ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.04.2021
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016452
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/04/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.04.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2021 წლის 28 აპრილი
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე
დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორის მიმართ, რაც მოიცავს: მოთხოვნებს საჯარო დაწესებულების დირექტორის განათლების და გამოცდილების, სამართლებრივი აქტების ცოდნის, სხვა საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიმართ, ასევე, საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობის შემთხვევებს.
მუხლი 2🔗.
განათლება და გამოცდილება
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ან „ე“ პუნქტში მითითებული რომელიმე ვარიანტის მოთხოვნებს სრულად:
ა)
აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება სკოლამდელი განათლების დარგში; აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტრირებაში ან ადამიანური რესურსების მართვაში.
ბ)
აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება განათლების ადმინისტრირების დარგში; აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით, გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება.
გ)
აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება განათლების მეცნიერებების, მასწავლებლის განათლების, ან ფსიქოლოგიის დარგში; აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში/ორგანიზაციებში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება; გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტრირებაში ან ადამიანური რესურსების მართვაში.
დ)
აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება ნებისმიერ დარგში; აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება; გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტრირებაში ან ადამიანური რესურსების მართვაში.
ე)
აქვს პროფესიული განათლება ადრეული და სკოლამდელი განათლების დარგში; აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება; გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტრირებაში ან ადამიანური რესურსების მართვაში.
მუხლი 3🔗.
სამართლებრივი აქტების ცოდნა
საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.
მუხლი 4🔗.
სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები
1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს:
ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;
გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;
დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები;
ე) განათლების ძირითადი თეორიები;
ვ) პრაქტიკული კვლევის მეთოდი განათლებაში;
ზ) ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები;
თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიული საფუძვლები;
ი) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები.
კ) ფინანსური მართვის საფუძვლები;
ლ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები;
მ) ფონდების მოძიების პრინციპები.
ნ) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები;
ო) ინვენტარიზაციის პროცედურები;
2. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:
ა) ადამიანური რესურსების მართვა;
ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;
გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;
დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა;
ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი;
ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება;
ზ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;
თ) შესყიდვების დაგეგმვა;
ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა;
კ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება;
ლ) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა.
მუხლი 5🔗.
საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა
საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.