სს „აგროქიმსერვისის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „აგროქიმსერვისის“ (ს/ნ 238107687) აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
სს „აგროქიმსერვისის“ (ს/ნ 238107687) აქციათა 95.189%-ის მესაკუთრე ალექსანდრე მათიკაშვილი (პ/ნ 45001027051), აცხადებს, რომ მას სს „აგროქიმსერვისის“ აქციათა 100 პროცენტის შეძენის მიზნით, განზრახული აქვს ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის უფლებით და დანარჩენი აქციონერებისაგან გამოისყიდოს მათ საკუთრებაში არსებული სს „აგროქიმსერვისის“ აქციები. აღნიშნულთან დაკავშირებით, ალექსანდრე მათიკაშვილი წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53 4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად, განცხადებით მიმართავს სასამართლოს.
სს „აგროქიმსერვისის“ აქციათა სავალდებულო გამოსყიდვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლიან ფასად.
სს „აგროქიმსერვისის“ აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ალექსანდრე მათიკაშვილი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, სს „აგროქიმსერვისის“ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, რის შესახებაც კანონით გათვალისწინებული წესით ეცნობებათ სს „აგროქიმსერვისის“ დარჩენილ აქციონერებს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.
სს „აგროქიმსერვისის“ აქციათა გამოსყიდვის მიზანს წარმოადგენს სს „აგროქიმსერვისის“ მართვის ეფექტურად განხორციელება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ალექსანდრე მათიკაშვილის წარმომადგენელს, სს „აგროქიმსერვისის“ დირექტორს დავით მჭედლიძეს (ქ. თბილისი, ი.მაჩაბლის 11ა, მობ: 577 22 22 05, ყოველდღე, დასვენების დღეების გარდა, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე).
აქციონერებს მათი უფლების გადამოწმება შეუძლიათ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან (მის: ქ. თბილისი, ი. მაჩაბლის 11ა, მობ: 577 22 22 05).
სს „აგროქიმსერვისის“ (ს/ნ 238107687) აქციათა 95.189%-ის მესაკუთრე
ალექსანდრე მათიკაშვილი