ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში, ბათუმის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ბათუმის II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №146
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016606
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/05/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ემირ ბურჯანაძის V შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბათლომე ხუციშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის სოფიო ყულოშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, აშოტ კურაპალატის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის სახელმწიფო მოღვაწის კრავაი ჯაყელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მარშალ იოზეფ პილსუდსკის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ზურაბ პატარიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის III შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები სიმენსების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში, ბათუმის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ბათუმის II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №146
2021 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში, ბათუმის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ბათუმის II შესახვევის
სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში, ბათუმის ქუჩასთან არსებულ უსახელო შესახვევს მიენიჭოს ბათუმის II შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე