სს „დარკვეთის საშენმასალათა კომბინატის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/05/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „დარკვეთის საშენმასალათა კომბინატის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

განცხადება

სს „დარკვეთის საშენმასალათა კომბინატი ს“ (ს/კ239396710)

აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

ფრიდონი აბესაძის (პ.ნ. 35001008650) (შემდეგში „შემსყიდველი“) როგორც სს „დარკვეთის საშენმასალათა კომბინატის“ (ს/კ239396710) (შემდეგში  „საზოგადოება“) საწესდებო კაპიტალში არსებული აქციების სრული ოდენობის 96.68006%-ის მფლობელი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53
4 მუხლით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლების საფუძველზე აცხადებს საზოგადოების დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული საზოგადოების აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.

საწესდებო კაპიტალში არსებული აქციების სრული ოდენობა შეადგენს 281 541 ცალს, საიდანაც 272 194  ცალი აქციის მესაკუთრეა შემსყიდველი.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, შემსყიდველი განცხადებით მიმართავს სასამართლოს, აქციათა სავალდებულო მიყიდვისა და შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასის განსაზღვრისა და ამ ფასად გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ.

საზოგადოების აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შემსყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, საზოგადოების სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ საზოგადოების აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: საწარმოს ნორმალური ფუნქციონირების, მართვის ოპტიმიზაცია დაგანვითარება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შემსყიდველს, ფრიდონი აბესაძეს, მის: ქ.თბილისი, სულხან ცინცაძის 12, მე-14 სადარბაზო, მე-3 სართული, ოფისი 14., ტელ: (599) 67 00 35, ელ.ფოსტა: davidgeo71@gmail.com;

აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან” („საქართველოს რეგისტრატორი”)  მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის ქ. №11 „საქწყალპროექტის“ შენობა, VII სართული, ტელ.: (+995 32) 2251560, (+995 32) 2225351

შემსყიდველი                                                  ფრიდონი აბესაძე