“სამედიცინო დაწესებულებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.12.2000 ბოლო ცვლილება 11.08.2014
ნომერი
№239/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.11.119.004.536
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 119, 20/12/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.536

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №239/ნ

2000 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

სამედიცინო დაწესებულებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების შესახებ

დამნაშავეობასთან ბრძოლის გააქტიურებამ დღის წესრიგში დააყენა სამედიცინო დაწესებულებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ოპერატიული ინფორმაციის აუცილებელი და დროული მიწოდების საკითხის რეგულირება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება პოლიციას დანაშაულებათა გამოვლენისა და მათი ოპერატიულად გამოძიების საქმეში. აღნიშნულიდან გამომდინარე “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის V თავის 45-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სამედიცინო დაწესებულებებიდან სამართალდამცავი ორგანოებისათვის ცნობების მიწოდების ინსტრუქცია (დანართი 1).

2. დაევალოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალურ დეპარტამენტებს, ქ.ფოთის და დაბა მესტიის მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამმართველოებს, ქ.თბილისის მერიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურს უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებულ რეგიონებში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოცემული ბრძანების შესრულების ორგანიზაცია და სათანადო კონტროლი.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1986 წლის 14 იანვრის № 10/20 ბრძანება.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ა. გამყრელიძეს.

ა. ჯორბენაძე

დანართი 1

სამედიცინო დაწესებულებებიდან სამართალდამცავ ორგანოებში ცნობების მოწოდების ინსტრუქცია

1. პოლიციისათვის ცნობის გადაცემას ექვემდებარება:

ა) ყველა ტრავმული და ტრავმაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე.

ბ) უეცარი სიკვდილის ყველა შემთხვევა.

გ) ნაძალადევი სიკვდილის ყველა შემთხვევა.

დ) მოწამვლაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე.

ე) ქიმიური ან რადიაციული მოწამვლის ყველა და კვებითი ტოქსიკოინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევა.

ვ) საავადმყოფოში გვამის მოყვანიდან, ან 24 საათში სიკვდილის ყველა შემთხვევა, თუ ის უკავშირდება ნაძალადევ ქმედებას.

2. ტელეფონოგრამის გაგზავნის შესახებ ცნობა უნდა დაფიქსირდეს სტაციონარის მიმღებ ჟურნალში.

3. ცნობის გაცემაზე პასუხისმგებელია საავადმყოფოს მორიგე ექიმი.

4. ტრავმული დაზიანებით ამბულატორულ დაწესებულებაში მოყვანილი ყველა შემთხვევის შესახებ ცნობა უნდა დაფიქსირდეს ამბულატორიის სარეგისტრაციო ჟურნალში.

5. ცნობის გაცემაზე პასუხისმგებელია ის ექიმი, რომელმაც აღმოუჩინა პირს სამედიცინო დახმარება.

6. სასწრაფო დახმარების ექიმი გამოძახების დროს გვამის აღმოჩენის შემთხვევაში ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას და შემთხვევის ადგილზე დაელოდოს მის მოსვლას.

7. თუ, აუცილებელია პირის სტაციონარში გადაყვანა, სასწრაფო დახმარებას იგი გადაჰყავს სტაციონარში. ამის შემდეგ, შემდგომ მოქმედებაზე პასუხს აგებს სტაციონარის მორიგე ექიმი.

8. ამ პუნქტში ჩამოთვლილ შემთხვევებში, სასწრაფო დახმარების მიერ ბინაზე გაწეული დახმარების დროს სასწრაფო დახმარების ექიმი ვალდებულია აცნობოს პოლიციას და აღნიშნული ფაქტი დააფიქსიროს გამოძახების სარეგისტრაციო ჟურნალში.

9. იმ, შემთხვევაში თუ ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულებიდან არ ხერხდება პოლიციაში სატელეფონო კავშირის დამყარება, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ არა უგვიანეს 24 სთ-ში აცნობოს პოლიციას.