ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.06.2021 ბოლო ცვლილება 28.10.2021
ნომერი
№11/039
სარეგისტრაციო კოდი
300380000.25.017.016015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – 

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის

ბრძანება №11/039

2021 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 

ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს „ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მეთოდოლოგია“ თანდართულ  დანართთან ერთად.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


სააგენტოს უფროსიგიორგი ტატიშვილი
📎 დანართები (1)
ცვ-ით.doc DOC

ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მეთოდოლოგია

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მიზანი

1. ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიის (შემდგომში – მეთოდოლოგია) მიზანია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის წესისა და პრინციპების განსაზღვრა.

2. ამ მეთოდოლოგიით ტარიფის დადგენისას გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წამახალისებელი რეგულირების (ზღვრული შემოსავლების რეგულირება) პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფს საწარმოს ფუნქციონირების ეფექტიანობის ზრდის სტიმულირებას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. წინამდებარე მეთოდოლოგიაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. მეთოდოლოგიაში სატარიფო რეგულირების მიზნებისთვის გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არამატერიალური აქტივი – შესაბამის რეგულირებად საქმიანობაში გამოყენებული ფიზიკური ფორმის არმქონე, იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი;

ბ) არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები (ncOPEX) – საწარმოს დანახარჯები, რომლებიც გამოწვეულია გარეშე ფაქტორებით და რომლებზეც საწარმო გავლენას ვერ ახდენს;

გ) არარეგულირებადი აქტივი – აქტივი, რომელიც არ გამოიყენება რეგულირებად საქმიანობაში;

დ) აქტივი – მატერიალური და არამატერიალური აქტივი;

ე) აქტივის აღდგენითი ღირებულება – დანახარჯების ჯამური თანხა, რომელიც საჭირო იქნება შესაფასებელი აქტივის ანალოგიური აქტივის შესაქმნელად;

ვ) აქტივის თვითღირებულება – აქტივის შექმნის ან საწყისი შეძენის დროს გადახდილი ფულის ან ფულის ეკვივალენტების ან სხვა კომპენსაციის რეალური ღირებულების თანხა;

ზ) აქტივის ისტორიული ღირებულებით შეფასების მეთოდი – აქტივის ღირებულების შეფასება მისი შექმნის ან საწყისი შეძენის ფასით;

თ) აქტივის წმინდა საბალანსო ღირებულება – აქტივის თვითღირებულებას (ამ აქტივზე განხორციელებული ინვესტიციის გათვალისწინებით) გამოკლებული დაგროვილი ცვეთა/ამორტიზაცია;

ი) ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფი – საქმიანობის ლიცენზიანტის მიერ ბუნებრივი გაზის გატარებაზე გაწეული მომსახურების ფასი;

კ) ბუნებრივი გაზის ზენორმატიული დანაკარგი – დადებითი სხვაობა ფაქტობრივ დანაკარგსა და სააგენტოს მიერ დადგენილ ბუნებრივი გაზის ნორმატიულ დანაკარგს შორის;

ლ) ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი – ბუნებრივი გაზის დანაკარგის დასაშვები მოცულობა, რომელიც წარმოიშობა ბუნებრივი გაზის გატარებისას;

მ) ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი დანაკარგი –ბუნებრივი გაზის მოცულობებს შორის სხვაობა, რომელიც გამოითვლება აღრიცხვის ხელსაწყოს ჩვენებების ან/და დარიცხვის მიხედვით;

ნ) ინვესტიცია – აქტივის შექმნის, შეძენის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციისათვის განხორციელებული კაპიტალური დაბანდებები;

ო) კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC) – რეგულირებადი აქტივების ბაზაზე ამონაგების ნორმა, რომელიც იანგარიშება გადასახადებამდე, სააგენტოს მიერ დადგენილი კაპიტალის (საკუთარი და მოზიდული) სტრუქტურის მიხედვით;

პ) კაპიტალური დანახარჯები (CAPEX) – ამ მეთოდოლოგიის მიზნებისთვის ამონაგები რეგულირებადი აქტივების ბაზაზე და ცვეთა/ამორტიზაცია;

ჟ) კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები (cOPEX) – საწარმოს საოპერაციო დანახარჯები, რომლებიც გამოწვეულია შიდა ფაქტორებით და რომლებზეც საწარმოს შეუძლია გავლენის მოხდენა;

რ) მატერიალური აქტივი – შესაბამის რეგულირებად საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი საშუალებები, რომელთა სასარგებლო მომსახურების ვადა აღემატება ერთ წელს;

ს) მესამე მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (მათ შორის: სახელმწიფო, მომხმარებელი და სხვა), გარდა საწარმოს წილის მფლობელისა, რომელიც საწარმოზე გასცემს სუბსიდიას, გრანტს, იხდის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე ან გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურს ან/და საწარმოს უსასყიდლოდ გადასცემს მატერიალურ და არამატერიალურ აქტივს;

ტ) მიმწოდებელი – ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი, რომლის საქმიანობაც ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

უ) რეგულირებადი აქტივი – აქტივი, რომელიც გამოიყენება რეგულირებად საქმიანობაში;

ფ) რეგულირებადი საქმიანობა – ამ მეთოდოლოგიის მიზნებისათვის ბუნებრივი გაზის გატარება, რომელიც რეგულირდება სააგენტოს მიერ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ქ) რეგულირებადი დანახარჯების ბაზა (RCB) – სააგენტოს მიერ სატარიფო წლისთვის საწარმოსთვის ნებადართული შემოსავალი, რომელიც საჭიროა საწარმოს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის და მოიცავს გონივრულ ხარჯებს და მიზანშეწონილ მოგებას;

ღ) რეგულირებადი აქტივების ბაზა (RAB) – საწარმოს რეგულირებად საქმიანობაში გამოყენებული მატერიალური და არამატერიალური აქტივები, რომლებიც უშუალო კავშირშია შესაბამის რეგულირებად საქმიანობასთან;

ყ) საბრუნავი კაპიტალი (WC) – საწარმოს საოპერაციო დანახარჯების დაფინანსებისათვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობა;

შ) „სამშენებლო ბლოკების“ მეთოდი – რეგულირებადი დანახარჯების ბაზის სტრუქტურის განსაზღვრა მისი შემადგენელი კომპონენტების მიხედვით;

ჩ) საბაზისო წელი (t-1) – ტარიფის დადგენის წლის წინა კალენდარული წელი;

ც) ინფლაცია – ამ მეთოდოლოგიის მიზნებისათვის სსიპ „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის” მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) საშუალო წლიური მაჩვენებლის პროცენტული ცვლილება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან;

ძ) საოპერაციო დანახარჯები (OPEX) – ბუნებრივი გაზის გატარებასთან დაკავშირებული დანახარჯები, აგრეთვე ამ მეთოდოლოგიის მიზნებისთვის, რეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე დანახარჯები;

წ) სატარიფო განაცხადი – სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმები და მასთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტაცია, რომლებშიც ასახულია საწარმოს საბაზისო წლის ფინანსური და ტექნიკური მონაცემები, აგრეთვე რეგულირების პერიოდში განსახორციელებელი ინვესტიციების გეგმა;

ჭ) სატარიფო რეგულირების პერიოდი (n) – სააგენტოს მიერ დადგენილი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოქმედებს სააგენტოს მიერ დადგენილი ტარიფი;

ხ) სატარიფო წელი (t+i) – სატარიფო რეგულირების პერიოდის i-ური კალენდარული წელი;

ჯ) საწარმო – ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე უდგინდება ტარიფი შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობისათვის;

ჰ) ტარიფის დადგენის წელი (t) – სატარიფო რეგულირების პერიოდის პირველი სატარიფო წლის წინა კალენდარული წელი;

ჰ1) ცვეთა/ამორტიზაცია – მატერიალური/არამატერიალური აქტივების ცვეთადი ღირებულების გადანაწილება მისი სასარგებლო მომსახურების ვადაზე.

მუხლი 3. ძირითადი პრინციპები

1. წინამდებარე მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი ტარიფი:

ა) იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან;

ბ) სტიმულს აძლევს საწარმოს, გაზარდოს ეფექტიანობა საკუთარი ხარჯების ოპტიმიზაციის საფუძველზე იმ პირობით, რომ არ მოხდეს საწარმოს მომსახურების ხარისხისა და ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება;

გ) ხელს უწყობს საწარმოს ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდის გზით;

დ) ხელს უწყობს საწარმოს სტაბილურ და საიმედო ფუნქციონირებას;

ე) უზრუნველყოფს საწარმოსათვის გამჭვირვალე, სტაბილური და სამართლიანი სატარიფო განაკვეთების დაწესებას.

2. საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზის სტრუქტურის განსაზღვრისას გამოიყენება „სამშენებლო ბლოკების“ მიდგომის მეთოდი. ამ მეთოდით განსაზღვრული რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა) კაპიტალური დანახარჯები;

ბ) კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები;

გ) არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები;

დ) საბრუნავი კაპიტალის საპროცენტო ხარჯი;

ე) ნორმატიული დანაკარგების ღირებულება;

ვ) გაანგარიშების კომპონენტი;

ზ) მომსახურების ხარისხის კომპონენტი.

3. კაპიტალური დანახარჯების და არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების, აგრეთვე კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების საპროგნოზო ნაწილის (spOpex, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაანგარიშება ხორციელდება საბაზისო წლის აუდირებული მონაცემებისა და რეგულირების პერიოდისათვის საპროგნოზო დანახარჯების გათვალისწინებით, რომლის გაანგარიშება ხორციელდება „დანახარჯები პლუს“ მეთოდით, წინამდებარე მეთოდოლოგიით განსაზღვრული გაანგარიშეის პრინციპების შესაბამისად.

4. იმ შემთხვევაში, თუ დანახარჯების სააგენტოს მიერ გადამოწმების შედეგად გამოვლინდა ინფორმაცია, რომლის იდენტიფიცირებაც არ მოხდა წინა სატარიფო წლის (წლების) ტარიფის დადგენისას, სააგენტო უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენოს საბაზისო წლის აუდიტის შედეგების გაანგარიშებისათვის. გაანგარიშება განხორციელდება ამ მეთოდოლოგიის IV თავში ასახული პრინციპების გათვალისწინებით.

5. სააგენტოს მიერ დადგენილი ყველა ტარიფი გაიანგარიშება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გარეშე.

მუხლი 4. სატარიფო რეგულირების და ტარიფის დადგენის პერიოდი

1. სატარიფო რეგულირების პერიოდი (n) განისაზღვრება 3 კალენდარული წლით.

2. სააგენტო ტარიფს ადგენს სატარიფო რეგულირების მთელი პერიოდისთვის, ხოლო დადგენილი ტარიფის გაანგარიშება ხორციელდება ამ მეთოდოლოგიის შესაბამისად.

3. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ამ მეთოდოლოგიის ფარგლებში პირველად უდგინდება ტარიფი, სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე რეგულირების პერიოდის ბოლომდე.

თავი II. რეგულირებადი დანახარჯების გაანგარიშება

მუხლი 5. რეგულირებადი დანახარჯების ბაზა სატარიფო წლისთვის

ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მიზნით, რეგულირებადი დანახარჯების ბაზა რეგულირების პერიოდის შესაბამისი (t+i) სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic]

სადაც:

|i |– |სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); |

| | | |

|[pic] |– |საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |– |საწარმოს კაპიტალური დანახარჯები შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |– |ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების ღირებულება შესაბამისი |

| | |სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |– |საწარმოს არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |– |საბრუნავი კაპიტალის საპროცენტო ხარჯი შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |– |დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი, რომელიც გაიანგარიშება მე-18 მუხლის შესაბამისად (ლარი); |

| | | |

მუხლი 6. კაპიტალური დანახარჯები

რეგულირების პერიოდის შესაბამისი (t+i) სატარიფო წლისთვის კაპიტალური დანახარჯები იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic] (2),

სადაც:

|i |– |სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); |

|CAPEX t+i |– |საწარმოს კაპიტალური დანახარჯები შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|RAB t+i |– |რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|WACC t+i |– |რეგულირებადი აქტივების ბაზაზე ამონაგების ნორმა შესაბამისი სატარიფო წლისთვის (%); |

|D t+i |– |წლიური ცვეთა/ამორტიზაცია შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი). |

მუხლი 7. რეგულირებადი აქტივების ბაზა

1. რეგულირებადი აქტივების ბაზის ფორმირებაში მონაწილეობს როგორც საწარმოს არსებული (მოქმედი) რეგულირებადი აქტივები, ასევე სააგენტოსთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული (დაგეგმილი) აქტივები.

