შპს „ინდექსის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ეთარ კასუმოვა; მამედგასან კასუმოვი; რუფატ გასიმოვი M907)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2021 წლის 15 აპრილი

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342)

აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას ქუჩა №63, სადარბაზო 2, სართული 7

ელ. ფოსტა: specialist@indexi.ge, სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ყურადღება: თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება, განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M907

უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი:

ეთარ კასუმოვა პ/ნ 28001106078 მის.: წალკა ს. ბეშთაშენი

მამედგასან კასუმოვი პ/ნ 28601130384 მის.: წალკა ს. ბეშთაშენი

რუფატ გასიმოვი პ/ნ 28001107840 მის.: წალკა ს. ბეშთაშენი

აუქციონის ჩატარების დრო: 26/04/2021 წლის 14:00 სთ-დან 29/04/2021 წლის 11:15 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი:

eAuction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი”

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 17 899,77 ლარი

საწყისი ფასი შეადგენს კრედიტორის მოთხოვნის ოდენობისა და აუქციონის ხარჯების ჯამს, კერძოდ, მოთხოვნის ოდენობა 17 230,77 ლარი, აუქციონის საზღაური – 179 ლარი, სპეციალისტის საზღაური – 490 ლარი. მეორე აუქციონზე ხარჯებს დაემატება 120 ლარი. მესამე აუქციონზე ხარჯებს დაემატება ისევ 120 ლარი.

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: რაიონი მარნეული, სოფელი გეურ არხი; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1000.00 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი: 83.03.07.542; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა №1 (I სართული – 130.12 კვ.მ. და II სართული – 131.5 კვ.მ.) ნაგებობა №2 – 95.16 კვ.მ.; საკადასტრო კოდი: 83.03.05.894;

გარდამავალი უფლება: არა

სხვა უფლება: არა

შენიშვნა:

1. ფიქსირდება ყადაღა. მესაკუთრე/მოსარგებლე კასუმოვა ეთარ {პ/ნ 28001106078} საგანი: უძრავი ნივთი; რაიონი მარნეული, სოფელი გეურ არხი 83.03.05.894; კუთვნილი წილი; განცხადების № / თარიღი 102018403141 :: 30 ოქტ 2018 15:53; გადაწყვეტილების № / თარიღი 102018403141/3 :: 31 ოქტ 2018 12:04

საფუძველი: მომართვა, №SP181021194, 30.10.2018, აღსრულების ეროვნული ბიურო

2. მესაკუთრე ეთარ კასუმოვა (28001106078) ფიქსირდება მოვალეთა რეესტრში. წალკა ს. ბეშთაშენი;904049 16/08/2019 10:13 აღმასრულებელი: ვლადიმერ მუკბანიანი; სუბიექტის დამატება მოვალეთა რეესტრში A19142919-005 16/08/2019 10:13 სააღსრულებო საქმე: A19142919 (15/08/2019 15:02)

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით;

გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისიფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 (ოცი) კალენდარული დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 100, 500 და 1000 ლარიანი ბიჯის ოდენობით.

1 ბიჯის ოდენობა 100 000 ლარამდე ქონების შემთხვევაში განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. 100 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, ხოლო 500 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობით.

შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1 (ერთი) კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „ინდექსი“ მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე