ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.05.2021
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016527
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/05/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.05.2021 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2021 წლის 21 მაისი დაბა ადიგენი | ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
| ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი | ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2021 წლის 21 მაისი
დაბა ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი
დანართი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წინამდებარე წესი (შემდგომში − წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ვრცელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
2. ამ წესის მიზანია ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.
3. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებისას დაცული უნდა იქნეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
4. ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებისას, მუნიციპალიტეტმა ითანამშრომლოს შესაბამისი სფეროს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია − სხვადასხვა მასალით შექმნილი ობიექტი: ძეგლი, ობელისკი, ინსტალაცია, კონცეპტუალური ხელოვნების ობიექტი, მემორიალური დაფა რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ენაზე მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ავტორი, ან ავტორები, განთავსების თარიღი და მასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ინფორმაცია არქიტექტურულ-მხატვრულ კომპოზიციაზე, საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად, შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზე;
ბ) სამსახური − კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური.
გ) სამინისტრო − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
დ) კომისია −ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია, რომელიც ახდენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსათავსებელი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციისათვის შესაბამისი ესკიზის თაობაზე კონკურსის გამოცხადებას და საუკეთესო ნაშრომის გამოვლენას;
ე) ადმინისტრაციული ორგანო – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია/საკრებულო.
მუხლი 3🔗. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხის ინიცირება
1. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხის ინიცირების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
2. საკითხის ინიცირებისთვის დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში − სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი);
ბ) ინფორმაციას, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების სავარაუდო ადგილმდებარეობის შესახებ;
გ) ინფორმაცია იმ პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის ან განსათავსებელი ობიექტის მხატვრული ღირებულების შესახებ, რომელსაც უკავშირდება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა რეკვიზიტებს;
ე) საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დამატებით მოთხოვნილ დოკუმენტს ან ინფორმაციას.
4. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის განცხადებით გათვალისწინებულია მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსება, განცხადებას ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა უნდა ერთოდეს:
ა) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის(ქანდაკების) პროექტი, ესკიზი და მოდელი, შესასრულებელი მასალის მითითებით;
ბ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის(ქანდაკების) განთავსების მისამართი(ადგილმდებარეობა) და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი(მიწაზე საკუთრების დამდგენი დოკუმენტი), საკადასტრო გეგმა(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის(ქანდაკების) განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის(ქანდაკების) განშლის ამსახველი ფოტომასალა;
დ) მესაკუთრის თანხმობა (საჭიროების შემთხვევაში) ;
5. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი იღებს ვალდებულებას, ადიგენის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცეს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია ან/და განახორციელოს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებასთან დაკავშირებული სამუშაოები საკუთარი რესურსით, განცხადებას თან უნდა დაერთოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
6. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სამსახურის მიერ საკრებულოს არ წარედგინება განცხადებით გათვალისწინებული საკითხი განსახილველად, განმცხადებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხის თაობაზე ინიცირებული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ტექნიკური დამუშავება, განცხადება თანდართული მასალებით გადაეგზავნება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის.
მუხლი 4🔗. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის შერჩევა ღია კონკურსით
1. ადიგენის მუნიციპალიტეტი, საკუთარი ინიციატივით ახდენს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის შერჩევას ღია კონკურსის გზით, რომლის ჩატარების მიზანია, კონკურსის საფუძველზე საუკეთესო საპროექტო წინადადებისა და ესკიზის გამოვლენა.
2. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის საუკეთესო საპროექტო წინადადებისა და ესკიზის შერჩევის ღია კონკურსის გამოცხადების, საკონკურსო ვადების, კონკურსის პირობების, შედეგების, საუკეთესო საპროექტო წინადადებისა და ესკიზის გამოვლენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია.
3. კომისიის მუშაობის წესი და პირობები განისაზღვრება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული, შესაბამისი კომისიის დებულების თანახმად.
4. კონკურსის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირი;
5. კონკურსის მიმდინარეობისას შესაძლებელია გაიმართოს საჯარო განხილვა და დისკუსია, მოხდეს მათი გაშუქება მედიასაშუალებებით და ა.შ.
6. საკონკურსო კომისია კონკურსში მონაწილეთაგან გამოავლენს გამარჯვებულს/გამარჯვებულებს.
7. კონკურსის საუკეთესო არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის ავტორთან, ადიგენის მუნიციპალიტეტი, პროექტის დამუშავების თაობაზე უზრუნველყოფს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას. კონკურსის მეორე ან/და მესამე ადგილების არსებობის შემთხვევაში, გამარჯვებულებს გადაეცემა შესაბამის ჯილდო.
მუხლი 5🔗. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებისთვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი საქონლის, მომსახურებისა ან სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ადიგენის მუნიციპალიტეტი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, მუნიციპალიტეტი სამინისტროს წარუდგენს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №3/203 ბრძანებით გათვალისწინებულ მასალებს.
3. ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებისთვის საჭირო შესყიდვის განხორციელების თაობაზე, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
4. ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსება შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივი ან/და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, თვითმმართველობის მიერ კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრებით. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსება, ნებაყოფლობითობის პრინციპის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ, შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით.