შუახევის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.04.2021
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.135.016267
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/05/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.04.2021 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე | შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ცხენის ძალა არანაკლებ | 102 |
| გადაცემათა კოლოფი | მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი |
| სიგრძე არანაკლებ | 5000 |
| სიგანე არანაკლებ | 1755 |
| სიმაღლე არანაკლებ | 1760 |
| ელექტრო შუშები | ოთხივე |
| აუცილებელი მოთხოვნა | სარკეების ელ. რეგულირება |
| ელექტროშუშები | მინიმუმ წინა ორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზუგდიდის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შუახევის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2021 წლის 28 აპრილი
დაბა შუახევი
შუახევის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესი დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
რეკომენდაცია მიეცეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერს სამორიგეო მანქანების რაოდენობის განსაზღვრისა და გამწესების შემდეგ შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს საწვავის ლიმიტების დამდგენ სამართლებრივ აქტში და აღნიშნული ლიმიტები მიემართოს სამორიგეო მანქანების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 4🔗
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა მოახდინოს არარენტაბელური და ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინვენტარიზაცია აუქციონის წესით მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი დავითაძე
დანართი 1
შუახევის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესი
მუხლი 1🔗.
მოქმედების სფერო
შუახევის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ერთიან სტანდარტს შუახევის მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების განპიროვნებული და მორიგე ფუნქციების გადანაწილებისას, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და კლასების განაწილებას, განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს და ზღვრული ფლობის ღირებულებას.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
განპირობებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში კონკრეტულ თანამდებობის პირებზე ან/და კონკრეტულ თანამშრომელზე;
ბ)
სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა ყოველი კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე;
გ)
საშტატო რიცხოვნობა – ფაქტიურ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
მუხლი 3🔗.
განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე თანამდებობის პირები
განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირებს:
ა)
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;
ბ)
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები;
მუხლი 4🔗.
სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი.
1.
სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში – 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი.
2.
სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1-ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა ხდება 1 მთელამდე.
3.
ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.
მუხლი 5🔗.
ავტომობილების კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი
1.
ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.
2.
ავტომობილის კლასიფიკაციის წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს თითოეული კლასისათვის, რომელიც შემდგომ გამოყენებულ იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენისას. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების პროცესში (შესაბამის ეტაპზე) პრეტენდენტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ ისეთი სატენდერო წინადადება, რომელშიც გაუმჯობესებული იქნება მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ძრავის კუბატურის ან ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა), აღნიშნული გარემოება არ განაპირობებს შესყიდვებში მონაწილის უპირატესობას. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა მოხდება ,,სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის N90 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
3.
ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:
ა)
ავტომობილის შესყიდვის ფასი;
ბ)
ძრავის ზეთის ხარჯი;
გ)
ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;
დ)
წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;
ე)
ჰაერის ფილტრის ხარჯი;
ვ)
კონდინციონერის ფილტრის ხარჯი;
ზ)
ანთების სანთლები;
თ)
ძრავის ღვედი;
ი)
საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.
4.
ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 2-ის. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს წინა ხუნდები საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე შვიდჯერ, ხოლო უკანა ხუნდები სულ მცირე – 4 ჯერ. ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.
5.
ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამისი ორგანო ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.
6.
ამ წესის მიზნებისთვის ავტომობილების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი ნიშნით: II და III კლასისა და სპეციალიზებული ავტომობილები. ავტომობილების თითოეული კლასით მოსარგებლე პირთა კატეგორია, ასევე კონკრეტული კლასისთვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ამ დადგენილების №2 დანართით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.
დანართი 2
კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება
ეს დანართი განსაზღვრავს ავტომობილების კონკრეტული კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მათი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპირობებს. ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ გაცვლით კურსს.
მუხლი 1🔗
1.
II კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ზოგადი დანიშნულების მოთხოვნებს:
ა)
სამორიგეო;
ბ)
მომარაგების;
გ)
თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;
დ)
მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები ცხრილი №1-ის შესაბამისად;
ე)
მსუბუქი მაღალი განმავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები ცხრილი №2-ის შესაბამისად;
ვ)
ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისათვის 26600 (ოცდაექვსი ათას ექვსასი) დოლარის ეკვივალენტი ლარში;
ზ)
ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის 32500 (ოცდათორმეტი ათას ხუთასი) დოლარის ეკვივალენტი ლარში.
2.
განპიროვნებული:
ა)
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;
ბ)
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 2🔗
1.
III კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი დანიშნულების შემდეგ მოთხოვნებს:
ა)
სამორიგეო;
ბ)
მომარაგების;
გ)
თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;
დ)
მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – ცხრილი №3-ის შესაბამისად.
ე)
ზღვრული ფლობის ღირებულება 21 000 (ოცდაერთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
2.
III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №4-ის შესაბამისად.
3.
III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 29600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
მუხლი 3🔗
სპეციალიზებული კლასის ავტომობილებია:
ა)
ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად;
ბ)
პიკაპი;
გ)
სპეციალიზებული კლასის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 34 800 (ოცდათოთხმეტი ათას რვაასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;
დ)
სპეციალიზებული კლასის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №5-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.
მუხლი 5🔗
შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.
