კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1602,3 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
პროგრამული კოდი
|
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
|
2021 წლის პროექტი
|
|
05 00
|
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
|
1602,3
|
|
05 01
|
სპორტის სფეროს განვითარება
|
683,2
|
|
05 01 01
|
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა
|
679,2
|
|
05 01 01 01
|
ა(ა)იპ ამბროლაურის სასპორტო სკოლა
|
275,0
|
|
05 01 01 02
|
ა(ა)იპ ამბროლაურის ჭიდაობის კლუბი ფალავანი
|
161,0
|
|
05 01 01 03
|
ა(ა)იპ ამბროლაურის საცურაო აუზი
|
110,0
|
|
05 01 01 04
|
ა(ა)იპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „ რაჭა „
|
133,2
|
|
05 01 02
|
კაპიტალური დაბანდებები კულტურის სფეროში
|
4,0
|
|
05 02
|
კულტურის სფეროს განვითარება
|
896,1
|
|
05 02 01
|
კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა
|
738,0
|
|
05 02 01 01
|
ა(ა)იპ ამბროლაურის კულტურის ცენტრი
|
516,5
|
|
05 02 01 02
|
ა(ა)იპ ამბროლაურის დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლა
|
92,0
|
|
05 02 01 03
|
ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო სააღმზრდელო დაწესებულება ამბროლაურის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლა
|
62,0
|
|
05 02 01 04
|
ა(ა)იპ ამბროლაურის სახვითი ხელოვნებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
|
67,5
|
|
05 02 02
|
კულტურის ღონისძიებები
|
40,0
|
|
05 02 05
|
გაზეთის მომსახურების დაფინანსება
|
13,0
|
|
05 02 06
|
ა(ა)იპ ტურისტული ცენტრი
|
105,1
|
|
05 03
|
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
|
23,0
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 01 01
|
683,2
|
|
პროგრამის განმახორციელებელი
|
ა(ა)იპ „ამბროლაურის სასპორტო სკოლა“;
ა(ა)იპ „ამბროლაურის ჭიდაობის კლუბი „ფალავანი““;
ა(ა)იპ „ამბროლაურის საცურაო აუზი“;
ა(ა)იპ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „რაჭა““.
|
|
პროგრამის აღწერა
|
მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მათ ჩართვას სხვადასხვა სპორტულ სახეობებში. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა ასიგნებები სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამისთვის. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი 4 სპორტული სკოლა, ესენია:
- ა(ა)იპ „ამბროლაურის სასპორტო სკოლა“;
- ა(ა)იპ „ამბროლაურის ჭიდაობის კლუბი „ფალავანი““;
- ა(ა)იპ „ამბროლაურის საცურაო აუზი“;
- ა(ა)იპ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „რაჭა““.
სასპორტო სკოლაში ფუნქციონირებს 6 სპორტული წრე, ესენია: კალათბურთი, ჭადრაკი, რაგბი, კარატე, მაგიდის ჩოგბურთი და ფრენბურთი. სულ აღნიშნულ სპორტულ სახეობებს ეუფლება 212 ბავშვი. ცენტრის აღსაზრდელები პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს, მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებეში და ტურნირებში საქართველოს მასშტაბით.
ჭიდაობის კლუბ ფალავანში ფუნქციონირებს 3 ასაკობრივი ჯგუფი (უმცროსი ჭაბუკები, ჭაბუკები და ახალგაზრდები). ჯამში კლუბში ვარჯიშობს 82 ბავშვი. კლუბის აღსაზრდელები მონაწილეობენ საქართველოს ჩემპიონატებში, სხვადასხვა რეგონალურ და საერთაშორისო ტურნირებში. წლის განმავლობაში კლუბი უზრუნველყოფს 2 ტურნირის ჩატარებას (რაჭის ღია პირველობა და გურამ საღარაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი).
ამბროლაურის საცურაო აუზით სარგებლობა შეუძლია მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 6 წლის ასაკიდან. წლის განმავლობაში აუზით სარგებლობს დაახლობით 700 ადამიანი. მათ შორის, სააბონენტო მომსახურებით სარგებლობს 350 ადამიანი, შეღავათიანი ტარიფით სკოლის მოსწავლეებისათვის 250 სკოლის ასაკის მოზარდი და დაახლოებით 100 ერთჯერადი შემომსვლელი. აუზს გააჩნია 25 მეტრიანი 4 ბილიკიანი აუზი. ასევე აშენდა და 2020 წლიდან ექსპლოუატაციაში შევა ღია აუზი.
საფეხბურთო კლუბ რაჭაში ასაკობრივი ჭრილის მიხედვით ფუნქციონირებს 5 საფეხბურთო სექცია (ასაკობრივი ჯგუფი). ჯამში კლუბში ვარჯიშობს 90 ბავშვი. 2 ასაკობრივი გუნდი მონაწილეობს რეგიონალურ ტურნირებში.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
პროგრამის მიზანია:
- ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
- მეტი მოზარდის ჩართვა სპორტში;
- მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.
მოსალოდნელი შედეგი: წლიდან წლამდე სასპორტო სკოლით მოსარგებლეთა გაზრდილი რაოდენობა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ა(ა)იპ „ამბროლაურის სასპორტო სკოლის“ ქვეპროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 01 01 01
|
275,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
|
ა(ა)იპ „ამბროლაურის სასპორტო სკოლა“
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „ამბროლაურის სასპორტო სკოლა“. სასპორტო სკოლაში ფუნქციონირებს 6 სპორტული წრე, ესენია: კალათბურთი (50 ბავშვი); ჭადრაკი (42 ბავშვი); რაგბი (32 ბავშვი); კარატე (24 ბავშვი); მაგიდის ჩოგბურთი (39 ბავშვი) და ფრენბურთი (25 ბავშვი). სულ აღნიშნულ სპორტულ სახეობებს ეუფლება 212 ბავშვი. სკოლაში სამწვრთნელო პროცესი, დასვენების დღეების გარდა, მიმდინარეობს ყოველდღიურად. სასპორტო სკოლაში დასაქმებულია ჯამში 44 ადამიანი, მათ შორის, 29 ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი და 15 მწვრთნელი. ცენტრის აღსაზრდელები პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს, მონაწილეობენ სპორტულ შეჯიბრებებში და ტურნირებში საქართველოს მასშტაბით.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
ქვეპროგრამის მიზანია:
- ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
- მეტი მოზარდის ჩართვა სპორტში;
- მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.
მოსალოდნელი შედეგი: წლიდან წლამდე სასპორტო სკოლით მოსარგებლეთა გაზრდილი რაოდენობა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ა(ა)იპ „ამბროლაურის ჭიდაობის კლუბ ფალავნის“ ქვეპროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 01 01 02
|
161,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
|
ა(ა)იპ „ამბროლაურის ჭიდაობის კლუბი ფალავანი“
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „ამბროლაურის ჭიდაობის კლუბი ფალავანი“. გამოყოფილი თანხა ხმარდება მუნიციპალიტეტში ბავშვთა ჭიდაობის განვითარებას. კლუბში ფუნქციონირებს 3 ასაკობრივი ჯგუფი (უმცროსი ჭაბუკები, ჭაბუკები და ახალგაზრდები). ჯამში კლუბში ვარჯიშობს 82 ბავშვი. კლუბში ვარჯიშები მიმდინარეობს ყოველდღიურად. კლუბის აღსაზრდელები მონაწილეობენ საქართველოს ჩემპიონატებში, სხვადასხვა რეგონალურ და საერთაშორისო ტურნირებში. წლის განმავლობაში კლუბი უზრუნველყოფს 2 ტურნირის ჩატარებას (რაჭის ღია პირველობა და გურამ საღარაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი). ქვეპროგრამის ფარგლებში, ასევე ფინანსდება მწვრთნელების ხელფასები, კლუბის კომუნალური და სხვა გადასახადები, ტურნირებში მონაწილე გუნდების მივლინებები და სხვა ხარჯები.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
ქვეპროგრამის მიზანია:
- ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
- რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა და საპრიზო ადგილების დაკავება;
- მეტი მოზარდის ჩართვა ჭიდაობაში;
მოსალოდნელი შედეგი: წლიდან წლამდე ჭიდაობით დაკავებული მოზარდების გაზრდილი რაოდენობა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ა(ა)იპ „ამბროლაურის საცურაო აუზის“ ქვეპროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 01 01 03
|
110.0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
|
ა(ა)იპ „ამბროლაურის საცურაო აუზი“
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „ამბროლაურის საცურაო აუზი“. აუზით სარგებლობა შეუძლია მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 6 წლის ასაკიდან. წლის განმავლობაში აუზით სარგებლობს დაახლობით 700 ადამიანი. მათ შორის, სააბონენტო მომსახურებით სარგებლობს 350 ადამიანი, შეღავათიანი ტარიფით სკოლის მოსწავლეებისათვის 250 სკოლის ასაკის მოზარდი და დაახლოებით 100 ერთჯერადი შემომსვლელი. საცურაო აუზი მომხმარებლებს, ასევე სთავაზობს მასაჟის მომსახურებასაც.