2. აქტივის ღირებულება განისაზღვრება ისტორიული ღირებულების შეფასების მეთოდით.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც აქტივის ღირებულება არ დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მეთოდით, სააგენტო იყენებს აქტივის აღდგენითი ღირებულებით შეფასების მეთოდს.

4. სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო ქონების (აქტივების) პრივატიზების შემთხვევაში, რეგულირებადი აქტივების საწყის ისტორიულ ღირებულებად მიიჩნევა ქონების საპრივატიზაციო ღირებულება, შესაბამისი საპრივატიზაციო პირობების გათვალისწინებით.

5. საწარმოს მიერ რეგულირებადი აქტივების სხვა საწარმოზე გაყიდვის შემთხვევაში, სააგენტო შესაბამისი ტარიფის დადგენისას არ გაითვალისწინებს აქტივის ხელმეორედ გაყიდვის ღირებულებას და იხელმძღვანელებს აქტივის ისტორიული ღირებულებით.

6. სააგენტო საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახავს სატარიფო რეგულირების პერიოდში თითოეული სატარიფო და ტარიფის დადგენის წლისთვის დაგეგმილ ინვესტიციებს საინვესტიციო გეგმის შესაბამისად. საწარმო ვალდებულია დაასაბუთოს განსახორციელებელი ინვესტიციების აუცილებლობა, აგრეთვე ამ ინვესტიციის განხორციელების შედეგად მისაღები ეფექტი (სამიზნე მაჩვენებელი) და სარგებელი. თუ საწარმოს კონკრეტული სატარიფო წლის საინვესტიციო გეგმის ღირებულების ცვლილება აღემატება 10%-ს დადებითი ან უარყოფითი ნიშნით, საწარმო ვალდებულია აღნიშნული ცვლილებები წინასწარ შეათანხმოს სააგენტოსთან.

7. გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ტექნიკური პარამეტრების უზრუნველყოფის მიზნით არსებული და ტრანსპორტირების ლიცენზიატის კუთვნილი ბუნებრივი გაზი წარმოადგენს რეგულირებად აქტივს, რომელიც ჩართულია რეგულირებადი აქტივების ბაზაში და არ ერიცხება ცვეთა/ამორტიზაცია.

8. თუ საწარმოს მიერ დაგეგმილი ინვესტიციები (კონკრეტული საინვესტიციო პროექტი) არ განხორციელდა სააგენტოსთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის პირობებით (არ დასრულდა საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი სატარიფო წლის ბოლომდე), ასეთი ინვესტიციები განიხილება, როგორც დაუმთავრებელი მშენებლობა და აღნიშნულ ინვესტიციაზე საწარმოს მიერ მიღებული კაპიტალური დანახარჯები ექვემდებარება გაანგარიშებას წინამდებარე მეთოდოლოგიის შესაბამისად.

9. თუ საწარმო სააგენტოს არ წარუდგენს საინვესტიციო გეგმას და არ შეუთანხმებს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს, სააგენტო უფლებამოსილია ტარიფის დადგენისას არ გაითვალისწინოს საწარმოს მიერ შესაბამის პერიოდში ფაქტობრივად განხორციელებული შეუთანხმებელი ინვესტიცია, რომელიც არ იქნება მიჩნეული მიზანშეწონილად ან/და გონივრულად.

10. რეგულირებადი აქტივების ბაზაში არ მონაწილეობს:

ა) ინვესტიციის ის ნაწილი, რომელიც დაფინანსებულია მესამე მხარის მიერ. ასეთი აქტივები საწარმოს მიერ უნდა აღირიცხოს განცალკევებულად;

ბ) ინვესტიცია, რომელსაც სააგენტო არ მიიჩნევს დასაბუთებულად და გონივრულად;

გ) ინვესტიციის ის ნაწილი, რომელიც აღემატება გონივრული დანახარჯის ოდენობას და საწარმოს მიერ არ იქნა გაწეული მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად;

დ) რეგულირებად საქმიანობაში გამოუყენებელი აქტივები;

ე) დაუმთავრებელი მშენებლობა.

11. სააგენტო უფლებამოსილია რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულებაში არ გაითვალისწინოს საწარმოს წილის მფლობელის მიერ კაპიტალში შეტანილი მესამე მხარისაგან გადაცემული აქტივის ღირებულება, თუ საწარმოს წილის მფლობელს ან მესამე მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო ან საწარმო, რომლის წილის არანაკლებ 50%-ს ფლობს სახელმწიფო.

12. სააგენტო ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტივის თვითღირებულებაში გაითვალისწინებს მშენებლობის პროცესში საწარმოს მიერ მშენებლობის დაფინანსებისათვის აღებული გრძელვადიანი სესხის ფაქტობრივი წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობით გადახდილი სესხის პროცენტის კაპიტალიზირებულ ღირებულებას, მაგრამ არაუმეტეს ამ მეთოდოლოგიით განსაზღვრული სესხის ღირებულების (rd) განაკვეთისა.

13. საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება განისაზღვრება ამ ბაზაში ჩართული აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებით.

14. სატარიფო რეგულირების მიზნებისთვის საკანონმდებლო აქტების და სააგენტოს მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, ხოლო სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ტარიფში ასახოს ზემოაღნიშნული კანონმდებლობის მოთხოვნის საფუძველზე საწარმოს მიერ ექსპლუატაციიდან გაყვანილი რეგულირებადი აქტივების შესაბამისი კაპიტალური დანახარჯები. ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია ზემოაღნიშნული აქტივები განიხილოს რეგულირებად აქტივებად მათი სასიცოცხლო ვადის ამოწურვამდე, ან შესაბამისი სატარიფო წლის რეგულირებადი დანახარჯების ბაზაში ერთჯერადად ასახოს აღნიშნული აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება.

15. რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი (t+i) სატარიფო წლის ბოლოს იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic](3),

სადაც:

|i |– |სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); |

|RAB t+i |– |რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლის ბოლოს (ლარი); |

|TA t-1  |– |მატერიალური აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება საბაზისო წლის ბოლოს (ლარი); |

|IA t-1  |– |არამატერიალური აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება საბაზისო წლის ბოლოს (ლარი); |

|TP t-1  |– |მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილი აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება საბაზისო წლის ბოლოს (ლარი); |

|RA t+j |– |ტარიფის დადგენის და სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში |

| | |ექსპლუატაციიდან გასასვლელი აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება (ლარი); |

|pINV t+j  |– |სააგენტოსთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული (დაგეგმილი) აქტივების ღირებულება სატარიფო რეგულირების|

| | |პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|D t+j  |– |წლიური ცვეთა/ამორტიზაცია სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის, რომელიც ერიცხება არსებულ და |

| | |დაგეგმილ მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს (ლარი); |

|pTP t+j |– |მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილი აქტივების ღირებულება სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის |

| | |(ლარი); |

|pDTP t+j |– |მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილ აქტივებზე დარიცხული წლიური ცვეთა/ამორტიზაცია სატარიფო რეგულირების პერიოდის |

| | |შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი). |

მუხლი 8. ცვეთა/ამორტიზაცია

1. 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ ექსპლუატაციაში შესულ აქტივებთან დაკავშირებით გამოიყენება ცვეთის წრფივი დარიცხვის მეთოდით განსაზღვრული, აქტივის ექსპლუატაციაში შესვლის წლისათვის მოქმედი კომისიის მიერ დამტკიცებული „სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ნორმები“.

2. 2015 წლის 1 იანვრამდე ექსპლუატაციაში შესულ აქტივებთან დაკავშირებით სააგენტო ითვალისწინებს საწარმოს მიერ გამოყენებულ ცვეთა/ამორტიზაციის ნორმებს, ხოლო ამ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საამორტიზაციო ანარიცხების დადგენის წესი ან კომისიის მიერ დამტკიცებული „სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ნორმები“.

მუხლი 9. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება

1. რეგულირებადი აქტივების ბაზაზე ამონაგების ნორმა განისაზღვრება კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) მეთოდით.

2. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) და მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის ([pic]) სიდიდე უცვლელია რეგულირების პერიოდის განმავლობაში.

3. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC) გადასახადებამდე, ყოველი რეგულირების პერიოდისათვის, იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic]

(4),

სადაც:

|WACCგადასახადებამდე |– |კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება გადასახადებამდე (%); |

|g |– |სესხის წილი (%); |

|rd |– |სესხის ღირებულება (%); |

|re |– |საკუთარი კაპიტალის ღირებულება (%); |

|T |– |მოგების გადასახადი (%). |

მუხლი 10. საოპერაციო დანახარჯები

1. ამ მეთოდოლოგიის მიზნებისათვის საოპერაციო დანახარჯები შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები;

ბ) არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები.

2. საოპერაციო დანახარჯებმა უნდა უზრუნველყოს საწარმოსათვის შესაბამის რეგულირებად საქმიანობაზე გასაწევი დანახარჯების ანაზღაურება, მათ შორის:

ა) ექსპლუატაციისა და მომსახურების დანახარჯები;

ბ) ადმინისტრაციული და საერთო დანახარჯები.

3. საოპერაციო დანახარჯები უზრუნველყოფს მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილი აქტივების მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების (მათ შორის: მიმდინარე რემონტის, შენახვა-ექსპლუატაციისა და სხვა დანახარჯების) ანაზღაურებას.

4. სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის ტარიფის დადგენისას გაითვალისწინება საბაზისო წლის ის საოპერაციო დანახარჯები, რომლებიც დასაბუთებული, გონივრული და სამართლიანია.

5. სააგენტო უფლებამოსილია სატარიფო რეგულირების პერიოდის ტარიფის დადგენისას გაითვალისწინოს საპროგნოზო ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემები, რომლებსაც მიიჩნევს დასაბუთებულად, გონივრულად და სამართლიანად.

6. საწარმოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული საბაზისო წლის ფაქტობრივი ფინანსური მონაცემები და ტექნიკური სახის ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმებით.

7. სააგენტო შეამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მონაცემების სისწორეს და შეაფასებს წარმოდგენილი დანახარჯების გონივრულობას.

მუხლი 11. კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები

1. კონტროლირებად საოპერაციო დანახარჯებში გაითვალისწინება ყველა ის დანახარჯი, რომლებზეც საწარმოს აქვს გადაწყვეტილების მიღების საშუალება და, შესაბამისად, შეუძლია მათზე ზეგავლენის მოხდენა.

2. საწარმოსათვის სატარიფო რეგულირების პერიოდის (t+i) სატარიფო წლის კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic] (6),

სადაც:

|i |– |სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); |

|cOPEX t+i |– |საწარმოს კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|cOPEX t-1 |– |საწარმოს კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები საბაზისო წლისთვის (ლარი); |

|CPI t+j |– |ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი ტარიფის დადგენის და შესაბამისი სატარიფო წლისთვის, რომელიც განისაზღვრება |

| | |საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით (%); |

| | | |

|[pic] |– |საწარმოს კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების ის ნაწილი, რომელიც არ წარმოადგენს საბაზისო წლის ფაქტობრივ |

| | |დანახარჯს, თუმცა სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ასახვას საპროგნოზო მაჩვენებლებზე დაყრდნობით. |

მუხლი 12. არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები

1. არაკონტროლირებად საოპერაციო დანახარჯებში გაითვალისწინება ყველა ის დანახარჯი, რომელიც გამოწვეულია გარეშე ფაქტორებით და რომელზეც საწარმოს გადაწყვეტილების მიღება ან ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია (გადასახადები, მოსაკრებლები, სააგენტოს რეგულირების საფასური და სხვა).