ცხრილი 1
II კლასის მსუბუქი ავტომობილი
ცხენის ძალა არანაკლებ
105
გადაცემათა კოლოფი
მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ
4483
სიგანე არანაკლებ
1760
სიმაღლე არანაკლებ
1445
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება
ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
ელექტრო შუშები
ოთხივე
აუცილებელი მოთხოვნა
სათადარიგო საბურავი
აუცილებელი მოთხოვნა
მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში
აუცილებელი მოთხოვნა
კონდიციონერი
აუცილებელი მოთხოვნა
აუდიო სისტემა
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის გამაძლიერებელი
აუცილებელი მოთხოვნა
ABS (მოცურების საწინააღმდეგო სისტემა)
აუცილებელი მოთხოვნა
უკანა საქარე მინის ელ. გათბობა
ცხრილი 2
II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი
ცხენის ძალა არანაკლებ
120
გადაცემათა კოლოფი
მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ
4223
სიგანე არანაკლებ
1765
სიმაღლე არანაკლებ
1570
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,
ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
ელექტრო შუშები
ოთხივე
აუცილებელი მოთხოვნა
სათადარიგო საბურავი
აუცილებელი მოთხოვნა
მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში
აუცილებელი მოთხოვნა
კონდიციონერი
აუცილებელი მოთხოვნა
აუდიო სისტემა
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის გამაძლიერებელი
აუცილებელი მოთხოვნა
უკანა საქარე მინის ელ. გათბობა
აუცილებელი მოთხოვნა
ABS (მოცურების საწინააღმდეგო სისტემა)
აუცილებელი მოთხოვნა
4X4
ცხრილი 3
III კლასის მსუბუქი ავტომობილი
ცხენის ძალა არანაკლებ
75
გადაცემათა კოლოფი
მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ
3840
სიგანე არანაკლებ
1695
სიმაღლე არანაკლებ
1450
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,
გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა
კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება
ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
ელექტროშუშები
მინიმუმ წინა ორი
აუცილებელი მოთხოვნა
სათადარიგო საბურავი
აუცილებელი მოთხოვნა
წინა 2 უსაფრთხოების ბალიში
აუცილებელი მოთხოვნა
კონდიციონერი
აუცილებელი მოთხოვნა
აუდიო სისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის გამაძლიერებელი
აუცილებელი მოთხოვნა
ABS (მოცურების საწინააღმდეგო სისტემა)
ცხრილი 4
III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი
ცხენის ძალა არანაკლებ
82
გადაცემათა კოლოფი
მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ
3665
სიგანე არანაკლებ
1600
სიმაღლე არანაკლებ
1575
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება
ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
ელექტროშუშები
მინიმუმ წინა ორი
აუცილებელი მოთხოვნა
სათადარიგო საბურავი
აუცილებელი მოთხოვნა
წინა 2 უსაფრთხოების ბალიში
აუცილებელი მოთხოვნა
კონდიციონერი
აუცილებელი მოთხოვნა
აუდიო სისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის გამაძლიერებელი
აუცილებელი მოთხოვნა
ABS (მოცურების საწინააღმდეგო სისტემა)
აუცილებელი მოთხოვნა
4X4
ცხრილი 5
სპეციალიზებული კლასის ავტომობილი
ცხენის ძალა არანაკლებ
102
გადაცემათა კოლოფი
მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ
5000
სიგანე არანაკლებ
1755
სიმაღლე არანაკლებ
1760
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება
ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,
გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);
ელექტროშუშები
მინიმუმ წინა ორი
აუცილებელი მოთხოვნა
სათადარიგო საბურავი
აუცილებელი მოთხოვნა
მინიმუმ 2 უსაფრთხოების ბალიში
აუცილებელი მოთხოვნა
კონდიციონერი
აუცილებელი მოთხოვნა
აუდიოსისტემა
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის გამაძლიერებელი
აუცილებელი მოთხოვნა
ABS
აუცილებელი მოთხოვნა
4X4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის სიმაღლის მარეგულირებელი
აუცილებელი მოთხოვნა
სარკეების ელ. რეგულირება
სპეციალიზებული კლასის ავტომობილი
ცხენის ძალა არანაკლებ
102
გადაცემათა კოლოფი
მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ
5000
სიგანე არანაკლებ
1755
სიმაღლე არანაკლებ
1760
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,
გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);
ელექტროშუშები
მინიმუმ წინა ორი
აუცილებელი მოთხოვნა
სათადარიგო საბურავი
აუცილებელი მოთხოვნა
მინიმუმ 2 უსაფრთხოების ბალიში
აუცილებელი მოთხოვნა
კონდიციონერი
აუცილებელი მოთხოვნა
აუდიოსისტემა
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის გამაძლიერებელი
აუცილებელი მოთხოვნა
ABS
აუცილებელი მოთხოვნა
4X4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის სიმაღლის მარეგულირებელი
აუცილებელი მოთხოვნა
სარკეების ელ. რეგულირება
სპეციალიზებული კლასის ავტომობილი
ცხენის ძალა არანაკლებ
102
გადაცემათა კოლოფი
მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ
5000
სიგანე არანაკლებ
1755
სიმაღლე არანაკლებ
1760
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება
ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,
გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);
ელექტროშუშები
მინიმუმ წინა ორი
აუცილებელი მოთხოვნა
სათადარიგო საბურავი
აუცილებელი მოთხოვნა
მინიმუმ 2 უსაფრთხოების ბალიში
აუცილებელი მოთხოვნა
კონდიციონერი
აუცილებელი მოთხოვნა
აუდიოსისტემა
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის გამაძლიერებელი
აუცილებელი მოთხოვნა
ABS
აუცილებელი მოთხოვნა
4X4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის სიმაღლის მარეგულირებელი
აუცილებელი მოთხოვნა
სარკეების ელ. რეგულირება