აუზს გააჩნია 25 მეტრიანი 4 ბილიკიანი აუზი. ასევე აშენდა და მომავალ წლიდან ექსპლოუატაციაში შევა ღია აუზი.
ა(ა)იპ-ში დასაქმებულია 16 ადამიანი, რომელიც მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე ტექნიკურ პერსონალს.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
პროგრამის მიზანია: ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდების და მოქალაქეების ფიზიკური გაჯანსაღება; 6 წლის ასაკიდან ყველა მოქალაქის მაქსიმალური ჩართულობა ცურვის შესწავლა-დაოსტატებაში; მოქალაქეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, მათში ცურვისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით.
მოსალოდნელი შედეგი: წლიდან წლამდე აუზით მომსახურეთა გაზრდილი რაოდენობა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ა(ა)იპ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ რაჭის“ ქვეპროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 01 01 04
|
133,2
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
|
ა(ა)იპ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი რაჭა“
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი რაჭა“. აღნიშნული თანხა ხმარდება მუნიციპალიტეტში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას. კლუბში ასაკობრივი ჭრილის მიხედვით ფუნქციონირებს 5 საფეხბურთო სექცია (ასაკობრივი ჯგუფი). ჯამში კლუბში ვარჯიშობს 90 ბავშვი. კლუბში საფეხბურთო ვარჯიშები მიმდინარეობს ყოველდღიურად. 2 ასაკობრივი გუნდი მონაწილეობს რეგიონალურ ტურნირებში. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება მწვრთნელების ხელფასები, კლუბის კომუნალური და სხვა გადასახადები, ტურნირებში მონაწილე გუნდების მივლინებების, გუნდების ეკიპირების და სხვა ხარჯები.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
ქვეპროგრამის მიზანია:
- ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
- მეტი მოზარდის ჩართვას ფეხბურთში;
მოსალოდნელი შედეგი: წლიდან წლამდე ფეხბურთით დაკავებული მოზარდების გაზრდილი რაოდენობა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
კაპიტალური დაბანდებები სპორტის სფეროში
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 01 02
|
4,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
|
სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, დაფინანსდება სოფელ ურავში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
ქვეპროგრამის მიზანია:
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 01
|
738,0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ა(ა)იპ „ამბროლაურის კულტურის ცენტრი“;
ა(ა)იპ „ამბროლაურის დავით თორაძის სამუსიკო სკოლა“;
ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო სააღმზრდელო დაწესებულება ამბროლაურის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლა“;
ა(ა)იპ ამბროლაურის სახვითი ხელოვნებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
|
|
პროგრამის აღწერა
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციების ხელშეწყობას. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასიგნებები გამოიყოფა კულტურის სფეროს დაწესებულებების პროგრამისათვის. პროგრამის შედგება 4 ქვეპროგრამისაგან და იგი შესაბამისად ხორციელდება 4 მუნიციპალური ა(ა)იპ-ის ბაზაზე, ესენია:
ა(ა)იპ „ამბროლაურის კულტურის ცენტრი“;
ა(ა)იპ „ამბროლაურის დავით თორაძის სამუსიკო სკოლა“;
ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო სააღმზრდელო დაწესებულება ამბროლაურის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლა“;
ა(ა)აპ ამბროლაურის სახვითი ხელოვნებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
ა(ა)იპ „ამბროლაურის კულტურის ცენტრი“ ქვეპროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს და ფინანსდება სახალხო თეატრი, თოჯინების თეატრი და მოსწავლეთა თეატრი, 29 ბიბლიოთეკა, 1 მუზეუმი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური, საესტრადო მუსიკალური ბენდი "Art New Life", სახალხო ანსამბლი „საგალობელი“ და ფოლკლორული ანსამბლი „იავნანა“.
თეატრები წარმოდგენებს მართავენ როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ჯამში მაყურებელთა რაოდენობა წლის განმავლობაში შეადგენს 5000 კაცს.
მუნიციპალურ მუზეუმში დღეის მდგომარეობით განთავსებულია 500-ზე მეტი ექსპონატი. წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 1000-ს.
მუნიციპალიტეტის 29 ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდი შეადგენს 95800 ერთეულს. ბიბლიოთეკების მომსახურებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის დაახლოებით 2700 მოსახლე.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლების მონიტორინგს. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღრიცხულია 103 ძეგლი, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს 70-მდე ძეგლს.
საესტრადო ჯგუფი, სახალხო ანსამბლი „საგალობელი“ და ფოლკლორული ანსამბლი „იავნანა“ მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ სხვადასხვა კულტურულ და სადღესასწაულო ღონისძიებებში.
ა(ა)იპ „ამბროლაურის დავით თორაძის სამუსიკო სკოლის“ ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამუსიკო განათლების სკოლა. სამუსიკო სკოლაში გაერთიანებულია: საფორტეპიანო, ხალხური საკრავების და გიტარის, საესტრადო ვოკალის, საგუნდო და ქართული ხალხური სიმღერების, კლასიკური, თანამედროვე და ქართული ცეკვების მიმართულებები. სამუსიკო სკოლაში სახელოვნებო-სამუსიკო განათლებას იღებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 230 ბავშვი.
ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო სააღმზრდელო დაწესებულება ამბროლაურის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის“ ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამხატვრო სკოლა. სამხატვრო სკოლაში ისწავლება სახვითი ხელოვნების და გამოყენებითი ხელოვნების დარგები. სკოლაში სამხატვრო განათლებას იღებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 63 ბავშვი.
|
|
პროგრამის აღწერა და მოსალოდნელი შედეგი
|
კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში მოსახლეობის ფართო მასების ჩართულობა, მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება, თეატრალური სფეროსადმი, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმებისადმი მოსახლეობის დაინტერესების ზრდა და ჩართულობის გაზრდა;
მუსიკის, ხელოვნების შესწავლით დინტერესებულ პირთა მოძიება და შეკრება, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ხელოვნების მოყვარული მოსწავლეების წარმოჩინება და ხელოვნების სფეროს პროპაგანდა;
სამხატვრო სკოლის პროფილების განვითარება, სასწავლო დონის ამაღლება, ხელოვნების მოყვარულ მოზარდთა კონტიგენტის გაზრდა, სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა ჩართულობა გამოფენებში და სხვა შემოქმედებით ღონისძიებებში.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ა(ა)იპ „ამბროლაურის კულტურის ცენტრი“
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 01 01
|
516,5
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ა(ა)იპ „ამბროლაურის კულტურის ცენტრი“
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სახალხო თეატრი, თოჯინების თეატრი და მოსწავლეთა თეატრი, 29 ბიბლიოთეკა, 1 მუზეუმი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური, საესტრადო მუსიკალური ბენდი "Art New Life", სახალხო ანსამბლი „საგალობელი“ და ფოლკლორული ანსამბლი „იავნანა“.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლების მონიტორინგს. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღრიცხულია 103 ძეგლი, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს 70-მდე ძეგლს. წლის განმავლობაში სამსახური ახორციელებს ძეგლების მონიტორინგს, ფოტო ფიქსაციას და აწვდის შესაბამის ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.