2. სატარიფო რეგულირების პერიოდის თითოეული სატარიფო წლისთვის არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები განისაზღვრება სატარიფო რეგულირების პერიოდის საპროგნოზო ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემების საფუძველზე.

მუხლი 13. საბრუნავი კაპიტალი

1. სააგენტო შესაბამისი (t+i) სატარიფო წლისთვის განსაზღვრავს საწარმოს საბრუნავი კაპიტალის ოდენობას, რომელიც იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic] (7),

სადაც:

|i |– |სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); |

|[pic] |– |საბრუნავი კაპიტალის ოდენობა შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |– |დებიტორული დავალიანების დაფარვის დღე, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა (დღე); |

|[pic] |– |საბაზისო წელს კრედიტორული დავალიანების დაფარვის დღე საოპერაციო დანახარჯებთან მიმართებაში, მაგრამ არაუადრეს საანგარიშო |

| | |თვის 10 რიცხვისა (დღე); |

|[pic] |– |საბაზისო წელს კრედიტორული დავალიანების დაფარვის დღე დამატებული ღირებულების გადასახადთან მიმართებაში – საანგარიშო თვის |

| | |მომდევნო თვის არაუადრეს 15 რიცხვისა (დღე); |

|[pic] |– |საოპერაციო დანახარჯები შესაბამისი სატარიფო წლისთვის, რომელთა შემთხვევაშიც საწარმოს გააჩნია დადებითი სხვაობა დებიტორული და|

| | |კრედიტორული დავალიანების დაფარვის დღეებს შორის (ლარი); |

|[pic] |– |სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადის თანხასა და ჩასათვლელ დამატებული ღირებულების |

| | |გადასახადის თანხებს შორის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი). |

მუხლი 14. ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი

ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის ოდენობა საწარმოსათვის დგინდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 მარტის №4 დადგენილების შესაბამისად და მოქმედებს სატარიფო რეგულირების პერიოდში.

მუხლი 15. ბუნებრივი გაზის მოცულობა

ბუნებრივი გაზის საპროგნოზო ოდენობების განსაზღვრისას სააგენტო ეყრდნობა ისტორიულ მონაცემებს, საწარმოს მიერ წარდგენილ საინვესტიციო გეგმებს, დარგში არსებულ ან მოსალოდნელ პოლიტიკას. სააგენტო ასევე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ტარიფის დადგენის წელს სატარიფო წლისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის საპროგნოზო ბალანსებით.

თავი III. ტარიფის გაანგარიშება

მუხლი 16. ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფი

1. განაწილების და გატარების ტარიფი სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic](12),

სადაც:

|i | |სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n); |

|[pic] |- |ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფი რეგულირების პერიოდისთვის (თეთრი/მ3); |

|[pic] |- |რეგულირებადი დანახარჯების ბაზის ღირებულება რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |გამანაწილებელი ქსელის საშუალებით განაწილებული და გატარებული ბუნებრივი გაზის საპროგნოზო მოცულობების ჯამი |

| | |რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (მ3). |

თავი IV. ტარიფის კორექტირება

მუხლი 17. ტარიფის გაანგარიშების პრინციპები და ძირითადი მექანიზმები

1. სააგენტო უფლებამოსილია საწარმოს მიმართვის შემთხვევაში მოახდინოს ტარიფის კორექტირება წარმოდგენილი აუდიტირებული მონაცემების საფუძველზე. ასეთი კორექტირება შეიძლება განხორციელდეს წელიწადში ერთხელ ტარიფის დადგენის დღიდან კალენდარული წლის გასვლამდე 30 დღით ადრე სააგენტოში მომართვის საფუძველზე. სატარიფო რეგულირების პერიოდის თითოეული წლისთვის ტარიფისკორექტირებას განახორციელებს დანახარჯების გაანგარიშების მაჩვენებლით.

2. სააგენტო უფლებამოსილია საწარმოს ან ტარიფით მოსარგებლის მომართვის შემთხვევაში მოახდინოს ტარიფის კორექტირება, თუ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად მოქმედი ტარიფის ცვლილებამ შეიძლება შეადგინოს 10% ან მეტი.

მუხლი 18. ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის კორექტირება

1. ყოველი სატარიფო რეგულირების პერიოდის ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფი ექვემდებარება კორექტირებას და ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს:

ა) კაპიტალური დანახარჯები;

ბ) კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების საპროგნოზო ნაწილი;

გ) არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები;

დ) გატარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა;

ე) ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის ღირებულება.

თავი V. ტარიფის დადგენისა და განაცხადის წარდგენის პროცედურები

მუხლი 19. ტარიფის დასადგენად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. ტარიფის დადგენის მიზნით საწარმო ვალდებულია ტარიფის დადგენისთვის სააგენტოში წარმოადგინოს სატარიფო განაცხადი.

2. სატარიფო განაცხადისა და მონაცემთა ფორმები, აგრეთვე სატარიფო განაცხადთან ერთად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სატარიფო განაცხადთან ერთად საწარმომ და მიმწოდებელმა ასევე უნდა წარმოადგინოს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგენილი და აუდირებული ფინანსური ანგარიშგება.

4. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ან მიმწოდებლის მიერ სატარიფო განაცხადი წარმოდგენილია საბაზისო წლის წლიური ანგარიშის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წარმოდგენის ვადის ამოწურვამდე და ამ მეთოდოლოგიის ფარგლებში საწარმოს პირველად უდგინდება ტარიფი, სააგენტო ტარიფის დადგენისას დაეყრდნობა უახლოესი პერიოდის აუდირებულ მონაცემებს.

5. სააგენტო უფლებამოსილია საწარმოს და მიმწოდებელს მოსთხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს.

