საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.05.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-48/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.016875
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/05/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,685 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 03.10.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 31.12.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 96% 29.01.2020 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 96% 17.05.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 28.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-48/ნ 2021 წლის 19 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 21-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 მაისის №220 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 1. სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო; სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო; სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; სსიპ –  დასაქმების  ხელშეწყობის  სახელმწიფო სააგენტო; სსიპ –  ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო; სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახური) უფლებამონაცვლეს ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის საქმიანობის მიმართულებით. 2. ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე დაწესდეს გარდამავალი პერიოდი (შემდგომში − გარდამავალი პერიოდი). სააგენტოს მიეცეს უფლება, გარდამავალ პერიოდში თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის და/ან ინვენტარი/ქონების გადაცემამდე ან შეძენამდე, ისარგებლოს სამინისტროსა და შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებითა და სამსახურებრივი დოკუმენტაციით (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით), ასევე ელექტრონული სერვისებით/სისტემებით, მონაცემთა ბაზებით, ვებგვერდითა და სხვა საშუალებებით. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 15 აგვისტოდან.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ანალიზის სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 მაისის №220 დადგენილების შესაბამისად შექმნილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით. 3. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით. 4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში. 5. სააგენტოს აქვს ბეჭედი, საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0119, წერეთლის გამზირი №144. მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. სააგენტოს საქმიანობის მიზნები და ამოცანებია: ა) თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვით, მათი მომსახურებითა და განვითარებით ხელი შეუწყოს სამინისტროსა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო; სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო; სსიპ − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო; სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო; სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახური) – (შემდგომში − საჯარო სამართლის იურიდიული პირები) მიზნებისა და ამოცანების მიღწევას; ბ) ​ამ დებულებითა და კანონმდებლობით სამინისტროს სისტემის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, სამინისტროს სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო საინფორმაციო სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვა, ასევე პირის პერსონალური, სოციალური, ეკონომიკური და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მონაცემების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან (შემდგომში – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) და სხვა სამთავრობო უწყებებიდან/დაწესებულებებიდან მიღება/დამუშავება. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული ინფორმაციის კანონზომიერი დაცვა, გამოყენება/წვდომა დევნილთა, შრომისა და სოციალური საკითხების დაცვისა და მართვის გაუმჯობესებისათვის, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის (მათ შორის, ელექტრონული ჯანდაცვის) სისტემის მართვისა და მდგრადობისათვის ამ სისტემის მონაწილე/სისტემაში ჩართული პირების მხრიდან; გ) სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ეფექტურად ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო ინტეგრირებული სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა; დ) სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ე) სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სერვისების მართვის ინტეგრირებული ინფორმაციული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება; ზ) სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული სისტემების ქვეყნის ელექტრონული მმართველობის სისტემებში ინტეგრაცია. 2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) სამინისტროს სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის არქიტექტურის შემუშავება, მოწყობის, ექსპლუატაციის მოთხოვნების განსაზღვრა და არქიტექტურის პრაქტიკული განხორციელება; სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება, რესურსების ოპტიმიზაცია და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ბ) სასერვერო ოთახების (სასერვეროების) მოწყობის, ექსპლუატაციის პროცედურების და მონიტორინგის სისტემების დანერგვის პროექტების შემუშავება და განხორციელება. სასერვეროების მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფა; გ) სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო აპარატურის საჭიროებების (ამოცანებიდან გამომდინარე) განსაზღვრა, დანერგვა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული სისტემებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება სრული ციკლის საშუალებით − ბიზნესპროცესების ანალიზი, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, ტესტირება, დანერგვა, მხარდაჭერა, გაუმჯობესება; ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისების მენეჯმენტის პროცესების შემუშავება, დანერგვა, გაუმჯობესება ITIL მეთოდოლოგიის გამოყენებით. ინციდენტების, ცვლილებების, სერვისის დონის მართვის და სხვა ITIL პროცესების დანერგვა; ვ) ,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული აქტივების მთლიანობის, ხელმისაწვდომობისა და კონფიდენციალობის უზრუნველსაყოფად, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერთან ერთად საჭირო სისტემების შერჩევის, დანერგვის და მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერთან ერთად ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურების და სტანდარტების შემუშავება და დანერგვა; ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასებისა და კონტროლის დანერგვის პროცესში მონაწილეობა; ბიზნესუწყვეტობის და სისტემების აღდგენის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; თ) სამინისტროს სისტემაში ინფორმაციული ტექნოლოგიების, სისტემების, მოწყობილობების, კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის, ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობების განსახორციელებელი შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება; ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. სააგენტოს დირექტორი, მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე. 3. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, მინისტრთან შეთანხმებით. დირექტორის მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხით. 4. დირექტორის არყოფნის (უფლებამოსილების შეწყვეტის ან შეჩერების) შემთხვევაში დირექტორის მოვალეობებს ასრულებს მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე, თუ მინისტრის ბრძანებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 5. დირექტორის არყოფნის (უფლებამოსილების შეწყვეტის ან შეჩერების) შემთხვევაში, სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრი უფლებამოსილია დირექტორის უფლება-მოვალეობები დროებით დააკისროს დირექტორის ერთ-ერთ მოადგილეს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს დირექტორი. მუხლი 4🔗. სააგენტოს დირექტორი სააგენტოს დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე; გ) ერთპიროვნულად უძღვება სააგენტოს საქმიანობას. ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების (ცენტრალური აპარატი და ტერიტორიული ორგანო) საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს; ე) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის; ვ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს დირექტორის მოადგილეთა კანდიდატურებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; თ) ახორციელებს სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას; ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; კ) უფლებამოსილია, სააგენტოს თანამშრომლების განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის ან შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი); ლ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ერთეულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს; მ) უფლებამოსილია, სხვადასხვა უწყებიდან მოიწვიოს სპეციალისტები ან/და დამოუკიდებელი ექსპერტები; ნ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ო) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ; პ) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებაზე, უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე; ჟ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას; რ) სამინისტროში წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს საკუთარი შემოსულობების ფარგლებში, შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიურ გეგმას; ს) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს; ტ) სააგენტოს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებსა და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; უ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურა 1. სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით. 2. სააგენტოს სტრუქტურასა და თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს დირექტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. სააგენტოს საქმიანობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა. მუხლი 7🔗. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები 1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები. 3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 4. შემოსავლის მიღების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია დადოს სათანადო ხელშეკრულებები. 5. სააგენტო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს. მუხლი 8🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. მუხლი 9🔗. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები 1. სააგენტო გარდამავალი პერიოდის განმავლობაში დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ანალიზის სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 მაისის №220 დადგენილების შესაბამისად. 2. ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.