ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეფე ლუარსაბ I-ის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №150
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016610
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/05/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ბეთანიაში, თამარ მეფის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეფე გიორგი III-ის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ჩოგბურთელის თეიმურაზ კაკულიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის მონაკვეთისთვის ლიბანის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შულავერის ივერიონის უბანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისათვის ,,აფხაზეთის“ სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეფე ლუარსაბ I-ის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №150
2021 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეფე ლუარსაბ I-ის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს მეფე ლუარსაბ I-ის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე