ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მიზნით წარმოსადგენი სატარიფო განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11/040
სარეგისტრაციო კოდი
300380000.25.017.016016
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის

ბრძანება №11/040

2021 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 

ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მიზნით წარმოსადგენი სატარიფო განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ
1. ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მიზნით დამტკიცდეს სატარიფო განაცხადის ფორმა დანდართული დანართი №1-ის სახით; 

2. დამტკიცდეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტის სატარიფო განაცხადის ფინანსური ანგარიშის ფორმები თანდართული სახით: 

ა) საწარმოს რეკვიზიტები – დანართი №2;

ბ) ინფორმაცია საწარმოს შესახებ – დანართი №3;

გ) ფინანსური მონაცემები (მოგება-ზარალის ანგარიშგება, საბუღალტრო ბალანსი, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება, კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგება, აქტივების ბაზა) – დანართი №4;

დ) ფაქტობრივი და დაგეგმილი ინვესტიციები – დანართი №5;

ე) ბუნებრივი გაზის ბალანსი და კომერციული მონაცემები – დანართი №6.

3. დამტკიცდეს სატარიფო განაცხადთან წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, თანდართული დანართი №7-ის სახით.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


სააგენტოს უფროსიგიორგი ტატიშვილი
📎 დანართები (7)
1.docx

დანართი №1

სსიპ – ნავთობისა და გაზის

სახელმწიფო სააგენტოს

________________________________

საწარმოს დასახელება, მისამართი,

________________________________

საწარმოს ხელმძღვანელის სახელი/გვარი

განაცხადი ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის შესახებ

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 253, 254 და 2512 მუხლებისა და სსიპ – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2021 წლის 23 მაისის №11/ ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიის“ 23-ე მუხლის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მიზნით, წარმოგიდგენთ _________________________________________________ ტარიფის აუდიტირებულ გაანგარიშებას.

დანართი:

1. საწარმოს რეკვიზიტები ------ ფურცელი;

2. ინფორმაცია საწარმოს შესახებ ------- ფურცელი;

3. ფინანსური მონაცემები (საბუღალტრო ბალანსი, მოგება–ზარალის ანგარიშგება, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება, კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგება, აქტივების ბაზა) ------- ფურცელი;

4. ფაქტობრივი და დაგეგმილი ინვესტიციები ------- ფურცელი;

5. ბუნებრივი გაზის ბალანსი და კომერციული მონაცემები ------- ფურცელი

4. გაზის გატარების ტარიფის გაანგარიშების განმახორციელებელი აუდიტორის მონაცემები და სალიცენზიო მოწმობის ასლი

________________________________

საწარმოს ხელმძღვანელი

2.docx

3.docx

4.docx

5.docx

6.docx

7.docx

დანართი №7

სატარიფო განაცხადზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი

  1. ტარიფის დადგენის წლებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) და სასაქონლო ზედნადებების (RS) რეესტრები (როგორც გამოწერილი, ასევე მიღებული) საქონლის/მომსახურების დასახელების მითითებით;

  • შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან (www.rs.ge) ექსპორტირებული ელექტრონული ვერსიები Excel ფორმატით.

  1. განხორციელებული ოპერაციების შესახებ სატესტო წლის საბანკო ამონაწერები (ელექტრონული ვერსია);

  • ცხრილები Excel ფრომატში გადმოტანილი უნდა იქნეს ინტერნეტბანკის საშუალებით საწარმოს ანგარიშებიდან.

  1. ოფიციალურად დამოწმებული მოქმედი საშტატო განრიგი სტრუქტურული ერთეულის, პოზიციის, მათ შორის, ვაკანტური პოზიციის და სახელფასო განაკვეთების მითითებით (თანამშრომელთა სახელისა და გვარების მითითების გარეშე);

  • წარმოდგენილი უნდა იქნეს საწარმოს მიერ დამტკიცებული ფორმით.