საესტრადო ჯგუფი, სახალხო ანსამბლი „საგალობელი“ და ფოლკლორული ანსამბლი „იავნანა“ მონაწილეობას ღებულობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ სხვადასხვა კულტურულ და სადღესასწაულო ღონისძიებებში.
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მოსალოდნელი შედეგი
|
მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ქვეპროგრამის მიზანია: კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში მოსახლეობის ფართო მასების ჩართულობა, მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება; თეატრალური სფეროსადმი, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმებისადმი მოსახლეობის დაინტერესების ზრდა და ჩართულობის გაზრდა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ა(ა)იპ - „ამბროლაურის დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლის“ ქვეპროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 01 02
|
92,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ა(ა)იპ „ამბროლაურის დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლა“
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამუსიკო განათლების სკოლა.
|
|
სამუსიკო სკოლაში გაერთიანებულია საფორტეპიანო (15 მოსწავლე), ხალხური საკრავების და გიტარის (45 მოსწავლე), საესტრადო ვოკალის (40 მოსწავლე), საგუნდო და ქართული ხალხური სიმღერების (30 მოსწავლე), კლასიკური, თანამედროვე და ქართული ცეკვების (100 მოსწავლე) მიმართულებები. სამუსიკო სკოლაში სახელოვნებო სამუსიკო განათლებას იღებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 230 ბავშვი. სკოლებში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს (ადმინისტრაციული პერსონალი და პედაგოგები) 15 თანამშრომელს.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
სამუსიკო სკოლის ქვეპროგრამის მიზანია: ფორტეპიანოს,ხალხური საკრავების,საესტრადო სიმღერების, ქართული და თანამედროვე კლასიკური ცეკვების შესწავლა ბავშვებსა და მოზარდებში. მუსიკის, ხელოვნების შესწავლით დინტერესებულ პირთა მოძიება და შეკრება. მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული, ხელოვნების მოყვარული მოსწავლეების წარმოჩინება და ხელოვნების სფეროს პროპაგანდა.
მოსალოდნელი შედეგი: სამუსიკო სკოლა წლის განმავლობაში ფუნქციონირებს შეუფერხებლად. სრულად არის დაკმაყოფილებული სამუსიკო დაწყებით განათლებაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების მოთხოვნა. სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო სააღმზრდელო დაწესებულება ამბროლაურის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის“ ქვეპროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 01 03
|
62,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო სააღმზრდელო დაწესებულება ამბროლაურის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლა“
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამხატვრო სკოლა.
|
|
სამხატვრო სკოლაში ისწავლება სახვითი ხელოვნების და გამოყენებითი ხელოვნების დარგები. სკოლაში სამხატვრო განათლებას იღებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 63 ბავშვი. სკოლებში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს (ადმინისტრაციული პერსონალი და პედაგოგები) 12 თანამშრომელს.
ქვეპროგრამა ზრუნავს მოზარდთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე და იგი ითვალისწინებს მოზარდი თაობის ინტერესებს, საშუალებას აძლევს მათ აირჩიონ სახვითი თუ გამოყენებითი ხელოვნების დარგები: თექა, ჭრა–კერვა, ტიხრული მინანქარი, ხალიჩა–ფარდაგი, ხატწერა.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
სამხატვრო სკოლის პროფილების განვითარება, სასწავლო დონის ამაღლება, ხელოვნების მოყვარულ მოზარდთა კონტიგენტის გაზრდა. აღსაზრდელთა ჩართულობა გამოფენებში და სხვა შემოქმედებით ღონისძიებებში.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ა(ა)იპ ამბროლაურის სახვითი ხელოვნებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 01 04
|
67,5
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ა(ა)იპ ამბროლაურის სახვითი ხელოვნებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი მუზეუმი
|
|
მუნიციპალურ მუზეუმში დღეის მდგომარეობით განთავსებულია 503 ექსპონატი. წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 1000-ს. მუზეუმში წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებზე (იუბილეებზე), ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები და გამოფენები.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
ხელოვნების მოყვარულ მოზარდთა კონტიგენტის გაზრდა. მოსახლეობის ჩართულობა გამოფენებში და სხვა შემოქმედებით ღონისძიებებში.