6. სატარიფო განაცხადისა და მასზე დართული მასალების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება სატარიფო განაცხადის წარმომდგენს.

20. ტარიფის დადგენის ვადები და პროცედურები

1. საწარმო ტარიფის დადგდენის მიზნით სატარიფო განაცხადს წარადგენს სააგენტოში.

2. სააგენტო სატარიფო განაცხადის დამტკიცებულ ფორმასთან შესაბამისობას და მის სისრულეს განიხილავს სატარიფო განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. თუ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადი არ შეესაბამება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ფორმას ან წარმოდგენილია არასრულყოფილად, სააგენტო განმცხადებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად წერილობით განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა. ეს ვადა განმცხადებლის მოთხოვნით შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადით.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საწარმო სააგენტოში არ წარმოადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას, კომისიის გადაწყვეტილებით სატარიფო განაცხადი რჩება განუხილველად.

5. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და თავისი ინიციატივით გადახედოს საწარმოს ტარიფებს. ამ შემთხვევაში საწარმოს მიერ საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის პირობები განისაზღვრება სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.

6. სრულყოფილად წარმოდგენილი სატარიფო განაცხადის მიღების ან ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს გადაწყვეტილებით იწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და შესაბამისი ცნობა ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე.

7. სატარიფო განაცხადის განხილვა სააგენტოში მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, სატარიფო განაცხადი და თანდართული დოკუმენტები (გარდა პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო ან/და კომისიის მიერ კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისა) საჯაროა და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი პირისათვის.

8. ყველა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია გაეცნოს სააგენტოში წარმოდგენილ საჯაროდ ხელმისაწვდომ მასალებს და აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები.

9. სატარიფო განაცხადთან დაკავშირებული მოსაზრებები წარდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტაციას. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრებების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა, წარმოდგენილი მოსაზრებების ასლი უნდა გაეგზავნოს სატარიფო განაცხადის წარმდგენს, ხოლო მოსაზრებები განიხილება სატარიფო განაცხადის საჯარო განხილვისას.

10. სატარიფო განაცხადის განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია საწარმოსგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის ან სხვადასხვა სახის დასკვნის წარდგენა.

11. სატარიფო განაცხადის განხილვისას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტო უფლებამოსილია, მოაწყოს შეხვედრები ან/და საჯარო სხდომები აღნიშნულ სატარიფო განაცხადთან დაკავშირებით.

12. განმცხადებელს 7 სამუშაო დღით ადრე უნდა ეცნობოს სატარიფო განაცხადის საჯარო სხდომაზე განხილვის დრო და ადგილი.

თავი VI. გარდამავალი დებულებები

მუხლი 21. გარდამავალი დებულება

1. 2020-2022 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) და მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის ქვემოთ მოცემული კომპონენტების სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 9.17%;

ბ) სესხის ღირებულება (rd) – 12.11%;

გ) მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი ([pic]) – 11.01%.

2. 2020 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი ტარიფის გაანგარიშების მიზნებისთვის დროში ფულის ღირებულების განაკვეთი აღნიშნულ თარიღამდე პერიოდზე, სააგენტოს მიერ ამავე პერიოდზე დადგენილი კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (13.54%) ტოლია.

3. ამ მეთოდოლოგიის მიზნებისთვის:

ბ) გონივრული დანახარჯი არის საწარმოს მიერ საჭირო მახასიათებლების მქონე საქონლის, მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად, მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად გაწეული ხარჯი, რომელიც რაციონალურია და აუცილებელია საწარმოს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის;

გ) სააგენტო უფლებამოსილია გარდა საბაზისო წლის დოკუმენტაციისა და ინფორმაციისა მოითხოვოს ქვემოთ მითითებული პერიოდის ნებისმიერი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია შემდეგი სახის დანახარჯთან და ემსახურება ამგვარი დანახარჯის სრულყოფილ შესწავლასა და ანალიზს:

გ.ა) საოპერაციო დანახარჯი – ორი სრული რეგულირების პერიოდი შესაბამისი საბაზისო წლების ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს 2015 წლისა;

გ.ბ) კაპიტალური დანახარჯი – ნებისმიერი პერიოდი;

დ) თუ საწარმო ეწევა ერთზე მეტ რეგულირებად ან/და სხვა სამეწარმეო საქმიანობას, საწარმოს საერთო დანახარჯების და აქტივების კონკრეტულ საქმიანობაზე გადანაწილებას ახდენს სააგენტო;

ე) დანახარჯების სააგენტოს მიერ შემოწმებას დაქვემდებარებული საწარმოს შემოსავლები ჯგუფდება შემდეგი შინაარსით:

ე.ა) საოპერაციო შემოსავალი, რომელიც ფორმირდება კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობის განხორციელების შედეგად;

ე.ბ) სხვა საოპერაციო შემოსავალი, რომელსაც საწარმო იღებს კონკრეტულ რეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების შედეგად და ასეთი მომსახურების პირობები განსაზღვრულია სააგენტოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ე.გ) არასაოპერაციო შემოსავალი, რომელიც ფორმირდება ნებისმიერი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლისაგან, გარდა ამ პუნქტის „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემოსავლისა;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ საწარმო რეგულირებად საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა სამეწარმეო საქმიანობას და იღებს შემოსავალს, საწარმო ვალდებულია ამგვარ საქმიანობასთან დაკავშირებული დანახარჯების და შემოსავლების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად იმისათვის, რომ იდენტიფიცირდეს კონკრეტული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული დანახარჯები, რომლის შემდეგაც აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი (ან მოგება) არ დაექვემდებარება გაანგარიშებას;

ზ) იმ შემთხვევაში, თუ მიღებული შემოსავალი ფორმირდება საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახული აქტივების და რეგულირებად საქმიანობაში დასაქმებული ადამიანური რესურსების სხვა სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენებით საწარმო ვალდებულია მიუთითოს ასეთი საერთო სარგებლობის აქტივებისა და ადამიანური რესურსების შესახებ იმისთვის, რომ კონკრეტული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული დანახარჯი მიკუთვნებული იქნეს შესაბამის სამეწარმეო საქმიანობას;

