ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.05.2021
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016412
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.05.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2021 წლის 25 მაისი
ქ. საგარეჯო
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი“, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი“
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“ (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების პროცედურებს.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ურთიერთობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოსთან წესრიგდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე პროგრამის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ამ პროგრამით სარგებლობის მიზნით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისთვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს რეგისტრირებულ ან/და მერიაში შესაბამის აღრიცხვაზე მყოფ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას.
მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი
ამ პროგრამის მიზანია:
პროგრამა გულისხმობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და შემდგომში ფინანსურად დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, ფინანსურ მხარდაჭერას.
მუხლი 3🔗. უფლებამოსილი ორგანო
პროგრამის განხორციელების და დაფინანსების გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია.
თავი II
ამხანაგობის განვითარება
მუხლი 4🔗. ამხანაგობის განვითარება
1. ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარების მიზნით, მერია განიხილავს ამხანაგობის განცხადებას საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე.
2. მერია უფლებამოსილია ხელი შეუწყოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს ინსტიტუციური და ეკონომიკურ განვითარებისათვის.
მუხლი 5🔗. განცხადების წარდგენა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე
1. ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლოატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) მერიის დასახელებას;
ბ) განმცხადებელი ამხანაგობის რეკვიზიტებს;
გ) ამხანაგობის მოთხოვნას საერთო ქონების განვითარებისათვის ჩასატარებელი კონკრეტული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე;
2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) მერიის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელის ასლი;
ბ) ამ წესის შესაბამისად პირველადი მომართვის შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი;
გ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის კრების ოქმის დედანი, რომლითაც განსაზღვრულია ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარებისათვის ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, პრიორიტეტების მიხედვით.
მუხლი 6🔗. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების პირობები
1. მერია განიხილავს შემოტანილ განცხადებებს და მათ შესაბამისობას ამ პროგრამით დადგენილ პირობებთან.
2. ამხანაგობის საერთო ქონების ექსპლოატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მერია შეისყიდის კანონით დადგენილი წესით.
3. მერია უფლებამოსილია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, განსაზღვროს ამხანაგობისათვის სრულად დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგი ძირითადი მიმართულებები:
ა) სახურავის შესაკეთებელი სამუშაოები (წყალსაწრეტი მილები, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი);
ბ) ლიფტის შესაკეთებელი სამუშაოები (ლიფტები და სადარბაზოს სენსორული სანათები);
გ) წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შესაკეთებელი სამუშაოები;
დ) შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები;
ე) საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეები, აივნები, ჭიშკარი, სადარბაზო, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს კარები, თაღები და სართულშუა ნაპრალების სამუშაოები);
ვ) პროექტების სამუშაოები (არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომსახურება);
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისათვის დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების მომზადებას უზრუნველყოფს მერია, სახელმწიფო შესყიდვების ან/და ამხანაგობის მიერ წარმოდგენის გზით.
5. განცხადება არ დაკმაყოფილდება თუ:
ა) შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან, ღირებულებიდან ან/და სხვა დასაბუთებული მიზეზებიდან გამომდინარე მისი დაკმაყოფილება მიზანშეუწონელია;
ბ) შესასრულებელი სამუშაო უკვე დაფინანსებელია პროგრამის ფარგლებში და მოქმედებს შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადა;
გ) ამოიწურა ბიუჯეტის შესაბისი ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ოდენობა;
დ) შემოწმების შედეგად არ დასტურდება განცხადებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა;
ე) დარღვეულია ამ წესის მოთხოვნები.
მუხლი 7🔗. სამუშაოების შესყიდვის წესი
ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვას მერია განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. მერიის უფლებამოსილება
მერია უფლებამოსილია ერთდროულად განიხილოს და შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში დააფინანსოს სხვადასხვა სახის სამუშაოები ერთი ამხანაგობისათვის.
თავი III
ამხანაგობის აღრიცხვა
მუხლი 9🔗. ამხანაგობის აღრიცხვა
1. ამხანაგობის აღრიცხვაზე დადგომის მიზნით, ამხანაგობის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს მერიას.
2. ამხანაგობამ აღრიცხვაზე დადგომის თაობაზე განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;
ბ) ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი – გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
გ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი;
დ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია (სახელი – გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით);
ე) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ვ) საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ;
ზ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს მრავალბინიან სახლში არსებულ უძრავ ქონებაზე იმ პირის საკუთრების უფლებას, რომელმაც ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს ამხანაგობის სახელით.
3. ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს შესაბამისი მერის თანხმობას.
4. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს შესაბამისი მერის თანხმობას.
5. მერია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზეც მერია გასცემს ან არ გასცემს აღრიცხვის ფურცელს.
6. აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:
ა) აღრიცხვის ნომერს;
ბ) აღრიცხვის თარიღს;
გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს;
დ) ამხანაგობის დასახელებას;
ე) ამხანაგობის მისამართს;
მუხლი 10🔗. აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა
1. ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შესატანად, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, მერიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:
ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;
ბ) ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტში მითითებულ, საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
გ) ამხანაგობის წევრთა ცვლილების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია სახელი – გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით;
დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.
2. მერია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
3. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:
ა) წინამდებარე წესის მე-9 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების მერიაში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას, ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევები.
მუხლი 11🔗. ამხანაგობის აღრიცხვიდან მოხსნა
ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება:
ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;
ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა, ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;
გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;
დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.