აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/189
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/189

2021 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვისექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა – სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2021 წლის 26 თებერვლის N674/01 განცხადება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტრო გადამცემი ხაზის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ხორციელედება ჯვარის ელექტროქვესადგურის (500/220 კვ) და ხორგა-ჯვარის ელექტროქვესადგურების დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების შენებლობა. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტს. იგი მოიცავს დაახლოებით 2X8 კმ. სიგრძის 500 კვ. გადამცემი ხაზის მშენებლობას, 500 კვ. „კავკასიონის“ ხაზის შეჭრით და დაახლოებით 60 კმ. (220 კვ) ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ჯვარიდან ხორგაში, რაც გულისხმობს ახალი 220 კვ. ორჯაჭვა ეგხ-ს მიერთებას ხორგის 220 კვ. და ჯვარის 500 კვ. ქვესადგურთან.

მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოექცა შპს „დრ.როდგერ სერვის მენეჯმენტის“ (ს/კ 204558362) საკუთრებაში არსებული ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიფულში 121906.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ 45.04.02.149) ნაწილი – 196.00კვ.მ.

დასახელებულ პირს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მან უარი განაცხადა. ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია მშენებლობა, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაცია და კომისიის წინადადების საფუძველზე მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს ჯვარის ელექტროქვესადგურის (500/200 კვ) და ხორგა-ჯვარის ელექტროქვესადგურების დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების (500 კვ და 200 კვ) მშენებლობის პროექტს.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიფულში 121906.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ 45.04.02.149) მესაკუთრეა შპს „დრ.როდგერ სერვის მენეჯმენტი“ (ს/კ 204558362).

დადგენილია, რომ ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის არეალში ექცევა შპს „დრ.როდგერ სერვის მენეჯმენტის“ (ს/კ 204558362) საკუთრებაში არსებული 121906.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილი – 196.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

დადასტურებულია, რომ მესაკუთრეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ წერილობით აცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მან უარი განაცხადა. გამოსყიდვის შეტყობინებებით მესაკუთრეს ასევე მიეწოდა ინფორმაცია, რომ მისი უარის შემთხვევაში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც პროექტის განმახორციელებელი, იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის.”

ვინაიდან, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრესთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის № 1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2021 წლის 14 მაისის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება პროექტის მშენებლობის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ შპს „დრ.როდგერ სერვის მენეჯმენტის“ (ს/კ 204558362) საკუთრებაში არსებული   ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიფულში 121906.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ 45.04.02.149) ნაწილზე – 196.00კვ.მ-ზე.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით განობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).

 

მინისტრი                                                                                                  ნათელა თურნავა