„სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№935
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.027.017424
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/09/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №935

2023 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 17/10/2018, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.027.016841) დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ტყეშელაშვილი
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკა

პლანშეტი №1

გენერლის ყოველდღიური ფორმა

1. საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – ლურჯი შარვალი, ლურჯი პიჯაკი, ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი ფერის პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ქამარი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. საზაფხულო ფორმა – ლურჯი შარვალი, ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი ფერის მოკლემკლავიანი პერანგი, შავი ქამარი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ზამთრის ფორმა – ლურჯი შარვალი, ლურჯი მოკლე პალტო, ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი ფერის პერანგი, შავი ქამარი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

1

საგაზაფხულო-საშემოდგომო საზაფხულო ზამთრის

პლანშეტი №2

გენერლის გამოსასვლელი ფორმა

1. საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – მუქი რუხი შარვალი, მუქი რუხი პიჯაკი, მუქი რუხი წინაფრიანი ქუდი, თეთრი ფერის პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ქამარი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. საზაფხულო ფორმა – მუქი რუხი შარვალი, მუქი რუხი წინაფრიანი ქუდი, თეთრი ფერის პერანგი გახსნილი საყელოთი, შავი ქამარი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ზამთრის ფორმა – მუქი რუხი შარვალი, მუქი რუხი მოკლე პალტო, მუქი რუხი წინაფრიანი ქუდი, თეთრი ფერის პერანგი, შავი ქამარი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2

საგაზაფხულო-საშემოდგომო საზაფხულო ზამთრის

პლანშეტი №3

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთათვის

მამაკაცის გამოსასვლელი ფორმა

1. საზაფხულო ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, თეთრი მოკლემკლავიანი პერანგი, შავი ქამარი და მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი.

2. საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, თეთრი გრძელმკლავიანი პერანგი, მუქი ლურჯი პიჯაკი, შავი ჰალსტუხი, შავი ქამარი და მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი.

3. ზამთრის ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, თეთრი გრძელმკლავიანი პერანგი, მუქი ლურჯი პიჯაკი, მუქი ლურჯი პალტო, შავი ჰალსტუხი, შავი ქამარი და მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი.

4

საზაფხულო საგაზაფხულო-საშემოდგომო ზამთრის

პლანშეტი №4

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთათვის

ქალის გამოსასვლელი ფორმა

1. საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი (მუქი ლურჯი ქვედა კაბა), თეთრი გრძელმკლავიანი პერანგი, მუქი ლურჯი პიჯაკი, შავი ჰალსტუხი, შავი ქამარი და მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი.

2. საზაფხულო ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი (მუქი ლურჯი ქვედა კაბა), თეთრი მოკლემკლავიანი პერანგი, შავი ქამარი და მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი.

3. ზამთრის ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი (მუქი ლურჯი ქვედა კაბა), თეთრი გრძელმკლავიანი პერანგი, მუქი ლურჯი პიჯაკი, მუქი ლურჯი პალტო, შავი ჰალსტუხი, შავი ქამარი და მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი.

6

საგაზაფხულო-საშემოდგომო საზაფხულო ზამთრის

პლანშეტი №5

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის მოსამსახურეებისა (რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში) და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურისათვის

მამაკაცის ყოველდღიური ფორმა

1. საზაფხულო ფორმა – შავი შარვალი, ცისფერი მოკლემკლავიანი პერანგი, ცისფერი პოლოს მაისური, შავი ქამარი, შავი კეპი.

2. საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – შავი შარვალი, ცისფერი გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ქამარი, შავი სამკომპონენტიანი ქურთუკის შემადგენელი ჟილეტი და თხელი ქურთუკი, შავი კეპი.

3. ზამთრის ფორმა – შავი შარვალი, ცისფერი გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ქამარი, შავი სამკომპონენტიანი ქურთუკი (მოიცავს გარეთა ქურთუკს და შიგნით მისამაგრებელ თხელ ქურთუკს, რომელიც საჭიროებისამებრ გადაკეთებადია ჟილეტად), შავი კეპი.

საზაფხულო საგაზაფხულო-საშემოდგომო ზამთრის

პლანშეტი №6

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის მოსამსახურეებისა (რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში) და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთათვის

ქალის ყოველდღიური ფორმა

1. საზაფხულო ფორმა – შავი შარვალი, ცისფერი მოკლემკლავიანი პერანგი, ცისფერი პოლოს მაისური, შავი ქამარი, შავი კეპი.

2. საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – შავი შარვალი, ცისფერი გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ქამარი, შავი სამკომპონენტიანი ქურთუკის შემადგენელი ჟილეტი და თხელი ქურთუკი, შავი კეპი.

3. ზამთრის ფორმა – შავი შარვალი, ცისფერი გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ქამარი, შავი სამკომპონენტიანი ქურთუკი (მოიცავს გარეთა ქურთუკს და შიგნით მისამაგრებელ თხელ ქურთუკს, რომელიც საჭიროებისამებრ გადაკეთებადია ჟილეტად), შავი კეპი.

საზაფხულო საგაზაფხულო-საშემოდგომო ზამთრის

პლანშეტი №7

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოს მოსამსახურისათვის

მამაკაცის ყოველდღიური ფორმა

1. საზაფხულო ფორმა – შავი შარვალი, ცისფერი მოკლემკლავიანი პერანგი, შავი ქამარი და ლურჯი ჰალსტუხი.

2. საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – შავი შარვალი, ცისფერი გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ქამარი, ლურჯი ჟილეტი და ლურჯი ჰალსტუხი.

3. ზამთრის ფორმა – შავი შარვალი, ცისფერი გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ქამარი, შავი პიჯაკი და ლურჯი ჰალსტუხი.

საზაფხულო საგაზაფხულო-საშემოდგომო ზამთრის

პლანშეტი №8

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოს მოსამსახურისათვის

ქალის ყოველდღიური ფორმა

1. საზაფხულო ფორმა - შავი შარვალი ან ქვედა ბოლო, ცისფერი მოკლემკლავიანი პერანგი, შავი ქამარი.

2. საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – შავი შარვალი ან ქვედა ბოლო, ცისფერი გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ქამარი, შავი ჟილეტი.

3. ზამთრის ფორმა – შავი შარვალი ან ქვედა ბოლო, ცისფერი გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ქამარი, შავი პიჯაკი.

საზაფხულო საგაზაფხულო-საშემოდგომო ზამთრის

პლანშეტი №9

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (გარდა საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოსი) მოსამსახურისათვის

მამაკაცის ყოველდღიური ფორმა

1. საზაფხულო ფორმა – შავი შარვალი, მწვანე მოკლემკლავიანი პერანგი ან მწვანე პოლოს მაისური, შავი ქამარი, შავი კეპი.

2. საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – შავი შარვალი, მწვანე გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ქამარი, შავი სამკომპონენტიანი ქურთუკის შემადგენელი ჟილეტი და თხელი ქურთუკი, შავი კეპი.

3. ზამთრის ფორმა – შავი შარვალი, მწვანე გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ქამარი, შავი სამკომპონენტიანი ქურთუკი (მოიცავს გარეთა ქურთუკს და შიგნით მისამაგრებელ თხელ ქურთუკს, რომელიც საჭიროებისამებრ გადაკეთებადია ჟილეტად) შავი კეპი.

საზაფხულო საგაზაფხულო-საშემოდგომო ზამთრის

პლანშეტი №10

პლანშეტი №11

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურის ფორმა

1. საზაფხულო ფორმა – დამცავი ფერის შარვალი, შავი მაისური, შავი ქამარი და დამცავი ფერის (ღია ხაკისფერი) კეპი.

2. საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დამცავი ფერის (ღია ხაკისფერი) შარვალი, შავი მაისური, დამცავი ფერის (ღია ხაკისფერი) პერანგი, შავი ქამარი და დამცავი ფერის (ღია ხაკისფერი) კეპი.

3. ზამთრის ფორმა – დამცავი ფერის (ღია ხაკისფერი) შარვალი, შავი მაისური, დამცავი ფერის (ღია ხაკისფერი) პერანგი, შავი ქამარი, დამცავი ფერის (ღია ხაკისფერი) დათბილული ქურთუკი და შავი დათბილული ქუდი.