თ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლის დაკავშირება შესაბამის დანახარჯთან ამ პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა ექვემდებარება სრულად შემცირებას ამგვარი სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით;

ი) სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოს მიერ მიღებული სხვა საოპერაციო და არასაოპერაციო შემოსავალის აუდიტის ფარგლებში უნდა დადგინდეს საწარმოს მიერ სხვა სამეწარმეო საქმიანობიდან, მათ შორის, რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახული აქტივების და რეგულირებად საქმიანობაში დასაქმებული ადამიანური რესურსების სხვა სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენებიდან მიღებული შემოსავალი ან მოგება, რომლიც თავის მხრივ შესაძლოა გამოყენებული იქნეს სრულად ან ნაწილობრივ, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზის შესამცირებლად შემდეგი პროცენტული მაჩვენებლების შესაბამისად:

| |დასახელება |გაანგარიშების პროცენტი|შენიშვნა |

|ი.ა) |შემოსავალი, რომელიც მიღებულია დაკავშირებული |100% |გაანგარიშებას ექვემდებარება მიღებული მოგება ან შემოსავალი |

| |საწარმოსთვის გაწეული მომსახურებიდან ან/და მიწოდებული | |სრულად |

| |საქონლიდან | | |

|ი.ბ) |შემოსავალი, რომელთან დაკავშირებული დანახარჯებიც |50% |გაანგარიშებას ექვემდებარება მიღებული მოგება |

| |იდენტიფიცირებულია საწარმოს საოპერაციო და კაპიტალურ | | |

| |ხარჯებში | | |

|ი.გ) |შემოსავალი, რომელთან დაკავშირებული დანახარჯებიც ვერ |100% |გაანგარიშებას ექვემდებარება მიღებული შემოსავალი |

| |იდენტიფიცირდება საწარმოს საოპერაციო და კაპიტალურ | | |

| |ხარჯებში | | |

|ი.დ) |სხვადასხვა შემოსავალი |100% |ნებისმიერი შემოსავალი, რომლის შინაარსის შესახებ საწარმოს |

| | | |მიერ დეტალური ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი |

კ) ექსპლუატაციიდან გასული სრულად გაცვეთილი რეგულირებადი აქტივების რეალიზაციის შემთხვევაში, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა ექვემდებარება შემცირებას ამ რეგულირებადი აქტივების რეალიზაციიდან მიღებული მოგების 50%-ით, ხოლო არასრულად გაცვეთილი რეგულირებადი აქტივების რეალიზაციის შემთხვევაში – 100%-ით;

ლ) საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა ექვემდებარება შემცირებას ბუნებრივი გაზის მომარაგების აღდგენის ფარგლებში დარიცხული საფასურის 100%-ით;

მ) დანახარჯების სააგენტოს მიერ შემოწმებას დაქვემდებარებული საწარმოს მიერ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების, მოხმარების დასაშვები მოცულობის გაზრდის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის შემთხვევაში, სადაც საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების დარიცხვა განხორციელდა სააგენტოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საფასურების შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში საწარმოს მიერ გაწეული საოპერაციო დანახარჯები ექვემდებარება შემცირებას საფასურის დარიცხვით მიღებული შემოსავლით, ხოლო თუ აღნიშნული შემოსავალი აჭარბებს საოპერაციო დანახარჯებს, მაშინ რეგულირებადი აქტივების ბაზა ექვემდებარება სამუშაოების ფარგლებში შექმნილი აქტივის ღირებულების შემცირებას მიღებულ შემოსავალსა და საოპერაციო დანახარჯებს შორის არსებული დადებითი სხვაობით;

ნ) იმ შემთხვევებში, თუ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების, მოხმარების დასაშვები მოცულობის გაზრდის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის დარიცხვით მიღებული შემოსავალი აჭარბებს ამ სამუშაოების ფარგლებში შექმნილი აქტივების და გაწეული საოპერაციო დანახარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჯამურ ღირებულებას (გამანაწილებელი და შიდა ქსელი), საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა ექვემდებარება მიერთების საფასურის დარიცხვით მიღებულ შემოსავალსა და მიერთებაზე გაწეულ ჯამურ დანახარჯებს შორის არსებული დადებითი სხვაობით შემცირებას;

ო) ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, თუ ბუნებრივი გაზის ქსელზე სამუშაოები ხორციელდება საწარმოსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და მიღებული შემოსავალი აჭარბებს საწარმოს მიერ ამ სამუშაოებზე გაწეულ დანახარჯებს, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა ექვემდებარება მიღებულ შემოსავალსა და მიერთებაზე გაწეულ დანახარჯებს შორის არსებული დადებითი სხვაობის 50%-ით შემცირებას;

პ) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „პ“ ქვეპუნქტში მითითებულ სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები ასახულია დანახარჯების სააგენტოს მიერ შემოწმებას დაქვემდებარებული საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში ან/და საოპერაციო დანახარჯებში, რეგულირებადი აქტივების ბაზა ან/და საოპერაციო დანახარჯები ექვემდებარება შემცირებას ამ დანახარჯების სრული ოდენობით;

ჟ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების ან არსებულ მიერთებაში ცვლილების პირველ ეტაპზე, სადაც საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების დარიცხვა განხორციელდა სააგენტოს დადგენილებით განსაზღვრული დეპოზიტის ოდენობით, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა ექვემდებარება შემცირებას მაძიებლის მიერ გადახდილი დეპოზიტის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საწარმო ვალდებულია გამცხადებელს დაუბრუნოს გადახდილი დეპოზიტი;

რ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების ან არსებულ მიერთებაში ცვლილების მეორე ეტაპზე, სადაც საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების დარიცხვა განხორციელდა სააგენტოს დადგენილებით განსაზღვრული საფასურების შესაბამისად, საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზა ექვემდებარება მაძიებლის მიერ გადახდილი საფასურის ფარგლებში შექმნილი აქტივების ღირებულებით შემცირებას;

ს) იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების ან არსებულ მიერთებაში ცვლილების მეორე ეტაპის საფასურით მიღებული შემოსავალი აჭარბებს ამ მიერთების ფარგლებში შექმნილი აქტივების ღირებულებას, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა ექვემდებარება მიერთების საფასურსა და მიერთებაზე გაწეულ დანახარჯებს შორის არსებული დადებითი სხვაობით შემცირებას;

ტ) ამ პუნქტის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, თუ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების ან არსებულ მიერთებაში ცვლილების სამუშაოები ხორციელდება საწარმოსა და მიერთების მსურველს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და მიღებული შემოსავალი აჭარბებს საწარმოს მიერ ამ მიერთებაზე გაწეულ დანახარჯებს, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა ექვემდებარება მიღებულ შემოსავალსა და მიერთებაზე გაწეულ დანახარჯებს შორის არსებული დადებითი სხვაობის 50%-ით შემცირებას;

უ) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „უ“ ქვეპუნქტში მითითებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების ან არსებულ მიერთებაში ცვლილების სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები ასახულია დანახარჯების სააგენტოს მიერ შემოწმებას დაქვემდებარებული საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში, იგი (რეგულირებადი აქტივების ბაზა) ექვემდებარება შემცირებას ამ აქტივის სრული ღირებულებით;

ფ) იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ვერ უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების, მოხმარების დასაშვები მოცულობის გაზრდის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის შემოსავლებისა და დანახარჯების წარმოდგენას მომსახურების მოთხოვნის შესახებ განაცხადების მიხედვით, რეგულირებადი აქტივების ბაზის, საოპერაციო დანახარჯების ან/და რეგულირებადი დანახარჯების ბაზის გაანგარიშებგაანგარიშებ მიზნით გამოყენებული იქნება ამ მუხლში ასახული პრინციპებისგან განსხვავებული მიდგომა;

ქ) დანახარჯების გამიჯვნა (ალოკაცია) განხორციელდეს ამ მეთოდოლოგიის დანართი №1-ის შესაბამისად.

დანართი №1

დანახარჯების გამიჯვნა

მუხლი 1. დანახარჯების გამიჯვნა საქმიანობის მიხედვით

1. აუდიტს დაქვემდებარებული საწარმო ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ყველა ის ინფორმაცია (მონაცემი), რომელზე დაყრდნობითაც განახორციელა დანახარჯების მიკუთვნება და გადანაწილება.

2. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებულ საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა რეგულირებად ან/და სხვა სამეწარმეო საქმიანობას, საწარმო ვალდებულია ამგვარ საქმიანობებთან დაკავშირებული დანახარჯების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად და ასევე, მოახდინოს ამ საქმიანობებში გამოყენებული აქტივების და დასაქმებული თანამშრომლების გამიჯვნა.

3. აუდიტს დაქვემდებარებული საწარმო ვალდებულია რეგულირებად საქმიანობასთან პირდაპირ დაკავშირებული საოპერაციო დანახარჯები (მათ შორის, ცვეთის ხარჯი), თანამშრომელთა რაოდენობა და აქტივები შესაბამისი ღირებულებით მიაკუთვნოს კონკრეტულ რეგულირებად საქმიანობას. ერთდროულად რამდენიმე რეგულირებადი ან/და სხვა სამეწარმეო საქმიანობის, საოპერაციო დანახარჯებისა და თანამშრომელთა რაოდენობის გადანაწილება შესაბამისი საქმიანობების მიხედვით საწარმოს მიერ და ერთდროულად რამდენიმე რეგულირებად ან/და სხვა სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენებული აქტივების ღირებულების გადანაწილება სააგენტოს მიერ განხორციელდება შემდეგი პრინციპებით:

ა) რეგულირებად და სხვა სამეწარმეო საქმიანობებს შორის საერთო დანახარჯები (აქტივების ღირებულება, შესაბამისი ცვეთა და საოპერაციო დანახარჯები) და თანამშრომლების რაოდენობა უნდა გადანაწილდეს ამ საქმიანობებით მიღებული შემოსავლების იმ პროპორციით, რომელიც განისაზღვრება ბოლო დანახარჯების სააგენტოს მიერ გადამოწმების შედეგად;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს რეგულირებადი საქმიანობები მოიცავს ერთზე მეტ რეგულირებად სექტორს ბუნებრივი გაზი, სექტორებს შორის დანახარჯების გადანაწილების პრინციპი განისაზღვრება ინდივიდუალურად კონკრეტული საწარმოსთვის რეგულირებადი საქმიანობების სპეციფიკის გათვალისწინებით;

გ) ერთი რეგულირებადი სექტორის რამდენიმე რეგულირებად საქმიანობას შორის საერთო დანახარჯები (აქტივების ღირებულება, შესაბამისი ცვეთა და საოპერაციო დანახარჯები) და თანამშრომელთა რაოდენობა უნდა გადანაწილდეს ამ საქმიანობების ფარგლებში ბოლო დანახარჯების სააგენტოს მიერ გადამოწმების შედეგად განსაზღვრული რეალიზებული საქონლის რაოდენობის პროპორციულად. აღნიშნული საქმიანობებს შორის დანახარჯებისა და თანამშრომელთა რაოდენობების გადანაწილება უნდა განხორციელდეს ამ დანართის ცხრილი №1-ით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად;

დ) იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ეწევა რამდენიმე რეგულირებად საქმიანობას და ასევე ერთ ან რამდენიმე სხვა სამეწარმეო საქმიანობას, საერთო დანახარჯებისა და თანამშრომელთა რაოდენობის გადანაწილება უნდა განხორციელდეს შემდეგი ეტაპების დაცვით:

დ.ა) გადანაწილება უნდა მოხდეს რეგულირებად საქმიანობებსა და სხვა სამეწარმეო საქმიანობას (საქმიანობებს) შორის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ.ბ) გადანაწილება უნდა მოხდეს რეგულირებად საქმიანობებს შორის ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ.გ) გადანაწილება უნდა მოხდეს რეგულირებად საქმიანობებს შორის ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.