570/3 :: 18 ივნ 2020 19:09 საფუძველი: შეტყობინება, №031523, 18.06.2020, შემოსავლების სამსახური.

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს “თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 საბანკო დღე ან განათავსოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002) ამ პუნქტში მითითებული საგარანტიო თანხა ან/და განახორციელოს გარანტიის წარდგენა სპეცისლიტისათვის სხვა მისაღები ფორმით. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 100 ლარიანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1 კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს “ინდექსი” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

 

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

 

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი                   გიორგი გოგშელიძე