7

საზაფხულო საგაზაფხულო-საშემოდგომო ზამთრის

პლანშეტი №12

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს მოსამსახურისათვის

მამაკაცის ყოველდღიური ფორმა

1. საზაფხულო ფორმა – შავი შარვალი, შავი მოკლემკლავიანი პერანგი ან შავი პოლოს მაისური, შავი ქამარი, შავი კეპი.

2. საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – შავი შარვალი, შავი გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ქამარი, შავი სამკომპონენტიანი ქურთუკის შემადგენელი ჟილეტი/თხელი ქურთუკი, შავი კეპი.

3. ზამთრის ფორმა – შავი შარვალი, შავი გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ქამარი, შავი სამკომპონენტიანი ქურთუკი (მოიცავს გარეთა ქურთუკს და შიგნით მისამაგრებელ თხელ ქურთუკს, რომელიც საჭიროებისამებრ გადაკეთებადია ჟილეტად), შავი კეპი.

საზაფხულო საგაზაფხულო-საშემოდგომო ზამთრის

პლანშეტი №13

პლანშეტი №14

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს (გარდა სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოსი) მოსამსახურისათვის

მამაკაცის ყოველდღიური ფორმა

1. საზაფხულო ფორმა – შავი შარვალი, მუქი ლურჯი მოკლემკლავიანი პერანგი ან მუქი ლურჯი პოლოს მაისური, შავი ქამარი, შავი კეპი.

2. საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – შავი შარვალი, მუქი ლურჯი გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ქამარი, შავი სამკომპონენტიანი ქურთუკის შემადგენელი ჟილეტი და თხელი ქურთუკი, შავი კეპი.

3. ზამთრის ფორმა – შავი შარვალი, მუქი ლურჯი გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ქამარი, შავი სამკომპონენტიანი ქურთუკი (მოიცავს გარეთა ქურთუკს და შიგნით მისამაგრებელ თხელ ქურთუკს, რომელიც საჭიროებისამებრ გადაკეთებადია ჟილეტად), შავი კეპი.

საზაფხულო საგაზაფხულო-საშემოდგომო ზამთრის

პლანშეტი №15

პლანშეტი №16

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს მოსამსახურისათვის

მამაკაცის ყოველდღიური ფორმა

1. საზაფხულო ფორმა – შავი შარვალი, ნაცრისფერი მოკლემკლავიანი პერანგი, შავი ქამარი.

2. საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – შავი შარვალი, ნაცრისფერი გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ქამარი, შავი ჟილეტი.

3. ზამთრის ფორმა – შავი შარვალი, ნაცრისფერი გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ქამარი, შავი პიჯაკი.

საზაფხულო საგაზაფხულო-საშემოდგომო ზამთრის

პლანშეტი №17

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს მოსამსახურისათვის

ქალის ყოველდღიური ფორმა

1. საზაფხულო ფორმა – შავი შარვალი ან ქვედაბოლო, ნაცრისფერი მოკლემკლავიანი პერანგი, შავი ქამარი.

2. საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – შავი შარვალი, ნაცრისფერი გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ქამარი, შავი ჟილეტი.

3. ზამთრის ფორმა – შავი შარვალი, ნაცრისფერი გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ქამარი, შავი პიჯაკი.

საზაფხულო საგაზაფხულო-საშემოდგომო ზამთრის

პლანშეტი №18

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულებების განმასხვავებელი ატრიბუტიკა

1. A – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტი (გარდა ამ პლანშეტის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მთავარი სამმართველოებისა)

2. G – გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველო

3. B – ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველო

4. C – პენიტენციური დაწესებულება

შენიშვნა: განმასხვავებელი ნიშანი მაგრდება პერანგისა და ქურთუკის მარჯვენა მხარეს მკერდზე.

პლანშეტი №19

1. გენერლის ქუდის ემბლემა (კოკარდა) – ვაზის წნულის ოქროსფერი ორნამენტი, სტილიზებული ვარსკვლავი ოქროსფერში.

2. ოფიცრის წინაფრიანი ქუდის ემბლემა (კოკარდა) – ვაზის წნულის ვერცხლისფერი ორნამენტი (მცირე), რომელშიც განთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ემბლემა.

3. წინაფრიანი ქუდის (კეპის) ემბლემა (კოკარდა) – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ემბლემა.

8

პლანშეტი №20

1. იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტის სამხრე – ლურჯი/მუქი რუხი სამხრე (მანჟეტი) ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტით, სამი ვარსკვლავით.

2. იუსტიციის გენერალ-მაიორის სამხრე – ლურჯი/მუქი რუხი სამხრე (მანჟეტი) ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტით, ორი ვარსკვლავით.

3. იუსტიციის პოლკოვნიკის სამხრე – ყოველდღიური ფორმისათვის შავი სამხრე (მანჟეტი), ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, სამი ვარსკვლავით; გამოსასვლელი ფორმისათვის ლურჯი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, სამი ვარსკვლავით.

4. იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკის სამხრე – ყოველდღიური ფორმისათვის შავი სამხრე (მანჟეტი), ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, ორი ვარსკვლავით; გამოსასვლელი ფორმისათვის ლურჯი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, ორი ვარსკვლავით.

5. იუსტიციის მაიორის სამხრე – ყოველდღიური ფორმისათვის შავი სამხრე (მანჟეტი), ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, ერთი ვარსკვლავით; გამოსასვლელი ფორმისათვის ლურჯი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, ერთი ვარსკვლავით.

6. იუსტიციის კაპიტნის სამხრე – ყოველდღიური ფორმისათვის შავი სამხრე (მანჟეტი) ოთხი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე); გამოსასვლელი ფორმისათვის ლურჯი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, ოთხი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

7. იუსტიციის უფროსი ლეიტენანტის სამხრე – ყოველდღიური ფორმისათვის შავი სამხრე (მანჟეტი) სამი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე); გამოსასვლელი ფორმისათვის ლურჯი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, სამი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

8. იუსტიციის ლეიტენანტის სამხრე – ყოველდღიური ფორმისათვის შავი სამხრე (მანჟეტი) ორი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე); გამოსასვლელი ფორმისათვის ლურჯი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, ორი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

9. იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტის სამხრე – ყოველდღიური ფორმისათვის შავი სამხრე (მანჟეტი) ერთი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე); გამოსასვლელი ფორმისათვის ლურჯი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, ერთი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

10. იუსტიციის ზემდეგის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი ფართო ზოლით.

11. იუსტიციის უფროსი სერჟანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი სამი ზოლით.

12. იუსტიციის სერჟანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი ორი ზოლით.

13. იუსტიციის უმცროსი სერჟანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი ერთი ზოლით.

14. იუსტიციის რიგითის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი).

სამხრეები პიჯაკისათვის:

1. იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტის სამხრე – ლურჯი/მუქი რუხი სამხრე ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტით, სამი ვარსკვლავით.

2. იუსტიციის გენერალ-მაიორის სამხრე – ლურჯი/მუქი რუხი სამხრე ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტით, ორი ვარსკვლავით.

3. იუსტიციის პოლკოვნიკის სამხრე – ლურჯი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, სამი ვარსკვლავით.

4. იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკის სამხრე – ლურჯი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, ორი ვარსკვლავით.

5. იუსტიციის მაიორის სამხრე – ლურჯი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, ერთი ვარსკვლავით.

6. იუსტიციის კაპიტნის სამხრე – ლურჯი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, ოთხი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

7. იუსტიციის უფროსი ლეიტენანტის სამხრე – ლურჯი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, სამი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

8. იუსტიციის ლეიტენანტის სამხრე – ლურჯი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, ორი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

9. იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტის სამხრე – ლურჯი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, ერთი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

10

პლანშეტი №21

1. გენერლის ქუდის წინაფრის ორნამენტი და ქამარი ოქროსფერი.

2. წინაფრიანი ქუდის ქამარი ვერცხლისფერი.

3. ჰალსტუხის სამაგრი ოქროსფერი (გენერლის).

4. ჰალსტუხის სამაგრი ვერცხლისფერი.

5. გვარის აღმნიშვნელი სამკერდე ფირნიში (ოქროსფერზე შავი წარწერა (გენერლის), შავზე ვერცხლისფერი წარწერა).

6. სამკლაური ემბლემა.

7. ღილები – ოქროსფერი (გენერლის).

8. ღილები – ვერცხლისფერი.

9. გენერლის ღილკილო.

10. ოფიცრის ღილკილო.

9