„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 10 ივნისის №418 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №719 |
|
2021 წლის 1 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 10 ივნისის №418 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010340020.22.027.016916) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება; ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|