  1. მოქმედი ხელშეკრულებები საკონსულტაციო, მენეჯერულ, აუდიტორულ, იურიდიულ და სანოტარო მომსახურებებზე, იჯარაზე, საწარმოს დაცვასა და დაზღვევაზე (ამასთან, სადაზღვევო სერტიფიკატები, პოლისები);

  • წარმოდგენილ იქნეს დასკანერებული, ორმხრივად ხელმოწერილი დედანი ხელშეკრულებები (ელექტრონული ვერსიები, pdf ფორმატი).

  1. მოქმედი სასესხო ხელშეკრულებები და შესაბამისი ვალდებულებების შესრულების გეგმური გრაფიკები (ასევე ელექტრონული ვერსია) და ცნობები დავალიანების შესახებ თითოეული საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე პერიოდის მდგომარეობით;

  • წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკანერებული, ორმხრივად ხელმოწერილი დედანი ხელშეკრულებები (ელექტრონული ვერსიები, pdf ფორმატი), ასევე, ცნობები დავალიანების შესახებ.

  1. ტარიფის დადგენის წლებში მოქმედი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის/მიწოდების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების რეესტრი - ხელშეკრულების მხარეების, მისი გაფორმების თარიღის, ნომრის, საგნის, ღირებულებისა და მოქმედების ვადის მითითებით (ელექტრონული ვერსია).

  • წარმოდგენილი უნდა იქნას Excel ფორმატით;

  1. საგადასახადო ორგანოში წარდგენილი, ტარიფის დადგენის წლებში მოგების, ქონების, საშემოსავლო, დამატებული ღირებულების გადასახადების და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების დეკლარაციები, საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადის შესახებ ინფორმაციები (pdf და Excel ფორმატით), ასევე, საბაჟო დეკლარაციების რეესტრი (შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან ექსპორტირებული Excel ფორმატით);

  • წარმოდგენილი უნდა იქნეს (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდიდან (www.rs.ge) გადმოწერილი დეკლარაციების ელექტრონული ვერსიები (pdf ფაილი).

  1. ტარიფის დადგენის წლებში განხორციელებული მივლინებების რეესტრი, მივლინებული პირის, მივლინების ადგილის, პერიოდის, სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების მითითებით (ელექტრონული ვერსია);

  • წარმოდგენილი უნდა იქნეს Excel ფორმატით.

  1. საწარმოს მიერ დამტკიცებული საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა;

  2. საწარმოს მიერ შემუშავებული საქონლის, მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის განხორციელების წესი;

  3. საწარმოს მიერ შემუშავებული სამივლინებო ნორმების წესი;

  4. სადაზღვევო შემთხვევების რეესტრი (დამზღვევი მხარის, შესაბამისი ხელშეკრულების (თარიღი, ნომერი) სადაზღვევო შემთხვევის დასახელების, ინციდენტის თარიღის, ანაზღაურებული თანხის და გადახდილი სადაზღვევო პრემიის მითითებით);

  5. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეესტრი (სახელმწიფო ნომრის, საინვენტარო ნომრის, შესყიდვის თარიღის, საწყისი/ნარჩენი ღირებულებების და განპიროვნების (პირის მომსახურების ან/და დანიშნულების) მითითებით);

  6. ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების რეესტრი Excel ფორმატით, აქტივის დასახელების, ჯგუფის, რაოდენობის, შესაბამის საქმიანობაზე და ძაბვის/წნევის საფეხურზე მიკუთვნების, ექსპლუატაციაში შესვლის თარიღის, სასარგებლო მომსახურების ვადის, საწყისი საბალანსო ღირებულების, დაფინანსების წყაროს, წლიური ინვესტიციის, წლიური და აკუმულირებული ცვეთა/ამორტიზაციის, ჩამოწერის, გადაფასების და გაუფასურების ღირებულების მითითებით;

  7. ტარიფის გაანგარიშების წლებში რეალიზებული ძირითადი საშუალებების რეესტრი (რეალიზებული საქონლის დასახელების, რაოდენობის, ნარჩენი საბალანსო ღირებულების, რეალიზაციასთან დაკავშირებული დანახარჯების და რეალიზებული ღირებულების მითითებით).