|
აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას N 63, სადარბაზო 2, სართული 7
ელ ფოსტა: specialist@indexi.ge სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ყურადღება: თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება, განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
|
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: G 277
|
|
უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი:
მაია წილოსანი პ/ნ 01027056622 მის: ქ. თბილისი, ქიზიყის ქუჩა N 7, ბინა 8
|
|
აუქციონის ჩატარების დრო: 07/06/2021 წლის 14:00 სთ_დან 09/06/2021 წლის 11:00 სთ-მდე
|
|
აუქციონის ჩატარების ადგილი:
eAuction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი”
|
|
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 36 426.15 ლარი
საწყისი ფასი შეადგენს კრედიტორის მოთხოვნის ოდენობისა და აუქციონის ხარჯების ჯამს, კერძოდ, მოთხოვნის ოდენობა 10434.85 აშშ დოლარი (1 აშშ დოლარი შეადგენს 3.3056 ლარს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2021 წლის 22 მაისს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). სამართალწარმოებისათვის გადახდილი საფასური - 1112.28 ლარი. აუქციონის საზღაური - 429.83 ლარი, სპეციალისტის საზღაური - 390.6 ლარი. მეორე აუქციონზე ხარჯებს დაემატება 100.6 ლარი. მესამე აუქციონზე ხარჯებს დაემატება ისევ 100.6 ლარი.
|
|
უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: ქალაქი თბილისი, ქუჩა ქიზიყი, კორპუსი 7, ბინა N8, ფართი: 49.34 კვ.მ..; საკადასტრო კოდი: 01.19.21.002.029.01.008
|
|
გარდამავალი უფლება: არა
|
|
სხვა უფლება: ფიქსირდება მეორე რიგის იპოთეკა. იპოთეკარი: შპს უნივერსალ კაპიტალ გრუპ ს/ნ 445450921; მესაკუთრე: მაია წილოსანი პ/ნ 01027056622; საგანი: ბინა N8, ფართი: 49.34 კვ.მ., სანოტარო აქტი, რეესტრის ნომერი N150814273, დამოწმების თარიღი 29/07/2015, ნოტარიუს მ. გოგოლაძესთან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი ც. ლომაია; იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი N150816406, დამოწმების თარიღი 30/07/2015, ნოტარიუს მ. გოგოლაძესთან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი ც. ლომაია;
|
|
შენიშვნა:
ფიქსირდება ყადაღა. მესაკუთრე/მოსარგებლე წილოსანი მაია {პ/ნ 01027056622} განცხადების № / თარიღი 102016062038 :: 22 მარ 2016 17:06 საგანი: უძრავი ნივთი ქალაქი თბილისი, ქუჩა ქიზიყი, კორპუსი 7, ბინა 8 01.19.21.002.029.01.008 გადაწყვეტილების № / თარიღი 102016062038/3 :: 23 მარ 2016 10:38 საფუძველი: მომართვა, N28800, 22.03.2016, აღსრულების ეროვნული ბიურო.
ფიქსირდება მოვალეთა რეესტრი. მოვალე: მაია წილოსანი (01027056622) თბილისი ქიზიყის ქ. N 7 ბ. 8 №450694 05/05/2016 15:43 აღმასრულებელი: სალომე კვინიკაძე სუბიექტის დამატება მოვალეთა რეესტრში A16041148-005 05/05/2016 15:42 სააღსრულებო საქმე: A16041148 (04/05/2016 11:47).
|
|
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.
ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:
1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით
2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge- ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე
3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით
4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.
გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისიფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 (ოცი) კალენდარული დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 100, 500 და 1000 ლარიანი ბიჯის ოდენობით.
1 ბიჯის ოდენობა 100 000 ლარამდე ქონების შემთხვევაში განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. 100 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, ხოლო 500 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობით.
შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1(ერთი) კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს “ინდექსი” მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
|
ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე
|