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
კულტურის ღონისძიებები
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 02
|
40,0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
|
|
პროგრამის აღწერა
|
კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 2 ქვეპროგრამა, ესენია:
- სადღესასწაულო და კულტურული ღონისძიებების ქვეპროგრამა;
- საპატიო წოდებების მინიჭების ქვეპროგრამა;
სადღესასწაულო ღონისძიებების ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო და სახალხო სადღესასწაულო/კულტურული ღონისძიებების აღნიშვნას, რომლთა ორგანიზებაც ასევე ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის/რეგიონის პოპულარიზაცია/ცნობადობის ამაღლებას, ადგილობრივი არტისტების კულტურული პროდუქტების საზოგადოებისთვის გაცნობას და სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულების განვითარებას. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი 3 ღონისძიების დაფინანსება: დამოუკიდებლობის დღისადმი (26 მაისი) მიძღვნილი ღონისძიება; რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი "ფუძეობა" და ახალი წლის ღონისძიება.
საპატიო წოდების მინიჭების ქვეპროგრამა ითვალისწინებს 3 სახის წოდების მინიჭების ღონისძიებების დაფინანსებას, ესენია: ამბროლაურის საპატიო მოქალაქის წოდებების მინიჭება; კულტურის, სპორტის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის საპატიო წოდებების მინიჭება და/ან ჯილდოების გადაცემა; ამბროლაურის მუნიციპალიტეტზე უანგარო მზრუნველის წოდების მინიჭება.
ამბროლაურის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება მუნიციპალიტეტისა და/ან ქვეყნის წინაშე. გააჩნია განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის, ხელოვნების და სხვა მიმართულებით გამორჩეული მიღწევები.
კულტურის, სპორტის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის საპატიო წოდების მინიჭების ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება კულტურის, სპორტის და სამედიცინო სფეროს მოღვაწეებისთვის საპატიო წოდებების მინიჭება და/ან ფულადი ჯილდოების გადაცემა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტზე უანგარო მზრუნველის წოდება წლის განმავლობაში მიენიჭება არაუმეტეს 3 აქტიურ და ინიციატორ მოქალაქეს. პროგრამის არსი მდგომარეობს დევიზში: "ჩემი პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ ის, რასაც ვაკეთებ, არამედ ისიც, რომ შემეძლო და არ გავაკეთე".
|
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და სტუმრებისათვის სადღესასწაულო და სასიამოვნო გარემოს შექმნა;
საზოგადოების ფართო ნაწილის ჩართულობა სადღესასწაულო ღონისძიებებში; ნიჭიერი და პერსპექტიული შემოქმედების წარმოჩენა;
ღირსეული, ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანების დაფასება, მხარდაჭერა და სტიმულირება.
საზოგადოებაში მოხალისეობის იდეის წახალისება, აქტიური და ინიციატორი მოქალაქეების სტიმულირება.
განხორციელებული ღონისძიებებისადმი საზოგადოების ინტერესის, ასევე, ღონისძიებებზე მონაწილეთა და დამსწრეთა რაოდენობის ზრდა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ა(ა)იპ „ტურისტული ცენტრის“ ქვეპროგრამა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 06
|
105,1
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ა(ა)იპ „ტურისტული ცენტრი“
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „ტურისტული ცენტრი“. ცენტრი უზრუნველყოფს საინფორმაციო ბაზის შექმნას, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების, მათ შორის სასტუმროების, ტურისტული ლოკაციების, კვების და სხვა ობიექტების შესახებ. ცენტრი ახორციელებს ბაზის მუდმივ განახლებას. ცენტრი ამზადებს და გამოსცემს ტურისტულ-საინფორმაციო ბუკლეტებს და რუკებს, ორგანიზებას უწევს ტურისტულ პრომო კლიპების გადაღებას. ცენტრი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა გამოფენებში, სადაც წარადგენს და პოპულარიზაციას უწევს მუნიციპალურ პროდუქციას და წარმოაჩენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტურისტულ შესაძლებლობებს. ცენტრი პერიოდულად აწყობს შეხვედრებს ტურისტულ კომპანიებთან, აწვდის მათ შესაბამის ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შესახებ. „ტურისტული ცენტრი“ შემოსულ ვიზიტორებს უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციით.
ა(ა)იპ „ტურისტული ცენტრში“ დასაქმებულია 11 თანამშრომელი.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
ქვეპროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის მდგრადი განვითარება, ტურიზმის განვითარების საფუძველზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება. მიმზიდველი ტურისტული გარემოს შექმნა ადგილობრივი კულტურული, ეთნოგრაფიული, ეკო-სისტემისა და ბუნებრივი ღირშესანიშნაობების შენარჩუნებით. ტურისტების მოზიდვა, ადგილობრივი ტურიზმის განვითარება, შიდა და საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება.
ქვეპროგრამის მოსალოდნელი შედეგი: ტურისტების ნაკადის გაზრდა, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებსა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.
|
|
პროგრამის დასახელება
|
|
კოდი
|
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
|
05 03
|
23.0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
|
განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
|
|
პროგრამის აღწერა
|
პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდული ინიციატივების, ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობას, იგი ორიენტირებულია: მასობრივი სპორტის პოპულარიზაციასა და განვითარებაზე, საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე, მოსახლეობის მაქსიმალურ ინკლუზიაზე მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში. იგი ასევე გულისხმობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ქ. ამბროლაურში მდებარე სხვადასხვა პროფილის სკოლისგარეშე დაწესებულებების სასწავლო პროგრამებზე თანაბარი წვდომის ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ტრანსპორტის მომსახურების შესყიდვა. ტრანსპორტირება განხორციელდება სამ ძირითად მარშრუტზე სასწავლო პროგრამებში ჩართული ახალგაზრდების გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
პროგრამა ასევე მოიცავს ახალგაზრდებისთვის გასართობი, შემეცნებითი, სპორტული ღონისძიებების პოპულარიზების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი აქტივობების მხარდაჭერას. პროგრამის განხორციელებით ახალგაზრდებს საკუთარი უნარების რეალიზებისა და განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ.
პროგრამა შედგება შემდეგი 3 ქვეპროგრამისაგან:
- ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა;
- მასობრივი სპორტული ღონისძიების ორგანიზება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის ქვეპროგრამა;
- მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის სკოლისგარეშე დაწესებულებებზე წვდომის ხელშეწყობის ქვეპროგრამა.
ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით გასამართ სხვადასხვა ახალგაზრდულ ღონისძიებებზე პირის/პირთა ჯგუფის ტრანსპორტირებას, სპორტულ ოლიმპიადებისთვის მონაწილეთა ფორმების შეძენას და მათ დაჯილდოებას, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების მოწყობას, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობას;
მასობრივი სპორტული ღონისძიების ორგანიზება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება მარათონი, ყველა მონაწილეებს გადაეცემათ საიმიჯო მაისური, კეპი, სიგელი. გამარჯვებულებს (პირველ, მე-2 და მე-3 ადგილოსანი ვაჟი და გოგონა, უხუცესი და ნორჩი მონაწილე) დამატებით გადაეცემათ ფულადი პრიზი (100 ლარი);
მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის სკოლისგარეშე დაწესებულებებზე წვდომის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში დამზადდება უფასო მგზავრობის ბარათები; განხორციელდება სატენდერო შესყიდვა ბენეფიციართა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის მიზნით (200-220 ბენეფიციარის ტრანსპორტირება).
|
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ახალგაზრდობის ჩართულობის ზრდა;
ახალგაზრდებისთვის სოციალურ-საგანმანათლებლო, გასართობ-შემეცნებით, სპორტულ და სხვა ტიპის ღონისძიებების მოწყობა და მათში მონაწილეობის მიღება;
ახალგაზრდებისთვის შეიქმნება შესაბამისი გარემო საკუთარი უნარების განვითარებისა და რეალიზებისათვის.
|
|