“საქართველოს ტრანსპორტისა და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრების ბრძანებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.012.004.475
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №32
2000 წლის 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტრანსპორტისა და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრების ბრძანებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზ“ საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონისა და „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის №279 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ტრანსპორტისა და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრების ბრძანებებში, რომელებიც გამოცემულია 2000 წლის 11 მაისამდე და წარმოადგენენ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) სიტყვები „საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო“ და „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით “საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო“.
ბ) სიტყვები „საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი” „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დეპატამენტი“ შეიცვალოს სიტყვებით „სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია“, ხოლო სიტყვები „საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი“ – სიტყვებით „სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია“.
2. შესაბამისი ცვლილებები შეტანილ იქნეს საქართველოს ტრანსპორტისა და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის იმ ბრძანებებში, რომელიც გამოცემულია ერთობლივად სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი