ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მიზნით წარმოსადგენი სატარიფო განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.06.2021
გამომცემი ორგანო ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
ნომერი №11/040
სარეგისტრაციო კოდი 300380000.25.017.016016
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/06/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.06.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სააგენტოს უფროსი გიორგი ტატიშვილი | სააგენტოს უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ ნავთობის გადამუშავების, რეალიზაციის, ნავთობის ტრანსპორტირების და გაზის ტრანსპორტირების ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის - ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე ბუნებრივი გაზის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ 2020-2026 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მიზნით წარმოსადგენი სატარიფო განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
–
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის
ბრძანება №11/040
2021 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მიზნით წარმოსადგენი სატარიფო განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 254 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მიზნით დამტკიცდეს სატარიფო განაცხადის ფორმა დანდართული დანართი №1-ის სახით;
2. დამტკიცდეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტის სატარიფო განაცხადის ფინანსური ანგარიშის ფორმები თანდართული სახით:
ა) საწარმოს რეკვიზიტები – დანართი №2;
ბ) ინფორმაცია საწარმოს შესახებ – დანართი №3;
გ) ფინანსური მონაცემები (მოგება-ზარალის ანგარიშგება, საბუღალტრო ბალანსი, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება, კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგება, აქტივების ბაზა) – დანართი №4;
დ) ფაქტობრივი და დაგეგმილი ინვესტიციები – დანართი №5;
ე) ბუნებრივი გაზის ბალანსი და კომერციული მონაცემები – დანართი №6.
3. დამტკიცდეს სატარიფო განაცხადთან წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, თანდართული დანართი №7-ის სახით.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სააგენტოს უფროსიგიორგი ტატიშვილი