ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების უფლების შეზღუდვის შესახებ
მიღების თარიღი 29.04.2021
ძალის დაკარგვა 05.08.2021
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №13617
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016625
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/05/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის შესახებ შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი 05.08.2021
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
- ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის შესახებ შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ბრძანებები (1)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- დამატებული ღირებულების გადასახდის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „(ძალადაკარგულია - 29.04.2021, №13617)"
დოკუმენტის ტექსტი
ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების უფლების შეზღუდვის შესახებ
(ძალადაკარგულია - 05.08.2021, №25697)
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №13617
2021 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
ცალკეულ
შემთხვევებში
გადასახადის
გადამხდელისათვის
საგადასახადო
ანგარიშ-ფაქტურებისა
და
საგადასახადო
დოკუმენტების
გამოწერის/დადასტურების
უფლების
შეზღუდვის
შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 56
3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან ჩაითვალოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად.
2. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ავტომატურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, გაუუქმდეს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია).
3. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ავტომატურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, გაუუქმდეს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის მიხედვით, არ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშის ნომერი.
4. საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ, აღიარებული საგადასახადო დავალიანების მქონე კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს გაუუქმდეს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
5. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი (მათ შორის, დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში), შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, საკითხის შესწავლის შედეგად.
6. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა გავრცელდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირზე არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში.
7. იმ საანგარიშო პერიოდზე ან საკითხზე, რომელზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პროგრამულად განხორციელდეს ზემოაღნიშნულ პერიოდში/პერიოდებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შეზღუდვა.
8. ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა დასაშვებია გადასახადის გადამხდელის შემოსავლების სამსახურში განცხადების და შესაბამისი არგუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც შეიწავლის აუდიტის დეპარტამენტი და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს, მიეცემა საშუალება მოახდინოს, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
9. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 იანვრის №107 ბრძანება.
10. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე, გარდა ამ ბრძანების მე-3, მე-7 და მე-8 პუნტებისა.
11. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის პირველ მაისს.
12. ამ ბრძანების მე-7 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის შექმნისთანავე.
სამასახურის უფროსი ლევან კაკავა.